პუბლიკაციები - NASA-ს ახალი ექსპერიმენტი - აპოკალიფსური მინიშნება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

NASA-ს ახალი ექსპერიმენტი - აპოკალიფსური მინიშნება

ნასას ახალი ექსპერიმენტი

როგორც NASA-ს ოფიციალური გვერდი იუწყება, აშშ-ს აეროკოსმიურმა სააგენტომ (NASA) ამ რამოდენიმე დღის წინ ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცეში უჩვეულო ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტის შედეგებმა მრავალი ამერიკელი შეაშფოთა.



Terrier-Improved Malemute Launch: Vapor deployment test

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/eRbFCOYpXEo" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

30 ივნისს ღამით აღმოსავლეთის სანაპიროს ქალაქების მცხოვრებლები მოწმენი გახდნენ იმისა, თუ როგორ გამოჩნდა ღამის ცაში ფერადი, მანათობელი ღრუბლები. NASA-ს წარმომადგენლის თქმით, ცაში გაშვებულმა რაკეტამ მართლაც გააფრქვია ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა სტრონციუიმი, ბარიუმი და ტყვიის ოქსიდი, მაგრამ ეს ყოველივე დაახლოებით 190 კმ სიმაღლის ზემოთ მოხდა, რაც არანაირად არ ემუქრება პლანეტის ბინადართა ჯანმრთელობას.




<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/BU4HZsuNv9M" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/-vEvwiMGnhk" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ერთი შეხედვით ეს არის ჩვეულებრივი შეტყობინება NASA-ს მორიგი ექსპერიმენტის შესახებ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ გაფრქვეული ნივთიერებების შემადგენლობას. ის მსგავსია იმისა, რაც შედის ე. წ. ქიმტრეილების, ანუ იმ ქიმიური ნაკვალევის შემადგენლობაში, რომელსაც თვითმფრინავებიდან აფრქვევენ და, რომელიც მთელი დედამიწის მასშტაბით მოსჩანს.

ქიმტრეილების შემადგენლობა
დღეისთვის კარგად არის შესწავლილი და მასში მითითებული ელემენტების გარდა, ადამიანისთვის მავნე მთელი რიგი სხვა ნივთიერებებიც შედის. თუმცა NASA-ს მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადებიდანაც კი საკმარისია გავიგოთ ამგვარი ნაკვალევების შემადგენლობები.



მოცემულ შემთხვევაში NASA აცხადებს, რომ გაფრქვეული ნივთიერებები მართალია მავნეა, მაგრამ ის იმდენად დიდ სიმაღლეზე იყო გაშვებული, რომ დედამიწამდე ვერც მოაღწევს.
ცალკეული გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ქიმტრეილებში შედის საკმაოდ მავნე ქიმიური რეაგენტები, რომლებსაც ყოველდღიურად აფრქვევენ რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში (ასევე ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ცხადია, ალბათ გამონაკლისი არც საქართველო იქნება - რედ.) ის აღწევს დედამიწამდე და აბინძურებს გარემოს, აჩენს უმძიმეს დაავადებებს, მაგრამ ამაზე ყველა დუმს.

ქიმტრეილების ფრქვევის ნამდვილ მიზნებზე მსოფლიო მთავრობები უკვე 20 წელზე მეტია შესაშურ ერთსულოვან მდუმარებას იცავენ. "მოკრძალებული" აზრი იმის შესახებ, რომ ამ ფორმით ებრძვიან გლობალურ დათბობას - არ მიიღება. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ჯერ კიდევ 20 წლის წინ განაცხადებდნენ ამის შესახებ და თანაც ამას გააკეთებდნენ დიდი პომპეზურობით, შეიქმნებოდა სპეციალური საერთაშორისო პროგრამა, სპეცფონდები, სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტების დანახარჯებში გაჩნდებოდა შესაბამისი პუნქტი და ა. შ. მაგრამ მსგავსი არაფერი ხდებოდა და არც დღეს ხდება.

მაშ ვინ იხდის მილიარდობით დოლარს იმისთვის, რათა ათწლეულების განმავლობაში, თანაც მთელი პლანეტის მასშტაბით მოქმედებაში მოიყვანოს ეს პროგრამა? წარმოიდგინეთ, რა ეღირება ყოველდღიურად ასობით და შესაძლოა ათასობით თვითმფრინავის აფრენა მთელი პლანეტის მასშტაბით მავნე ნივთიერებების საფრქვევად? ასევე რა ეღირება თვით ქიმიური რეაგენტები, მომსახურე პერსონალი და ა. შ.?

ესეც არ იყოს, უარესდება როგორც კლიმატი, ისევე ჩვენი ჯანმრთელობაც, და ამას ხედავენ ყველგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ახლა კი იგივე მავნე ნივთიერებების ფრქვევა დაიწყეს უკვე თერმოსფეროში (NASA-
განაცხადა, რომ ეს ფრქვევა განხორციელდა 190 კმ-ზე მაღლა).



უეჭველია, რომ მსოფლიო ელიტა უახლოვდება თავისი საიდუმლო ოპერაციის საკვანძო ეტაპს. და ალბათ ეს ყოველივე გამიზნულია პროექტ Blue Beam-ის რეალიზაციისთვის, რომელსაც გაუშვებენ ანტიქრისტეს მოსვლის პერიოდში.



მაშინ ყველა ადამიანი მთელი დედამიწის მასშტაბით ცაში დაინახავს გრანდიოზულ შოუს, რომელიც შეაშფოთებს ადამიანთა ცნობიერებას, ეს იქნება გრანდიოზული ზეციური შოუ. ამ მომენტში, ყველა ადამიანი, შეხედავს რა ამ ფანტასტიკურ და "ღვთიურ" მოქმედებებს, მოისმენს იმავე "დედამიწის ხმებს", რომლებიც ძლიერ წააგავს იუდაურ რქა-შოფარების ხმაურს.



იუდაური შოფარი


პროექტი "blue beam"-ი და "დედამიწის ხმები" მოწოდებულია იმისკენ, რათა ადამიანებზე მოახდინოს გამაოგნებელი ზეგავლენა; მოწოდებულია, რათა მონუსხოს ისინი მიმდინარე მოვლენების "ღვთაებრივი" წარმომავლობით. ამ ყოველივეში კიდევ ჩაერთვება მსოფლიო მასმედია... და დაიწყება მასობრივი ეგზალტაცია, ანტიქრისტეს მოსვლის წინამოვლენები...

ცხადია, ეს ყოველივე მიზანმიმართული იქნება იმისკენ, რათა გაღმერთებულ იქნას ანტიქრისტე. სხვათა შორის, ყველა რელიგიას უკვე დიდი ხანია ერეკებიან ერთ საერთო ქვაბში - ანტიქრისტეს ეკლესიაში, რათა შემდეგ ერთობლივად აღიარონ იგი მესიად და გამოუცხადონ ამის შესახებ კაცობრიობას.

მაშასადამე, დანო და ძმანო, მსოფლიო დგას გლობალური მოვლენების წინაშე, რომელიც ჯერ არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ანტიქრისტე გამოჩნდება როგორც უდიადესი მშვიდობისმყოფელი და ქაოსისა და ომებისგან, ტანჯვისა და სიკვდილიანობისგან
დაღლილი კაცობრიობა აღიარებს მის მეფობას მთელ მსოფლიოზე...

მაგრამ, ჩვენ, მართლმადიდებელ
ნი არ უნდა მივეცეთ პანიკას და არც უსასოობას. წმიდა სახარებიდან და ახალი აღთქმის სხვა წიგნებიდან, განსაკუთრებით კი იოანეს "გამოცხადებიდან" ვიცით, რომ ეს ყოველივე უნდა მოხდეს. ჩვენ ვიცით, რომ ანტიქრისტე და მისი მსახურები, ისევე როგორც თვით სატანა - არარაობას წარმოადგენენ! ყოველივეს მართავს მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც დაუშვებს ანტიქრისტეს მოსვლას! უფალი ამას დაუშვებს მხოლოდ იმიტომ, რომ კაცობრიობამ აირჩია არა ის, ჭეშმარიტი ღმერთი, არამედ - ეშმაკი. მსოფლიო ჩაფლულია ცოდვებსა და უსჯულოებაში, ამიტომაც მოიწყლება ის აპოკალიფსური წყლულებით, რომელიც ახალი აღთქმის წიგნებშია მითითებული.

დანო და ძმანო, უფალი არასოდეს მიატოვებს თავის ერთგულ შვილებს და უცილობელ დახმარებას აღმოუჩენს მათ, ვინც მყარად იდგება ამ დღეებში. ამიტომაც, მთავარია ერთგულნი ვიყოთ ჭეშმარიტი ღმერთის. მივენდოთ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, წმიდა სამებას - მამას, ძეს და სულიწმიდას. ვიპყრათ მაცხოვრის ჯვარი და მივყვეთ მის მცნებებს. და ის, როგორც შვილთა მოყვარული მამა, ხელთ აღგვიტაცებს და აგვიყვანს თავის სასუფეველში.

დიდება ღმერთს ყველაფრისთვის!

წყარო: 3rm.info

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню