პუბლიკაციები - მსოფლიო უსჯულოების ფაზაში შედის - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ვალერი ზორკინი:

მსოფლიო უსჯულოების ფაზაში შედის, რომელზეც მოციქული პავლე წინასწარმეტყველებდა

უსჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს

03.11.2016.

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ზორკინი მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ოდესღაც დამტკიცებულ იყო ჰუმანურ საზოგადოებაში, ჩვენს დღეებში კრახს განიცდის, რაც ჯერ კიდევ მოციქულ პავლეს მიერ იყო ნაწინასწარმეტყველევი.

როგორც "ინტერფაქს-რელიგია" (Интерфакс-Религия") იუწყება, ვ. ზორკინმა, ამა წლის 1 ნოემბერს, მოსკოვში შემდგარ XX მსოფლიო რუსული სახალხო შეკრების გახსნაზე განაცხადა: "ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც სამართალი, რომელზეც ვიმედოვნებდით ბოლო დროის განმავლობაში, თავის რეგულარულ პოტენციალს კარგავს, ხოლო სამართლებრივი კონსტრუქციები კარგავენ სიმყარესა და საიმედოობას. იზრდება უსჯულოების საშიშროება, რომელიც ცნობიერებაში წინ სწევს მოციქულ პავლეს სიტყვებს, რომელმაც ჩვენი ერის დასაწყისს გაგვაფრთხილა იმის შესახებ, რომ უჯსულოების საიდუმლო უკვე მოქმედებაში იყო".

მისი აზრით, ყველაზე დიდი საშიშროება დღეს ვლინდება საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობებში, ხოლო 1945 წლის იალტის ხელშეკრულებები, რომელსაც დღემდე მთელს მსოფლიოში მისდევდნენ, ირღვევა.

ვ. ზორკინმა მიუთითა პოსტსეკულარული მსოფლიოს ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, სადაც შესაძლებელი იქნება დიალოგი მორწმუნეებსა და ათეისტებს შორის.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს აშფოთებს ის დასავლეთევროპული სამართლებრივი განვითარების ტენდენციები, რომლებშიც შეიმჩნევა განსხვავება იმ ზნეობრივ ნორმებთან, რომლებიც თავიანთი ფესვებით ქრისტიანულ ტრადიციებში მიდის.

"მე მხედველობაში მაქვს ისეთი საკანონმდებლო ნოველები, რომლებიც სამართლებრივ ნორმად აცხადებენ სექსუალურ და გენდერულ უმცირესობათა ქცევის არატრადიციულ მოდელებს; ცდილობენ გაათანაბრონ კაცი ქალთან, და მხედველობაში არ ღებულობენ მათ ბუნებრივ ბიოლოგიურ განსხვავებებს; უფლებას აძლევენ სახელმწიფოებრივ ორგანოებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შეიჭრან სრულიად მშვიდობიან ოჯახებში", - განმარტა მან.

ვ. ზორკინის აზრით, კანონის ასეთი წინააღმდეგობა ტრადიციული ოჯახური საფუძვლებისადმი კითხვის ქვეშ აყენებს კაცთა მოდგმის გადარჩენის საკითხს.

ის დარწმუნებულია, რომ რუსეთმა ევროპასთან ერთად უნდა დაამყაროს საზოგადოებრივი სტანდარტები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გადავლახოთ ჩვენს შორის არსებული უფსკრული.

მსოფლიო რუსული სახალხო კრება - ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1993 წელს და გახდა საზოგადოებრივი აზრის სრულიად რუსული ტრიბუნა. კრების მეთაურია მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. 2005 წელს მრსკ-ს (ВРНС - Всемирный русский народный собор) გაეროში სპეციალური საკონსულტაციო სტატუსი მიენიჭა. რუსეთის მთელ რიგ რეგიონებში გახსნილია კრების განყოფილებები.

წყარო: radonezh.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню