პუბლიკაციები - მართლმადიდებლური ტრადიციის მორიგი შერყვნა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

მართლმადიდებლური ტრადიციის მორიგი შერყვნა

პრომატორიუმი

"გარდაცვლილი ქრისტიანის სხეულის ღირსეული დაკრძალვა (გაპატიოსნება) ეკლესიის დაფუძნების დღიდან ეკლესიის ცხოვრების მნიშვნელოვან მხარეს წარმაოდგენს. ძველ ეკლესიაში ქრისტიანული თემი ზრუნავდა იმაზე, რათა მისი წევრები არ მოკლებულიყვნენ ღირსეულ გაპატიოსნებას და ქრისტიანულ დაკრძალვას, რომელსაც სპეციალურად ამგვარი საჭიროებისთვის შედგენილი ლოცვებით ასრულებდნენ. ქრისტიანთა დაკრძალვის ჩვეულება ეფუძნება მიცვალებულთა მომავალი სხეულებრივი აღდგომისადმი რწმენასა და ქრისტიანის სხეულის, როგორც ღმრთის ტაძრისადმი დამოკიდებულებას. ქრისტიანულ დაკრძალვაში ეკლესია გამოხატავს პატივისცემას გარდაცვლილი ადამიანის სხეულისადმი", - ასეა ნათქვამი დოკუმენტში "გარდაცვალებულთა ქრისტიანული დაკრძალვის შესახებ", რომელიც დამტკიცებულ იყო გასული საუკუნის დასაწყისში კრემაციის უარმყოფელი სინოდის მიერ.



გარდაცვლილი ადამიანის სხეულის მიწაში ან აკლდამაში, ან კიდევ გამოქვაბულებში დაკრძალვა, შეესაბამება ეკლესიის რწმენას იმის შესახებ, რომ დადგება დრო მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომისა, როდესაც, წმიდა წერილის თანახმად, "მიწა დააბრუნებს მიცვალებულთ" და "ხრწნილებაში დათესილნი აღდგებიან უხრწნილებით".

ოფიციალურ საეკლესიო დოკუმენტებში, უძველესი ტრადიციების გათვალისწინებით, მიცვალებულის ღირსეული დაკრძალვა, ანუ მიწისთვის მიბარება, ქრისტიანის დაკრძალვის ნორმას წარმოადგენს.

სამწუხაროდ, 1917 წლის რევოლუციისა და რუსეთში ბოლშევიკთა გაბატონების დროიდან ქვეყნის ცხოვრებაში დაინერგა კრემატორიუმებისა და კოლუმბარიუმების (კედელში ჩაშენებული ურნების  პრაქტიკა. კერძოდ, კრემატორიუმად გადააკეთეს მოსკოვის დონის მონასტრის ერთ-ერთი ეკლესია.

ძირითდად კრემაციის "მომსახურეობა" ინერგება მეგაპოლისებში. ახლა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოქმედებს 20-მდე კრემატორიუმი, მათ შორის მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, არხანგელსკში და ვორონეჟში.

სახელმწიფო უნიტარული სამსახურის (რუს.:ГУП), "რიტუალის" მონაცემებით, მოსკოვში 2014 წელს გარდაცვლილტა 52% ტრადიციული მეთოდით დაიკრძალა, ხოლო 48% კრემირებულ იქნა.

არცთუ დიდი ხნის წინათ კი დამკრძალავი ინდუსტრიის საქმოსნებმა დაიწყეს კიდევ ერთი ავანგარდული მეთოდის განხილვა, კერძოდ, ე. წ. "დამანაწევრებელი" პრომესიის (ლათინური "promessa" -დან, რაც "დაპირებას" ნიშნავს) - შვედური ტექნოლოგია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მიცვალებული გვამი არ იქნას კრემირებული (ანუ არ მიეცეს ცეცხლს გასანადგურებლად), არამედ სწრაფად გარდაიქცეს კომპოსტად. კრემატორიუმების ნაცვლად კი ახლა ნერგავენ პრომატორიუმებს.



მიცვალებულის გვამის გაყინვა თხევადი აზოტით დაჩქარებული ბიოგახრწნისთვის


მიცვალებულის გვამს ყინავენ, შემდეგ კი მას შთაფლავენ თხევად აზოტში, ამის შემდეგ კი უქვემდებარებენ ვიბრაციას. ამის შემდეგ გვამის ნარჩენები არანაირად არ მოგაგონებთ ადამიანს. მიღებული მასისგან გამოხშირავენ მეტალის ფრაგმენტებს და - კომპოსტი მზად არის. არავინ ეკარება გვამს, ირგვლივ არ იფრქვევა არანაირი სუნი - ტექნოლოგია სრულყოფილებამდეა მიყვანილი.




თხევადი აზოტით გაყინული მიცვალებულის გვამისგან მიღებული კომპოსტი


ბიოხრწნადი "კუბო" მიცვალებულის ნარჩენებთან ერთად იმარხება მიწის თითქმის ზედაპირზე, სადაც დაახლოებით 18 თვეში გარდაიქცევა "ნაყოფიერ მიწად".

სხვა სიტყვებით, ამ გარყვნილი ტექნოლოგიის ავტორი - შვედი ქალბატონი სიუზანნა ვიიგ-მესაკი - გამოდის გარდაცვლილი ადამიანის ბუტილიზაციისა და მასზე ყოველგვარი ხსენების განადგურების იდეით.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню