პუბლიკაციები - ჯოკერი - რევოლუციის გენია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ჯოკერი - რევოლუციის გენია

ანტიქრისტე

ავტორი: იური ვორობიოვსკი. ფრაგმენტი წიგნიდან "ბედლამი" (2014 წ.)

ყოველი რევოლუცია სიცოცხლის წინააღმდეგია. ეს არის მზაკვრული თამაში. ხშირად - დაბრიყვებაზე. და ყოველთვის მონიშნული ბანქოთი.


და, რითი მთავრდება ასეთი თამაში? ამ კითხვის პასუხი რომ გავიგოთ მკითხაობაც კი არ არის საჭირო, რადგან ის ყოველთვის სისხლით მთავრდება. თავიდან კი ყველას მხიარული ჰგონია.

კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ ყველა სისხლიან მოვლენას თან ახლდა ისტერიული, ნამდვილად დემონური ხარხარი. "იუმორისტულმა ნახატმა თავისი განვითარება გერმანიასა და ნიდერლანდებში პერიოდული ბეჭდვითი მედიის (პრესის) განვითარებასთან ერთად ჰპოვა, და ეს რელიგიური ომების დროს ხდებოდა. ინგლისში პოლიტიკური პრესის განვითარებასთან ერთად შემოვიდა, ხოლო საფრანგეთში - ბურბონების დროს და რევოლუციის ბობოქრობისას.

მაგრამ აი, როგორი იყო ვითარება დროებითი მთავრობის დროს. "სიცილით შეპყრობილ" საკუთარ თავსა და მის გარემოცვაზე ბლოკი წერდა: "ეს სნეულება სულიერ დაავადებას წააგავს და მას შეიძლება ვუწოდოთ "ირონია". მისი გამოვლინებებია - მომქანცველი სიცილის შეტევა, რომელიც დემონურად დამცინავი და პროვოკატორული ღიმილით იწყება და ბოლოს, შფოთითა და მკრეხელობებით მთავრდება. ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან გაიგუდონ სიცილში და მოყვნენ როგორ კვდება მათი დედა, როგორ იხოცებიან შიმშილისგან, როგორ უღალატა მათ რძალმა... მინდა შევანჯღრიო ისინი, ჩავებღაუჭო, დავუყვირო და ვუთხრა შეწყვიტონ იმის დაცინვა, რაც ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასია, - და არ ძალმიძს, რადგან მეც სიცილის დემონს შევუპყრივარ; და მე, უკვე მე აღარა ვარ".

ეს ეპიდემია საშინელი გადატრიალების ნიშანია! და არა უბრალოდ სპეციალურისა! ამას ეწოდება სწორედ: გიჟური ხარხარი...

სიცილი და სიგიჟე ხელიხელჩაჭიდებულ
ნი დადიან.

კოლექტიური სიგიჟის თემა თავის სოციალურ ფილოსოფიაში განავითარა ნ. ა. ბერდიევმა. 1918 წელს ის წერდა: "რევოლუციებს წინ უსწრებს გარყვნისა და გახრწნის პროცესი, სარწმუნოების დაცემა, საზოგადოებასა და ხალხში გამაერთიანებელი სულიერი ცენტრის გაქრობა; რევოლუციებისკენ მივყავართ არა შემოქმედებით, არამედ ლპობით და დამანგრეველ პროცესებს... ყოველ რევოლუციაზე ძევს უმადლობის, ღმრთით მიტოვებულობისა და წყევლის დამღა. ერი, რომელიც რევოლუციური სტიქიის ძალაუფლებაში ხვდება კარგავს სულიერ თავისუფლებას, ის ექვემდებარება საბედისწერო კანონს, მას იპყრობს სნეულება, რომელსაც თავისი შეუქცევადი მიმდინარეობა გააჩნია, ის დემონით შეპყრობილი ხდება და გიჟდება".

ხარხარი უძლიერესი იარაღი იყო გასული საუკუნის რუსეთის ლიბერალური რევოლუციისთვისაც. ს. ყარა-მურზა "სახუმრო" კულტურის განვითარებაზე წერდა, რომ მან "ისეთი ტრაექტორიით გაიარა, სადაც ირონია
და სიცილი "სიწმიდის" სფეროში იჭრება და იმ სიმბოლოებს აუფასურებს, რომელიც წყობის ლეგიტიმიზაციას სჭირდება. ეს რევოლუცია კარგად ჩანს "სახუმრო" კულტურის მრავალი თვალსაჩინო მოღვაწის შემოქმედებაში. გარდა ამისა, უკვე ჩვენს დროში გასაგები გახდა, რომ, მაგალითად, ე. წ. "შავი იუმორის" მთელი რიგი პლასტები, რომელიც ჯიუტად ხრავს ადამიანთა ცნობიერებას, ფოლკლორს კი არა, საავტორო საქონელს წარმოადგენდა, რომელიც სპეციალური შეკვეთით მზადდება (იხ. მაგალითად: ვ. პ. ბელიანინი. შავი იუმორის ანთოლოგია. მადრიდი. 1992 წ.).

ყველაფერსა და ყოველივეზე მასობრივი ხარხარი არა მარტო ამჟღავნებს სიცილისა და რევოლუციის საერთო ინფერნალურ ბუნებას, არამედ წარმოადგენს მასობრივი იდიოტიზაციის სიმპტომს, როდესაც საზოგადოებას დაკარგული აქვს უნარი ისმინოს ხმა სიწმიდისა. სიტყვა "გამასხარავებას" ხომ ფუძედ სიტყვა "მასხარა" და "მასხრობა" უდევს, რომელიც გარკვეულ საქმიანობას უკავშირდება.

წმიდა სიტყვების იუმორისტული, არაპირდაპირი დანიშნულებით გამოყენება და მათით თითქოსდა უწყინარი თამაში - საშიში რამეა. როგორც მომაკვდინებელი ცოდვების ჩამდენი და ამავდროულად იესუს ლოცვით მოსაგრე ბოლოს გიჟდება, საკრალურისა და პროფანულის არევაც სიგიჟის მომასწავებელია. ეს არის ცნობიერების შიზოფრენიული გახლეჩვა. რელიგიური მოღვაწენი ამას "წმიდა ენიდან სიტყვების მოტაცებას" და "მათ სამსხვერპლო გამოყენებას" უწოდებდნენ.

ბ. ა. უსპენსკი ამასთან დაკავშირებით წერდა: "... ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ნიშნებით მანიპულირებს, ეთამაშება მათ, ანიჭებს ახალ შინაარსს და მათი ახალი შერწყმა-შეხამება შემოაქვს, შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ ამაში ცუდი არაფერია - სინამდვილეში აქ უფრო ღრმა კავშირი ვლინდება ნიშანსა და მნიშვნელობას შორის, და ადამიანი მიღმიერ ძალთა სამასხარაო ობიექტი თვითონ ხდება. ასე რომ, წარმოდგენები საკრალურ თემებზე, რაოდენ ღვთისმოსავადაც გვეჩვენებოდეს, დემონური ხრიკი უფროა ვიდრე უწყინარი წარმოდგენა".  




... რევოლუციები დემონურად ერთფეროვანია. ექვსიანების ("შესტიორკების") გროვა "ჭრის" კეთილშობილ "ქალბატონებს", "მეფეებსა" და მათ ერთგულ "ვალეტებს". ყოველივეს კი ზედ "ტუზი" აჯდება. ამაოდ ხომ არ დაამკვიდრეს ცხოვრებაში "ფინანსური" ტუზის ცნება. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიტყვა "ტუზი" გერმანული Daus-იდან მომდინარეობს და ეშმაკს ნიშნავს.

სხვათა შორის, ზოგიერთ თამაშში არის დამატებითი და საკმაოდ ძლიერი კარტი-მაქცია. მას "ჯოკერს" ("ხუმარას") უწოდებენ. ეს არის ტრიკოში გამოწყობილი მასხარა თავისი ჩაჩით და დაირით... ადრე მას გამოსახავდნენ სკიპტრით, რომლის წვერზე წამოცმული იყო ადამიანი თავის ქალა. ვინ არის იგი? ვისი სიმბოლოა?




ზუსტად არის ცნობილი, რომ მას ეროვნება, უკაცრავად, "მასტი" არ გააჩნია. თამაშის პროცესში ამ "ორმაგ აგენტს" ნებისმიერი სხვა კარტის გათამაშებაც შეუძლია. გამოდის, რომ "სახალხო ბედნიერებისთვის მებრძოლი" პერსონაჟი სინამდვილეში სულ სხვა პიროვნებაა. და საითკენ მიდის საბოლოოდ ამგვარი თამაშობა? ეშმაკის წინამძღოლობითა და ამგვარი კარტის მფლობელობით თავმომწონეთ თავი "კოზირებად", ანუ კოშერებად მოაქვთ, კოშერი კი ებრაულად წმიდას ნიშნავს. გაკოზირებულ "ექვსიანს" მეფის მოკვლაც შეუძლია. მაგრამ თუ მეფე ჯვრისაა? ანუ კოშერულ კარტს ქრისტეანული მეფის მოკვლაც შეუძლია?! ნიშანდობლივია, რომ ძველად "ჯვრის" კარტს "ტრეფას", ანუ "უწმიდურს" უწოდებდნენ. დიახ, არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ჯვარი და უწმიდური - სინონიმებია. ისინი ღმერთზე გამარჯვებას ოცნებობენ, აწყობენ ყველაზე ამაზრზენ თამაშს, რომელსაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება.

დიდი რევოლუციის წინ მთელი რუსეთის მასშტაბით ისხდნენ მოქალაქეები, მათ შორის "სათავადო ბუდეებშიც" და "ჭრიდნენ" კარტებს. არც კი ფიქრობდნენ, რომ მონაწილეობდნენ ღმრთისთვის საძულველ და ეშმაკისთვის სიმპათიურ რიტუალში. იცინოდნენ და შლიდნენ პასეანსს, მკითხაობდნენ... და ვერ გრძნობდნენ, რომ მალე თვითონაც "დაიჭრებოდნენ" ეშმაკისგან.

მაშ ვინარის ჯოკერი? ვინ არის ეს გენიალური პაროდისტი? ის ხომ არ უხელმძღვანელებს ისტორიაში უკანასკნელ რევოლუციას და იმეფებს სამწელიწად ნახევარს? რა თქმა უნდა, მაშინ ის მოიხსნის თავის ჩაჩს, სულ სხვა სახეს გამოაჩენს და თავს გამოაცხადებს ღმერთად. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, როცა მთელი ძალით გადაიხარხარებს, ახვიხვინდება და გაიღრიჭება იცნობენ მას და "დაიწვება"...




ჩვენ უფალ იესუ ქრისტესაც ჰქონდა სიხარულის განცდა, მაგრამ არასოდეს ხარხარებდა...


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню