პუბლიკაციები - გოდების კედლიდან ქვა გამოვარდა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

იდუმალი ნიშანი - გოდების კედლიდან ლოდი გამოვარდა

ეს არის მრავალ უბედურებათა და კატასტროფათა დასაწყისი

გოდების კედელი

28.07.2018.

ავტორი: პროტოდიაკვანი ვლადიმირ ვასილიკი.

ამასწინათ იერუსალიმში მოხდა გამაოგნებელი მოვლენა. გოდების კედლიდან 100 კილოგრამიანი ქვა თავისით გამოვარდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა,  იქ მლოცველთაგან არავის შეეხო. შეგახსენებთ, რომ გოდების კედელთან მისვლის უფლება აქვთ როგორც იუდეველთ, ასევე, დრო და დრო, ქრისტიანებსაც, რომლებიც იქ მიჰყავთ გიდებს და ეუბნებიან, რომ ეს არის იერუსალიმის ტაძრის ნარჩენები. სინამდვილეში გოდების კედელი ტაძრის კომპლექსში არ შედიოდა. ეს არის ტაძრის ზღუდე, რომლის მიღმა სიკვდილის შიშით არც ერთ იუდეველს არ ჰქონდა შესვლის უფლება. ამის შესაბამისად, ქრისტეს წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ "და აჰა, დაგრჩეთ თქვენი სახლი ოხრად" და "ქვა ქვაზე არ დარჩება", თავის დროს ბუკვალურად აღსრულდა.

მაგრამ, სამწუხაროდ, მრავალ იუდეველს არ სურდა და დღემდე არ სურს ამის გაგება. ამიტომაც, გამორიცხული არ არის, რომ ასეთი ზებუნებრივი გამოტყორცნა ქვისა გოდების კედლიდან - კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ იერუსალიმის ტაძრიდან ქვა ქვაზე არ დარჩენილა. ეს ერთი.

ახლა მეორე. ეს მოვლენა არის მრავალ უბედურებათა და კატასტროფათა მაუწყებელი, რომლებიც ჯერ კიდევ წინ გველოდება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქვის ამ გამოვარდნაში არის ერთგვარი ნიშანიც. ის არ შეხებია დედაკაცს, რომელიც იქვე ლოცულობდა. ძველ საეკლესიო გადმოცემაში ხშირად ეკლესია ედრებოდა დედაკაცს; ანუ, დედაკაცი იყო ეკლესიის სიმბოლო. იმედი გვაქვს, რომ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკელსია გაუძლებს ამ ჭირვებათ.

ახლო აღმოსავლეთი ახლა ტკივილის, უბედურების, კატასტროფების ადგილია, რომელშიც ისრაელიც არის გარეული, უფრო ზუსტად, მისი პოლიტიკური ელიტა, რომელიც ამ საშინელი ხანძრის მეშვეობით იმედოვნებს პოლიტიკური და სხვა დივიდენდების მოპოვებას. უფალი ამ უცნაური მოვლენით თითქოსდა მათ ეუბნება: "არაფერი გამოგივათ".

გვახსენდება წინასწარმეტყველ დანიელის ხილვა, რომელმაც იხილა, როგორ მოწყდა მთას თავისით, სხვათა ჩარევის გარეშე ლოდი და შემუსრა დიდი კერპსი, რომელიც წარმართული ცივილიზაციის სიმბოლოს წარმოადგენდა და, რომელიც მამონას (ფულის) თაყვანისცემას და დაჩაგრულთა სისხლს, ოფლსა და ცრემლებს ეფუძნებოდა. შემდეგ ეს ლოდი (ანუ ქრისტე) დიად მთად იქცა და აღავსო მთელი სამყარო. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი რამ მოხდება მომავალშიც. ოღონდ ეს უკვე ქრისტეს პირველი მოსვლა როდია, არამედ მეორე, როდესაც ის მობრძანდება, რათა ყოველს მიაგოს საქმეთაებრ მათთა; მიაგოს ყველა მტაცებელს, ყველა სისხლისმსმელს, ყველა ცრუსა და მატყუარას, ყველა გარყვნილსა და ბოროტმოქმედს.

ამინ!


წყარო: http://www.odigitria.by/2018/07/25/eto-prolog-mnogix-bedstvij-i-mnogix-katastrof




<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/NwnpAsYtWnY" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню