პუბლიკაციები - ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ 4 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!"

აპოკალიფსისის განმარტება

კერძო აზრი

აპოკალიფსური კატასტროფა

რედაქციისგან: წინამდებარე განმარტება სამი წლის წინ, 2013 წელს ინეტერნეტში გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა და მოვლენათა კომენტარების კრებულს წარმოადგენს. სტატიათა ავტორები ცდილობდნენ წმიდა მამათა სწავლებებსა და საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მოვლენებს ეფუძნება, მოეცათ იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსისი) გააზრება თანამედროვე მოვლენათა გადასახედიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ქვემოთ მოცემული პუბლიკაცია უზუსტესად ასახავდეს ან გამარტავდეს იმ მოვლენებს, რომლებიც იოანეს გამოცხადებაშია აღწერილი. მეტიც, საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებით მსგავს პუბლიკაციებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სრული უგულებელყოფაც არ იქნებოდა გამართლებული, რადგან ზოგიერთი მოვლენაზე დაკვირვება ნამდვილად საყურადღებოა. ჩვენ არ ვცდილობთ იოანეს გამოცხადების ესა თუ ის მოვლენა მექანიკურად მივუყენოთ თანამედროვე მსოფლიო პროცესებს. ეს დიდი შეცდომა იქნებოდა. მაგრამ, დაკვირვებები და შედარება წმიდა წერილის ზოგიერთ წინასწარმეტყველებასთან ვფიქრობთ სასარგებლოა. წინამდებარე პუბლიკაციაში განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას ის გარემოება, რომ ჩვენს მიერ ნათარგმნი მასალები გამოქვეყნებული იყო სამი წლის წინ. ამიტომაც, საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ წარიმართა ამ სამი წლის წინ ნავარაუდევი პოლიტიკურ-სოციალური მოვლენები და როგორ შეიძლება მათი შეფასება აპოკალიფსურ პრიზმაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უცთომელობის პრეტენზია არავის აქვს, უბრალოდ, მოდი, შევხედოთ მოვლენებს, იქნებ ვპოვოთ რაიმე საყურადღებო და სასარგებლო, რომელსაც ადრე ყურადღებით არ დავკვირვებივართ.

შინაარსი

II

სიცოცხლის წიგნის მეხუთე და მეექვსე ბეჭდების მოხსნა. დიდი მიწისძვრა

თავი 1

დიდი მიწისძვრა


სიცოცხლის წიგნის პირველი ოთხი ბეჭდის მოხსნისა და მათთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ, იხსნება მეხუთე და მეექვსე ბეჭდები:

"და როცა ახსნა მეხუთე ბეჭედი, საკურთხევლის ქვეშ ვიხილე მათი სულები, ვინც მოკლულ იქნენ ღვთის სიტყვისა და მოწმობისთვის, რომელიც ჰქონდათ. ხმამაღლა შეღაღადეს და თქვეს: როდემდის, მეფეო, წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და შურს არ იძიებ ჩვენი სისხლისთვის მიწის მკვიდრთაგან? და მიეცა მათ სპეტაკი სამოსი და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ" (გამოცხ. 6:9-11).




მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია მეხუთე ბეჭდის მოხსნასთან, ხდება ცაში. დედამიწაზე კი ამ დროს სავარაუდოდ ძლიერდება ქრისტეანთა დევნა და ჩნდებიან ახალი მოწამეები, რაც ასევე გასაგებია მეექვსე ბეჭდის მოხსნასთან დაკავშირებული მოვლენებიდან და, რაზეც მეტყველებს ასევე ღმრთის სიტყვისთვის ადრევე მოკლულ სულთათვის ნათქვამი სიტყვები: "და ითქვა მათ მიმართ, ცოტა ხანს კიდევ დამცხრალიყვნენ, ვიდრე არ გასრულდებოდა მათ თანა-მონათა და ძმათა რიცხვი, რომელნიც მათსავით მოკლულ უნდა იქმნენ" (გამოცხ. 6:9-11).

მეექვსე ბეჭდის მოხსნის შემდეგ კატაკლიზმები არ დააყოვნებს.




"და როცა ახსნა მეექვსე ბეჭედი, შევხედე და, აჰა, საშინლად იძრა მიწა, და გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ. ქვეყნის მეფენი და მთავარნი, ათასისთავნი, მდიდარნი და ძლიერნი, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებს შეეფარნენ. და მთებსა და კლდეებს შებღავლეს: დაგვემხეთ თავს და ტახტზე მჯდომარის სახისა და კრავის რისხვისაგან დაგვფარეთ; ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?" (გამოცხ. 6:12-17).

ძლიერდება სეისმური აქტივობა. მთელს დედამიწას გადაუვლის უძლიერესი მიწისძრები, რომლებიც გამოიწვევენ დედამიწის ქერქის მასშტაბურ გადაადგილებებს, შეიძვრიან მთები და კუნძულები, ხმელეთის რაღაც ნაწილები წყალში ჩაიძირება და სრულიად დაიფარება წყლით, ხოლო სხვა ნაწილები, პირიქით, წყლიდან ამოვლენ. ამგვარი და სხვა მსგავსი მოვლენები საყოველთაოდ მოედება მთელს დედამიწას.




მოვლენათა ასეთ განვითარებაზე ლაპარაკობენ მეცნიერებიც:

მეცნიერთა გაანგარიშებით სეისმური და ვულკანური აქტივობის მორიგმა პიკმა გადაიარა 2013-2015 წლებში, რაც გამოწვეული იყო მზის აქტივობის მნიშვნელოვანი გაძლიერებით, ასევე სხვადასხვა კოსმიური მოვლენების ზემოქმედებით.

ყურადღებას იპყრობს ასევე იმ დროინდელი ზეციური მოვლენები: "გაშავდა მზე, როგორც ძაძა, და სისხლივით გაწითლდა მთვარე. და დაცვივდნენ ზეცის ვარსკვლავნი ქვეყნად, როგორც ლეღვის ხე, მძვინვარე ქარით რხეული, ყრის მიწაზე თავის ყვავილებს. და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ" (გამოცხ. 6:12-14). ცის უჩვეულო ხედი (ხილულად ის არ გამოჩნდება), მზისა და მთვარის უჩვეულო ნათება, ,ასევე უჩვეულო მეტეორიტულ-ასტეროიდული აქტივობა. როგორც ჩანს იმ დროს დედამიწაზე მოხდება ნამდვილი ზეციური ვარსკვლავთცვენა.




ცის უჩვეულო სახე - როგორც ჩანს ეს დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ გაძლიერებული ვულკანური და სეისმური აქტივობის გამო ცაში აიტყორცნება უზარმაზარი რაოდენობის ვულკანური მტვერი, მისი სისხლისფერი იერი შეიძლება გაჩნდეს ციდან ქვათა ცვენის (მეტეორიტული წვიმების) პერიოდში. არ არის გამორიცხული, რომ ეს ყოველივე ასევე დაკავშირებული იყოს "საშინელი ვარსკვლავის" გამოჩენასთან და მის ზემოქმედებასთნ.

"მესამე ანგელოზმა ჩაჰბერა და ჩამოვარდა ზეცით ლამპარივით მოელვარე ვეება ვარსკვლავი და დაეცა მესამედს მდინარეთა და წყაროებს წყალთა. ხოლო სახელად ვარსკვლავისა ითქმის აფსინთი, და წყლის მესამედი აფსინთად იქცა, და ურიცხვი ხალხი ამოწყდა წყალთაგან, რადგანაც მწარენი გახდნენ" (გამოცხ. 8:10-11).




იოანეს გამოცხადების ამ ადგილს ეძებნება პარალელი ეზრას "აპოკალიფსისში": "ატირდებიან მიწისმუშაკნი, რადგან მოაკლდებათ მათ თესლი ჟანგისა, სეტყვისა და საშინელი ვარსკვლავის გამო. ... და გამანადგურებლად მოვლენილი ქარიშხალი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარისაკენ განიდევნება იძულებით. აღდგებიან დიდი და ძლიერი ღრუბლები, რისხვით აღსავსენი, და საშინელი ვარსკვლავი მთელი დედამიწისა და მის მკვიდრთა დასამხობად გადმოღვრის ყოველ მაღალ და წარმოსაჩენ ადგილზე საშინელ ქარიშხალს, ცეცხლსა და სეტყვას, მფრინავ მახვილებს და წყალდიდობებს, რათა გადაპიპინდეს წყლით მინდვრები და მდინარეები, რომ წაილეკონ ქალაქები და კედლები, მთები და ბორცვები, ტყეთა ხეები და მდელოთა ბალახი და მათი ხორბლეული. ასე ჩაივლიან ბაბილონამდე და დაამხობენ მას. მიადგებიან ბაბილონს და გარს შემოერტყმებიან, გადმოღვრიან მასზე ქარიშხალს და მთელს რისხვას და ცამდე ავა მტვერი და კვამლი, და ყველანი ირგვლივ დაიტირებენ მას. გადარჩენილნი თავიანთ თავზარდამცემთ დაემონებიან" (3 ეზრა. 15:39-45).

ყველა ეს ზემოთაღწერილი კატაკლიზმი უდიდეს პანიკას გამოიწვევს მიწის მკვიდრთა შორის, ასე რომ ადამიანები მასობრივად დაუწყებენ ძებნას თავშესაფარს. ამასთან ადამიანები მიხვდებიან, რომ დაიწყო ღმრთის სასჯელები: "ვინაიდან მოვიდა დიადი დღე მათი რისხვისა, და ვინ შეიძლებს დადგომას?" (გამოცხ. 6:17).




ამის შემდეგ იწყება ასეთი მოვლენები: "შემდგომ ამისა, ვიხილე ოთხი ანგელოზი, ქვეყნის ოთხსავ კიდეზე მდგარი, და ეპყრათ ოთხი ქარი მიწისა, რათა არ ექროლა ქარს არც ხმელზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხის მიმართ" (გამოცხ. 7:1).

როგორც ჩანს ჩამოდგება უჩვეულო შტილი, სიჩუმე, ქარის ჩქროლვაც კი არ ისმის დედამიწაზე.

ზოგიერთი კომენტატორის განმარტებით, ეს ოთხი ანგელოზი გარკვეულ კავშირშია აპოკალიფსისის ოთხ მხედართან, რომლებმაც მთელს კაცობრიობას (ქვეყნიერების ოთხივე მხარეს) თავს დაატეხეს ოთხი ტიპის უბედურებანი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქმე არა იმდენად მიწიერ ქარებშია (თუმცა, მათ შესახებ ქვემოთაც არის ლაპარაკ), არამედ იმაში, რომ ქარებში იგულისხმებიან ჭირვებანი და უბედურებანი, ასევე უდიდესი ცვლილებანი დედამიწაზე. მიწის ოთხი კუთხე - ქვეყნიერების ოთხი მიმართულებაა, ანუ ეს მეტყველებს იმაზე, რომ აღწერილი ამბავი ეხება მთელს სამყაროს. ანუ, გარკვეული დროით ყველა უბედურება ჩაცხრება მსოფლიოში, ჩამოდგება მშვიდობა და ერთგვარი შესვენება.

ამის შემდეგ წმიდა იოანე ღვთისმეტყველი წერს: "და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი, და ხმამაღლა შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცა ვნება მიწის და ზღვისა: ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას, ნურც ხეებს, ვიდრე არ აღვბეჭდავთ ბეჭდით ჩვენი ღმერთის მონათა შუბლებს" (გამოცხ. 7:2-3).




რაღაც სახით უფალმა აღბეჭდა თავისი ერთგული მონები, რომ დაიცვას იმ მომავალი სასჯელებისგან, რაც ელოდება კაცობრიობას მომავალში.

გაგრძელება იქნება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню