პუბლიკაციები - ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ 3 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!"

აპოკალიფსისის განმარტება

კერძო აზრი

აპოკალიფსური კატასტროფა

რედაქციისგან: წინამდებარე განმარტება სამი წლის წინ, 2013 წელს ინეტერნეტში გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა და მოვლენათა კომენტარების კრებულს წარმოადგენს. სტატიათა ავტორები ცდილობდნენ წმიდა მამათა სწავლებებსა და საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მოვლენებს ეფუძნება, მოეცათ იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსისი) გააზრება თანამედროვე მოვლენათა გადასახედიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ქვემოთ მოცემული პუბლიკაცია უზუსტესად ასახავდეს ან გამარტავდეს იმ მოვლენებს, რომლებიც იოანეს გამოცხადებაშია აღწერილი. მეტიც, საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებით მსგავს პუბლიკაციებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სრული უგულებელყოფაც არ იქნებოდა გამართლებული, რადგან ზოგიერთი მოვლენაზე დაკვირვება ნამდვილად საყურადღებოა. ჩვენ არ ვცდილობთ იოანეს გამოცხადების ესა თუ ის მოვლენა მექანიკურად მივუყენოთ თანამედროვე მსოფლიო პროცესებს. ეს დიდი შეცდომა იქნებოდა. მაგრამ, დაკვირვებები და შედარება წმიდა წერილის ზოგიერთ წინასწარმეტყველებასთან ვფიქრობთ სასარგებლოა. წინამდებარე პუბლიკაციაში განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას ის გარემოება, რომ ჩვენს მიერ ნათარგმნი მასალები გამოქვეყნებული იყო სამი წლის წინ. ამიტომაც, საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ წარიმართა ამ სამი წლის წინ ნავარაუდევი პოლიტიკურ-სოციალური მოვლენები და როგორ შეიძლება მათი შეფასება აპოკალიფსურ პრიზმაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უცთომელობის პრეტენზია არავის აქვს, უბრალოდ, მოდი, შევხედოთ მოვლენებს, იქნებ ვპოვოთ რაიმე საყურადღებო და სასარგებლო, რომელსაც ადრე ყურადღებით არ დავკვირვებივართ.

შინაარსი:

I

აპოკალიფსისის მხედრები

თავი 3

მესამე მხედარი. ფულის გაუფასურება, მესამე მსოფლიო ომი და ებრაელი ბიჭუნას წინასწარმეტყველება


ჩვენ აპოკალიფსისური მოვლენების ზღურბლზე ვდგავართ. გარდა ყოველივე იმისა, რაც უნდა მოხდეს, რეალობად იქცევა აშშ-სა და მსოფლიო ფინანსური სისტემის დაქცევა. მაგრამ, რა უბიძგებს ყოველივე ამას?

ერთხელ, ერთმა ამერიკელმა პასტორმა დევიდ ვილკერსონმა გამოთქვა თავისი პროგნოზი იმის შესახებ, რომ ერთ მომენტში მოხდებოდა როგორც აშშ-ს, ასევე დოლარის მოულოდნელი დაქცევა.

დამატებით, თავის წიგნში "ხილვა" (1973 წ.) ის წერს, რომ აშშ-ს კრახს უშუალოდ უმძლავრესი მიწისძვრა დაასწრებს, რომელიც გამოიწვევს სწორედ დოლარის დაქცევასაც. თავის მხრივ ეს მიწისძვრა მოხდება იაპონიაში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შემდეგ.

ვილკერსონის პროგნოზს თუ სხვა ამერიკელი პასტორების პროგნოზებს დავუმატებთ, მივიღებთ სურათს, რომლის მიხედვითაც ფული მიმოქცევიდან გავა, ხოლო მიმოქცევის ერთეულად პროდუქტი და მოხმარების სხვა საგნები იქცევა.

შესაძლოა სწორედ ამ მომავალში მოსახდენი მომენტის წინ, როდესაც მცირედი მშვიდობა დამყარდება და პირველი კატაკლიზმების შემდეგ ქვეყნიერება ოდნავ ამოისუნთქებს (ანუ ოთხი მხედრისა და დიდი მიწისძვრის შემდეგ) დადგება ის პერიოდი, რაზეც ლაპარაკია ეზრას აპოკალიფსისში:

"იძვრის მიწა და მისი საფუძველნი, ზღვა ღელავს ღურღუმელიდან, ბობოქრობენ მისი ტალღები და მისი თევზები უფლის პირისა და მისი ძალის დიდების წინაშე. რადგან ძლიერია მისი მარჯვენა, მშვილდის მომზიდველი; წვერმახია მის მიერ გასროლილი ისრები და მიზანს არ სცდება, როცა ისვრის მათ ქვეყნის კიდეებისკენ. აჰა, მოვლენილია უბედურებანი და არ შეიქცევიან უკან, ვიდრე არ მოაღწევენ დედამიწას. დანთებულია ცეცხლი და არ ჩაქრება, ვიდრე არ შთანთქავს დედამიწის საფუძვლებს. როგორც არ გაბრუნდება უკან ისარი, მაგარი მშვილდოსნის ხელით გატყორცნილი, ასევე არ უკუიქცევა დედამიწაზე მოვლენილი უბედურებები. ვაი მე, ვაი მე, ვინ მიხსნის იმ დღეებში? ტანჯვათა დასაბამი და მრავალი გოდება, შიმშილის დასაბამი და მრავალთა დაღუპვა! ომების დასაბამი და მძლეთა შეშინება, უბედურებათა დასაბამი და ყველას თავზარდაცემა! მე რა ვქნა მაშინ, უბედურებები რომ მოგვადგება? აჰა, შიმშილი და ჭირი, ტანჯვა და წვალება, მოვლენილია როგორც შოლტები ადამიანთა მოსარჯულებლად. და მაინც არ მოიქცევიან უკეთურებათაგან და არც მუდამ ეხსომებათ შოლტები. აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი მშვიდობა დადგაო, მაგრამ სწორედ მაშინ წარმოიშობა დედამიწაზე უბედურება, მახვილი, შიმშილი და დიდი აღრეულობა" (3 ეზრა 16:12-22).



მაშასადამე, ჯერ ის უბედურებები მოიწევენ, რომლებიც დაკავშირებულია ოთხ მხედართან: სნეულებანი, შიიმშილი, ომი, არეულობა და სხვა, შემდეგ დიდი მიწისძვრა, შემდეგ კი მცირედი შესვენება და "აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი მშვიდობა დადგაო" (3 ეზრა 16:22).

არსებობს ზოგიერთი მოსაზრება, თუ რატომ აღმოცენდება ეს სიიაფე და მაინცა და მაინც დიდი მიწისძვრის შემდეგ.

დღეისთვის მსოფლიოში არ არის არავითარი სიიაფე, პირიქით, ამა თუ იმ ომის მოლოდინში ყველაფერი თანდათანობით ძვირდება და ეს დაკავშირებულია დღევანდელ ფინანსურ სისტემასთან და საერთოდ სასესხო პროცენტებთან. ამ ფინანსური სისტემის დაქცევის გარეშე შეუძლებელია დადგეს რაიმე სიიაფე. და აი, ოთხი მხედრის გამოჩენის შემდეგ ეს ფინანსური სისტემაც დაიქცევა, მისი ლიდერის, აშშ-ს დაქცევასთან ერთად (ფედ. საფინანსო სისტემა, უოლ-სტრიტი). შესაძლოა ყველაფერი დაბრალდეს ებრაელებს, რომლის შედეგადაც ქვეყნები ისრაელს აუმხედრდებიან და იქიდან ებრაელთა ახალი მსოფლიო განთესვა დაიწყება (თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ასეთ შეხედულებას გამოთქვამდა ამერიკელი პასტორი დევიდ ვილკერსონი).

___________________

რედაქციისგან:
დევიდ ვილკერსონის პროგნოზით: ამერიკაში მოვლენები ისე განვითარდება და ისეთ მდგომარეობას მიაღწევს, როგორიც იყო რუსეთში 1917 წლის მოვლენების დროს. ეკონომიკური დაცემის გამო ასობით ათასი ადამიანი დაკარგავს თავის სახლს, შტატებს შეძრწუნების ეიფორია მოიცავს. ვალების მთები უკვე დღესვე წარმოადგენენ ამერიკის პრობლემას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ამერიკის ნახევარზე მეტი არიან ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ვალებში ცხოვრობენ (პროცენტები, განვადებები და ა. შ.), მაგრამ უსასრულოდ ეს ვერ გაგრძელდება. ერთხელაც ჩვენ გაზეთებში წავიკითხავთ აშშ-ს დაცემის შესახებ. როგორ შემიძლია ასეთი რამ ვთქვა, როცა მე თვითონ ამერიკელი ვარ? - წერდა დ. ვილკერსონი, - დიახ, მე ამერიკელი ვარ, მაგრამ არა მატყუარა. ... ერთის სიტყვით, ამერიკაში მოხდება ახალი რევოლუცია. ამერიკა ერთ ღამეში დაეცემა, და ეს დაცემა მთელს მსოფლიოზე აისახება, და მთელს მსოფლიო შიში და ძრწოლა მოიცავს.

უკეთური ადამიანები სულაც არ არიან მზად ამისთვის, მაგრამ ქრისტიანები უკვე სრულ მზადყოფნაში უნდა იყონ. ... იქნება ანარქია, ამბოხი, თვითნებობა...

"ახლა კი ყველაზე მთავარი: ალბათ გესმით, რომ ეს კოლაპსი (ანუ ის, რაც დაემართება აშშ-ს და მთელს მსოფლიოს) ებრაელებს დაბრალდება და მათდამი სიძულვილი აშშ-ს დაცემისა და მსოფლიო კრიზისისთვის მათკენ მიიქცევა, რადგან აშშ ხომ უკვე 50 წელზე მეტია, რაც მფარველობს ისრაელს. აშშ-ს დაცემა ებრაელთა მიმართ სიძულვილის დღემდე არარსებულ გამოვლენას გამოიწვევს... ანტისემიტიზმის ყველა ცენტრი გააძლიერებს თავის საქმიანობას და საკმაოდ კადნიერად დაიწყებენ მოქმედებას. აშშ-ს მფარველობა დღეისთვის ის შემკავებელი ფაქტორია, რომელიც გასაქანს არ აძლევს ამ სიძულვილს ებრაელთა მიმართ, მაგრამ როდესაც ის გაქრება, მაშინ ანტისემიტიზმის ზეწოლა ისრაელზე მთელს მსოფლიოში ისე გაძლიერდება, როგორც არასდროს". - ასე ფიქრობს ამერიკელი პასტორი დევიდ ვილკერსონი.

___________________


სხვათა შორის, წმიდა წერილში არსებობს წინასწარმეტყველება ბოლო ჟამს იერუსალემის დაცემისა და გარკვეული დროით ებრაელთა განთესვის შესახებ: "ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი. მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში. ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი. ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე. დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი" (ლუკა 21:20-24).

შესაძლოა არ დავეთანხმოთ მოსაზრებას ებრაელთა ახალი განთესვის შესახებ და ლუკას სახარების დამოწმებული ადგილის ამერიკელი პასტორისეულ განმარტებას (თუმცა კატეგორიულები ვერ ვიქნებით), აღვნიშნავთ იმ საინტერესო ფაქტს. ამ ბოლო დროს ებრაული მედიითა და ინტერნეტით ვრცელდება ცნობა ერთი ებრაელი ბიჭუნას გარდაცვალებისა და კვლავ გაცოცხლების შესახებ, რომელმაც კერძო სამსჯავრო და ქვეყნიერების მომავალი იხილა.

"ეს ბიჭუნა მოკვდა, - ნათქვამია youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში (ვიდეო იხ. ქვემოთ. ბიჭუნას გამოცხადების შესახებ იხ. 4.20 წთ-დან), - და ღმერთმა აჩვენა მას, თუ რა მოხდება უახლოეს მომავალში, რომ მოშიაყის (ანტიქრისტეს - რედ.) მოსვლა უკვე მალე იქნება. ის ამბობს "მალე იქნება გათავისუფლება". უამრავი ცუდი რამ მოხდება. მალე დაიწყება ძალზედ დიდი ომი, რომელშიც ყველა ქვეყნები ჩაერთვება. ის ამბობს, რომ გოგი - ეს ობამაა და ის ომს დაიწყებს, რომელშიც მრავალი ქვეყანა ჩაებმება. ყველა ქვეყნები მოისურვებენ ისრაელს, იერუსალიმს.

შეკითხვა დარბაზიდან: - და, რამდენად ხანგრძლივი იქნება ეს ომი?

ბიჭუნა პასუხობს: - არცთუ დიდხანს. ყველაზე ცუდი 2 კვირა გაგრძელდება.

კითხვა: - რა მოხდება ორი კვირის განმავლობაში?

ბიჭუნა პასუხობს: მოკვდება რამოდენიმე მილიონი ადამიანი, და ერთადერთი, რაც მათ იხსნის სინანულია. ის ამბობს, რომ ისრაელის არმია წინააღმდეგობას გაწევს მხოლოდ ორი დღე. ეს ბიჭუნა იეშივეში ცხოვრობს და არ სწავლობს, მას აჩვენეს ის, რაც არანირად შეეძლო ცოდნოდა.

მაგალითად, მას აჩვენეს, როგორც გაიყოფა მთა ორად. მიცვალებულთა ადგომა. და უფალი, რომელიც მოვა თეთრ და დასისხლიანებულ სამოსში. მას ასევე აუხსნეს, რომ ეს ებრაელთა სისხლია. მას აჩვენეს გოგის საფლავი, და უთხრეს, რომ გოგ-ობამას ბოლო ისრაელში მოეღება ომის დროს და მას ისრაელშივე დამარხავენ.

შემდეგ რაბინი ეკითხება: - კი მაგრამ, როდის მოხდება ეს ყოველივე?

ბიჭუნა პასუხობს: - ეს მოხდება უეცრად! თუმცა, ყველაფერს დასაბამი 2015 წლის 11 სექტემბერს (5775 წლის 27 ელულას) მიეცა.

კითხვა: - კი, მაგრამ, რატომ ვერ ვგრძნობთ ყოველივე ამის დაწყებას?

ბიჭუნა პასუხობს: ერთ დღეს ყველაფერი აფეთქდება, ყველაფრის ესკალაცია მოხდება და ყველანი დაინახავენ მესამე მსოფლიო ომის დაწყებას.

კითხვა: - ე. ი. შენ ამბობ, რომ მოხდება უსაფრთხოების დარღვევა და ყველანი ერთმანეთთან იომებენ?

ბიჭუნა პასუხობს: - დიახ.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/BwgAYF6hZeE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

თანამედროვე მსოფლიოში ნამდვილად შეიმჩნევა მემარჯვენე და ანტიისრაელური განწყობის ტენდენცია. და ეს ყველაფერი ხდება მეორე ფინანსური კრიზისის ფონზე. უახლოეს პერიოდში დოლარის პირამიდის დაცემასაც ელოდებიან. როდის მოხდება ეს - ძნელი სათქმელია, მაგრამ ძალზედ სავარაუდოა, რომ ეს მოვლენა ცხრა მთას იქით როდია. უკვე იქმნება ჩრდილოამერიკული კავშირი (აშშ-ს, მექსიკისა და კანადის გაერთიანების იდეა), ხოლო ამ კავშირისთვის ახალი ვალუტა "ამერო" დიდი ხანია, რაც დაბეჭდილია.



"ამეროს" 200 ბანკნოტიანი კუპიურა


"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: "ამეროს" თემასთან დაკავშირებით იხილეთ ასევე ჩვენი სტატია: "ვინ და რა არის გამოსახული ამეროზე".


სავარაუდოდ, მოვლენათა სქემა შესაძლოა ასეთი იყოს. იმისთვის, რათა მოახდინონ დოლარის დაცემა და თვითონაც არ მოჰყვენ ნანგრევებში, ილუმინატებისთვის აუცილებელია ფინანსური კრიზისის დამნაშავის დასახელება. ძალზედ სავარაუდოა, რომ ეს სწორედ ისრაელი იქნება (სწორედ ამიტომ გაწირავენ მას ვითომცდა გასანადგურებლად). თუ ანტიისრაელური განწყობა მასობრივად ანტიებრაულში გადაიზრდება, ეს უკვე განსაზღვრული მოვლენის დასაწყისად შეიძლება იქნეს მიჩნეული. მართალია, მსგავსი ბუნებრივი განწყობა ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამჯერად მათი აქტიური ლეგალიზაცია მოხდება. ამასთან, როგორც წესი, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან უბრალო, სრულიად უდანაშაულო ებრაელები, რომლებიც არანაირად არ იქნებიან მონაწილენი იმ მაქინაციებისა, რომელთაც მათივე ლიდერები და იუდაისტი აქტივისტები აწყობენ. მაგრამ "დამნაშავეთა გამოააშკარავების" სპექტაკლი გათამაშებული იქნება.

სხვათა შორის, 2011 წელს მასმედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ყოველი მესამე ევროპელი ფინანსურ კრიზისში ებრაელებს ადანაშაულებდა. ამის მიზეზად კი თვლიდნენ ისრაელის სამხედრო ოპერაციებს ღაზის სექტორში. ასეთ დასკვნამდე მივიდა ებრაული ორგანიზაცია "ანტიცილისმწამებლური ლიგა", რომლის შეკვეთითაც ევროპის 7 ქვეყანაში გამოკითხულ იქნა 3500 ადამიანი, საიდანაც, გამოკითხულთა 31%-მა განაცხადა, რომ ფინანსურ კრიზისში დამნაშავენი სწორედ ებრაელები არიან. გამოკვლევის შედეგები ებრაულ გაზეთ "ჰაარეც"-ს მოჰყავს. რესპოდენტთა 40%-ის უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ მათი აზრით ებრაელები ზეგავლენას ახდენენ ბიზნეს-სტრუქტურებზე. ამას ეთანხმებიან გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ჩეხეთიდან, ესპანეთიდან და პოლონეთიდან"
(http://lenta.ru/news/2009/02/10/blame).

"აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი მშვიდობა დადგაო, მაგრამ სწორედ მაშინ წარმოიშობა დედამიწაზე უბედურება, მახვილი, შიმშილი და დიდი აღრეულობა. აჰა, იქნება ყოველწლიური სიიაფე დედამიწაზე, ეგონებათ, ჭეშმარიტი მშვიდობა დადგაო, მაგრამ სწორედ მაშინ წარმოიშობა დედამიწაზე უბედურება, მახვილი, შიმშილი და დიდი აღრეულობა. შიმშილით გაწყდება დედამიწის მკვიდრთა უმრავლესობა და მახვილი მოსპობს დანარჩენთ, ვინც გადაურჩება შიმშილს. ნეხვივით დახვავდება გვამები და არვინ იქნება მათი დამტირებელი, რადგან გაუკაცრიელდება დედამიწა და მისი ქალაქები დაემხობა. აღარავინ დარჩება, რომ მოხნას მიწა და დათესოს თესლი. ხე მოისხამს ნაყოფს, მაგრამ ვინ იქნება მისი მკრეფელი? ყურძენი დამწიფდება, მაგრამ ვინ იქნება მისი დამწურავი? რადგან დიდ უდაბნოდ გადაიქცევა სანახები. კაცს მოენატრება კაცის ხილვა ან მისი ხმის გაგონება" (3 ეზრა. 16:22-28).

ამგვარად, როდესაც ჩაივლის პირველი სამი კატაკლიზმი (4 მხედარი, დიდი მიწისძვრა), ცხოვრება მცირედი ჟამით დალაგდება და ყველაფერი გაიაფდება, რადგან ფასებს უკვე ხელოვნურად ვერავინ აწევს; ამასვე შეუწყობს ხელს ისიც, რომ ფასების მთავარი კატალიზატორი (მსოფლიო ჟანდარმები აშშ, დოლარი, ებრაელები) თითქოსდა გაუჩინარდებიან, მოსცილდებიან თვალთახედვის არეს და ადამიანებსაც ეგონებათ, რომ ყველაფერი მოწესრიგდა.

მაგრამ, ადამიანებს დაავიწყდებათ ღმერთი და მისი სასჯელები. სწორედ მაშინ იფეთქებს მორიგი უბედურება, წინანდელზე უარესი - მესამე მსოფლიო სასაკლაო, შიმშილი და უდიდესი არეულობა.

__________________

რედაქციისგან:
ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მკითხველს, რომ ამ პუბლიკაციაში გადმოცემული მოსაზრებები კერძოა (იხ. სტატიის შესავალი ნაწილი) და არ არის სავალდებულო ეს ყოველივე მოხდეს იმ თანმიმდევრობით, როგორც ამას მისი ავტორი აღწერს. ჩვენ გვწამს, რომ იოანეს "გამოცხადებაში" აღწერილი მოვლენები ნამდვილად მოხდება, მაგრამ როგორ და როდის იქნება ეს არავინ უწყის. პუბლიკაციის გამოქვეყნება მხოლოდ ანალიზისა და მიმდინარე მოვლენების რელიგიური გააზრებისთვის არის გამიზნული, რათა ადამიანები დაფიქრდნენ თავიანთ მომავალზე, საშინელ სამსჯავროზე და დაუსრულებელ სასჯელებზე. შეინანონ და მოექცნენ ქრისტესკენ, მისი ჭეშმარიტი ეკლესიისკენ (მართლმადიდებლობისკენ), რამეთუ სწორედ ეს არის აპოკალიფსისის, ანუ იოანეს "გამოცხადების" ერთ-ერთი უმთავრესი აზრი და დანიშნულება).

__________________


***


მაგრამ, მოდი კვლავ ფინანსურ კრიზისს დავუბრუნდეთ. მოკლედ, რომ ვთქვათ, დღეს ბევრი ლაპარაკობს მსოფლიო ფინანსური სისტემის მოულოდნელ კოლაფსზე, რომელიც აშშ-ში მძლავრი მიწისძვრის ფონზე მოხდება (ეს არის ვარაუდი - რედ.) და იმასაც კი ამბობენ, რომ მოხდება არა ერთი, არამედ ორი მიწისძვრა.

დაინგრევიან ქალაქები. ამასთან დასახელებულია ადგილი, სადაც ეს მიწისძვრა უნდა მოხდეს - ნიუ მადრიდის ნაპრალი, რომელიც აშშ-ს აღმოსავლეთით მდებარეობს.



მიწისძვრის იმ შედეგების ფონზე, რომელიც აშშ-ში მოხდება, ყველანი ერთ წამში გაკოტრდებიან, ქვეყანაში დიდი არეულობა დაიწყება, გამოცხადდება სამხედრო მდგომარეობა, დაიწყება მაროდერობა, ძარცვა, გაიზრდება დანაშაულობათა შემთხვევები და ა. შ.

სხვა ქვეყნების ვალუტაც ქაღალდად იქცევა. ნამდვილი "ფული" ნატურალური პროდუქტი გახდება, განსაკუთრებით მაღალკალორიული და ხანგრძლივად შენახვადი პროდუქტები (ზეთი, თაფლი, მარცვლეული და ა. შ.). გარკვეული დროით დაიწყება რეალური შიმშილობა და პროდუქტთა უკმარობა, სადღაც საკვებისთვის ბრძოლაც დაიწყება...

როგორც უკვე ვთქვით, მსოფლიო ფინანსურ კრიზისში დამნაშავედ ებრაელებს გამოაცხადებენ, რის გამოც შესაძლოა დაიწყოს ებრაელთა დარბევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თვით ისრაელის განადგურებამდე. ამისთვის ებრაელები უკვე ემზადებიან და გააფრთხილეს კიდევაც თავიანთი მოსახლეობა.

ასეთია მომავლის პროგნოზი და წინასწარმეტყველება. ახლა კი ვნახოთ, გააჩნია თუ არა მას რაიმე საფუძველი.


***

ყველამ კარგად იცის, თუ ვინ აკონტროლებს მსოფლიო ფინანსურ სისტემას და, რომ ის მხოლოდ "პატიოსან სიტყვას" თუ ეფუძნება. მაგრამ რა საფუძვლები არსებობს აშშ-ში მძლავრი ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებისთვის?

აშშ-ში არსებობს მინიმუმ სამი რეგიონი, რომელიც მეცნიერთა სერიზულ შეშფოთებას იწვევს.


1. სან-ანდრეასის (კალიფორნია) ნაპრალი.





აქ უკვე დაფიქსირდა მძლავრი მიწისძვრები (20-ე საუკუნის დასაწყისს განადგურდა სან-ფრანცისკო), ელოდებიან ამ მიწისძვრის განმეორებას.

ელოდნენ მას იაპონიაში, 2011 წელს მომხდარი მიწისძვრის შემდეგაც, მაგრამ მაშინ ეს არ მოხდა. დიდი საშიშროება ემუქრება სან-ფრანცისკოს, ლოს-ანჟელესს და ახლომდებარე ქალაქებს. შემჩნეულია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც ამ ორ ქალაქში მრავლად არიან, უკვე ჰყიდიან უძრავ ქონებას და საცხოვრებლად სხვა ქალაქებში გადადიან.



კადრი ფილმიდან "სან ანდრეასი"


2015 წელს ჰოლივუდში გადაიღეს ფილმი სახელწოდებით "სან-ანდრეასის ნაპრალი", რომელშიც თვალსაჩინოდ არის ნაჩვენები სან-ანდრეასის მიწისძვრის მთელი საშინელება. უფრო სწორედ ის შედეგები, რომელსაც გამოიწვევს ეს კატასტროფა.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/23VflsU3kZE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

2. იელოუსტოუნის სუპერვულკანი, რომელიც ამავე სახელწოდების ბუნებრივ პარკში მდებარეობს (მოიცავს ვაიომინგის, აიდაჰოსა და მონტანას შტატებს).

მისი აფეთქების შედეგები კარგად არის ნაჩვენები ფილმში "2012".

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/OALrSNN9HJk" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

3. ნიუმადრიდის ნაპრალი. მდებარეობს აშშ-ს აღმოსავლეთით.



ნიუ მადრიდის ნაპრალის არეალი ამერიკის აღმოსავლეთით


აქ უკვე დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრები, ელიან განმეორებებს. ამ ადგილის საშიშროება მდგომარეობს არა მარტო თვით მიწისძვრის სიძლიერეში, არამედ იმაშიც, რომ იქ ძალზედ სუსტი ქანებია, რომლებიც დასერილია კარსტული სიცარიელეებით და მარილის დანალექებით (რომლებიც სწრაფად ირეცხება წყლით). დამატებით ამ ადგილას მოიპოვება დიდი რაოდენობით ნავთობი, ხოლო სიცარიელეში ისხმებოდა დიდი რაოდენობით თხევადი ტოქსიკური საწარმოო ნარჩენები (მათ შორის რადიაქტიურიც). ამან კიდევ უფრო გააუარესა სეისმური მდგომარეობა. ეს ნაპრალი შეიძლება უბრალოდ აფეთქდეს.

ასე, რომ ნიუმადრიდის ნაპრალის რღვევისა და მისგან გამოწვეული მიწისძვრისა თუ აფეთქების შედეგები შეიძლება საკმაოდ მასშტაბური გამოდგეს. ლაპარაკობენ ერთ "ბინძურ ბომბზეც" და ეს გასაკვირი არც არის, რადგან მსოფლიო წესრიგის "მამათა" სინდისს ყველაფრის კადრება ძალუძს.

ასე, რომ ზემოთ მოტანილი შემაშფოთებელი ცნობების წინაპირობები ნამდვილად არსებობს. ახლა ვადების შესახებ.

პრინციპში მიწისძვრა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს. მაგრამ ვილკერსონის აზრით, აშშ-ს მიწისძვრა მოხდება იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ. ეს ან იაპონიაში 2011 წელს უკვე მომხდარი მიწისძვრაა, რომლის შემდეგ უძლიერეს მიწისძვრას აშშ-ში უნდა ველოდოთ, ან კიდევ რომელიღაც სხვა მიწისძვრა, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს. პრინციპში იაპონიაში არსებობს რწმენა, რომ ოდესღაც მოხდება ისეთი ძლიერი მიწისძვრა, რომელიც მთელს იაპონიას გაანადგურებს. ამ რწმენის მიხედვით იაპონელებმა 1976 და 2006 წლებში ფილმიც კი გადაიღეს სახელწოდებით: "იაპონიის დაღუპვა".

<iframe width="960" height="720" src="https://www.youtube.com/embed/1u5DrIJWI8g" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

იაპონელი მეცნიერები რეგულარულად ამბობენ, რომ ეს კატასტროფა ახლოვდება, ისინი მას 2011 წელშიც კი ელოდნენ მარტის მიწისძვრის შემდეგ. მაგრამ, ჯერ-ჯერობით არც ეს მოხდა. ყოველ შემთხვევაში, არსებული მოლოდინის მიხედვით, იაპონიის დაღუპვის შემდეგ, აშშ-ს ჯერი მოვა.

ამგვარი მასშტაბური კატაკლიზმების დაწყებისთვის უნდა მოხდეს ისეთი ღმრთივსაძაგელი განდგომილება, რომელიც ბოლო წვეთი აღმოჩნდება საღმრთო სასჯელთა დასაწყებად. იქნება ეს სოდომიტთა რომელიმე დიდი გამარჯვება ან სერიოზული შეტევა მართლმადიდებლობაზე თუ ორივე ერთად ან სხვა რამ - დრო გვიჩვენებს.

კიდევ ერთი მოსაზრება - იმისთვის, რათა გაანადგუროს სირია და ირანი, აშშ ჯერაც ძლიერი უნდა იყოს, აქედან გამომდინარე, აშშ-ს დაქცევა ახლო აღმოსავლეთის მოვლენების შემდეგ არის მოსალოდნელი. თუ ყურადღებას მივაპყრობთ დანიელის წინასწარმეტყველებას (დან. 8:1-7), რომელიც "ბოლო ჟამს" ეხება (მ. 17), სირიისა და ირანის განადგურების შემდეგ აშშ ოდნავ გაძლიერდება კიდეც, მოიპოვებს უფრო მეტ საერთაშორისო წონას. და სწორედ ამ მომენტში მოიწევს კატასტროფა.


***


რუსეთისთვის ყველაფერი შესაძლოა კიდევ უფრო ადრე დაიწყოს. ნავთობზე ფასების დაცემა აქ ნავარაუდევი იყო უკვე 2013 წლისთვის, რასაც უნდა გამოეწვია კაპიტალის გადინება ქვეყნიდან, რაც, თავის მხრივ, გამოიწვევს სერიოზულ ფინანსურ კრიზისს და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლას (2016 წლისთვის კრიზისი სახეზეა, ოღონდ ხელისუფლების შეცვლის გარეშე - რედ.). 2012 წელს კუდრინი ამბობდა: "ფინანსთა ექს-მინისტრი, სამოქალაქო ინიციატივათა კომიტეტის ლიდერი ალექსი კუდრინი აფრთხილებდა, რომ პუტინისა და მედვედევის ჯგუფი თუ არ შეცვლის პოლიტიკურ კურსს, ეკონომიკაში მატულობს შოკის საფრთხე" და ეს უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე იყო 2008 წელს". კუდრინის პროგნოზით, ახალი კრიზისი მომავალი წლის (ანუ 2014 - რედ.) შუაში დადგება. "ქვეყანამ უკვე ნავთობის ფასების დაცემით გამოწვეული ასეთი კრიზისები 1990 და 1998 წლებში, რაც, არსებითად, დასრულდა სახელმწიფოში მთელი ხელისუფლების შეცვლით. შესაძლოა მომავალშიც ასე მოხდეს", - იუწყება კუდრინი" (http://polit.ru/news/2012/04/10/kudrin/). კუდრინი უბრალო კაცი არ არის, და ამბობენ, რომ ის "მეთოჯინეთა" მიერ რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე პროცესების "მაყურებლად" არის დადგენილი, ასე რომ იცის კაცმა რასაც ამბობს.

ნავთობზე ფასების დაცემის შესახებ ცნობები მოდიოდა სხვა წყაროებიდანაც. გაუარესდება თუ არა ნავთობზე ფასების დაცემით ფინანსური კრიზისი რუსეთის ფედერაციაში, თუ ამისთვის იქნება სხვა მიზეზები - ნებისმიერ შემთხვევაში, აშშ-ში განვითარებული მოვლენები უეჭველად აისახება რუსეთსა და მთელს მსოფლიოზე.

ინტერნეტ მასალების მიხედვით

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню