პუბლიკაციები - ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ 2 - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

"ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ!"

აპოკალიფსისის განმარტება

კერძო აზრი

აპოკალიფსისის მხედრები

რედაქციისგან: წინამდებარე განმარტება სამი წლის წინ, 2013 წელს ინეტერნეტში გამოქვეყნებულ პუბლიკაციათა და მოვლენათა კომენტარების კრებულს წარმოადგენს. სტატიათა ავტორები ცდილობდნენ წმიდა მამათა სწავლებებსა და საკუთარ მოსაზრებებზე დაყრდნობით, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მოვლენებს ეფუძნება, მოეცათ იოანეს გამოცხადების (აპოკალიფსისი) გააზრება თანამედროვე მოვლენათა გადასახედიდან. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრეტენზია იმისა, რომ ქვემოთ მოცემული პუბლიკაცია უზუსტესად ასახავდეს ან გამარტავდეს იმ მოვლენებს, რომლებიც იოანეს გამოცხადებაშია აღწერილი. მეტიც, საკმაოდ ფრთხილად ვეკიდებით მსგავს პუბლიკაციებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სრული უგულებელყოფაც არ იქნებოდა გამართლებული, რადგან ზოგიერთი მოვლენაზე დაკვირვება ნამდვილად საყურადღებოა. ჩვენ არ ვცდილობთ იოანეს გამოცხადების ესა თუ ის მოვლენა მექანიკურად მივუყენოთ თანამედროვე მსოფლიო პროცესებს. ეს დიდი შეცდომა იქნებოდა. მაგრამ, დაკვირვებები და შედარება წმიდა წერილის ზოგიერთ წინასწარმეტყველებასთან ვფიქრობთ სასარგებლოა. წინამდებარე პუბლიკაციაში განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას ის გარემოება, რომ ჩვენს მიერ ნათარგმნი მასალები გამოქვეყნებული იყო სამი წლის წინ. ამიტომაც, საინტერესოა იმის ნახვა, თუ როგორ წარიმართა ამ სამი წლის წინ ნავარაუდევი პოლიტიკურ-სოციალური მოვლენები და როგორ შეიძლება მათი შეფასება აპოკალიფსურ პრიზმაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ უცთომელობის პრეტენზია არავის აქვს, უბრალოდ, მოდი, შევხედოთ მოვლენებს, იქნებ ვპოვოთ რაიმე საყურადღებო და სასარგებლო, რომელსაც ადრე ყურადღებით არ დავკვირვებივართ.

შინაარსი:

I

აპოკალიფსისის მხედრები

თავი 2

ყველაფერი სირიიდან დაიწყება


"და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი, და მასზე მჯდომს მიეცა მიწიდან მშვიდობის აღხოცის ძალა, რათა მუსრს ავლებდნენ ერთმანეთს: და მიეცა მას მახვილი დიდი" (გამოცხ. 6:3-4).
სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ადგილზე იმყოფებიან, გააჩნიათ განსხვავებული აღქმა და სულიერი განვითარება, განსხვავებულადვე შეიგრძნობენ აპოკალიფსური დროების დადგომას.

წმიდა მოსაგრენი სულიწმიდით გრძნობენ ამას საუკუნეებითა და ათწლეულებით ადრე. სხვა ადამიანები უშუალოდ მოვლენათა დადგომის უწინარეს. მრავალმა იგრძნო ეს რუსეთსა და მსოფლიოში ჯერ მონარქიის დაცემით და შემდეგ ანტიქრისტეან-ბოლშევიკთა მოსვლით; მიტრ. სერგი სტრაგოროდსკის დეკლარაციით ეკლესიისა და ანტიქრისტე-ბოლშევიკების ერთობით და მათთან ერთად სხვადასხვა "სიხარულთა" გაზიარებით.

რმე-ს მოსკოვის საპატრიარქოს სხვადასხვა "მცხოვნებმა" დატოვეს გადმოცემა, რომ "დადგება ჯამი, როდესაც მართლმადიდებლები გაერთიანდებიან კათოლიკეებთან, შეცვლიან სარწმუნოების სიმბოლოს, იქნება სხვა ცვლილებებიც. ტაძრებში შესვლა შეუძლებელი გახდება, დაიწყება ამ მოვლენებთან შეუთანხმებელ მართლმადიდებელთა დევნა. კვლავ დაბრუნდებიან კომუნისტები (ოღონდ სხვა სახელწოდებით). შემდეგ კი უბედურებები დაიწყება: შიმშილი, წყლის პრობლემა, ომები, ჩინეთის შემოსევა და სხვა". ამბობენ კიდევ, რომ "ომი დაიწყება პეტრე-პავლობისას, იმ წელს, როდესაც გამოიტანენ გვამს".

ბერძენმა (მათ შორის ათონელმა) მოსაგრეებმა დატოვეს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც აპოკალიპტური მოვლენები დაიწყება არა მარტო ელექტრონული დოკუმენტების დანერგვით, მსოფლიო საკონცენტრაციო ბანაკის საფუძვლების ჩაყრით, არამედ დიდი ომის დაწყებითაც. და ეს ომი ახლო აღმოსავლეთში დაიწყება. ზოგიერთი წინასწარმეტყველი (მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი) უფრო აკონკრეტებდა ამ მოვლენის გეოგრაფიას - ყველაფერი სირიიდან დაიწყება.

მაგალითად, ბერძენი ეპისკოპოსი ანტონის (+ 2005 წ.) თქმით: "ბოროტი დროება, შეპყრობილთა სული, უდიდესი შიმშილი, შვილო ჩემო, უდიდესი შიმშილი დაატყდება თავს მალე ელადას. დიდი შიმშილი..."

სიკვდილის წინ, სანამ ჯერ კიდევ ძალი ჰქონდა, დაუცხრომლად იმეორებდა: "უბედურებას სირიაში განვითარებული მოვლენები მისცენემ დასაბამს. როდესაც იქ საშინელი მოვლენები დაიწყება. ილოცეთ, ძლიერ ილოცეთ. ყველაფერი იქიდან, სირიიდან დაიწყება! მათ შემდეგ კი ელოდეთ ჭირსა და უბედურებას ჩვენთან, შიმშილსა და უბედურებას".

სიკვდილის წინ მას ასევე ეკითხებოდნენ - მეუფეო, რა უნდა დაიწყოს და როგორ, გვითხარი. ის კი ამბობდა, რომ იტყვის, მაგრამ ვერ მოასწრო, თუმცა, ყოველთვის იმეორებდა სიტყვებს სირიის შესახებ. მაშინ მის ირგვლივ მყოფთ არაფერი ესმოდათ, მაგრამ ახლა ყველაფერი თითქოსდა იკვეთება...

"დამასკოს განაჩენი. აჰა, წაერთმევა დამასკოს ქალაქობა და ნანგრევების გროვად იქცევა!" (ესაია 17:1)

თუ ვივარაუდებთ, რომ მოვლენ ები, რომლებიც დაკავშირებულია აპოკალიფსისის მეორე მხედართან სირიაში დაიწყება, მაშინ შესაძლოა სირიის დაცემამ ბიძგი მისცეს მომდევნო მსოფლიო უბედურებებს (არ არის აუცილებელი სირია დაეცეს ომის შედეგად, სიტუაცია იქ შეიძლება განვითარდეს სხვადასხვაგვარად, მაგალითად, ასადის მკვლელობა, რღვევა, ქაოსი, ისლამიზაცია და სხვა).

ეს ესმის მრავალ საერო პირსაც - თუ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლს გააღვივებენ, ის იმ დონეზე აალდება, რომ ყველას შეაძრწუნებს. მსოფლიოში არსებულ გარკვეულ ძალთა ჯიუტი და კადნიერი მცდელობები როგორმე აქამდე მიიყვანონ საქმე - სრულიად აპოკალიპტურია. გლობალური მესამე მსოფლიო ომის სასაკლაოს ამას ჯერ ვერ ვუწოდებთ, ის მოგვიანებით დაიწყება (მეშვიდე ბეჭდის მოხნის შემდეგ), მაგრამ "მიწიდან აღხოცავს მშვიდობას". ამ ეტაპზე საომარი მოქმედებები უფრო ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა (სირია, ირანი და სხვა) დამარცხება გამოიწვევს.

მუსლიმთა მსოფლიო მასშტაბის კანონზომიერი საპასუხო რეაქცია არ დააყოვნებს - და როგორც ევროპაში, ასევე რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მომენტიდან უსაფრთხოდ არავინ იქნება.

ეს მოვლენები დააჩქარებენ და მოაახლოვებენ აშშ-ს დაშლას (აუტანელი სამხედრო დატვირთვებისა და საშინაო პრობლებმების, ასევე მსოფლიო კრიზისის გამო), მრავალ ქვეყანაში შესაძლოა ხელისუფლებაში მოვიდნენ სასტიკი რეჟიმები (ეს დაკავშირებულია არა მარტო მუსლიმურ გამოხდომებთან, არამედ ეკონომიკური კრიზისის ზრდასთან და ენერგეტიკულ პრობლემებთან).

შედეგად ჩვენ გადავალთ აპოკალიფსისის მესამე მხედართან.

"და როცა ახსნა მესამე ბეჭედი, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! გავიხედე და, აჰა, შავი ცხენი, და მასზე მჯდომს ხელთ ეპყრა სასწორი. და მომესმა ხმა ოთხ ცხოველს შორის, რომელმაც თქვა: საწყაო პური დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ღვინოსა და ზეთს ნუ ავნებ" (გამოცხ. 6:5-6).

იმ დროს დინარად (ვერცხლის მონეტა, დაქირავებული მუშის დღიური საფასური) მხოლოდ ერთ საწყაო ხორბალს (ხორბლეულთა საზომი, დაახლოებით ერთი ლიტრი) ან სამ საწყაო ქერს თუ შეიძენს ადამიანი პურის ძლიერი დეფიციტისა და, შესაბამისად, მისი წარმოუდგენელი გაძვირების პირობებში. სიტუაციის პარადოქსულობა მდგომარეობს იმაში, რომ პურის უკმარობის პირობებში, სხვა პროდუქტები, როგორიცაა ღრინო და ზეთი საკმარისად იქნება.

შიმშილის ძირითადი მიზეზი - მოუსავლიანობა იქნება, რომელსაც გვალვა გამოიწვევს. მაგრამ თუ წვიმები არ იქნება, მოუსავლიანობა ემუქრება არა მარტო ხორბლეულს. სინესტის არარსებობა ვაზზე და ზეთისხილის ბაღებზეც აისახება. მოუსავლიანობა შეიძლება გამოიწვიოს მავნე მწერთა, მაგალითად, კალიის შემოსევებმა. მაგრამ კალია ისეთივე სიამოვნებით მიირთმევს ვენახებსა და ბაღჩეულს, როგორც ხორბალს. კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შიმშილი, ეს გახლავთ მტრის მიერ ქალაქის ხანგრძლივი ალყა. მაგრამ როგორც ისტორიამ აჩვენა, ასეთ ვითარებაში ალყამოქცეულ ქალაქში ჭამდნენ ყველაფერს, რაც კი ცოცხალია და რაც კი ასე თუ ისე იჭმევა.

უფრო სავარაუდებელია, რომ აქ აღწერილია ვითარება რომელიღაც ბაზარზე, რომელსაც პური საჭირო რაოდენობით არ მიეწოდება. ანუ, ხორბლეულის დეფიციტი და შიმიშილი გამოწვეული იქნება ხელოვნურად.

ან კიდევ სხვა ვარიანტი, - რაღაც მიზეზით გამოწვეული მოუსავლიანობის გამო, ღმრთის განსაკუთრებული განგებულებით დაზიანდება ყველაფერი, ღვინისა (ვაზის) და ზეთის (მცენარული ზეთის) გარდა.

ნებისმიერ შემთხვევაში, დადგება სერიოზული მსოფლიო შიმშილი, როგორც ეს წინასწარმეტყველებაშია აღწერილი. და თუ უფრო ვრცლად ავიღებთ - აღწერილია სასურსათო, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი. პური შემცირდება, ფული გაუფასურდება. ამ ბოლო წლების განმავლობაში მასმედიაში ხშირად მოისმენთ ხორბლეულის შემცირების შესახებ ბოლო წლების მოუსავლიანობის გამო (ხშირად კლიმატური მიზეზით). გამუდმებით იზრდება მსოფლიო ფასები სურსათზე, განსაკუთრებით გაიზარდა იგი 2012 წლის ზაფხულიდან.

ამის შემდეგ ვუახლოვდებით მეოთხე მხედარს.

"და როცა ახსნა მეოთხე ბეჭედი, მომესმა ხმა მეოთხე ცხოველისა, რომელმაც თქვა: მოდი! შევხედე და, აჰა, ჩალისფერი ცხენი, ხოლო სახელი მისი მხედრისა - სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოსდევდა მხედარს და მიეცა მას ხელმწიფება მეოთხედზე დედამიწისა, რათა მუსრი გაავლოს მახვილითა და შიმშილით, სიკვდილითა და მიწიერ მხეცთა პირით" (გამოცხ. 6:7-8).



ძნელია იმის თქმა, თუ რომელ მიწებს მოიცავს "დედამიწის მეოთხედი", მაგრამ შესაძლოა ეს იყოს ის ქვეყნები, რომლებიც დაზიანდებიან ახლოაღმოსავლეთის ომისგან და მისი შედეგებისგან (განსაკუთრებით ყოფილი ქრისტეანული ქვეყნები. იხ. პირველი მხედრის შესახებ). აშშ, ევროპა, რუსეთი, ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა კიდევ რომელიღაც.

იქნება ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, აჯანყებები, ამბოხი, ტერორიზმი, რევოლუციები, შიმშილი, ეპიდემიები, მხეცთა თავდასხმები და სხვა.

გასაგებია, რომ აღწერილი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ოთხ მხედართან, ურთიერთგამსჭვალავი და ურთიერთდაკავშირებული მოვლენებია, თუმცა წმ. წერილში ზოგიერთი თანმიმდევრობა მაინც დაცულია - მხედრები ჩნდებიან ერთი მეორის მიყოლებით. ანუ შესაძლოა, რომ მთლიანობაში, აღწერილი მოვლენები შექმნიან კომპლექსურ ტრაგიკულ ვითარებას და ყველაფერი მზარდი სცენარებით განვითარდება: ომი, კრიზისი, შიმშილი და არეულობა. და ეს ჭირვებათა მხოლოდ დასაწყისია.

თავი 3-ე.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню