პუბლიკაციები - ფატიმის საიდუმლო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ფატიმის საიდუმლო

ფატიმას საიდუმლო

ავტორი: დიაკვანი ალექსი სტარიცინი.

ვატიკანის მითები


"რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის დასავლეთ-ევროპის ეპარქიის უწყებანში" 1993 წლის  № 36-ე ნომერში გამოქვეყნდა ერთი საინტერესო სტატია სათაურით "ფატიმის საქმე". სტატია იწყება გრანდიოზული "ფატიმის აქციის" აღწერით, რომელიც მთელი რუსეთის მასშტაბით გადაიცემოდა მთელი 75 წუთის განმავლობაში (150 ტელე/რადიოსადგურის მეშვეობით), დაიწყო მომლოცველობა, მათ შორის რუსი რომაელ-კათოლიკეებისაც. სწორედ მაშინ შეიტყო რუსეთმა "ფატიმის წინასწარმეტყველებათა" შესახებ. მაგრამ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში იმდროინდელი საბჭოთა კავშირის მორწმუნეებს შორის, და არა მარტო ერისკაცთა, არამედ ბერ-მონაზონთა და სამღვდელოთა შორის გავრცელდა ისტორიები პორტუგალიაში, სოფელ ფტიმაში ღვთისმშობლის საკვირველი გამოცხადების შესახებ.


__________

შენიშნვა: Fatima - მახვილი დაისმის აქ პირველ მარცვალზე, რადგან რუსეთში შეცდომით წარმოთქვამენ ამ გეოგრაფიული ადგილის სახელს, არ დაგვავიწყდეს, რომ ეს შუა აზია როდია, ეს პორტუგალიაა და აქცენტებიც შესაბამისად სხვადასხვაგვარია)

__________


ამ მოვლენის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი იყო გამოცხადება ფატიმელ მწყემსთადმი რუსეთის მომავლის შესახებ. ამ მოვლენის შესახებ არსებულ ცნობებში ხაზი იყო გასმული, რომ მოვლენა მოხდა 1917 წელს, რუსეთისთვის საბედისწერო წელს, რაც სიმართლე გახლდათ. ამგვარად, ერთმანეთს უკავშირებდნენ პორტუგალიასა და რუსეთს, არსებითად კი პაპისტურ კათოლიციზმსა და რუსულ მართლმადიდებლობას.
ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ ფატიმის პირველი მოვლენა მოხდა მეფის (ნიკოლოზ II-ის) მიერ საყდარზე უარის თქმის დღეს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და არის გამონაგონი. მწყემსი გოგონას ლუსიას (Lucia - და არა ლუჩია) მტკიცებით პირველი მოვლენა მოხდა 1917 წლის 13 მაისს, ხოლო მეფის მიერ ტახტის უარყოფა 1917 წლის 2 მარტს. მაგრამ ეს, ასე ვთქვათ, მცირედი შეცდომაა, უფრო დიდ შეცდომებზე ვილაპარაკებთ შემდგომ. ყველა ეს მსჯელობა აჩვენებს იმას, თუ როგორი ფართო მასშტაბები მიიღო რუსეთში ფატიმის ამ ცთომილებით გატაცებამ.

მოდი, დავუბრუნდეთ ისტორიის დასაწყისს და ვნახოთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები ფატიმში. ეს გავაკეთოთ იმისთვის, რათა ავაგოთ მოვლენათა ჯაჭვი და თვალი მივადევნოთ, ხომ არ გამორჩათ რაიმე ისტორიის ინტერპრეტატორებს და იეზუიტური მითების შემთხზველებს.




ფატიმელი მწყემსები - ფატიმის სასწაულის მთავარი პერსონაჟები


1917 წლიდან 1919 წლამდე "ფატიმის საქმისადმი" დამოკიდებულება მკვეთრად უარყოფითი იყო, როგორც რომაელ-კათოლიკე კლერიკოსთა, ასევე, იმდროინდელი აშკარად მასონური, ასევე აშკარად ანტიეკლესიური და კიდევ უფრო ანტიკლერიკალური მთავრობის მხრიდან (საილუსტრაციოდ შევნიშნავთ, რომ სწორედ მაშინ, 1910 წელს მონარქიის დამხობის შემდეგ, პორტუგალიაში აკრძალეს ნებისმიერი საეკლესიო ტანისამოსის საჯაროდ ტარების შესახებ). ადგილობრივი მოძღვარს ლუსიასთან პირველი საუბრის შემდეგ არ სწამს მისი. რომის პაპ ბენედიქტე XV აღდგა ლეირიას დიოცეზში, ახალი ეპისკოპოსის მიერ ინიშნება პირველი გამოძიება და სასულიერო მღვდელმთავრობა პირველად დაკითხავს სამ მცირეწლოვან მწყემსს.  


ჟოზე კურრეია და სილვა, რომელიც 1919 წელს ლეირიის ეპისკოპოსად დაინიშნა, ცვლის ყველაფერს. 20-იან წლებში ის ეწვევა ფატიმს და შემდეგ ცვლის კლერიკოსთა დამოკიდებულებას მოვლენისადმი. მისი ინიციატივით შეისყიდიან მიწას კობა და ირიაში (ირიის ორმო), რომელიც ლუსიას დედას ეკუთვნოდა, და ასე იღებს დასაბამს ახალი სანტუარიო - ფატიმის წმიდა ადგილი.


მოცემულ სტატიაში ჩვენ არ განვიხილავთ და არ ჩამოვთვლით როგორი მოვლენები და ხილვები იყო ამ დროს ფატიიმში და რომელთა შესახებ ბევრს წერდნენ რუსულ პრესაშიც კი. ეს მოვლენები ჩვენ დავუტოვოთ პაპისტებს, რადგან მათთვის ასეთი საქმიანობა წარმოადგენს დიდ ინტერესს. ხოლო ჩვენთვის, მართლმადიდებელთათვის ეს უმნიშვნელოა, ისევე როგორც ფატიმის მთელ ისტორიაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა ეს, არამედ ის, თუ რატომ ატყდა ამდენი გნიასი ვატიკანში ფატიმა-რუსეთის თემის გარშემო, რატომ არის გასაიდუმლოებული, თვით ლუსიას ნების საწინააღმდეგოდ, ე. წ. "ფატიმის მესამე საიდუმლო" და შესაძლოა თუ არა გარეგანი მინიშნებების მიხედვით ითქვას, რომ ეს ნამდვილად არის საიდუმლო? ასე რომ  მოდი, - გავაგრძელოთ ისტორია.


ახალი ცვლილებები დგება 1926 წელს. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მასონური მთავრობა გადააყენეს. ანტონიო დე ოლივეირა სალაზარი "ახალ სახელმწიფოს" აცხადებს, სადაც, წინანდელისგან განსხვავებით, ძირითად პრინციპს "სამშობლო და რწმენა" წარმოადგენს. ხელისუფლების დამოკიდებულება რომაულ-კათოლიკურ ეკლესიასთან რადიკალურად იცვლება. 1927 წელს სანტუარიოში ინიშნება პირველი რექტორი. მუშაობას იწყებს გაზეთი "ფატიმას ხმა". ლეირიელი ეპისკოპოსის ეპისტოლეში დასტურდება ღმრთისმშობლის გამოცხადების სინამდვილე. ხოლო ვატიკანი, თავის მხრივ, ღიად დუმს, თუმცა იქაც იწყება ლაპარაკი ამის შესახებ.


მაგრამ აი უკვე პიუს XI ვატიკანში აკურთხებს ფატიმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქანდაკებას. ხოლო მისი მემკვიდრე პიუს XII 1942 წლის ოქტომბერში ფატიმაში მომლოცველებს აგზავნის. 1967 წელს ფატიმაში მოსალოცად ჩამოდის პავლე VI და ხვდება ლუსიას. აღსანიშნავია ისტორია, რომელსაც ჰყვებიან პაპისა და ლუსიას შეხვედრის შესხახებ, სწორედ იმ "მესამე საიდუმლოს" შესახებ, რომელსაც ვატიკანი გულდაგულ ასაიდუმლოებს: როდესაც მან შეიტყო საიდუმლოს შინაარსი, კრუნჩხვაში ჩავარდა. ამ დეტალს შეიძლება ვენდოთ და შეიძლება ის ანეკდოტადაც ჩავთვალოთ, მაგრამ "გასაიდუმლოებული" კონვერტს ვატიკანში დღემდე ინახავენ. კონვერტში დაბეჭდილი და საწერ მაგიდაზე მდებარე ეს "საიდუმლო", მისი დაწერიდან მალევე, ჯერ კიდევ 1943 წელს, ლეირიის ეპისკოპოსმა გადასაღებად მისცა ჟურნალისტებს.



"ორიენტირებული" შემოქმედება


1936 წელი ჩვენთვის ძალზედ საინტერესოა. ლუსია წერილების ფორმით იწყებს მოგონებების ჩაწერას თავის ხილვებთან დაკავშირებით. აი ახლა, ჩამოთვლილი და არა ჩამოთვლილი მოვლენების შემდეგ (რომელთა შორის შეიძლება იყოს ლუსიას გადასვლები მონასტრიდან მონასტერში, მისი გადაწყვეტილება მიიღოს მონაზვნობა, რადგან სწორედ ამ დროში, ანუ 1917 წლიდან 1936 წლამდე პერიოდში, ის ხდება მონაზონი), ჩვენ მივუახლოვდით საკმაოდ საინტერესო ფაქტს.

შენიშნეთ, რომ მოვლენიდან 25 წლის შემდეგ (კარგი, დავუშვათ ისინი იყვნენ, თუნდაც რაღაც მაინც), მხოლოდ 25 წლის შემდეგ, მეოთხედი საუკუნის შემდეგ იწყებს ლუსია პირველი ჩანაწერების გაკეთებას. უფრო ზუსტად, მან თავისი ბიძაშვილის ჟასინტას შესახებ მოგონებების წერა დაიწყო 1935 წელს, რომელიც ასევე იყო ამ მოვლენებისა და ხილვების ერთ-ერთი თანამონაწილე, რადგან 1935 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა და გადასვენებულ იქნა ჟასინტას ხრწნადი ნაწილები.

ადვილად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ტრანსფორმაციას დაექვემდებარება კაცობრიობის მეხსიერება, როდესაც რაიმე მოვლენის შემდეგ, რომელიც არის ყველაზე მკაფიო და დამახსოვრებადი, გადის, მაგალითად, შვიდი დღე ან თვე. ზოგჯერ, როგორ განიცდის და შფოთავს კეთილსინდისიერი ადამიანი, რომ არ შეცდეს, არ მოიტყუოს, და დეტალურად გადმოსცეს მის მიერ ნანახი და განცდილი ისე, რომ არაფერი შეალამაზოს და არ მიამატოს, შესაძლოა მაგრამ მაინც ზედმეტი დეტალები. საზოგადოდ აღიარებული წინასწარმეტყველის როლის მიღება საპასუხისმგებლო და საშიშია, ზოგჯერ კი საკმაოდ სახიფათოც და საცთურის შემცველიც. აქ ეშმაკის დახვეწილი და მზაკვრული შთაგონებების წყალობით შეიძლება გამოიგონო "ხილვები", ან მიზნიდან გამომდინარე მიამატო სხვადასხვა რამ, უბრძანო და დააშანტაჟო გავლენიანი პირები და უბრალო ადამიანები, "ხილვების" ხელმეორედ თხრობის ფორმით დაიწყო გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციაზე. ან, რაც ლუსიას შემთხვევაში მოხდა, გახდე მანიპულაციების საგანი. ფატიმელი რექტორი, მონსენიორ ლუსიანო გერა, 1997 წლის ოქტომბერში, როდესაც პასუხებს აძლევდა პორტუგალიის 1-ელ ტელეარხს ლუსიას მიერ 25 წლის შემდეგ აღწერილ მოვლენებში შესაძლო უზუსტობების არსებობის შესახებ, ამბობდა, მართლაც, ასეთი პერიოდის გასვლის შემდეგ შესაძლებელია მეხსიერების ტრანსფორმააცია, ასევე სახეებისა, რაღაცეების დავიწყება და სხვების მოფიქრება, ისტორიკოსებმა იციან ეს მოვლენა და მას მოგონებათა გადაცემას უწოდებენ.


ლუსიას ნათესავი, მღვდელი მ. ანტონიო ჟოზე ვალინიო, 1997 წელს ტელევიზიის კითხვებზე პასუხისას ჰყვებოდა, რომ იმ დროს ადამიანები ემორჩილებოდნენ სულიერ ხელისუფალთ, ხოლო ლუსია, მისი თქმით, როდესაც კათოლიკურ კოლეჯში ცხოვრობდა საეკლესიო მღვდელმთავრობის ყველა "ორიენტაციას" ასრულებდა. ის იქ იმყოფებოდა ხელმძღვანელობის, ლუსიას მოძღვრისა და ლეირიის ეპისკოპოსის, დონ ჟოზე კორეია და სილვას გამუდმებული ზეგავლენის ქვეშ, რომელიც არდადაგების დროს ჩამოდიოდა იქ და მუდმივად მიჰყავდა ლუსია თავისთან.


სწორედ მისი შთაგონებით იწყებს წერას და ლუსია თავის მოგონებებს, რომელიც ამ დროს, მამა ანტონიო ჟოზე ვალინიოს თქმით, მუდმივად "ორიენტირებულია".


მოდი, დროებით შევჩერდეთ, და ფატიმის სასწაულის ისტორიის ამ ადგილას პირველი მონიშვნები გავაკეთოთ. უფრო ზუსტად, ეს იქნება ფატიმის "სასწაულში" ჩვენი დაეჭვების ორი ქვაკუთხედი: 1) - მეხსიერების შეცვლის შესაძლებლობა ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის საკმაოდ დიდი პერიოდის განმავლობაში და 2) - "ორიენტაცია".




პირველი იდეოლოგია - ეროვნული დროშა

ახლა ვნახოთ როგორია ფატიმის იდეოლოგია. თავიდანვე უნდა განვსაზღვროთ, რომ ფატიმის იდეოლოგია, მოცემული დროის პოლიტიკური მოთხოვნილებიდან გამომდინარე, რომლებშიაც ის მუშავდებოდა, სხვადასხვა იყო. პირველი პერიოდი ატარებდა უფრო ნაციონალურ ხასიათს. ეს არის დრო მეორე მსოფლიო ომამდე, როდესაც პორტუგალიის მასონური ხელისუფლება კათოლიკურ-პატრიოტულით შეიცვალა. მარტივად რომ ვთქვათ დაცინვისა და გაღიზიანების საგნიდან წმიდა ეროვნულ დროშად. ეს იყო მისი სტატუსის კოლოსალური ცვლილება. სამწუხაროდ, პორტუგალიელ რომაელ-კათოლიკეთათვის მოხდა იმდენად მძლავრი შერწყმა სახელმწიფოსი ეკლესიასთან, რომ სახელმწიფოს ყველა უარყოფითი გამოვლინებები, ავტომატურად ასოცირდებოდა ეკლესიასთან. აქ ოდნავ უნდა გადავუხვიოთ თემიდან, რათა უარვყოთ ერთი ცთომილება.

ძალიან ხშირად სალაზარის რეჟიმს ადარებენ ჰიტლერის რეჟიმს გერმანიაში, ან კიდევ უფრო ამაზრზენ სტალინურ რეჟიმს საბჭოთა კავშირში. სინამდვილეში, მსგავსი არფერი ყოფილა! დაძაბულობით, და არა იდეოლოგიით, ის შეიძლება შევადაროთ უფრო ბრეჟნევის რეჟიმს, და ისიც საკმაოდ ძალდატანებით. პატარა მაგალითი: სალაზარის დროს ადამიანთა მასები გარბოდნენ ქვეყნიდან ... სახელმწიფო საზღვრის გავლით (!) და უმეტესწილად ჩერდებოდნენ საფრანგეთში; თითქმის ყველა პოლიტიკური პატიმარი ცოცხალი გამოვიდა ციხიდან 1974 წლის 25 აპრილის რევოლუციის შემდეგ. ჩვენ კარგად ვიცით, როგორი იყო საზღვარი სტალინის და თუნდაც ბრეჟნევის დროს და რა ემართებოდათ საბჭოურ ციხეებში პოლიტპატიმრებს.


ამრიგად, ფატიმის სასწაული სალაზარის "ახალ სახელმწიფოში" გახდა საერთო ეროვნული იდეოლოგიის განუყოფელი ნაწილი. თავიდან, რა თქმა უნდა, ბევრი იყო ენთუზიაზმი და მონდომება, მაგრამ პორტუგალიის რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ახლანდელი მდგომარეობა, კრიტიკული და დაცემული, მწარე მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა კეთდებოდეს საქმეები. ეს კარგი მაგალითია მართლმადიდებლობისთვისაც, რათა გაექცეს მონაწილეობას სახელმწიფოს პოლიტიკაში, და გამოყენებულ იქნას, როგორც ხელისუფლების ინსტრუმენტი.


მიუხედავად აღიარებისა, პატივისა და პრივილეგიებისა, პორტუგალიაში ეკლესია მაინც ინსტრუმენტი იყო. არა აქვს მნიშვნელობა, რომ კარგი მიზნებისთვის, რადგან ხელისუფლების ინსტრუმენტად ყოფნა და არა ცხოვნებისა, ეს სულაც არ არის ეკლესიის მიზანი. სუნთქვის თეორიით, სალაზარის დროს ხდებოდა ინტენსიური და საკმაოდ ძალდატანებითი რელიგიური ჩასუნთქვა. ხატოვნად რომ ვთქვათ, რელიგიას, ფატიმური მილით, წნეხის ქვეშ, ტუმბავდნენ პორტუგალიური საზოგდოების სხეულში. 1974 წელს რეჟიმის დაცემის შემდეგ დაიწყო მთელი რელიგიურობის პროპორციული და "დიდი ამოსუნთქვა". მაგრამ ფატიმის რწმენა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ჩადგა რა "ახალი სახელმწიფოს" იდეოლოგიაში მან მოინელა თვით რეჟიმი. და ეს მოხდა არა ავტომატურად, ან თითქოსდა მადლით, არამედ "პირველი იდეოლოგიისთვის" მეორე სიცოცხლის მინიჭებით. წლების განმავლობაში "პირველი იდეოლოგია", უკვე ძველ რეჟიმში, კარგავდა ძალას. რადგან ყველაზე გემრიელი საჭმელიც კი, თუ მას მუდმივად და უზომოდ მივიღებთ, იწვევს ზიზღს და ყელში ამოგვდის. თანაც არალოგიკურია, როდესაც ძალდატანებით, სახელოში ჩაჭიდებითა და პანღურ-პანღურით გერეკებიან "სამოთხეში". მრავალ ადამიანს ეს უჩენს სრულიად ბუნებრივ გაღიზიანებას და მტრობასაც კი ეკლესიისამი.



ფატიმის მეორე იდეოლოგია
- "რუსეთის მოქცევა"

ჯერ მცირედით უკან დავიხიოთ, 1936 წლისკენ. ფატიმის სასწაულისადმი რწმენა, პორტუგალიელ კათოლიკეებში ისეთივე რწმენაა, როგორც რომის პაპისადმი, მაგრამ მორწმუნე პორტუგალიელებმაც კი ბრწყინვალედ იციან, რომ ლუსიას მიერ აღწერილი ანგელოზისა და ჯოჯოხეთის ხილვა, მეორე მსოფლიო ომის შესაძლებლობები, გაფრთხილება კომუნიზმისა და რუსეთის "მოქცევის" შესახებ, ყველას გასაკვირად გამოჩნდა სწორედ 25 წლის შემდეგ. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ, რადგან და ლუსიას ორიენტირებული შემოქმედების ნაყოფებამდე, ამ ხილვების შესახებ არავის და არასოდეს სმენია. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა თვით და ლუსიასაც კი. ამიტომაც პორტუგალიაში, მორწმუნე რომაელ-კათოლიკეთა შორის, ბევრია ისეთი, რომელსაც არ სწამს ფატიმის.

ამ ქვეყანაში მცხოვრები რუსები ამჩნევენ ერთ საინტერესო პარადოქსს: - როდესაც ფატიმისადმი ურწმუნო პორტუგალიელი ეცნობა რომელიმე რუსს, ის აუცილებლად გაიხსენებს ფატიმის "სასწაულს", მაგრამ როგორ უკვე მისი აპოლოგეტი, - "თქვენ იცით, რომ ფატიმში იყო გამოცხადება, სადაც ქალწულმა მარიამმა რუსეთზეც ილაპარაკა" და ა. შ. მსგავს შემთხვევებში ჩვენ ვხედავთ იმის მაგალითს, თუ როგორ ძლიერ მუშაობს პროპაგანდა, იდელოგია. ხოლო ადამიანებში, რომლებიც კრიტიკულად ეკიდებიან ფატიმის მოვლენას, მუშაობას იწყებს დაპროგრამებული ფრაზები და ფორმულება.




ფრაზა - "ყოვლადწმიდა ქალწული ლაპარაკობდა რუსეთზე და მის მოქცევაზე", - ტიპიური პროპაგანდაა, ფატიმის მეორე იდეოლოგიის მუშა ფორმულაა. ჭეშმარიტება პროპაგანდისგან იმით განსხვავდება, რომ ჭეშმარიტების კონსტრუირება ჩვენ არ ძალგვიძს, არამედ მხოლოდ კონსტატირება, ხოლო პროპაგანდაში მრავალგზის განმეორებადი ფრაზები ცვლიან ჭეშმარიტებას, ახდენენ როგორც ინდივიდის, ასევე საზოგადოების ცობიერების კონსტრუირებას. ინფორმატიკის ენით რომ ვთქვათ, ქმნის ვირტუალურ რეალობას, რომელიც ცვლის მარტივ რეალობას.


1954 წელს უღვთო კომუნიზმის გავრცელებით შეშფოთებული მღვდელი კოლბენი (აშშ) ჩაეჭოდა ომამდე გაჩენილ ლუსიას ჩანაწერებს, სადაც ლაპარაკია რუსეთის მოქცევაზე, ბოროტებაზე, რომელსაც ის ავრცელებს მსოფლიოში. ლუსიის ტექსტებით კომუნიზმი არის ბოროტება და საბჭოთა კავშირში დევნის ქრისტიანთ (ხშირად ამაში გულისხმობდნენ რომაელ-კათოლიკეებს). მართალია სიტყვა "ბოროტებას" პაპისტი ყოველთვის ანიჭებენ ერთგვარ ორაზროვნებას, რომლის სივრცეში შესაძლებელი ხდება მათმა თანამოაზრეებმა მოაქციონ ჩვენი მართლმადიდებლობაც.


ყველამ იცის, რომ ომის შემდეგ კომუნიზმი ძლიერ გავრცელდა მთელს მსოფლიოში, მათ შორის აშშ-შიც და მ. კოლბენმა გადაწყვიტა კომუნიზმის წინააღმდეგ ფატიმის "წინასწარმეტყველებები" გამოეყენებინა. ასე, ამერიკელი კათოლიკე მღვდლის მონდომებით გაჩნდა ორგანიზაცია ცისფერი არმია (Blue army). ცდილობდნენ გარეგნულად მისთვის მიენიჭებინათ რელიგიური მოძრაობის სახე. პოლიტიკური მიზნების დაფარვა კი მაინც და მაინც არ უცდიათ, ისინი ღიად აცხადებდნენ, რომ საჭიროა ბრძოლა კომუნიზმის წინააღმდეგ და რუსეთის "პაპიზაციისთვის", ... უკაცრავად, - "რუსეთის მიძღვნაზე ყოვლადწმიდა ქალწულის გულისადმი".




ცისფერი არმიის შექმნაში მონაწილეობას ღებულობდნენ ამერიკის პოლიტიკის საკმაოდ მსხვილი ფიგურები. წიგნში "Encontro de testemunhas" ("Встреча очевидцев", John Mathias Haffent), რომელიც ამ ორგანიზაციამ გამოსცა, შეიძლება ვიპოვოთ ასეთი ტექტსი: "... შეერთებულ შტატებში ცისფერი არმია გამოდის ტელევიზიით პროგრამაში, რომელშიც მონაწილეობს: პრეზიდენტი კენედი (იმ დროს მასაჩუსეტსის შტატის სენატორი), გენერალი გრუნტერი (ნატო-ს ყოფილი მეთაური და ამერიკული წითელი ჯვრის პრეზიდენტი), ალფრედ ლანსი (ნატო-ს პრეზიდენტი), ჰენრი საბოტ ლოჯი (აშშ-ს ელჩი გაერო-ში), აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრები".


საერთაშორისო საბჭოთ გამოჰყო თანხის ნახევარი ტაძრის ასაშენებლად ბიზანტიურ სტილში, ანუ თითქოსდა ეს ყოფილიყო მართლმადიდებლური ტაძარი ფატიმში, ხოლო აშშ-მ საკუთარ თავზე აიღო თანხის მეორე ნახევრის გადახდა და გარეგნულად მართლმადიდებლური ტაძარი მალე ააშენეს.


ბნელი ისტორიაა დაკავშირებული ყაზანის ღვთისმშობლის ხატტანაც. მეოცე საუკუნის დასაწყისში ((1903-1905) პეტროგრადის ყაზანის ტაძრიდან მოტაცებულ იქნა ტაძრის სიწმიდე - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის "ყაზანის" ხატი.  მაშინ იწყებოდა პირველი სერიოზული რევოლუციური უწესივრობანი და მართლმადიდებელ ერში ჭორი გავრცელდა, რომ ღვთისმშობელმა დაგვტოვა ჩვენი ცოდვებისთვის. და აი, 1970 წელს, საეჭვო ვითარებებში, ფატიმის "მართლმადიდებელ" ეკლესიაში ჩნდება ხატი, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ ის არის სწორედ "ყაზანის" ღვთისმშობლის ის ხატი, რომელიც რუსეთიდან, პიტერის ტაძრიდან მოიპარეს. იგივე ხატი შემდეგ გადააქვთ ვატიკანში. ხოლო კიდევ უფრო გვიან ბრაგანელმა დონმა დუარტემ სცადა დაებრუნებინა იგი რუსეთში. მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.


რომის პროპაგანდას ისეთი წარმატებები ჰქონდა რუსეთში, რომ ისეთ მართლმადიდებლურ და პატრიოტულ წიგნში, როგორიცაა "Россия перед Вторым пришествием" ("რუსეთი მეორედ მოსვლის წინ") 12-ე თავში მოცემულია სულელური და არაკომპეტენტური სტატია "ფატიმის საიდუმლო". მაგრამ ეს განსაზღვრებები შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მიამიტ მართლმადიდებლებთან. იმის მიხედვით, თუ როგორი თანაგრძნობით და მოფერებით არის დაწერილი ეს სტატია, ჩანს, რომ მას სავარაუდოდ წერდა რომაელი-კათოლიკე. მაგალითად, მოცემული თავის ბოლოში არის ასეთი ყოველგვარ აზრს მოკლებული ფანტასტიკური ფრაზა: "მიუხედავად მართლმადიდებელთა მცდელობისა გამოეცხადებინათ კრება და გამოესყიდათ სიწმიდე ("ყაზანის" ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი - ავტ.), სამ მილონ დოლარად ის შეიძინა ფატიმის კათოლიკე მონასტერმა (!), სადაც, თვითმხილველთა მოწმობით, ყაზანის ღვთისმშობლის ხატი პატივდებულია როგორც მონასტრის უმთავრესი (!) სიწმიდე". მართლმადიდებელთა რომელ მცდელობაზეა აქ ლაპარაკიი? საერთოდ ფატიმის რომელ კათოლიკურ მონასტერზეა მსჯელობა? ვინ და საიდან აიღო სამი მილიონი დოლარი? ვინ არიან ეს "თვითმხილველები", რომლებსაც უნახავთ ყაზანის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც თურმე ამ რომელიღაც მონასტრის უმთავრესი სიწმიდეა?


ჯერ-ერთი, სხვადასხვა მიზეზით უცხოეთში აღმოჩნდა ყაზანის ღვთისმშობლის რამოდენიმე ხატი, ანუ მისი ასლები, რომლებიც ასევე სასწაულთმოქმედ ხატებად ითვლებიან, ხოლო ის, რომელიც იყო ფატიმში, იმყოფებოდა არა რომელიღაც ილუზორულ მონასტერში, არამედ ცისფერი არმიის წარმომადგენლობაში, რომელიც აშენებულია დეკორატული მართლმადიდებლური ტაძრის სახით. ხოლო ფატიმის უმთავრეს სიწმიდეს წარმოადგენს ღვთისმშობლის სახელგანთქმული თეთრი ქანდაკება. ყაზანის ხატის შესახებ კათოლიკეებს შორის იცოდნენ მხოლოდ ერთეულმა-პროპაგანდისტებმა.


წიგნის "რუსეთი მეორედ მოსვლის წინ" ავტორი ან მოტყუებული აღმოჩნდა, რომელიც წამოეგო რომაულ ანკესზე,  ან კიდევ შეგნებულად ატარებს ცხოვრებაში რომაულ-კათოლიკური იდეების პროპაგანდას და შეცდომაში შეჰყავს მართლმადიდებლები.


ვატიკანი და მესამე საიდუმლო

ვატიკანმა, რომელიც თავიდან დუმდა, და სულ უფრო და უფრო ებმებოდა ამ თამაშში, თამაშის საგნად შექმნა თვით ზეციური დედოფალი. ხოლო ფატიმის ქანდაკება, ფატიმის "მოვლენა", რომელიც მართლმადიდებელთათვის დიდი ხანია წარმოადგენს პაპისტური პროპაგანდის პროდუქტს, როგორც მოხერხებულ ინსტრუმენტს, ნაშობს ე. წ. "ცივი ომის" მიერ, დღემდე წარმოადგენს მხოლოდ საშუალებას, იდეოლოგიურ ინსტრუმენტს, რომელიც, როდესაც მისი საჭიროება დგება, იცვლება ახლით, რომელიც განსხვავებულია სიმართლისგან.



"ფატიმა", როგორც მოვლენა, წარმოადგენს თვით რომაულ-კათოლიკური ეკლესიის პრობლემათა რთულ კვანძს. როდესაც ლაპარაკი იწყება "მესამე საიდუმლოზე" და მიმართვენ ვატიკანის წარმომადგენლებს, მის შინაარს ისინი ნაწილობრივ განსაზღვრავენ როგორც თვით ლათინთა პრობლემას. "ფატიმა" - ეს არის რომის ყელში გაჩხერილი ძვალი, რომლის გადაყლაპვაა საჭირო, მაგრამ არ სურთ და ძნელიც არის, რადგან მასში, "ფატიმაში", ფოკუსირებულია რომის ეკლესიის პრაქტიკულად ყველა პრობლემა - პოლიტიკურიც და საეკლესიოც. განსაკუთრებით კი საეკლესიო.


უკვე მრავალი წელია დგას ვატიკანისთვის წყეული კითხვა, რომელსაც მისივე სულიერი შვილები იძლევიან: "როდის გაახმოვანებენ "მესამე საიდუმლოს?" რა არის ნათქვამი მასში? რატომ არ აქვეყნებენ მას? ეშინიათ? რცხვენიათ" და ა. შ. "საიდუმლოს" ტექსტი დაიწერა 1943 წელს. 5 წლის შემდეგ, როდესაც ლუსია ძლიერ დაავადდა და ფიქრობდა, რომ უკვე მოკვდებოდა, მან განაცხადა, რომ "საიდუმლო" შეიძლება გამოქვეყნებულ იქნას მხოლოდ მისი სიკვდილისა და ისიც მხოლოდ 1960 წლის შემდეგ.


ლუსიას დას უკვე 90 წელი შეუსრულდა, ის ნებისმიერ დროს შეიძლება გარდაიცვალოს და სამუდამოდ წაიღოს მესამე საიდუმლო ვატიკანი, ლუსიის პირობების საწინააღმდეგოდ, არ ხსნის "საიდუმლოს". ვატიკანი, როგორც ჩანს ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებს. პორტუგალიელი ეპისკოპოსები, ჟურნალისტების კითხვაზე: "რატომ?" - აცხადებენ, რომ "მესამე საიდუმლოს" გაცხადება გახსნის უდიდეს კრიზისს რომაულ-კათოლიკურ ეკლესიაში. ეს ძალიან წააგავს სიმართლეს. ამასწინათ ერთმა ცნობილმა "კლასიკოსმა" წამოიყვირა: "განავითარეთ თვითკრიტიკა!" თუ გავითვალისწინებთ, რომ რომაულ-კათოლიკური ეკლესია დიდი ხანია, განსაკუთრებით ვატიკანის 2-ე კრების შემდეგ, იმყოფება ღრმა სულიერ კრიზისში, "საიდუმლოს" გახსნისგან მხოლოდ ამ ეკლესიის კატასტროფას უნდა ველოდოთ.


ამას ადასტურებს ფატიმის რექტორი მონსინიორ ლუსიანო გერა პორტუგალიის ტელევიზიასთან საუბარში: "... სრული სიმართლეა, და უეჭველი, რომ სახეზეა კრიზისი, უდიდესი კრიზისი: - ეს აშკარად არის რელიგიური ცხოვრების მიტოვება (ე. ი. პრაქტიკულად ეკლესიაში მიუსვლელობა - ავტ.), საეკლესიო პრაქტიკის აშკარა მიტოვება ერისკაცთა მიერ, მათი უთანხმოება იერარქიასთან მრავალ საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით; ეს არის განხეთქილების აშკარა გამოვლინება... ეკლესიაში მართლაც უდიდესი კრიზისია და ამაში ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს".


ფატიმის მეორე იდეოლოგიამ როგორც ჩანს თავისი ვადა ამოწურა. კომუნიზმმა, როგორც ბოროტებამ, მნიშვნელოვნად ამოწურა თავის ძალა. რუსეთს სულაც არ სჭირდება ფატიმის, იგივე პაპის სარწმუნოებისკენ "მოქცევა" და მისი გულების "განათლება" მწვალებლური კულტით.

რა ასულდგუმლებს დღეს ფატიმს, თუკი უკვე აღარ არის ეროვნული კათოლიკური "ახალი სახელმწიფო", თუკი შეუძლებელია ეომო კომუნისტურ საბჭოთა კავშირს, რომელიც აღარ არსებობს? მაშინ რჩება უბრალო საფოსტო კონვერტი, რომელშიც დევს ლეირიის ეპისკოპოსის ორიენტაციით ლუსიას მიერ დაწერილი წერილი, რომელიც დაიწერა ხილვებიდან 25 წლის შემდეგ. და ყოველივე ამას ფატიმას მესამე საიდუმლოს უწოდებენ, რამეთუ წერილის შინაარსს ყველას საგულდაგულოდ უმალავენ.


* * *


ბოლოთქმა


ფაქტების ჩამონათვალი, რომლებიც გვაიძულებენ არ ვირწმუნოთ ფატიმის ისტორია:


1) ჩანაწერის გაჩენა მოვლენებიდან 25 წლის შემდეგ;


2) ლუსიას მიერ 1917 წლისა (ამ დროს ლუსია სულ 10 წლისა იყო) და 1936 წლის (35 წლისა) მოვლენათა აღწერები მრავალ სერიოზულ განსხვავებებს შეიცავენ;


3) 1936 წლის "მოგონებები" უეჭველად დაწერილია ვიღაცის ზეგავლენით, დაინტერესებულ პირთა ინიციატივითა და "ორიენტაციით";


4) პოლიტიკური პირობებიდან გამომდინარე ქალწულის "ეპისტოლეებს" გააჩნდათ განსხვავებული ინტერპრეტაციები და შინაარსიც, როდესაც ყოველთვის განიმარტებოდა, რომ სწორედ ეს უკანასკნელი რედაქცია არის ყველაზე სწორი;


5) "უწყება" რუსეთისადმი გამოჩნდა მხოლოდ 1936 წელს, და არა 1917 წელს.


6) სინამდვილედაც რომ ჩავთვალოთ მთელი ეს ისტორია, ვატიკანის მიერ გადამალული "მესამე საიდუმლო" ეხება თვით რომაულ-კათოლიკური ეკლესიის სერიოზულ პრობლემებს, მის კრიზისს (ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ უცებ გამოაქვეყნებენ "საიდუმლოს", რომლის მიხედვითაც პაპის ეკლესიას უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს თავისი მაცხოვნებელი მადლი... რა იქნება მაშინ?! ... მაგრამ, მოდი ჩვენ ამ თემით სპეკულირებას ნუ დავიწყებთ.


7) "ფატიმა" - ეს არის რომის ახალი იარაღი, რომელიც მართლმადიდებელთა წინააღმდეგ აღმართულ მის ძველ ომში გამოიყენება სამრევლოების გაფართოვებისა და პაპიზმისკენ მართლმადიდებელთა "მოქცევის" მიზნით.


8) როგორც ვიცით, ლუსია თავის მოგონებებს ფატიმას ხილვის შესახებ წერდა შავი ნაწერების საფუძველზე და დაინტერესებული პირების ზეწოლით. ეს კი ნიშნავს, რომ არსებობდა სხვადასხვა ვარიანტები.
9) ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართვა რუსეთისადმი ატარებს დაუფარავ პაპისტურ სულისკვეთებას.


10) პორტუგალიელი სოციოლოგის მოსე ესპირიტო სანტოს თქმით, რომელიც არასოდეს არ მალავს თავის იუდეველობას, არც მასონობას, გამოდის პორტუგალიური ტელევიზიის RTP-2-ის ეთერით და ეწინააღმდეგება ჯვრების დაყენებას საჯარო ადგილებზე, რაც თურმე შეურაცხყოფას აყენებს მის რელიგიურ გრძნობებს, ადგილ "ფატიმას" ასე ეწოდება იმიტომ, რომ 10-11-ე საუკუნეებში მაჰმადიანი მავრების შემოსევის დროს ეს ადგილი ცნობილი იყო იმით, რომ აქ გამოცხადდა სული, ქალის სახით, რომელსაც ფატიმა ერქვა და, რომელიც ცრუწინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილი იყო.




ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню