პუბლიკაციები - დასასრულის დასაწყისი - ისრაელში წითელი ხბო დაიბადა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

დასასრულის დასაწყისი: ისრაელში წითელი ხბო დაიბადა

(+ ვიდეო)

2000 წლის განმავლობაში, პირველად ისრაელში წითელი ხბო დაიბადა. ქრისტიანული და ებრაული წმიდა წერილის მიხედვით ეს "დასასრულის დასაწყისია"

წითელი ძროხა

11.09.2018.

როგორც ბრიტანული ტაბლოდი The Sun იუწყება, ისრაელში წითელი ხბო დაიბადა. იუდაიზმში წითელ ძროხას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ტაძრის დაწესებულება რამოდენიმე წელია მუშაობს ამოცანაზე ისრაელის მიწაზე გამოზარდოს წითელი ძროხა. ამ მიზნით ადგილობრივი ჯიშის ძროხებს ანაყოფიერებდნენ "ანგუსის" ჯიშის ხარების ემბრიონებით.

მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ წითელი ხბოს დაბადების შემდეგ ისინი შეძლებენ მესამე ტაძრის აშენებას ტაძრის მთაზე და მით მათი "მაშიაყის" მოსვლის მოახლოებას.

იერუსალიმში წმიდა ტაძრის ორჯერ აშენების შემდეგ შესაფერისი შესაწირი ძროხების დაბადება შეჩერდა და რიტუალებიც შეწყდა. იმ დროიდან იუდეველები გულმოდგინედ ამოწმებენ ყველა კანდიდატს, რათა ხელიდან არ გაუშვან უზენაესის ცნობა, და სამყაროში შემოიყვანონ მათი სანუკვარი "მესია" (ქრისტიანული გაგებით - ანტიქრისტე - "აპოკ". რედ.). მოცემული წითელი ხბოს დაბადება, დასაბამს მისცემს ტაძრის აშენებას, ეს კი, თორას თანახმად, აპოკალიფსისის დასაწყისის საფუძველი გახდება.

ამასთანავე იერუსალიმში "ტაძრის ინსტიტუტმა" განაცხადა, რომ ხბომ უკვე გაიარა "ექსპერტთა დეტალური გამოკვლევა".

არსებობს ბიბლიური წინასწარმეტყველება, რომ უკანასკნელი, აპოკალიფსური ჟამი დადგება მაშინ, როდესაც ისრაელში "წითელი ხბო" დაიბადება. სულ ახლახან ისრაელში ტაძრის ინსტიტუტმა ამგვარი ხბოს დაბადების შესახებ ოფიციალურად განაცხადა. ამავე დროს, YouTube-ს მეშვეობით ტაძრის ინსტიტუტი აცხადებს, რომ ხბო კიდევ დაექვემდებარება დეტალურ ექსპერტიზას, რათა განსაზღვროს სრულიად წითელია ხბო თუ არა.

მოშე ბენ მაიმუნმა (ივრ.
משה בן מימון‏‎), რომელსაც ასევე უწოდებენ "მოშე მაიმონიდს" (ბერძნ. Μωυσής Μαϊμονίδης) და რამბამბსაც (ივრ. רמב"ם‏‎ - აკრონიმი სახელისგან от רבי משה בן מיימון‏‎ «რაბი მოშენ ბენ მაიმუნი"), როდესაც ეს კანონი შეიტანა თავის ნაშრომში "მიშნე თორა", წითელი ძროხის მთელი ისტორიაც გადმოსცა. მისი თქმით: "ამ მცნების დადებიდან დღემდე იყო სულ 9 ძროხა. პირველი შეწირა მოსემ, მეორე ეზრამ. ეზრას შემდეგ იერუსალიმის მეორე ტაძრის დანგრევამდე შეწირულ იქნა კიდევ 7 ძროხა. სულ 9. ხოლო მეათეს შეწირავს მეფე მაშიაყი, დაე ინებოს უზენაესმა ამ შეასწირის მალე აღსრულება. ამენ!"

წითელი ხბო
ცეცხლოვანი მთა

შეგახსენებთ, რომ წითელი ძროხა ებრაელი მღვდლების მიერ იერუსალიმის ტაძარში შეიწირებოდა. ებრაელი და ქრისტიანი ფუნდამენტალისტები მიიჩნევენ, რომ როგორც კი დაიბადება წითელი ძროხა, ისინი შეძლებენ იერუსალიმში, ტაძრის მთაზე მესამე ტაძრის აღდგენას. მაგრამ ამისთვის მათ ჯერ უნდა აიღონ ის, რაც ახლა იქ დგას - მეჩეთი "კლდის გუმბათი", ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე ისლამურ სამყაროში. იუდეველთა რწმენით, როგორც კი მესამე ტაძარი აღდგება მსოფლიოში ებრაელთა მაშიაყი შემოვა. სწორედ მაშინ შეეჯახება კაცობრიობა აპოკალიპტურ მოვლენებს. ებრაელთა მაშიაყის მოსვლით, რომელიც სინამდვილეში ცრუმესია და ანტიქრისტეა, დაიწყება კაცობრიობის ისტორიის უკანასკნელი ეტაპი, რომელიც ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს ბრწყინვალე და დიდებით მეორედ მოსვლით დამთავრდება. აღდგება ყველა მიცვალებული მოყოლებული ადამიდან და ევადან ვიდრე უკანასკნელ გარდაცვლილამდე, გადაიშლება სიცოცხლის წიგნი, დადგება საუკუნო, სამარადისო სამსჯავრო, სადაც ყველას მიეგება "საქმეთაებრ მათთა", რომლის შემდეგაც მართალნი წავლენ საუკუნო, დაუსრულებელ, მარადიულ სიხარულში, ხოლო ცოდვილნი ასევე საუკუნო, ანუ მარადიულ ცეცხლში.

და აი, როგორც ტაძრის ინსტიტუტის დირექტორი რაბინი ცეინ რიჩმანი აცხადებს, წითელი ხბოს დაბადების შემდეგ დადგება ჟამი მესამე ტაძრის მშენებლობისა.

რამდენად შეესაბამება ახალდაბადებული წითელი ხბო ებრაელთათვის სასურველ პარამეტრებს დრო გვაჩვენებს. ასე, რომ დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას.


წყაროები:

https://www.mirror.co.uk/news/weird-news/bible-prophecy-realised-first-red-13213028

https://www.thesun.co.uk/news/7217719/bible-prophecy-apocalypse-firs-red-heifer-born-israel/

https://cursorinfo.co.il/all-news/prihod-messii-blizok-v-izraile-rodilsya-krasnyj-telenok/?utm_source=Abomus&utm_medium=referral&utm_campaign=news

https://www.gazeta.ru/social/news/2018/09/10/n_12016207.shtml

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню