პუბლიკაციები - ბრიუსელი ევროპის დექრისტეანიზაციის გეგმას ახორციელებს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოკალიფსისი > პუბლიკაციები

ათენის არქიეპისკოპოსი იერონიმე:

ბრიუსელი ევროპის დექრისტეანიზაციის გეგმას ახორციელებს

დექრისტიანიზაცია

24.12.16.

ათენის არქიეპისკოპოსი იერონიმე ვიზიტით ეწვია წმიდა ევსტრატეს სახელობის პატარა საზღვრისპირა კუნძულს. ადგილობრივი მოსახლეობისადმი მიმართვაში, ელადის ეკლესიის წინამძღვარმა თქვა: "ბრიუსელი აგრძელებს ევროპის დექრისტეანიზაციის გეგმის განხორციელებას, ამიტომაც ფხიზლად უნდა ვიყოთ".

არქიეპისკოპოსის თქმით, "ისტორიამ აჩვენა, რომ როდესაც ერთიანნი ვიყავით - არავინ იყო ჩვენი მძლეველი. ჩვენ გადავლახეთ ყველა სიძნელე. მხოლოდ ერთობით, ურთიერთ მხარდაჭერით ძლევდნენ ბერძნები ყოველგვარ გასაჭირს".

გოროც "წმიდა მთა" აღნიშნავს, ელადის ეკლესიის მწყემსმთავარი პირველად როდი გამოდის ევროპის კავშირის პოლიტიკის კრიტიკით. ასე  მაგალითად, 2015 წლის მაისში მან განაცხადა: "ჩვენი დამოკიდებულება ევროპასთან, სულიერმა, ეკონომიკურმა და კრიზისის სხვა ფორმებმა გადაღალა და გამოფიტა ბერძენი ხალხი. სიღატაკე, უმუშევრობა, უსაფრთხოების არქონა, სიძვირე, ადამიანის პიროვნებისადმი უპატივცემობა უკვე გაბატონებულ ტენდენციად ყალიბდება ჩვენს საზოგადოებაში.

ყველაზე საშინელი მაინც ის არის, რომ ევროპული განათლების ექო და ჩანარეცხი წყალი ყველგან მოედო. ისინი უარყოფენ ყოველგვარ სიჯანსაღეს და პასუხისმგებლობა, რაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ჩვენს ქვეყანაში".

ათენის არქიეპისკოპოსის თქმით: "ენა, ისტორია, ოჯახი, ქორწინების ინსტიტუტი, სკოლა, განთლება ყოველთვის მიზანშია ამოღებული". ჩვენი "ევროპელი მეგობრები", სარგებლობენ რა საბერძნეთის რთული ეკონომიკური ვითარებით, ... ცდილობენ მიაღწიონ ბერძენი საზოგადოების დამახინჯებას. იწყებენ კი სასკოლო განათლებით", - ხაზს უსვამს არქიეპისკოპოსი.

თავისი გამოსვლის დასასრულს ელადის ეკლესიის მწყემსმთავარმა განაცხადა: "ყველაზე საშინელი ისაა, რომ ჩვენი მტრები სადღაც შორს კი არ არიან, არამედ ჩვენს შორის. ამას ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ. მაგრამ, თუკი (როგორც გვეუბნებიან) მართლაც აღებულია ვალდებულებები და შემუშავებულია ჩვენი საზოგადოების არსებითი შეცვლის გეგმები, რაც გულისხმობს ჩვენი ისტორიისა და ტრადიციების დაკნინებას, ოჯახის საფუძვლის განადგურებას, გარყვნილების თავსმოხვევას, ენის დეგრადაციის გაგრძელებას და ჩვენი კულტურის, სამშობლოსა და სიწმიდეების უგულებელყოფას - თუ ეს ყველაფერი ბერძნული მთავრობისადმი კრედიტორთა მიერ წამოყენებულ მოთხოვნებში შედის, მაშინ ჩვენ ყველანი (იერარქები, კლერიკოსები და ერი) წინ უნდა აღვუდგეთ ამას და მტკიცე კედლად აღვიმართოთ, რათა დავიცვათ ჩვენი რწმენა და ტრადიციები".

წყარო: regions.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню