ფსი-ფაქტორი - მილგრემის ექსპერიმენტი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი

მილგრემის ექსპერიმენტი

(+ ვიდეო)

ექსპერიმენტი

მილგრემის ექსპერიმენტი ერთ-ერთი ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია. პირველად, ის ჩაატარა (1963 წელს) ფსიქოლოგმა სტენლი მილგრემმა იელის უნივერსიტეტიდან. თავიდან მილგრემი ცდილობდა გამოეკლვია, თუ როგორ შეეძლოთ გერმანიის მოქალაქეებს, რომლებიც არ არიან მიდრეკილნი სადიზმისკენ, ნაციზმის წლებში მონაწილეობა მიეღოთ მილიონობით ადამიანის განადგურებაში.

ექსპერიმენტის არსი ასეთია: უნდა გარკვეულიყო რა ზომის ტანჯვა შეიძლება მიაყენონ ჩვეულებრივმა ადამიანებმა სხვებს, თუ ეს მათ სამუშაო მოვალეობაში შედის. ექსპერიმენტის მონაწილეები დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფათ: "ჯალათები" და "დასაკითხნი", რომლებიც წინასწარ მომზადებული მსახიობები იყვნენ და საცდელ მოხალისეებს თამაშობდნენ. "ჯალათებმა" არაფერი უწყოდნენ იმის შესახებ, რომ მათ მიერ დასაკითხი მოხალისეები იყვნენ ნამდვილი მსახიობები.



თავიდან მილგრემმა გამოიყენა 40 მამაკაცი, შემდეგ ექსპერიმენტი განმეორდა ქალების მონაწილეობითაც. ლეგენდის მიხედვით ერთ მონაწილეს, რომელსაც მსახიობი თამაშობდა, უნდა დაემახსოვრებინა სიტყვების დიდი რიგი, ხოლო მეორე მონაწილეს ("ჯალათს", რომელმაც მსახიობის შესახებ არაფერი იცის) - შეემოწმებინა პირველის (ანუ მსახიობის) მეხსიერება ისე, რომ არასწორი პასუხისთვის "დაესაჯა" მაღალძაბვიანი დენის დარტყმით. ამისთვის პირველ მონაწილეს (მსახიობს) ამაგრებდნენ ელექტროდებიან სკამზე, ხოლო გამომცდელი, ანუ მეორე მონაწილე, იგივე "ჯალათი", რომელიც სხვა ოთახში იმყოფებოდა, თანდათანობით ზრდიდა ძაბვას 45-დან 450 (!) ვოლტამდე. სინამდვილეში მსახიობი მხოლოდ გარეგნულად ღებულობდა ისეთ სახეს, თითქოსდა მას დენმა დაარტყა, თუმცა ძალზედ დამაჯერებლად აკეთებდა: 150 ვოლტზე ის ყვიროდა, რომ გამოდის ექსპერიმენტიდან, და გარეთ გაშვებას ივედრებოდა, ხოლო უფრო მაღალ ძაბვაზე - გამოსცემდა გულისგამგმირავ "წინასასიკვდილო" ყვირილს, რის შემდეგაც "გული მისდიოდა" და ჩუმდებოდა.



შედეგი: პრაქტკულად, მიუხედავად "მომაკვდავი" საცდელი ადამიანების ყვირილისა, ექსპერიმენტის ყველა მონაწილე აგრძელებდა ძაბვის ზრდას. ექსპერიმენტში მონაწილე გამომცდელთაგან ("ჯალათთაგან") (26-მა 40-დან) ძაბვა ასწია 450 ვოლტამდე, ანუ "მოჰკლა" დასაკითხი (მსახიობი). ავტორიტეტისადმი (ამ შემთხვევაში მეცნიერისადმი, რომელიც სთავაზობდა მათ ძაბვის გაზრდას) მორჩილება მორალურ დაეჭვებაზე მაღლა აღმოჩნდა. ასე, რომ ნაცისტებს წარმატებით შეეძლოთ აერჩიათ ჯალათების მთელი არმია ნებისმიერ ამერიკულ ქალაქში. თუმცა, არა მარტო ამერიკულ ქალაქებში - მოგვიანებით ექსპერიმენტი გაიმეორეს გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც მიიღეს ანალოგიური შედეგები.

ასე, რომ პრაქტიკულად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ქვეყანაში, თუ შეიქმნება ამისთვის შესაფერისი პირობები, შესაძლოა გამოიძებნონ ჯალათები, რომლებიც ნაცისტებზე ნაკლებ როდი გამოიდებენ თავს თავიანთი თანამოქალაქეების ტანჯვა-წამებით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/MkwbNb4YvzA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

P. S. 2012 წელს ამ თემაზე ამერიკელმა რეჟისორმა კრეიგ ზობელმა გადაიღო შესანიშნავი ფილმი სახელწოდებით "მორჩილება".



პრაქტიკულად ფილმის მთელი მოქმედება მიმდინარეობს პატარა რესტორანში, რომლის მფლობელი (ქალი) მკაცრია და მომთხოვნი. მიუხედავად დიასახლისის მკაცრი პრიორიტეტებისა, კოლექტივი ძალზედ მეგობრულია და თბილი, სანამ არ დარეკავს ერთი უცნაური ზარი... ხმა ყურმილის მიღმა ამტკიცებს, რომ ის არის პოლიციის ოფიცერი და ის რესტორნის ახალგაზრდა თანამშრომელს ქურდობაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ნომერი გასაიდუმლოებულია, მკაცრი დიასახლისი (რესტორნის მფლობელი) დაემორჩილება ოფიცრის ხმას და იწყებს მისი უცნაური განკარგულებების აღსრულებას თავის თანამშრომელთან დაკავშირებით...



"მორჩილება". Compolance. 2012 წელი. ქვეყანა: აშშ. ჟანრი: დრამა, ტრილლერი. რეჟისორი: კრეიგ ზობელი. როლებში: ენ დაუდი, მეტ სერვიტო, დრიმა უოკერი

პრაქტიკულად ფილმის მთელი მოქმედება მიმდინარეობს პატარა რესტორანში, რომლის მფლობელი (ქალი) მკაცრია და მომთხოვნი. მიუხედავად დიასახლისის მკაცრი პრიორიტეტებისა, კოლექტივი ძალზედ მეგობრულია და თბილი, სანამ არ დარეკავს უცნობი... ხმა ყურმილის მიღმა ამტკიცებს, რომ ის არის პოლიციის ოფიცერი და ის რესტორნის ახალგაზრდა თანამშრომელს ქურდობაში ადანაშაულებს. მიუხედავად იმისა, რომ ნომერი გასაიდუმლოებულია, მკაცრი დიასახლისი (რესტორნის მფლობელი) დაემორჩილება ოფიცრის ხმას და იწყებს მისი უცნაური განკარგულებების აღსრულებას თავის თანამშრომელთან დაკავშირებით...

ხმა ძალმოსილი, დარწმუნებული, ხმა რომელიც აქცენტებს "სწორად" ანაწილებს...

ხმა, რომელიც გიცხადებს, რომ "მომხდარისთვის პასუხისმგებლობას ის აიღებს..."

ხმა, რომელიც გაქებს ბრმა მორჩილებისთვის, და გეუბნება რამდენად ძლიერია შენი შეწევნა ხელისუფლებისადმი...

დიახ, ეს არის იერარქია, ძალოვანი იერარქია...

როდესაც ვხედავთ როგორ მუშაობს ადამიანებით მანიპულირების ეს მეთოდები, კვლავ და კვლავ ვრწმუნდებით იმაში, ამგვარი, ადამიანური იერარქია, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ზნეობრივი წანამძღვრებს და ადამიანთა საზოგადოების სრული დამონებისკენ არის მიმართული, - ნამდვილი კატასტროფაა.

ზობელის ფილმში, - თუ მის ყურებას გადაწყვეტთ, - ნახავთ, როგორ მუშაობს ეს სისტემა. მაგრამ ამისი ყურება ადვილი როდია. ფილმი მომენტალურად იწვევს ზიზღსა და რისხვას.

აი რას წერდა ერთ-ერთი კინოკრიტიკოსი: "როდესაც ფილმი ვნახე, პირველი რაც ვიფიქრე იყო: "რა სისულელეა, რა მარაზმია და აბსურდი?! ცხოვრებაში ამგვარი რამ შეუძლებელია მოხდეს". და ჩემი შეფასება ფილმისა იყო 3-4. მაგრამ მაცბუნებდა ტიტრი: "ფილმი ეფუძნება რეალურ ფაქტებს". ცნობისმოყვარეობამ თავისი ქნა და გადავწყვიტე მომეპოვებინა ზუსტი ინფორმაცია, თუ რა ფაქტებზეა დაფუძნებული ზობელის ფილმი.

და აი რა აღმოვაჩინე:

ინტერნეტში ჯეროვანი ქექვის შემდეგ ვნახე წყაროები, რომლებშიც აღწერილი იყო იგივე მოვლენა, რომლებსაც ფილმია დაფუძნებული, მათ შორის ვიდეოკამერებისა და თვითმხილველების ჩანაწერები. გამოვარკვიე, რომ ფილმი არა თუ ეფუძნება ნამდვილ ფაქტებს, არამედ ფაქტობრივად 95%-ით კოპირებული აქვს ეს ფაქტები! ყოველივე, რაც კი ამ ფილმშია ნაჩვენები ყველაზე საშინელი ქმედებების ჩათვლით, რეალურად მოხდა ჩვენს ცხოვრებაში. სცენარისტებს არაფრის მოფიქრება არ დასჭირვებიათ, მათ უბრალოდ აღწერეს რეალურად მომხდარი ამბავი.

მოდი, ნუ დამიჯერებთ, გადაამოწმეთ მთელი ეს ინფორმაცია და თვითონ დარწმუნდით. და ნუ იფიქრებთ, რომ მოცემული სიტუაცია შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში. არა, ავტორიტეტთა ასეთ კოლოსალურ ზეგავლენას ადამიანები დაქვემდებარებულნი არიან მთელი მსოფლიოს მასშტაბით და თანაც ისე, რომ მათ უმრავლესობას წარმოდგენაც კი არა აქვს ამის შესახებ. მილგრემის ექსპერიმენტი არის ამისი ყველაზე ნათელი დასტური.

მეტი იკითხეთ, შეიმეცნეთ, შეისრუტეთ სასარგებლო ინფორმაცია, მხოლოდ ასე თუ შესძლებთ დაიცვათ საკუთარი თავი მსგავსი ქცევისგან, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს საბედისწერო შედეგები.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/cDat96UyT5A" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню