ფსი-ფაქტორი - კინოხელოვნება, როგორც მასობრივი ფსიქიკური პროცესების მანიპულირების თანამედროვე ფორმა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი

კინოხელოვნება,

როგორც მასობრივი ფსიქიკური პროცესების მანიპულირების თანამედროვე ფორმა

ფსიქოლოგია

ავტორი: სერგეი ზელინსკი.

თუ შევადარებთ ზეგავლენას, რომელსაც ინდივიდის ფსიქიკაზე ახდენენ წიგნები (მოცემულ შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს მხატვრული ლიტერატურა) და კინოფილმები (ასევე მხატვრ. ფილმები), შეიძლება ვაღიაროთ, რომ თანამედოვე საუკუნეში, პირველი - ბევრად აგებს მეორესთან. თანაც, ჩვენ სულაც არ გვსურს ვამტკიცოთ, რომ წიგნები არაეფექტურ ზემოქმედებას ახდენენ ადამიანთა ქვეცნობიერებაზე. სულაც არა. ჯერ კიდევ ორასი წლი წინათ მათ არაფერი შეედრებოდა. მაგრამ ეს მაშინ სწორედ კინემატოგრაფის არარსებობით აიხსნებოდა. თანაც, მისი გამოჩენის ალიონზე, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვეძლო გველაპარაკა მნიშვნელოვად დიდ ეფექტზე, რომელსაც მხატვრული ლიტერატურა ახდენს ადამიანზე, ვიდრე ახალგამოჩენილი ხელოვნება. მაგრამ, ჯერ კიდევ ულიანოვ-ლენინმა შენიშნა, კინემატოგრაფი "უმნიშვნელოვანესია ხელოვნებათაგან". და ეს სწორედ ინდივიდის ფსიქიკაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედებით აიხსნება. მაშასადამე იმ მანიპულატორული ფუნქციებითაც, რომელიც ის ასე ზემოქმედებს ადამიანზე.

მართლაც, შედარებით მოკლე დროში (ერთ-ორ საათში...) ინდივიდს თავზე ატყდება ისეთი მოცულობის ინფორმაცია, რომელიც მას არ შეეძლო მიეღო ლიტერატურული ნაწარმოების წაკითხვისას. თანაც, მხედველობის გარდა (გრძნობის ორგანო, რომელიც წიგნის კითხვის დროსაც ინფორმაციის მიღებაში გვეხმარება), კინოსეანსში ნაკლები აქტივობა ეკისრება სმენის ორგანოებს. ინდივიდი ერთგვარ "მასირებული სროლის ქვეშ" იმყოფება. თანაც, თუ კითხვის დროს სახეები და წარმოდგენები ინტელექტუალურ უნარებზეა დამოკიდებული, რომელიც უკვე ჩადებული იყო ინდივიდში, კინოფილმის ყურების დროს - ყველაფერი გაადვილებულია. ინფრომაცია ინდივიდს უკვე "დაღეჭილი" სახით მიეწოდება. და "დანაწევრებული" სახიტ, უფრო ადვილი აღსაქმელია, ვიდრე ის, რაც წიგნის კითხვის დროს ხდება. მეტიც, ასეთ დროს, ანუ ფილმის ყურებისას ასეთი "განვითარებული" ტვინი სულაც არ არის საჭირო. ყველაფერი თქვენს ნაცვლად უკვე გააკეთეს მათ, ვინც ფილმს იღებდა. სცენარისტმა სცენარზე იმუშავა; რეჟისორმა მოიფიქრა სცენები ისე, რათა მაქსიმალური ეფექტისთვის მიეღწია და თქვენს ქვეცნობიერებაზე მაქსიმალური ეფექტით ემოქმედა; ოპერატორმა იმაზე იზრუნა, რათა რეჟისორის "ჩანაფიქრი" – "სწორად" ამოეჭრა გარემომცველი სამყაროდან ეკრანზე გადაეტანა. მსახიობებმა მაქსიმალურად იზრუნეს, რათა თქვენს სულში ჩამოყალიბებულიყო ის სახეები, რომლებიც ადრე (როდესაც დამოუკიდებლად კითხულობდით წიგნს და თვითონ წარმოიდგენდით სიუჟეტსაც, გარემომცველ ვითარებასაც და გმირებსაც) თქვენს წარმოსახვაზე იყო დამოკიდებული. აქ კი ყველაფერი თქვენს სანაცვლოდ გაუკეთებიათ! განა ეს უფრო მარტივი არ არის? ბევრად უფრო მარტივი!



გარდა ამისა, გავითვალისწინოთ მასობრივი აუდიტორიაც. კინოსა და ტელეფილმების მეშვეობით ხომ ბევრად უფრო მეტი აუდიტორიის დაპყრობაა შესაძლებელი, ვიდრე წიგნების მეშვეობით. გადახედეთ თუნდაც რუსეთში გამოცემული წიგნების ტირაჟს. 1-3-5 ათასი ეგზემპლარი. იშვიათად მეტიც (თუნდაც ეს იყოს "ლიტერატურული საღეჭი რეზინა", მაშინაც კი მრავალათასიანი ეგზემპლარი საგრძნობლად აგებს მრავალმილიონიანი აუდიტორიის მქონე კინოფილმთან). და მართლაც, - სულაც არ არის საჭირო რაიმე ძალისხმევა. მივუჯექით ტელეეკრანებს (ან კინოეკრანებს) და შევედით კინოს სამყაროში. ამასთან, ერთდროულად შეიძლება საჭმლის ჭამაც, სასმელის დალევაც და ვიღაცასთან ურთიერთობაც. და რაც მთავარია, - ამ დროს ფიქრი და წარმოსახვა სულაც ზედმეტია. ყველაფერი თქვენს მაგიერ უკვე გაკეთებულია. თქვენ მხოლოდ ზიხართ (შეგიძლიათ წამოწვეთ) და უყურებთ. ინფორმაცია კი (დარწმუნებული იყავით) თვითონ შეიწოვება თქვენს ქვეცნობიერში (ფილმის ნახვიდან ნახევარი საათის შემდეგ - ეკრანიდან ნანახი ნებისმიერი ინფორმაცია ქვეცნობიერში ილექება. თანაც, რაღაც შესაძლოა არც გახსოვდეთ. თუმცა, დარწმუნებულნი იყავით, რამოდენიმე ათეული წლების შემდეგაც კი - ეს ინფორმაცია, თქვენთვის გასაკვირად, შესაძლოა ყველაზე მოულოდნელი ფორმითაც კი ამოტივტივდეს თქვენი გონებიდან).

შეიძლება ითქვას, რომ მასობრივი ცნობიერების თანამედროვე მანიპულატორებმა (რომელთა შორისაც არის ჩვენი ხელისუფლებაც) კარგად შეიგნეს, თუ რა ეფექტს იძლევა ტელევიზია. სწორედ ამიტომ თანამედროვე ტელევიზიების ეკრანზე ყველაზე მეტად გადის ერთი მეორის მსგავსი ტელესერიალები. მათი მეშვეობით ადვილია მოქალაქეთა ცნობიერების მართვა. კინოგმირების ყალბი სახეების შექმნით თანამედროვე ხელისუფლება ნერგავს ჩვენი ცნობიერებისთვის უცხო პრინციპებს. აყალიბებს ღირებულებათა ყალბ სისტემას. მათში, ვინც ტელევიზორს უყურებს ანადგურებს სულიერების იმ მონაცემებს, რომლებიც ჩვენში ჩვენი წინაპრების მიერ ჩაინერგა და თაობიდან თაობაში ყალიბდებოდა.

ტელევიზორი ფიქრისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარს უქვეითებს ადამიანს. საკმარისია ჩართო ტელევიზორი, და ჩვენს წინ უკვე იხატება მზა ფორმულა და ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის გამზადებული წეს-განგება. მაგალითად, ჩვენს ცნობიერებაში ნერგავენ ე. წ. "გამდიდრების სინდრომს" - ჩვენი მანიპულატორები ცდილობენ გაზარდონ გაყიდვათა დონე, აუმაღლონ შემოსავალი სპეკულანტებსა და ფსევდობიზნესმენებს. სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით - რუსეთის მაღაზიებში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი ყალბია (ანუ კონტრაფაქტია). მაგრამ ადამიანები მაინც აწყდებიან დახლებს და უშურველად ყიდულობენ იმას, რაც არც მათ ჯანმრთელობას წაადგება და არც მათ საოჯახო ბიუჯეტს, რითაც უბრალოდ "სტაბილურ შემოსავალს" ანიჭებენ თაღლითებს. და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ ინდივიდის ფსიქიკაზე უძლიერეს ზეგავლენას ახდენს ტელევიზია, რომელიც ტელესერიალების სიუჟეტების მნიშვნელოვანი რაოდენობით თითქოსდა ამბობს, რომ ღარიბად ყოფნა - ცუდია. მდიდრად ყოფნა კი - კარგი. სულიერება კი - საერთოდ რა საჭიროა.



რა საჭიროა ვიკითხოთ ინტელექტუალური წიგნები (მით უფრო "კლასიკა"), თუ არის შესაძლებლობა ნახო სერიალი "მენტებზე", "სექსზე", "მაფიაზე" და ა. შ. ან წაიკითხო პატარა წიგნი "ახალ რუსებზე" (რითაც თანაეზიარები თუნდაც ამ წიგნის კითხვის დროს, მაგრამ მაინც - ამ ახალი რუსების ცხოვრების წესსა და აზროვნებას). უკვე გამოიცემა ინტელექტუალური პროზა რამოდენიმე ათასი ეგზემპლარის რაოდენობით (უმეტეს შემთხვევაში კი სულაც არ გამოდის, რადგან გამომცემელთა აზრით ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ინტელექტუალობასთან ძნელად იყიდება). ხოლო ყოველი ფსევდო-ისტორიული ლიტერატურა, სკანდალები, ცუდად ნაწერი დეტექტივები და სხვა სიბინძურე - მრავალათეულათასიანი და მილიონობითი ტირაჟით იყიდება. აი რითი ადებილებენ ხალხს. დებილების მართვა ხომ ადვილია.

___________________

მსგავსი პუბლიკაცია: კინო, როგორც საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომის საშუალება.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню