ფსი-ფაქტორი - გაიშიფრა 17-ე საუკუნეში დაწერილი სატანის წერილი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი

გაიშიფრა 17-ე საუკუნეში დაწერილი "სატანის" წერილი

სატანით შეპყრობილი

17-ე საუკუნეში კოდირებული წერილი, რომლის ავტორია "ეშმაკით შეპყრობილი" მონაზონი, როგორც იქნა გადათარგმნეს დარკნეტის (DarkNet) (1) პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით.
___________

1. დარკნეტი
(DarkNet) - არსებითად ეს არის ინტერნეტის ფარული ქსელი (გამოიყენებს .onion დომენებს), რომელიც მისაწვდომია TOR ბრაუზერის დახმარებით და მისი "ხახვისებრი" მარშრუტიზატორით (უზრუნველყოფს ანონიმურობის გარკვეულ დონეს) (http://1st-network.ru/safe/darknet) უფრო ვრცლად "დარკნეტის" შესახებ იხ. ვიკიპედიაში: https://ru.wikipedia.org/wiki/Даркнет.
___________




მონაზონი მარია კროსიფისა დელა კონცესიონე


წერილი პალმა დი მონტეხიაროს მონასტერში დაწერა სიცილიელმა მონაზონმა მარია კროსიფისა დელა კონცესიონემ, რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი დაწერა შთააგონა თვით ლუციფერმა და, რომ დაწერილია თვით სატანის ხელით.


340 წლის შემდეგ იტალიელი მეცნიერების ჯგუფმა გაშიფრა კოდი, რისთვისაც გამოიყენა დეშიფრიზაციისთვის საჭირო სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც იპოვეს უკვენ ნახსენებ DarkNet-ში, და აღმოაჩინეს, რომ ის წარმოადგენს ეშმაკის (სატანის) გზავნილს, რომელიც ღმერთსა და იესუს იხსენიებს როგორც "მკვდარ ტვირთს".

მონაზონი მარია კროსიფისა დელა კონცესიონე დაიბადა 1645 წელს და 15 წლის ასაკში დასახლდა პალმა დი მონტიხიაროს ქალთა მონასტერში.

1676 წელს, ერთხელ დილით რომ გაიღვიძა ნახა, რომ სულ მელნით იყო მოთხვრილი, მის წინ კი იდო იდუმალი წერილი. მარიამ თავის დებს (მონაზვნებს) უთხრა, რომ ის შეიპყრო სატანამ და აიძულა მას დაეწერა იდუმალი გზავნილი.

მონასტრის მონაზვნებს სჯეროდათ მისი, მაგრამ როგორც კროსიფისასნ თანამედროვე, ასევე მის შემდეგ არსებულ მონაზონთა მთელი თაობები ვერ ხვდებოდნენ კოდის შინაარსს, ვერ წვდებოდნენ წერილის აზრს, თუმცა, ეს წერილი მაინც შეინახეს მონასტერში. როგორ წარიმართა კროსიფისას ბედი უცნობია, საიდუმლო ჩანაწერები კი დაცულია.

მრავალი საუკუნის განმავლობაში ცდილობდნენ გაეშიფრათ იდუმალებით მოცული ეს წერილი, მაგრამ დღემდე ვერავინ შეძლო.

კატანიაში (სიცილია, იტალია) ლუდუმას სამეცნიერო ცენტრის გუნდმა, გამოიყენა პროგრამა, რომელიც მათ იოპვეს "დარკნეტში" (DarkNet), და სცადეს გაეშიფრათ ეს წერილი.

"ჩვენ გავიგეთ, რომ არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც, როგორც ვიცით, გამოიყენება დაზვერვის სამსახურების მიერ კოდირებული წერილების გასაშიფრად", - აცნობა The Times-ს ხსენებული ცენტრის დირექტორმა დანიელე აბატემ.

"პროგრამული უზრუნველყოფა აღვჭურვეთ ძველბერძნული, არაბული, რუნიკული ალფავიტით და ასევე ლათინურით, რათა აღგვენიშნა ზოგიერთი ასოები და გვენახა, ნამდვილად დემონურია ეს წერილი თუ არა", - თქვა მან.

მარია ძალიან დახელოვნებული იყო ლინგვისტიკაში, მონასტერში ის მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდა ბევრ სხვადასხვა ენას, და მეცნიერები მიიჩნევენ, რომ წერილი სინამდვილეში დაწერილია მის მიერვე გამოგონილ ენაზე - იმ ენების შერეული ალფავიტებით, რომლებიც მან იცოდა.

მეცნიერებმა ეს თეორია თავიანთი კვლევის ძირითდ საფუძვლად გამოიყენეს და ამიტომაც პროგრამულ უზრუნველყოფაში ჩატვირთეს მრავალი ენა, რომლებიც შეიძლებოდა ცოდნოდა მარია კონცესიონეს, ესენია: ლათინური, ძველბერზნული, თანამედროვე ბერძნული და თვით იეზიდების ენაც კი.

შეადარეს რა წერილში არსებული სიმბოლოები, ალფავიტების ანალოგიურ სიმბოლოებს, რომლებიც შესაძლოა ცოდნოდა მონაზონ მარია კონცესიონეს, მეცნიერები ჩაწვდნენ ამ სიტყვების შინაარსს.


ჯგუფმა გადათარგმნა წერილის 15 სტროფი და აღმოაჩინა, რომ მასში განიხილება დამოკ
დებულება ღმერთს, ადამიანებსა და სატანას შორის.



ამბობენ, რომ წერილი არის უთავბოლო და აბნეული, ასევე არათანმიმდევრული და ეს გასაგებია. წერილის ამგვარი შინაარსი მხარს უჭერს თანამედროვე მეცნიერთა აზრს, რომლებმაც, ნაცვლად იმისა, გაიზიარონ მონაზვნის ვერსია სატანით მისი შეპყრობილობის შესახებ, ამტკიცებენ, რომ მარია კონცესიონე დაავადებული იყო შიზოფრენიით
(1) ან ბიოპოლარული აშლილობით (2).

______________

2. შიზოფრენია
- ფსიქოზური აშლილობებიდან ყველაზე რთული ბუნების შიზოფრენიაა. შიზოფრენია ბერძნული სიტყვაა და ფსიქიკის გახლეჩას (Schizo-გახლეჩა, phrene-ფსიქიკა, გონება) ნიშნავს. შიზოფრენია, რომელიც ხანგრძლივი ფსიქიკური აშლილობაა, განაპირობებს ადამიანის შემეცნებითი და ემოციური სფეროს ფუნდამენტურ ცვლილებებს და გავლენას ახდენს მეტყველებაზე, აზროვნებაზე, აღქმაზე, სელფზე ანუ თვითობაზე. სიმპტომების მრავალფეროვნების გამო, ისინი პირობითად დაყოფილია პოზიტიურ და ნეგატიურ სიმპტომებად. სიმპტომთა ორივე ჯგუფი გულისხმობს ნორმალური ფუნქციონირებიდან გადახრას, იმ განსხვავებით, რომ პოზიტიური სიმპტომები ასახავენ „პათოლოგიურ გადაჭარბებას“, ხოლო ნეგატიური სიმპტომები ასახავენ „პათოლოგიურ დეფიციტს“.  პოზიტიურ სიმპტომებს მიეკუთვნება ბოდვები, ჰალუცინაციები, დეზორგანიზებული მეტყველება, დეზორგანიზებული აზროვნება, დეზორგანიზებული, კატატონური ქცევა. შიზოფრენიის ნეგატიურ სიმპტომებს მიეკუთვნება ემოციური გაღარიბება, მეტყველების შეუძლებლობა, ასოციალურობა, ყურადღებისა და მოტივააციის დაქვეითება (http://intermedia.ge/სტატია/51885-შიზოფრენიის-სიმპტომები/93).

3. ბიპოლარული აშლილობა (Bipolar Disorder) - გუნება-განწყობილების აშლილობა, რომელიც დეპრესიისა და მანიის პერიოდების მონაცვლეობით ხასიათდება. ფსიქოლოგიურ აშლილობათა დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში (DSM-5, 2013) ბიპოლარული და მასთან დაკავშირებული აშლილობები განცალკევებულია დეპრესიული აშლილობებისგან და დეპრესიული აშლილობების და შიზოფრენიის სპექტრისა და სხვა ფსიქოტური აშლილობების შესახებ თავებს შორის არის წარმოდგენილი, როგორც ერთგვარი ხიდი ორ დიაგნოსტიკურ კლასს შორის სიმპტომების, ოჯახური ისტორიისა და გენეტიკის თვალსაზრისით. ბიპოლარული აშლილობის ძირითადი განმსაზღვრელი კლინიკური მახასიათებელი კლინიკური დეპრესიისა და მანიაკალურის ეპიზოდების მონაცვლეობაა, როდესაც ადამიანი აღმაფრენისა და აღტაცების მწვერვალებიდან უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ეშვება (http://dictionary.css.ge/content/bipolar-disorder).

________________

წერილში ღმერთი, იესუ და სულიწმიდა აღწერილია, როგორც "მკვდარი ტვირთი" და ნათქვამია, რომ: "ღმერთი ფიქრობს, თითქოსდა მას შეუძლია მოკვდავთა გათავისუფლება"; რომ, თითქოსდა ღმერთი გამოიგონა თვით ადამიანმა, და აღნიშნულია, რომ "ეს სისტემა არავისთვის არ მუშაობს".

სხვა წინადადებაში წერია: "შესაძლოა, ახლა, სტიქსი უფრო დარწმუნებული იყოს". "სტიქსი"
(3) ძველბერძნულ მითოლოგიაში მიწისქვეშეთის ერთ-ერთი მდინარე, რომელიც განყოფს მიწას და მიწისქვეშა სამყაროს.

____________

4. სტიქსი
- ბერძნულად Στύξ, ლათინურად Styx ნიშნავს "ურჩხულს" და წარმოადგენს პირველყოფილი საშინელებისა და ბნელეთის განსახიერებას, რომლისგანაც, ბერძნული მითოლოგიის თანახმად, აღმოცენდნენ პირველი ცოცხალი არსებანი. ქრისტეანულ ინტერპრეტაციაში მდინარე სტიქსი შეიძლება განხილულ იქნას როგორც ჯოჯოხეთი (https://ru.wikipedia.org/wiki/Стикс).
____________

წყარო: http://www.dailymail.co.uk/news/article-4864708/Devil-letter-written-posessed-nun-finally-translated.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню