ფსი-ფაქტორი - ფსიქოპათები, სოციოპათები, ნარცისები - რაშია განსხვავება? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სხვადასხვა > ფსი-ფაქტორი
ფსიქოპათები, სოციოპათები, ნარცისები - რაშია განსხვავება?
პიროვნების ფსიქოლოგია
არა, ესენი არ არიან სერიული მკვლელები, რომელთაც ხშირად ვხვდებით ეკრანებზე. და არც ის ადამიანები, რომლებთანაც ჩვენ "უბრალოდ" არ გვსურს მუშაობა, ურთიერთობა და გვერდით ყოფნაც კი. სანამ ყველას ერთბაშად რომელიმე იარლიყს მივაწებებდეთ, მოდი გავერკვეთ, რას ნიშნავს თითოეული ამ მცნებათაგან.
 
 
ნარცისები და პსიქოპათები
 
პირველი და უმთავრესი: ყოველ ფსიქოპათს აქვს ნარცისისტული თვისებები, მაგრამ ყოველი ნარცისისტი - ფსიქოპათი როდია. ნარცისული ნიშნები მრავალს ახასიათებს, მაგრამ იმათ, ვისშიაც დიაგნოსტირებულია პიროვნების ნარცისისტული აშლა, ახასიათებთ ემპათიის არარსებობა და საკუთარი გრანდიოზულობის შეგრძნება. ასეთ ადამიანებს კიდევ აუცილებლად სჭირდებათ ხოტბა-დიდება გარემომცველთაგან.
 
ნარცისების თვითშეფასება მოიკოჭლებს: სულის სიღრმეში ისინი გრძნობენ თავიანთ მოწყვლადობას, და ამიტომაც ასე მნიშვნელოვანია მათთვის, რათა გარემომცველი ადამიანებიც დარწმუნებულნი არ იყვნენ საკუთარ თავში. სხვების ჩამოთრევა პიედესტალიდან და მათ ფონზე ამაღლება - აი მათი თავდაცვითი ტაქტიკა. როდესაც ნარცისები მართლაცდა რაიმე ცუდს იქმან, მათში იღვიძებს სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნების სუსტი გამოძახილები, ამასთან მათი სირცხვილის წყარო - მათ გარემომცველ ადამიანთ აზრია, ან კიდევ მათი მხრიდან გაკიცხვის შესაძლებლობა. და ამაშია მათი სერიოზული განსხვავება ფსიქოპატთაგან - მათ სინდისის ქენჯნა არ აწუხებთ. მათთვის სრულიად სულერთია, რომ ვიღაც დაზარალდა, მათ არ ადარდებთ საკუთარ მოქმედებათა შედეგები.
 
გარდა ამისა, ამ ადამიანებში პირწმინდად აღხოცილია ემპათიის უნარი, სამაგიეროდ ისინი ბრწყინვალე მანიპულატორები არიან (და ხშირად ხიბლავენ კიდევაც სხვებს) და ადამიანებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ. მზაკვრობა - მათი მეორე სახელია.
 
 
ფსიქოპატები და სოციოპატები
 
ფსიქოპატებსა და სოციოპატებს შორის ბევრია საერთო - როგორც პირველთა, ასევე მეორეთა დიაგნოზია "პიროვნების დისსოციალური მოშლა". საკვანძო განსხვავება იმაშია, რომ ფსიქოპატებად იბადებიან, ხოლო სოციოპატებად ხდებიან. უკანასკნელთა კატეგორიაში ხშირად ექცევიან არაუზრუნველყოფილ ოჯახთა ბავშვები და ისინი, ვინც კრიმინოგენულ ვითარებაში იზრდებოდა. შესაძლოა, კანონის დარღვევა და წესების წინააღმდეგ წასვლა მათთვის არც ისე კომფორტული იყოს, როგორც ფსიქოპატებისათვის, მაგრამ ისინი საკმაოდ დიდი ხანი ცხოვრობდნენ ასეთ გარემოში და თამაშის ეს წესები უკვე გაითავისეს.
 
ფსიქოპატი ურთიერთობებს აგებს საკუთარი მიზნებისთვის სხვა ადამიანთა გამოყენებით, იქნება ეს - ფინანსური, სექსუალური თუ ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით. სოციოპათს კი შეიძლება ჩამოუყალიბდეს საკმაოდ მჭიდრო კავშირები, თუმცა, ასეთი ურთიერთობების დროსაც კი ის თავს ცივად და განყენებულად იჭერს. სოციპათები უფრო იმპულსიურები არიან, მათში უფრო მარტივია ცოცხალი რეაქციის პროვოცირება.
 
ფსიქოპატები უფრო ცივსისხლიანი და ანგარიშიანები არიან, მათი ნერვული სისტემა გამაღიზიანებლებზე სულ სხვაგვარად რეაგირებს, ვიდრე ჩვენი: მაგალითად, როდესაც ჩვენ შეშინებულები ვართ, ჩვენი გული სწრაფად ფეთქავს, ფართოვდება თვალის გუგები, ოფლი ღვარად მოგვდის; ჩვენ ვემზადებით რეაქციისთვის "დაარტყი ან გაიქეცი". ფსიქოპატზე დაკვირვებით კი თქვენ ვერც კი შეამჩნევთ, რომ ის შეშინებულია. მისი ტვინი სხვანაირად ფუნქციონირებს, და დღემდე უცნობია, რა ახდენს აქ მეტ გავლენას - გენეტიკა თუ გარემო.
 
ჩვენი უმრავლესობა ცდილობს გაექცეს იმას, რაც ნერვიულობას აიძულებს ან რისიც ეშინია. ფსიქოპატები პრინციპში არ ნერვიულობენ და ამიტომაც უბრალოდ აგრძელებენ იმის კეთებას, რაც სურთ. სხვათა შორის, სრულიად სავარაუდოა, რომ რაიმე შეგრძნების მოსურვება, თუნდაც აღგზნების იოტისოდენა დოზისა, რომელიც სხვა ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი, აიძულებს მათ ხელი მოჰკიდონ საშიშ საქმიანობას, - მათ შორის სპორტის ექსტრემალურ სახეობებს და ისეთ საქმიანობებს, რომლებიც საღ აზრსა და სისხლის სამართლის კოდექსის ზღვარზე იმყოფებიან.
 
საერთოდ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ვიცოდეთ განსხვავება ნარცისებს, ფსიქოპატებსა და სოციოპატებს შორის? უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რათა ყველანი ერთ ქვაბში არ ჩავყაროთ და სხვადასხვა ადამიანებს ერთი და იგივე იარლიყი არ მივაწებოთ. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ ვისწავლოთ გარემომცველ ადამიანებში აღწერილი თვისებების შემჩნევა - ჯერ-ერთი, რათა მსუბუქად ვუბიძგოთ მათ იმისკენ, რათა მიმართონ პროფესიონალურ დახმარებას, და მეორეც, რათა თვითონვე ვიყოთ ფხიზლად და ამგვარი ადამიანებისგან არ დავზიანდეთ.
 
 
წყარო: https://www.psychologies.ru
Назад к содержимому