პროპაგანდა - საით მოგვიწოდებენ ახალი სნიკერსი და სხვა ცნობილი ბრენდები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > პროპაგანდა

საით მოგვიწოდებენ ახალი სნიკერსი და სხვა ცნობილი ბრენდები?!

ლგბტ-სნიკერსი





უკვე ასეთი "საოცრებაც" შეგიძლიათ ნახოთ მაღაზიების დახლებზე. შოკოლადის ბატონის მწარმოებელთა მორიგი მარკეტინგული სვლა ორიოდ სიტყვით შეიძლება ასე დახასიათდეს - "ჩლუნგდები? სუპერ!"

ტელევიზიისა და საზოგადოებაში ყველაზე პოპულარული სოცქსელების ძირითადი კონტენტის ფონზე, სადაც პუბლიკაციების ნახევარი მიმართულია ცხოვრებისადმი ცინიკური და ინფანტილური დამოკიდებულებისკენ, ასეთი ინიციატივა, სავარაუდოდ, მოსახლეობის გამოთაყვანების რომელიღაც მასშტაბური პროგრამის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.

ჩვენ კიდევ "გაგვიმართლა", ცალკეულ ქვეყნებში, სადაც ტოლერანტობის იდეოლოგია უალტერნატივოდ დომინირებს, უახლოეს დროში გაყიდვაში შემოვა ლგბტ-სნიკერსი წარწერით "იყავი ის, ვინც ხარ". ცისარტყელასებრი შეფერილობით გასაგები ხდება, თუ რომელი ჯგუფის ადამიანებისკენ არის მიმართული ეს მოწოდება.




უნდა აღინიშნოს, რომ Snickers-ი იწყებს თანამშრომლობის ახალ პროექტს კომპანიასთან "Gay Star News", რათა გარყვნილებს დაეხმაროს დარჩნენ ისეთებად, როგორებიც არიან. პედერასტთა დახმარების ახალი პროგრამის ჩარჩოებში საიტზე Gay Star News გამოქვეყნდება იმ ადამიანთა ისტორიები, რომლებმაც გადალახეს საზოგადოების წინააღმდეგობა და სხვა ადამიანებსაც ეხმარებიან ამ ბრძოლაში.

შოკოლადის ბატონის მწარმორებელი კომპანია მხარს უჭერს ამ აქციას და ამ მიზნით უშვებს სპეციალურ რეკლამასაც. ჩვენ ყველამ ვიცით სნიკერსის სლოგანი: "მოგშივდა? - წაუსნიკერსე!" ახლა სნიკერსისგან ისმის კიდევ ერთი მოწოდება: "თქვენი მეგობრები მიგიღებენ იმად, რაც გინდ იყოთ მთელ თქვენს ფერებში". ასე განაცხადა კომპანია Mars Chocolate UK-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა მიტჩ ოლივერმა. ამ საინფორმაციო აქციამ ლონდონის მერის სადიკ ხანის "კურთხევაც" კი მიიღო, რომლის თქმითაც "ეს ინიციატივა დაეხმარება ადამიანებს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და გადალახონ ირგვლივ არსებული ფსიქოლოგიური ბარიერები".




სნიკერსს მიჰყვა შოკოლადის სხვა ბრენდი: დრაჟე M&M
s-ი დახლებში ცისარტყელას ფერების ალმის სახით არის დალაგებული, რათა მხარი დაუჭიროს აშშ-ში ლგბტ-სიამაყის თვეს (სხვათა შორის, ევფემიზმის ქვეშ "ლგბტ-სიამაყის თვე" იმალება აზრი: "გარყვნილების აქტიური პროპაგანდის ერთი თვე"). კომპანიამ სოციალურ ქსელებში განათავსა გამოსახულება, რომელზეც მრავალფეროვანი დრაჟეები ქმნიან ლგბტ-დროშას. ფოტოს ახლავს სლოგანი: "ჩვენ ყველანი თანასწორნი ვართ! გვიყვარს ის, რაც შიგნითაა...".



გეი ჰამბურგერი: "ამაყი ჰამბურგერი, შეფუთული ცისარტყელას ფერებში წარწერით: "ჩვენ ყველანი შიგნით ვართ".




2014 წლის გეი-აღლუმის დღეებში გეი-ჰამბურგერი სან-ფრანცისკოს Burger King-ის რესტორნებში
იყიდებოდა


პროცესში ჩაერთო პოპულარული კანფეტი Skittles. დიდი ბრიტანეთის სუპერმარკეტების დახლებზე გაჩნდა თეთრი Skittles-ის შეზღუდული პარტია. ორიგინალური მარკეტინგული სვლა აიხსნება გარყვნილთა მორიგი აღლუმით, რომელიც დასავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში ტარდება ყოველი წლის ივნისს და კვლავ იმავე ლგბტ-საზოგადოების მხარდაჭერის მიზნით.




კომპანია Mars-მა გადაწყვიტა გახდეს ამ ინიციატივის ნაწილი და გამოუშვა თეთრი დრაჟე Skittles შავ-თეთრი შეფუთვით. Skittles-ის აქციის სლოგანი ასე ჟღერს: "პრაიდ-აღლუმის დროს მხოლოდ ერთ ცისარტყელას აქვს მნიშვნელობა. მხარდასაჭერად, ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენს ცისარტყელაზე...". აღლუმის მხარდაჭერა შეუძლია Skittles-ის ყველა მოყვარულს, რადგან ყოველი გაყიდული შეფუთვიდან ორი პენი გადაირიცხება ლგბტ-საზოგადოების ინიციატივებზე.
.



ამავე თვეს თავის ინიციატივებზე განაცხადა კომპანია Starbucks-მაც. "თქვენ თუ მხარს უჭერთ ტრადიციულ ქორწინებებს, ნუ იყიდით ჩვენს ყავას", - განაცხადა ამ ბრენდის ერთ-ერთი ყავახანის მფლობელმა. როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით ატყდა კანონზომიერი ხმაური, Starbucks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰოვარდ შულცმა, საზოგადოების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ამ ყავახანის მფლობელი დაიცვა და აქციონერთა მორიგ შეკრებაზე მკაფიოდ მიანიშნა, - კომპანიას არ სურს საქმე ჰქონდეს მათთან, ვინც მხარს არ უჭერს ერთსქესიანთა ქორწინებას. აქციონერებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტრადიციულ ქორწინებას, მან აქციების გაყიდვა და სახსრების სხვა ბიზნესში ინვესტირება ურჩია.

ქსელში გავრცელებულია ფლეშმობი Starbucks-ის წინააღმდეგ. სოციალური ქსელების მომხმარებლები მასობრივად აცხადებენ, რომ არ სურთ მხარი დაუჭირონ კომპანიას, რომლისთვისაც ერთსქესიანი ქორწინება პრიორიტეტულია.

"მე აღარ ვიყიდი Starbucks-ის ყავას. თუ ჩემი სახსრების ნაწილი მიდის კაცობრიობის გარყვნაზე, მე ეს უნდა შევაჩერო, თუნდაც ამისთვის ერთი ფინჯანი ყავის დათმობა მიწევდეს", - განაცხადა ფლეშმობის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აი ასე გამოიყურება კოკა-კოლას ერთ-ერთი ბოლო რეკლამა. აქ კომენტარიც კი ზედმეტია:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/wWBQP-bxfX0" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

კიდევ ერთი ახალი ამბავი ამ თემაზე: Nike-მ თავისი ახალი კოლექცია ლგბტ-საზოგადოებას მიუძღვნა. სპორტული ბრენდი Nike გამოუშვებს ახალ ხაზს სახელწოდებით "Be True" ("იყავ თავისთავადი") და ესეც თანასწორობისთვის გარყვნილთა მოძრაობის მხარდასაჭერად. "ჩვენ გვსურდა შეგვექმნა რაიმე ისეთი, რაც გაერთიანების შესაძლებლობას მისცემდა ადამიანებს და აჩვენებდა მათ ლოიალურ დამოკიდებულებას ლგბტ-საზოგადოების სპორტსმენებისთვის. როდესაც თქვენ ცისარტყელას ფერებში მოხატული მაისურით დარბაზში ვარჯიშობთ ან მირბიხართ მარათონზე, თქვენ აჩვენებთ თქვენს კუთვნილებას რაღაც უფრო დიდისა და მნიშვნელოვანისადმი", - განაცხადეს პოპულარული სპორტული ტანისამოსისა და ფეხსაცმლების მარკის წამომადგენლებმა.

სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება. დიდი ბრენდები მაგალითს აძლევენ უფრო პატარა ფირმებს, ხოლო ეს უკანასკნელნი უბრალოდ იმეორებენ ამ ნაბიჯს, რათა ტრენდში დარჩნენ, შემდეგი რგოლი ამ ჯაჭვში ვართ ჩვენ, უბრალო ადამიანები. სტატიაში Skittles-ის შესახებ ბოლოს ნათქვამი იყო, რომ აღლუმის მხარდაჭერა შეუძლია Skittles-ის ნებისმიერ მოყვარულს, რადგან Skittles-ის თითო გაყიდული შეკვრიდან ორი პენი ირიცხება ლგბტ-საზოგადოების მხარდაჭერაზე. ამ ბოლო წინადადებას გვსურს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ, -
როდესაც ამ ბრენდების პროდუქციას ვყიდულობთ, ხომ არ დავფიქრდეთ რამდენს ვუხდით ამით ლგბტ საზოგადოებას?

წყარო: http://narasputye.ru/archives/2022

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню