პოლიტიკა - ზომბირება მაკონტროლებელი შაბლონებით - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

"ტელეზომბირება" მაკონტროლებელი შაბლონებით

ტელეზომბირება

მკითხველს ვთხოვთ, სანამ ქვემოთ მოცემულ ტექსტს წაიკითხავდეს, ყურადღებით ნახოს ვიდეო, დააკვირდეს როგორი სინქრონულობით ლაპარაკობენ სხვადასხვა გლობალური ტელევიზების საინფორმაციო გადაცემების წამყვანები, დააკვირდეს ერთსა და იმავე ფრაზეოლოგიას:

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/hWLjYJ4BzvI" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

ტელევიზორის გამოგონების დღიდან ვიდეომონტაჟის სპეციალისტებისთვის კარგად არის ცნობილი ეკრანთა ან სუბეკრანთა შესაბამის რაოდენობაზე რამოდენიმე გამოსახულების სინქრონული შეერთების ხერხი. მართალია, ამ მანიპულაციაციისთვის გამოიყენება სხვადასხვა, მაგრამ ყველა მათგანს აერთიანებს ერთი: ჟღერადობა. ანუ, თუკი რამოდენიმე ვიდეონაკადს ერთში შევაერთებთ, მონტაჟი ვარაუდობს ხმის ან ჩახშობას ან სრულ განადგურებას, რადგან მონიტორებზე იქნება უბრალოდ ყაყანი.

დიდი ხნის განმავლობაში ალბათ ასეც იყო, სანამ არ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც გლობალური ტელევიზიების ყველა საინფორმაციო გამოშვება არ შეაერთეს ერთ ნაკადში.

როგორი იყო ვიდეოს ავტორი გაკვირვება, როდესაც მან ნახა, რომ გლობალური ტელევიზიის პერსონაჟები არა მარტო ისე მეტყველებდნენ, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ, არამედ თითქოსდა ერთ გუნდად, აბსოლუტურ სინქრონში გადასცემდნენ ინფორმაციას (ვიდეოზე სხვადასხვა ტელევიზიის ყველა წამყვანი ლაპარაკობს ზუსტად ერთსა და იმავე ტექსტს: "This is extremely dangerous to OUR democracy” "ეს ფრიად საშიშია ჩვენი დემოკრატიისთვის").

თემა დიდი ინტერესით განიხილება ვიდეოს კომენტარებში და ამერიკულ ბლოგებში. ადამიანებს ვერ გაუგიათ: რა არის ეს? მატრიცა? თუ საინფორმაციო არხებში მუშაობენ ბიორობოტები, რომლებსაც ერთი და იგივე პროგრამა მართავს?

ფრაზა "
This is extremely dangerous to OUR democracy” "ეს ფრიად საშიშია ჩვენი დემოკრატიისთვის" ამ "საიდუმლოს" გასაღებს წარმოადგენს.

რა თქმა უნდა ეს არც რობოტებია და არც მატრიცა. ვინც გინდ იყოთ, მეცნერი იქნებით, ხელოვანი თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ნებისმიერი თქვენი იდეა, რომელიც მიმართულია სისტემის წინააღმდეგ ან უბრალოდ არ შეესაბამება სისტემას არსად წაგწევთ და უპერსპექტივოდ დარჩებით, განა ასე არ არის? თუ სისტემას არ სჭირდება თავისუფალი ენერგიის ტექნოლოგიები, ისინი ვერ დაინერგებიან სისტემაში და მსოფლიო ისევ ისე ჩაიხრჩობა ნავთობში, ქვანახშირსა და გაზში, ხოლო ეთერის ენერგიის მკვლევარები შეიძლება შეეწირონ კიდეც თავიანთ გამოგონებებს... ეს მხოლოდ მაგალითია. და არ უნდა ვიფიქროთ, რომ სისტემა მთელი საზოგადოების სასოების ანაკრელს წარმოადგენდეს.

სისტემა ეს ადამიანების მოთხოვნილებები კი არ არის. სისტემა ეს არის იმათი მოთხოვნილება, ვინც ადამიანებს მონებად მიიჩნევს, ან კიდევ უფრო მარტივად, - ვინც ადამიანებს საკუთარ რესურსად მიიჩნევს.

ძირითად საინფორმაციო რესურსებს აკონტროლებენ ერთი ცენტრიდან და იყენებენ ზომბირების ერთსა და იმავე შაბლონებს. თავისი საინფორმაციო წყაროებით სისტემა გვიყვება იმის შესახებ, თუ რა წარმოადგენს მისთვის საშიშროებას.

სწორედ ამიტომაც არის ამ წინადადებაში სიტყვა "OUR" ("ჩვენი").

მაგრამ სისტემის დემოკრატიას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან.

წყარო: infomaxx.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню