პოლიტიკა - აშშ-კსდრ-ის სამხედრო დაპირისპირება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

აშშ-კსდრ-ის სამხედრო დაპირისპირება და ბირთვული ომის საშიშროება

აშშ-ს პრეზიდენტს აფრთხილებენ, რათა არ მოახდინოს ბირთვული ომის პროვოცირება

აშშ-ჩრდ. კორეის დაპირისპირება

სამხრეთკორეული მასმედიის თანახმად აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი გაფრინდა სეულში, რათა განიხილოს კორეის სახალწო დემოკრატიულ რესპუბლიკაზე დარტყმების გეგმა.

ჩრდილოეთ კორეასთან თავს იყრის ამერიკული ფლოტი.

აშშ-ს ხელისუფლება სწავლობს ვარიანტების მთელ რიგ შესაძლებლობებს კსდრ-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების შემთხვევაში. ამის შესახებ, გუშინ, 14 აპრილს იუწყებოდნენ სამხრეთკორეული მასმედიის წარმომადგენლები ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსან წარმომადგენლებზე დაყრდნობით.




როგორც იუწყებიან, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ პენსი მომავალ კვირას ოფიციალურად ეწვევა კორეის რესპუბლიკას (სამხრეთ კორეა), რომლის დროსაც სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე განლაბეული აშშ-ს სამხედრო ძალების მეთაურებთან და გენერალ ვინსენტ ბრუკსთან ერთად განიხილავს კსდრ-ს წინააღმდეგ ძალის გამოყენების ვარიანტებს.

"დღეისთვის ჩვენ ვსწავლობთ სამხედრო ვარიანების მთელ რიგ შესაძლებლობებს, მაგრამ ასევე ყურადღებით განვიხილავთ ამ თემას გენერალ ბრუკსთან დისკუსიის დროს", - განაცხადა წყარომ ამერიკულ ადმინისტრაციაში.

წყარომ არ დააკონკრეტა, გულისხმობს თუ არა ეს თავდაცვითი ხასიათის ღონისძიებებს თუ შესაძლებელია განხორციელდეს პრევნტიული დარტყმა ჩრდილოეთ კორეაზე.

უფრო დეტალურად იხილეთ აქ: https://regnum.ru/news/polit/2263553.html

ამ დროს, ტელეარხ NBC-ის ეთერში აშშ-ს თავდაცვის ექს-მინისტრმა და ცსს-ს ყოფილმა დირექტორმა ლეონ პანეტამ აშშ-ს მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ურჩია წინდახედულად იყოს და სიტყვები შეარჩიოს, რათა არ მოახდინოს ბირთვულ ომზე კსდრ-ის პროვოცირება.




ლეონ პანეტამ აღნიშნა, რომ ვაშინგტონს არ მართებს წინდაუხედავი მოქმედებები. მან ყველას შეახსენა, რომ თანამედროვე ისტორიაში აშშ-ს არც ერთ პრეზიდენტს არ დაუძაბავს ვითარება კსდრ-სთან, რადგან ამან შეიძლება მოახდინოს ბირთვული ომის პროვოცირება და მილიონობით უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა.

როგორც ადრე იუწყებოდნენ, აშშ კორეის ნაპირებთან თავს უყრის საჰაერო დამრტყმელ ძალას ატომური ავიამზიდის "კარლ ვინსონის" მეთაურობით.

როგორც მასმედიაში იუწყებიან, აშშ-მ შეიძლება დარტყმები განახორციელოს კსდრ-ს ბირთვულ ობიექტებზე, რათა ხელი შეუშალოს კსდრ-ს ბირთვულ გამოცდებს.

შორეულ აღმოსავლეთში ვითარება ძალზედ დაძაბულია. იაპონიამ უკვე დაიწყო თავისი მოქალაქეების ევაკუაცია სამხრეთ კორეიდან. შეჩერებულია საჰაერო მიმოსვლა ჩინეთსა და კსდრ-ს შორის. ცენტრალური ჩინური გაზეთი "ჟენმინ ჟიბაომ" გამოსცა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არ მისცემს აშშ-ს უფლებას განახორციელოს დარტყმები ჩრდილოეთ კორეაზე.

წყარო: https://regnum.ru/news/polit/2263554.html.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню