პოლიტიკა - სოდომი კვლავ შეტევაზე გადმოვიდა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

სოდომი კვლავ შეტევაზე გადმოვიდა

სოდომია

დაიწყო ახალი ეტაპი რუსეთის "გენდერული გადაკეთებისათვის" ბრძოლაში, გარყვნილების სრულმასშტაბიანი და ყოვლისმომცველი ლეგალიაციისათვის. როგორც LIFE იუწყება, "გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ILGA ათამაშებს გრანტს, რომელიც მიმართულია სექსუალური ორიენტაციის თემების, გენდერული იდენტურობის, იურისტთა, ფსიქოლოგთა, სოციალურ მუშაკთა, ჟურნალისთა, ჯანდაცვის სპეციალისტთა და ხელოვნების მუშაკთა შორის სქესობრივი მახასიათებლების პოპულარიზაციისკენ".

როგორც ვიკიპედია იუწყება, "გეების, ლესბოსელების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების და ინტერსექსუალების საერთაშორისო ასოციაცია ILGA (International Lesbian, Gay, Bisexual, Trans and Intersex Association) - ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ადამიანის უფლებების დაცვით ლგბტ ორიენტაციის ადამიანთა შორის, და რომელიც ზონტურად მოიცავს დაახლოებით 600-მდე ლგბტ ორგანიზაციას მსოფლიოს დაახლოებით 110 ქვეყანაში; 2011 წლის 25 ივლისს ILGA-მ გაეროში მიიღო კონსულტატიური სტატუსი".

მორიგი პროექტი ამ უდავოდ მძლავრი ორგანიზაციისა, რომლის სახელწოდებაა "მოკავშირეები მოქმედებაში", მიმართულია რუსეთისკენ, სომხეთისკენ, აზერბაიჯანისკენ, ბელორუსიისკენ, საქართველოსკენ და უკრაინისკენ, ის მოწოდებულია გახდეს "წყარო ლგბტ-საზოგადოებების მოქმედი, ორიგინალური, მოსაზრებული, გამჭრიახი ინიციატივების მხარდასაჭერად, ასევე იმათი, ვინც სიტყვით და საქმით მზად არის იმოქმედეს სექსუალურ უმცირესობათა მდგომარეობის, გენდერული იდენტურობის, საზოგადოებაში სქესობრივი მახასიათებლობის გასაუმჯობესებლად". პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე, გრანტის საერთო რაოდენობა - 5 ათასი ევრო.

ჩვენ ვხედავთ ჩვენი დროების ახალ რეალიებს: ერისთვის საკუთარი ღირებულებების დაცვა სუვერენიტეტის დაცვისთვის მზადყოფნის მარკერი ხდება, შედეგად 2012 წელს რუსეთში თავისი შიდა კანონის მიღების შემდეგ, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას არასრწულწლოვანთა შორის, მას თავს დაატყდა საერთაშორისო გარყვნილი საზოგადოების მთელი რისხვა.

ამ კანონის მიღება ამოსავალი წერტილი გახდა ჩვენს ქვეყანაში მძლავრი სულიერ-ზნეობრივი თავდაცვის ხაზის შესაქმნელად, რომელშიც, სხვათა შორის, შევიდა ზემოთხსენებული კანონი, და ასევე კანონი რუს ობოლთა ისეთ ქვეყნებში გაშვილების აკრძალვა, სადაც დაშვებულია ერთსქესიანი "კავშირები", და კანონი ობლების მიშვილებისა რუსეთში, თუ მიმშვილებლები ერთსქესოვანი წყვილები არიან.

2005 წლიდან რუსეთის ჰომოსექსუალური ლობი ვერანაირად ვერ ახერხებს საბოლოოდ მიაღებინოს გოსდუმას (მიღებულია მხოლოდ პირველ მოსმენაზე. სახდუმის დეპუტატები (სენატორები) ე. ლახოვა, ე. მიზულინა) სანიმუშო კანონი ე. წ. "გენდერულ თანასწორობაზე", რომელიც აუქმებს ბიოლოგიურ სქესს და შემოაქვს ახლანდელი ნორმალური უმრავლესობის "პოზიტიური დისკრიმინაცია". ეს კანონი - ევროკავშირში შესვლის მოსურნე ნებისმიერი სახელმწიფოსთვის  შესასვლელი ბილეთია.

ჯერ-ჯერობით წარუმატებლად დასრულდა სოდომიტური ლობის მცდელობა როგორმე ნაწილ-ნაწილ გაიტანოს გენდერული კანონი ხარასმენტის ან "გენდერული კვოტირების" შესახებ. 2016 წლის 8 ივლისს, ფლეშმობ "მე არ მეშინია ვთქვა" მეშვეობით შედგა მორიგი მცდელობა გლობალურად შეეცვალათ სიტუაცია გარყვნილთა "უფლებებთან" დაკავშირებით, მაგრამ აქაც წარუმატებულობა ხვდათ წილად.

ამჯერად მსოფლიო ჰომოსექსუალიზმმა აამოქმედა ახალი გასაღები - ფსონი "ოქროს ხბოზე" დადო.

იდეის ავტორთა თანახმად, რუსი პედაგოგები, იურისტები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ჟურნალისტები, მედიკოსები, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწენი ერთმანეთის ჯიკავით უნდა მიეჭრან გარყვნილებს, რათა მათგან ევროკავშირის თანხები მიიღონ (სწორედ ის არის ILGA-ს ერთ-ერთი უმთავრესი დონორი) და დაიწყონ ჩვენი ცხოვრების შეცვლა. აქ სულაც არაფერია საჭირო: მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებს უნდა მოუყვნენ ჰომოსექსუალიზმის "სიხარულისა" და "უპირატესობის" შესახებ.

უცხოური ორგანიზაციის მხრიდან ეს უდავოდ მტრული მოქმედებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ და შესაბამისი სტრუქტურების სიმეტრიულ პასუხს ითხოვს, რომელიც სახელმწიფოს უშიშროებას დაიცავს.

სოდომიტური საზოგადოება აქტიურად ახვევს თავს მსოფლიოს ცრუ აზრს იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალიზმი (და გარყვნილების სხვა სახეობები) - თანდაყოლილი პათოლოგიაა, რომელიც მუდმივი სიდიდის სახით მსოფლიო მოსახლეობის 10 პროცენტშია გავრცელებული, ამიტომაც მასთან ბრძოლა არაჰუმანური და სულელურია, ეს თანაბარმნიშვნელოვანია იმისა, გამოხვიდე "ჟღალთმიანთა და ცაციათა წინააღმდეგ".

მაგრამ, არაანგაჟირებული მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სექსუალური იდენტურობის თანდაყოლილი რღვევა ნებისმიერ საზოგადოებაში 0,01-0,03 პროცენტს არ აღემატება, რადგან მუტაციის გავრცელების უფრო მაღალი ციფრების შემთხვევაში ბიოლოგიური სახეობა რამოდენიმე თაობის შემდეგ შეუქცევადად ქრება.

დღეს ჩვენ ყველგან ვაწყდებით გარყვნილებას სოციალური დასნებოვნების მექანიზმის მეშვეობით, მათ შორისა სოდომიტთა აღლუმები, სხვადასხვა ტოკ-შოუები, სიმღერები, ანეკდოტები, სპექტაკლები და ფილმები, რომლებიც უკვე გეომეტრიული პროგრესიით ზრდიან მათ რაოდენობას, და ეს პროცესი მთელს მსოფლიოში უსწრაფესად იზრდება.

წყარო: http://www.semlot.ru/gender/7056-sodom-opyat-poshjol-v-ataku

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню