პოლიტიკა - რატომ გვიკრძალავენ სიგარეტის მოწევას - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

რატომ გვიკრძალავენ სიგარეტის მოწევას?

მოწევა მავნებელია

"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: წინამდებარე სტატიის გამოქვეყნებით მიზნად არ ვისახავთ სიგარეტის მოწევის პოპულარიზაციას და ვაფრთხილებთ მკითხველს, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.

პუბლიკაცია მომზადებულია ჩვენს მიერ ქვემოთ დამოწმებულ საიტებზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით;

http://www.bmj.com/content/313/7070/1450.full

https://conspiracycentral.wordpress.com/2007/10/15/smoking-is-good-for-you/




უფრო სწორად, რატომ სურთ მთავრობებს, რათა მოქალაქეებმა მიატოვონ სიგარეტის მოწევა? ჩვენ ვლაპარაკობთ არა აშშ-ს მთავრობაზე, არამედ სხვადასხვა მთავრობებზე, მთელი მსოფლიოს მთავრობებზე, რამეთუ თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია დღეს ტოტალური ხასიათისაა. ადამიანებს ყველგან და ყოველთვის უკრძალავენ სიგარეტის მოწევას!

ოფიციალური განმარტება ასეთია: ეს კეთდება მოქალაქეთა ჯანდაცვის მიზნით. ეს სასაცილოა, მთავრობა არსოდეს ხარჯავდა ჯანმრთელობაზე უფრო მეტს, ვიდრე განადგურებაზე.

არავინ ებრძვის გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, ალკოჰოლიზმს, რომლის შემდეგ დაქნეული მოზარდები ღობის ქვეშ ან სადარბაზოებშივე ეძლევიან სექსუალურ აღვირახსნილობას და ბადებენ მახინჯებს.

არავინ ებრძვის ნარკომანიას და ნარკომანებს, უფრო სწორედ ნამდვილად არავინ ებრძვის, თორემ ის, რასაც დღეს "ნარკომანიასთან ბრძოლა" ჰქვია, ძალზედ ზედაპირული გამონათქვამნია; აღარაფერს ვიტყვით ნავთობის "ცხიმსა" და რაფინირებულ შაქარზე, რომელიც ნამდვილი სიკვდილია. მაშ, საიდან მწეველებზე ასეთი "მზრუნველობა"?

მეტიც, - მთავრობები ყოველძლიურად მილიარდობით დოლარის მოგებას ხედავენ თამბაქოს გაყიდვით. მწეველები ამის შემდეგ თითქოსდა ავადდებიან და ვერ აღწევენ სიბერეს, რაც ნებისმიერი ბიუჯეტისთვის მომგებიანია: არ არის საჭირო ფულის ხარჯვა პენსიაზე და სოციალურ ჯანდაცვაზე, რომელზე დანახარჯები მხცოვანი ასაკის მოქალქეთა გამრავლებასთან ერთად იზრდება. მიუხედავად ამისა სიგარეტის მოწევას მაინც ებრძვიან! რატომ?!

ამ კითხვაზე პასუხი დიდი ხნის განმავლობაში გვაწუხებდა, წლებიც კი, სანამ არ გავეცანით ენდრიუ ლობაჩევსკის "პოლიტიკურ პონეროლოგიას" (Political Ponerology by AndrewLobaczewski). თურმე 1930-იანი წლების ნაცისტური გერმანიის ადრინდელი მცდელობა ყველა მწეველი ორგანიზებულად გაეშვა გაზკამერებში, წარუმატებელი აღმოჩნდა.




ისტორიკოსებმა და ეპიდემიოლოგებმა მხოლოდ ახლახან დაიწყეს თამბაქოს საწინააღმდეგო მოძრაობის შესწავლა. გასულ საუკუნეში, თამბაქოსთან ბრძოლის სფეროში ყველაზე მეტად გამოირჩეოდა ნაცისტური გერმანია. 1930-1945 წლებში გერმანია მოიცვა თამბაქოს მოწევის ამკრძალავმა კანონებმა. მოწევა იკრძალებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ადგილზე, აკრძალული იყო თამბაქოს რეკლამა, შეზღუდული იყო თამბაქოს რაციონი ქალთათვის, ხოლო ყველაზე გამორჩეული ეპიდემიოლოგები თამბაქოს გამოყენებას უკავშირებდნენ ფილტვების კიბოს გაჩენას. თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანია გაგებულ უნდა ყოფილიყო ნაცისტური გერმანიის სწრაფვის ფონზე მიეღწია რასული და სხეულებრივი სიწმიდისთვის, რომელიც მხარს უბამდა სხვა მრავალ ძალისხმევას ეპოქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.






ამრიგად, ნაცისტურ გერმანიაში სერიოზულად იყვნენ შეშფოთებულნი იმით, რომ თამბაქო საფრთხეს უქმნიდა გერმანელთა რასას. მრავალი ნაცისტი ლიდერი თამბაქოს მოწევის სასტიკი მოწინააღმდეგე იყო. მესამე რეიხის პროპაგანდისტები ზეწოლას ახდენდნენ იმაზე, რომ ჩერჩილი, სტალინი და რუზველტი - სამივეს თამბაქო უყვარს, მაშინ როდესაც ისეთი წესიერი ბიჭები, როგორებიც იყვნენ ჰიტლერი, მუსოლინი და ფრანკო - არ ეწევიან.



<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/bBEXqyfYxnA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

მაგრამ პროპაგანდისტები მალავდნენ იმას, რაც ადრინდელი ექსპერიმენტით დადგინდა: ნიკოტინი, ორგანული ფისი, СО (ნახშირბადის მონოოქსიდი, მხუთავი გაზი) და წვის სხვა პროდუქტები ქმნიან ჰიპნოტური შთაგონებისადმი წინააღმდეგობას.

მეტიც, გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ "მეორადი კვამლი", რომელსაც სუნთქავენ მწეველთა ოჯახის წევრები, პრაქტიკულად ისევე მოქმედებს, როგორც მწეველებზე, ანუ იცავს ამ ადამიანთა ტვინებს რადიო ფსიქოპატთა გადაცემებისგან. ამ დროს, არამწეველი ადამიანი, რომელიც უნებლიედ აკვირდება ფონით რას გადმოსცემს რადიოა, განსაზღვრულ მომენტში პროპაგანდის წყაროსადმი სრულ და საყოველთაო სუპერლოიალობას იძენს.

მაგრამ ეს თითქმის საუკუნოვანი მეცნიერული მონაცემები, დღეს უფრო შთამბეჭდავი ხდება ომის ტოტალური პროპაგანდის, რომელიმე პროდუქტის მომაბეზრებელი რეკლამის ფონზე, რაღაცის ან ვიღაცისადმი შიშის ფონზე...

გამომდინარე აქედან სიგარეტის წევასთან ბრძოლის მიზანი გასაოცრად აშკარა ხდება.

როგორც შედეგი, როცა ვხედავთ საითკენ მიექანება დღეს მსოფლიო, - ჩანს მწეველებს მომავალში არავითარი შანსი არ ექნებათ.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню