პოლიტიკა - რა მოხდა კემეროვოში - ტერაქტი თუ მსხვერპლშეწირვა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

რა მოხდა კემეროვოში - ტერაქტი თუ მსხვერპლშეწირვა?

ტრაგედია კემეროვოში

2018 წლის 25 მარტს ქ. კემეროვოს (რუსეთი) სავაჭრო ცენტრში მოხდა ტრაგედია. არჩევნებზე დარიგებული უფასო და შეღავათიანი კუპონებით სავაჭრო ცენტრში  შეიტყუეს ბავშვები. დაღუპულია 355 ადამიანი (უმეტესად მოზარდები), ხოლო რუსეთის ოფიციალური მთავრობა და პრესა მხოლოდ 64 დაღუპულზე იუწყება.

ერთ-ერთ რუსულ საიტზე ვკითხულობთ: "ძმანო და დანო, გვსურს აღვნიშნოთ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები: პირველი - ხანძრის დაწყებამდე გამორთული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია. მეორე - რატომ იყო კინოთეატრების კარები გასაღებებით დაკეტილი? არასოდეს გვინახავს, კინოსეანსის დროს ვინმე კინოთეატრის კარებს გასაღებზე კეტავდეს. ხომ შეიძლება ვინმეს დააგვიანდეს ან ვინმეს ტუალეტში მოუნდეს გასვლა, ან კიდევ ვიღაც უბრალოდ ადრე ტოვებს კინოთეატრს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია, რადგან ყველაფერი წინასწარგანზრახვით იყო ნამოქმედარი, რათა ხანძრის დროს ადამიანებს არ შეძლებოდათ დარბაზის დატოვება (რაც მოხდა კიდეც). ეს არის ტერორისტული აქტი და (ან) მსხვერპლშეწირვა. ჩვენ ვიცით ამ კვირა დღეს ვის ექნება დიდი დღესასწაული..." (იგულისხმება ვ. პუტინის გაპრეზიდენტება, რადგან არავის ეეჭვებოდა, რომ სწორედ ის გახდებოდა კვირა დღის არჩევნებზე რუსეთის პრეზიდენტი - "აპოკ". რედ.).

იხილეთ ვიდეო მტკიცებულებები იმსა, რომ ეს იყო ტერაქტი. მოხდა აფეთქება მძაფრი აალებით და იმწამსვე გავრცელდა კვამლი...

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/vjBn83WBBpA" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/cW6ZgE5YG7k" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/wxhtJm4H5k4" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

უაღრესად საინტერესო და მრავლისმეტყველია თვითმხილველთა განცხადებები. ხსენებულ საიტზე ქვეყნდება კემეროვოს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადება:

"გამარჯობა, მე ვარ კემეროველი.

გამოაქვეყნეთ, თუ შეიძლება, შემდეგი ინფორმაცია კემეროვოში მომხდარი ხანძრის შესახებ.
დაიღუპა არა ნაკლებ 355 ადამიანი. ძირითადად - ბავშვები. ვისაც გინდ ჰკითხო, ამ ამბავმა ყველა შეძრა. ამაზრზენია ოფიცალური ფედერალური ტელეარხების მოსმენა. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ვინ გაათრიეს პრეზიდენტად".

რუს. ტექსტი: "Получите и опубликуйте, пожалуйста, следующую информацию по пожару в Кемерово. Погибших не менее 355 человек. Основная масса - дети. Кого ни спросишь, у всех знакомых затронуло. Противно слушать федеральные телеканалы. Люди должны знать, кого они протаскивали на выборах".

საიტზე change.org გამოქვეყნდა პეტიცია მოთხოვნით გამოქვეყნდეს დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სახელებისა და გვარების მითითებით. პეტიციაში ნათქვამია: "ქ. კემეროვოს მცხოვრებთ აქვთ ეჭვი სავაჭრო-გასართობ ცენტრში მომხდარი ხანძრის მსხვერპლის რაოდენობასთან დაკავშირებით. ჭორების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ამ მომენტისთვის ბევრია, გთხოვთ წარგვიდგინოთ ოფიციალური სიები გამოსაქვეყნებლად რეგიონალურ ელექტრონულ რესურსებზე".

გამოქვეყნდა პეტიცია მოთხოვნით გამოქვეყნდეს დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სახელებისა და გვარების მითითებით. პეტიციაში ნათქვამია: "ქ. კემეროვოს მცხოვრებთ აქვთ ეჭვი სავაჭრო-გასართობ ცენტრში მომხდარი ხანძრის მსხვერპლის რაოდენობასთან დაკავშირებით. ჭორების თავიდან ასაცილებლად, რომელიც ამ მომენტისთვის ბევრია, გთხოვთ წარგვიდგინოთ ოფიციალური სიები გამოსაქვეყნებლად რეგიონალურ ელექტრონულ რესურსებზე".



აქ შეგიძლიათ მოისმინოთ რიგით მოქალაქეთა აუდიოჩანაწერები.

მსხვერპლთა რაოდენობა ბევრად აჭარბებს (355 დაღუპული) ოფიციალურად გამოცხადებულ რიცხვს (64 დაღუპული).



აუდიოჩანაწერები კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის რეალური ვითარების შესახებ (ლინკი იხ. ზემოთ)


შეტყობინებები სოცქსელებიდან:



თარგმანი: "გოგონებო ველაპარაკები უშუალოდ სანიას, რომელიც ეს-ესაა დაბრუნდა საგანგებო ვითარებათა სამინისტროდან (МЧС). უკვე ღამით მსხვერპლთა რაოდენობამ 200- მიაღწია. წმენდდა ჩახერგილ უბნებს. ერთი დარბაზი, რომელიც დაბლოკილია ჯერაც არ არის გახსნილი. უამრავი ბავშვია და მაღალი ტემპერატურაა.

"
ჩემი ძმა ამბობს, რომ ღამით ესაუბრა კოლეგებს, გვამები "კამაზებით" (სატვირთო ავტომობილის მარკა - 'აპოკ." რედ.) გაჰქონდათ. ის ამბობს, რომ ეს კინოთეატრი დაბლოკილი იყო. და იქ უკვე ვერავის ამოიცნობ, ყველანი დანახშირებულნი არიან. ტემპერატურა 800 გრადუსს აღწევს. მეხანძრეები იქ ვერ შედიან..."




თარგმანი: "Зимняя вишня"-ში დაღუპულთა რაოდენობა 355 ადამიანს აღწევს. მათგან მხოლოდ 30 ადამიანია უფროსი. გვამები არ გამოაქვთ. ხელისუფლება კრძალავს ამ ინფორმაციის გავრცელებას, ადამიანებს სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებიან. გაავრცელეთ ეს ყველგან, სადაც კი შეგიძლიათ, ადამიანებმა უნდა გაიგონ სიმართლე. ნუ იჯერებთ ფედერალური არხების მიერ მოჩმახულ სიცრუეს".



თარგმანი: "უკვე მეორე დღეა ვმუშაობთ, ხანძრის ლიკვიდაციაზე ყოველ მეექვსე საათზე ვიცვლებით, ახლა ცოტა მივწექი, 3-ზე ცვლაზე უნდა წავიდე. ბავშვები საშინლად ბევრია. მულტფილმის პრემიერაზე მთელი კლასი მიიყვანეს. კინოთეატრი გასაღებზე იყო დაკეტილი. იყვნენ ბავშვები მშობლებთან ერთადაც. ნაპოვნია უფროსები პატარებთან ერთად. ღამის 2 საათზე გვამები უკვე არ ექვემდებარებიან ამოცნობას".



ქვემოთ ფოტოზე:

არჩევნების დღეს უფასო ბილეთებით ბავშვები "სამსხვერპლოში" შეიტყუეს



18 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს (https://inforesist.org/823418-2/), რუსეთის ქალაქ კემეროვოში ამომრჩევლები უფასო კუპონებით შეიტყუეს სხვადასხვა ღონისძიებებზე. კუპონების ნაწილის გამოყენება შეიძლებოდა სავაჭრო ცენტრ "Зимняя вишня"-შიც, რომელშიც არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ მოხდა ტრაგიკული ხანძარი (https://inforesist.org/gorit-zimnyaya-vishnya/).

ასე, მაგალითად რადიო Business FM-ის ჟურნალისტებმა მოახერხეს სავაჭრო ცენტრში მყოფ ერთ-ერთ მოქალაქესთან, ნატალია სერიოგინასთან გასაუბრება. ხანძრის დღეს ქალბატონი მივიდა სავაჭრო ცენტრში მდებარე კონტაქტურ ზოოპარკში ორ შვილთან ერთად. დაწესებულების კუპონები მან მიიღო 18 მარტს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების დღეს.

"- ამბობენ, რომ გაიცა უფასო ბილეთები სწორედ ამ დღეზე, 18-ში, არჩევნების დროს. მართლაც ასე იყო?

- დიახ, ჩვენ ავიღეთ ზოოპარკის ბილეთები. კუპონები უფასო იყო ათ წლამდე ბავშვებისთვის. ხოლო უფროსებისთვის შეღავათიან ფასებში.

- და თქვენ ეს კუპონები სწორედ არჩევნების დღეს მიიღეთ?

- დიახ
".



ამ ცნობის გამოქვეყნებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ, რადიოსადგურის საიტის რედაქტორებმა ინტერვიუს ეს ფრაგმენტი ამოიღეს. მაგრამ უკანასკნელი ცნობების არქივი დარჩა  (https://inforesist.org/goto/https://...-2813.0-2833.5).

ეს დიალოგი გამოაქვეყნა (https://inforesist.org/goto/https://...yam-lestnitsy/) Рамблер Новости-მაც, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მანაც ამოიღო.

Google-ს საძიებლებში დარჩა სავაჭრო ცენტრში მისული მოქალაქის ხსენებული ციტატები.

ინფორმაცია შეღავათიან და უფასო კუპონებზე, რომლებსაც პრეზიდენტის არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე არიგებდნენ კემეროვოში, მოიპოვება ადგლიობრივ რესურსებზეც.

"როგორც მერიაში იუწყებიან, კემეროველებს გადასცემენ 17 ათასზე მეტ მოსაწვევ ბილეთებს მუზეუმებსა და თეატრებში, ფილარმონიაში, კინოთეატრებში და სპორტულ დაწესებულებებში. გარდა ამისა, გაიცემა ფასჩამოკლებული ტალონები, კუპონები და ბილეთები, რომელთაც ამომრჩევლებს სთავაზობენ ახალგაზრდული კლუბები, ფიტნეს-ცენტრები, სავაჭრო სისტემები, საპარიკმახეროები, კოსმეტიკური სალონები, ავტობენზინგასამართი სადგურები, ქიმწმენდები, კონტაქტური ზოოპარკები, ბატუტის ცენტრი Jumper-ი და სხვები", - წერს საიტი kuzzbas.ru.


ტრაგედიის ამსახველი ფოტოები:















წყარო: http://3rm.info/main/70835-pozhar-v-kemerovo-pismo-v-redakciyu-pogibshih-355-chelovek.html

http://rusforce.online/showthread.php?t=22273&page=3

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню