პოლიტიკა - რა განაცხადა ინაუგურაციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

რა განაცხადა ინაუგურაციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა

11 ყველაზე საყურადღებო ციტატა საინაუგურაციო სიტყვიდან

დონალდ ტრამპი

1. "ვაშინგტონის ძალაუფლებას ვაძლევთ ხალხს, ვუბრუნებთ ხალხს ძალაუგლებას. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ადამიანთა მცირე ჯგუფი ჩვენი ქვეყნის დედაქალაქში ნაყოფს იმკიდა, მაშინ როდესაც უბრალო ხალხი ზარალდებოდა. ვაშინგტონი მდიდრდებოდა, ხოლო ხალხი ამ სიმდიდრისგან არაფერს ღებულობდა. პოლიტიკოსები იფურჩქნებოდნენ, სამუშაო ადგილები კი მცირდებოდა. ისტებლიშმენტი, ელიტა თავს იცავდნენ, და არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მათი გამარჯვება ვერ გახდა თქვენი გამარჯვება, მათი ტრიუმფი არ ყოფილა თქვენი ტრიუმფი, როდესაც ისინი ზეიმობდნენ, თქვენ საზეიმო არაფერი გქონდათ. არამდიდარი ოჯახები დიდ პრობლემებს აწყდებოდნენ მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. ეს ყველაფერი შეიცვლება - პირდაპირ აქ და პირდაპირ ახლა".

2. "მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ უცხოელი მწარმოებლების სასარგებლოდ ვმუშაობდით, და არა ამერიკელებისა; ვაფინანსებდით სხვა ქვეყნების ჯარებს, და შესაძლებლობას ვაძლევდით მათ ამოეწურათ ჩვენი სამხედრო ძალების რესურსები. ვიცავდით სხვა ქვეყნების საზღვრებს და საკუთარი საზღვრების დაცვაზე უარს ვამბობდით (აპლოდისმენტები და გამამხნევებელი შეძახილები). ჩვენ დავხარჯეთ მრავალი ტრილიონი დოლარი უცხოეთში, მაშინ როდესაც აშშ-ს ინფრასტრუქტურა ირღვეოდა და ნაწილებად იშლებოდა. ჩვენ გავამდიდრეთ სხვა ქვეყნები, მაშინ როდესაც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, ძალა და თავდაჯერებულობა ჰორიზონტს მიეფარა. ნაბიჯ ნაბიჯ ჩვენი ქარხნები ტოვებდნენ ჩვენს ქვეყანას. არავის უფიქრია მილიონობით ამერიკელ მუშაზე, რომლებიც უსახსროდ დარჩნენ. ჩვენი საშუალო კლასის სიმდიდრე გაქრა, ხოლო შემდეგ მთელს მსოფლიოში გადანაწილდა. მაგრამ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახლა ჩვენ მხოლოდ წინ ვიყურებით, მხოლოდ მომავალს ვუმზერთ".

3. "დღეიდან ჩვენ გვექნება ქვეყნის მართვის ახალი პრინციპი, ამერიკა პირველ ადგილზე გავა, ამერიკა - პირველია. ყველა გადაწყვეტილება ვაჭრობის, საგადასახადო, მიგრაციის და საგარეო პოლიტიკის სფეროში ამერიკელი მშრომელების სამსახურში, ამერიკული ოჯახების სამსახურში ჩადგება".

4. "ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი საზღვრები სხვა ქვეყნების თავდასხმებისგან, რომლებსაც გააქვთ ჩვენი კომპანიები და აშშ-ს ტერიტორიაზე ანადგურებენ სამუშაო ადგილებს, მიაქვთ ჩვენი კეთილდღეობა".

5. "ამერიკა ისევ გაიმარჯვებს და ეს გამარჯვება იქნება ისეთი, როგორც არასდროს".

6. "ჩვენ ავაშენებთ ახალ გზებსა და ხიდებს, აეროპორტებს, გვირაბებს, რკინიგზის მაგისტრალებს ჩვენი დიადი ქვეყნის მთელი მასშტაბით. ჩვენი ადამიანები კარგ ეკონომიკურ ვითარებაში იცხოვრებენ და მიიღებენ სამუშაო ადგილებს. ჩვენ ამერიკელების ხელით აღვადგენთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შრომით რესურსებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ".

7. "ჩვენ დავიცავთ ორ მარტივ კანონს: "იყიდე ამერიკული" და "დაიქირავე ამერიკელი".

8. "ჩვენ ველტვით მეგობრობას სხვა სახელმწიფოებთან. მაგრამ ამასთან კარგად გავიცნობიერეთ, რომ ყველა ქვეყნის უფლება იმაშია, რათა უპირველეს ყოვლისა დაიცვას საკუთარი ინტერესი".

9. "ჩვენ არავის მოვახვევთ თავს ცხოვრების ჩვენებურ წესს. დაე ცხოვრების ჩვენი წესი მკაფიო მაგალითი გახდეს მსოფლიოსთვის. ჩვენ ყველასთვის მკაფიო ნიმუში ვიქნებით - და მას ყველა მიბაძავს".

10. "ჩვენ დავიწყებთ მსოფლიოს გაერთიანებას რადიკალური ისლამური ტერორიზმის წინააღმდეგ - ჩვენ მას აღვგვით პირისაგან მიწისა".

11. "ჩვენი პოლიტიკის საფუძველში ჩაიდება აშშ-ს ინტერესებისადმი სრული ერთგულება".


წყარო: http://oko-planet.su/first/354020-o-chem-skazal-prezident-ssha-donald-tramp.html

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/geDwjI8AqnA" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню