პოლიტიკა - პუტინი, როგორც რუტინიზირებული ლენინი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
დასრულდა თუ არა ბოლშევიზმი?

ანუ

პუტინი, როგორც რუტინიზირებული ლენინი
ვ. პუტინი
ავტორი: იაკობ კროტოვი.

როდესაც დისკუსია მქონდა სლეზკინთან, თავს უფლება მივეცი ბოლშევიკებისთვის - ლენინიდან, სტალინიდან და ბუხარინიდან მოყოლებულ ვიდრე კოლცოვითა და ვორონსკით დამთავრებული - ნაძირლები მეწოდებინა. მას ძალიან გაუხარდა, რადგან დაასკვნა, რომ მე, როგორც ეს მის გაგებაში შეჰფერის ქრისტეს მიმდევარს, სისხლის მოყვარული ვარ. მაგრამ "ნუ განიკითხავთ" არ ნიშნავს "ნაძირალას არ უწოდო ნაძირალა". იესუ თვითონ უფრო მძაფრად ახასიათებდა ნაძირლებს და უწოდებდა - "იქედნეს ნაშიერთ", "შეღებილ კუბოებს" და სხვა.

____________

იგულისხმება იური სლეზკინი (ინგლ. Yuri Slezkine; დაიბ. 1956) - ამერიკელი ისტორიკ-სლავისტი, ეთნოლოგი; ავტორი ნაშრომებისა საბჭოთა ისტორიის შესხებ, ბერკლში (აშშ) კალიფორნიის უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის სლავურ, აღმოსავლეთევროპულ და ევრაზიულ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორი. ამერიკის მეცნიერებისა და ხელოვნეის აკადამიის წევრი.

____________

სლეზკინი წერს: "ბოლშევიკების სექტის კონსოლიდაცია მოხდა ეკლესიაში: ერთმორწმუნეთა ძმურ საზოგადოებაში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გარყვნილ სამყაროს, ის გადაიქცა ნახვრეტებიანი საზღვრებისა და სუსტი ჰორიზონტალური კავშირების მქონე საერო კორპორაციად. წარმართული იმპერიიდან, რომელსაც მართავდა მილენარისტული სექტა, საბჭოთა კავშირი გადაიქცა ნომინალური მორწმუნეებისგან შემდგარ იდეოკრატიულ (თეოკრატიულ, იეროკრატიულ) სახელმწიფოდ".

მაგრამ ეს ასე არ არის. საბჭოთა რუსეთი ("სსრკ" - ბოლშევიკური სატყუარა, რომელიც მოწოდებული იყო დაემალა რუსული იმპერიის არსებობის ფაქტი) არ იყო კორპორაცია "ნახვრეტებიანი საზღვრებით". მას საკმაოდ რკინის საზღვრები ჰქონდა პლიუს მისწრაფებაც გაეფართოებინა იგი სამყაროს კიდეებამდე. რელიგიური ენა აქ უბრალოდ არსს აბუნდოვანებს: რომანოვების უგუნური პოლიტიკისა და ომის გამო ხელისუფლებაში მოვიდა ლენინი თავისი კლანით, ჰიტლერზე უარესი ნაძირალა, და ეს ძალაუფლება გაიმყარა.

ლენინის სწავლება წარმოადგენდა მისი ძალაუფლებისმოყვარების დაფარვას. ქვეყანა არ იყო იეროკრატიული, მას მართავდნენ არა პოლიტხელები და პარტორგები, არამედ პუტჩისტები და მათი მემკვიდრეები - არა ქურუმები, არამედ შეთქმულები, რომელთა იარაღი იყო არა იდეები და დოგმატები, არამედ იარაღი.

სლეზკინი საკუთარ თავს ეწინააღმდეგება, როდესაც სხვა ადგილას ამბობს, რომ ბოლშევიზმი გაქრა, რადგან ვერ შეძლო "რუტინიზაცია" - არადა სექტის ეკლესიად გარდაქცევა, მის ტერმინოლოგიაში, არის სწორედაც ეს რუტინიზაცია. "ჩვენ ვიცით, როგორ დასრულდა საბჭოთა კავშირი. მან ვერ მოახერხა რუტინიზაცია ისე, როგორც საჭირო იყო". ანუ, თითქოსდა რუტინიზირებულ იქნა ტოტალიტარიზმი, მაგრამ "არა ისე, როგორც საჭირო იყო". მაშ ასე: რუტინიზირებულ იქნენ ბოლშევიკები, და საკმაოდ წარმატებითაც. პუტინი - ეს არის კარგად რუტინიზირებული ლენინი.

პუტინის რუსეთი სრულიად ლენინის რუსეთია, ოღონდ ჯერ კიდევ ყველა გუმილიოვი არ დაუხვრეტიათ, არც ყველა ბერდიაევი გადაუსახლებიათ, თუმცა პოლიტიკა - იგივეა, რაც ლენინის დროს. დიახ, ბოლშევიკთა მორიგი ურთიერთშეტაკების დროს იმპერიამ დაკარგა კოლონიების ნაწილი - სამაგიეროდ ნომენკლატურამ ძლიერ გააფართოვა თავისი საკუთრება და თავიდან მოიცილა უაზრო "მარქსიზმი", ახლა მისთვის საკმარისია ხუთი სიტყვა რუსულ სამყაროზე და ორი - დევნილ მართლმადიდებლობაზე. მაგრამ დაკარგული მიწების ნაწილები დაიბრუნეს, და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა დაასრულონ ლენინის დაწყებული საქმე, რათა მთელი მსოფლიო "რუსული სამყარო" გახდეს.

შეხედო ძერჟინსკის პორტრეტს პუტინის კაბინეტში და თქვა, რომ ბოლშევიზმი გაქრა, ნიშნავს შენიღბვაში დაეხმარო არა პუტინს, არამედ - ძერჟინსკის.

წყარო: http://yakov.works/1/1/111901/000391_history.htm

TOP. GE
Назад к содержимому