პოლიტიკა - მემარცხენე ექსტრემისტები კაპიტოლიუმის აღებას აპირებენ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

მემარცხენე ექსტრემისტები კაპიტოლიუმის აღებას აპირებენ

პოლიტიკა და ანარქია

18.11.2016.

EXCLUSIVE: Leftist forces planning takeover of U.S. Capitol Building on Inauguration Day to thwart Trump presidency



NaturalNews: აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ჯ. ტრამპის არჩევით გაცოფებული მემარცხენე ექსტრემისტები საიდუმლოდ გაუგონარ მიზანს ისახავენ: მათ სურთ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღეს დაიპყრონ კაპიტოლიუმი, ხოლო დრამატულ მცდელობაში ხელი შეუშალონ ტრამპის გაპრეზიდენტებას.

როგორც Natural News იუწყება, გეგმა ოთხ ეტაპად უნდა განხორციელდეს:

1)
პირველი ეტაპის საფუძველში იქნება კონცეფცი, რომელიც ცნობილია "კონსტრუქციული აპოკალიფსისის" სახელწოდებით, სადაც მემარცხენე აგიტატორები, რომელთაც ანარქო-ტერორისტულ მილიარდერ ჯორჯ სოროსთან დაკავშირებული ფინანსური ჯგუფები აფინანსებენ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა ძირი გამოუთხარონ ეკონომიკას. ეს გულისხმობს საერთო-ეროვნულ გაფიცვებს, პიკეტებს და დემონსტრაციებს სავაჭრო ცენტრებში, ვაჭრობის ნებისმიერი ფორმის ბლოკირებასა და ბოიკოტირებას.

2) ვაშინგტონსა და მთელს ქვეყანაში ისეთი ქაოსის შექმნას, რომ პრეზიდენტი ობამა იძულებული იქნება გადადოს ინაუგურაციის დღე, რომელიც 20 იანვრისთვის იგეგმება. ამისთვის უკვე შექმნილია Facebook გვერდი, სადაც ადამიანებს იწვევენ "ინაუგურაციის პროტესტის" ნიშნად: გაისმის მოწოდებები "დადგნენ ტრამპის, ომისა და არათანასწორობის წინააღმდეგ". ასევე სხვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა ჰეშტეგები, როგორიცაა # DisruptJ20, რომელიც უკვე ტრენდშია.




3) მემარცხენე რადიკალები გეგმავენ კაპიტოლიუმის დაპყრობას, მის ოკუპირებას და დაუფლებას მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნა - გადადგნენ ტრამპი და მის მიერ არჩეული ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და შესაძლებლობა მისცენ სხვა ადამიანს გახდეს პრეზიდენტი (მაგ.: ჰილარი კლინტონს).

4) ასევე სწარმოებს აქტიური მსჯელობა იმაზე, სისხლის სამართლის დამნაშავეებს შორის, რომლებსაც მისჯილი აქვთ სიკვდილით დასჯა ან სამუდამო პატიმრობა, შესაძლებელია თუ არა იყოს ვინმე ისეთი, რომელიც გარისკავს თავისი სიცოცხლით და ტრამპის ფიზიკურ განადგურებას შეეცდება. მკვლელობისა და ტრამპის მოცილების მუქარები ახლა სოცქსელების ტრენდშია.

მემარცხენეები უარს ამბობენ ცნონ კანონიერი არჩევნების შედეგები
.

Newsmax იუწყება: რაოდენ წარმოუდგენლადაც ჟღერდეს, ყოველგვარ ეჭვს გარეშეა, რომ არჩევნებზე ტრამპის გამაჯრვებამ გამოიწვია მემარცხენეთა ბოღმის გააფთრებული გამოვლინება, რომელიც მიმართულია არჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ. ამგვარი რეაქცია ამერიკას არ უნახავს აბრაამ ლინკოლნის დროიდან. ამასთან დაკავშირებით, გაისმის ზარები კალიფორნიის, ნევადას, ორეგონის და ვაშინგტონის შტატებიდან, რომლებიც უკვე კავშირიდან გასვლაზე ფიქრობენ.

ყველაფერი, რაც ჩვენ შევიტყვეთ, მეტყველებს იმაზე, რომ მალე იქ რესპუბლიკისთვის მძიმე დღეები დადგება.

უსაფრთხოება იმაზე მეტად გაძლიერდება, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.

ინაუგურაცია ყოველთვის ხასიათდება უსაფრთხოების გაძლიერებული დაცვით, და ტრამპი გამონაკლისი ვერ იქნება. Natural News-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ღონისძიების ჩატარებისას ამოქმედდება დაახლოებით 1000 ქვეითი ჯარისკაცი, მასში ჩაებმებიან ასევე სხვა საჯარისო შენაერთების წარმომადგენლებიც. გარდა ამისა, იმორიგევებენ: ვაშინტონის პოლიციის უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 3800 თანამშრომელი, ასევე გამოძიების ფედერალური ბიური და უსაფრთხოების სხვა სპეცსამსახურები.

სინამდვილეში უსაფრთხოების სამსახურთა თანამშრომლების რიცხვი, ახლახან დასრულებული საპრეზიდენტო არჩევნებით უკმაყოფილოთა გაბოროტებისა და განხეთქილების გათვალისწინებით მკვეთრად გაიზრდება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მათი რაოდენობა
ჩვეულებრივზე ბევრად მეტი იქნება.

Natural News-ისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ შეიქმნებიან ჯგუფები, რომლებიც მზად იქნებიან მხარი დაუჭირონ ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს და სამხედროებს, რათა კონტროლი გაუწიონ ბრბოს და ინაუგურაციის პროცესი ჩაატარონ უსაფრთხოდ. ერთ-ერთი ასეთი ჯგუფი, წყაროს ცნობით, არიან "ტრამპის მხარდამჭერი ბაიკერები".




პატრიოტულად განწყობილი სხვა ამერიკელებიც შეეცდებიან ინაუგურაციის ხელშეწყობას იმ შემთხვევისთვის, თუ რამე მოხდება. მაგრამ ინსაიდერები გვარწმუნებენ, რომ ყოველი, ვინც კი შეეცდება ახალარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესში მონაწილეობა მიიღოს როგორც "ცოცხალმა ფარმა", სრულიად უიარაღო უნდა იყოს - არ უნდა გააჩნდეს ცეცხლსასროლი ან სხვა სახის იარაღი - და ეცვას ჩვეულებრივი სამოქალაქო ფორმა (არა კამუფლიაჟი, აღჭურვილობა და ა. შ.).

როგორც უკვე იუწყებოდნენ, ჯგუფები, რომლებიც ფინანსდებიან სოროსის ხარჯზე, პასუხისმგებელნი იყვნენ ტრამპის კამპანიის ჩაშლისთვის მთელი საარჩევნო მარათონის განმავლობაში. დაფინანსებული ხულიგნები შეურაცხყოფას აყენებდნენ და მეტიც, თავს ესხმოდნენ ტრამპის მომხრეებს.

მაგრამ ახლა, როცა ტრამპმა გაიმარჯვა, აღმოჩნდა, რომ ამერიკელი მემარცხენეები არ აპირებენ კანონიერი შედეგების ცნობას, გეგმავენ ახლადარჩეული პრეზიდენტის აღმასვლას თეთრი სახლისკენ და მთლიანად დემოკრატიული პროცესების განვითარებას.

ეს არის ისტორია, რომელსაც გაგრძელებები ექნება...

წყარო: http://www.naturalnews.com/056036_Donald_Trump_2016_election_revolution.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню