პოლიტიკა - მსოფლიო 2017 წელს. გამოცემა Economist-ის ჩვეული პროგნოზი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

მსოფლიო 2017 წელს: გამოცემა "Economist"-ის ჩვეული პროგნოზი

პოლიტიკა და ანარქია

22.11.2016.

ჟურნალ "Economist"-ის გარეკანი გამოსახავს იმას, თუ რა გველოდება ამ გამოცემის რედაქციის აზრით 2017 წელს.

ჩვენ ვხედავთ კარტს (ბანქოს) ტარო სხვადასხვა გამოსახულებებით, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნიან ახალი წლის უმთავრეს მოვლენებზე:



"ღრუბელი - სოკო", იდეოლოგიათა კონფლიქტი, ეპიდემიები, არჩევნები საფრანგეთსა და გერმანიაში, მასობრივი პროტესტები და ყოველივე ამას თავზე აზის მსაჯულის მანტიაში გამოწყობილი დონალდ ტრამპი.

როგორც თვით გამოცემა იუწყება, "მსოფლიო 2017 წელს" შეიცავს "ეკონომისტის" მიერ ერთი წლით ადრე გაანალიზებული და კარგად გათვლილი პროგნოზების ყოველწლიურ კრებულს. "მსოფლიო 2017 წელს" წარმოდგენს პოლიტიკის, ბიზნესის, ფინანსების, მეცნიერების, ტექნიკისა და ხელოვნების წამყვანი მოღვაწეების შეხედულებებს თვით  The Economist-ის ჟურნალისტთა და სხვა საინფორმაციო გამოცემების წამყვანების პროგნოზებთან ერთად.

"მსოფლიო 2017 წელს" განიხილავს ამერიკის ახალ პრეზიდენტს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ყრილობას, არჩევნებს საფრანგეთსა და გერმანიაში, ასევე პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან Brexit-თან. გამოცემა ყურადღებას მიაპყრობს მთელ რიგ გლობალურ იუბილეებს, მაგალითად, 500 წელი იმის შემდეგ, რაც მარტინ ლუთერმა გამოსცა თავისი 95 თეზისი, 100 რაც ლენინმა დაიწყო რუსული რევოლუცია და 10 წელი რაც სტივ ჯობსმა წამოადგინა თავისი iPhone.

გამოცემა პროგნოზში ათავსებს სპეციალურ განყოფილებას 14 გლობალურად მოაზროვნე ცნობილი ახალგაზრდის შეხედულებით, რომელთა შორის არიან სირიელი ლტოლვილი და ფოტოგრაფი, ხატმებრძოლი მხატვარი ჩილედან, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სახელი ბალეტში, ახალგაზრდა აფრიკელთა წამყვანი ინტერნეტ-ხმები და ამერიკელი მუსლიმი ქალები.


გამომცემლობა The Economist მსოფლიო ელიტის რუპორად ითვლება. ის ეკუთვნის როტშილდებისა და ანიელის ოჯახებს. ჟურნალის რედაქტორი ჯონ მიკლტუეიტი რამოდენიმეჯერ მონაწილეობდა ბილდერბერგის კლუბის კონფერენციებში. ეს არის დახურული თათბირი, რომელზეც მოღვაწეობის სხვადასხვა სფეროს (პოლიტიკის, წარმოების, ფინანსებისა და მასმედიის) მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პირები განიხილავენ გლობალურ პოლიტიკას. ამ შეხვედრათა შედეგები და მათზე მიღებული გადაწყვეტილებები გასაიდუმლოვებულია.  შესაძლოა, რომ The Economist-ის თანამშრომლები ფლობენ ინსაიდერულ ინფორმაციას და იციან ის, რაც ადამიანთა უმრავლესობისგან დაფარულია. სავარაუდოდ, მსგავს ინფორმაციის ნაწილს ნახატების სახით ხსენებული ჟურნალი წარმოადგენს ყოველწლიურად.

წყარო: newscom.md

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню