პოლიტიკა - ომის მოლოდინში - ფხენიანი ევაკუაციას იწყებს - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

ომის მოლოდინში: ფხენიანში ევაკუაცია გამოცხადდა

აშშ-ჩრდ. კორეის დაპირისპირება

18.04.2017.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სულ ახლახან გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც კსდრ-ს (კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის - რედ.) მოსახლეობის 25%-მა სასწრაფოდ უნდა დატოვოს ფხენიანი. ეს კი 600 000 ადამიანია!



კსდრ-ს მთავრობა თავის ახალ განკარგულებას ხსნის "დემოგრაფიული კონტროლით", მაგრამ ყველას კარგად ესმის: ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ბოლო დროს აშშ-სთან ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ყველა ნამდვილი ომის დაწყების მოლოდინშია.




ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეა ფლობს უზარმაზარ მიწისქვეშა თავშესაფრებს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის. SuperStation95-ის წყაროები პენტაგონში განმარტავენ, რომ დღეისთვის ფხენიანის ბომბსაფრები არ არის გათვალისწინებულნი კსდრ-ს დედაქალაქის დღევანდელი მოსახლეობისთვის, რომლის რაოდენობა 2,6 მლნ. ადამიანია. ამგვარად, 600 000 მოქალაქეს შესთავაზეს გასვლა, რაც სავარაუდოდ წარმოადგენს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოქმედებათა დაგეგმარების ნაწილს.

ისინი, ვისაც ფხენიანის სასწრაფოდ დატოვება უბრძანეს, ადგილობრივი ხელისუფლები აძლევენ "არასაიმედოსა" და "არაკეთილსასურველის" კვალიფიკაციას. ამ ადამიანებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა კანონები დაურღვევიათ, მრავალი "არასაიმედო" ციხეშიც მჯდარა. ბუნებრივია, რომ "არასაიმედოებისა" და "არასასურველების" სიაში მოხვდნენ კსდრ-ში აკრძალული სამხრეთკორეული ფილმების მაყურებლებიც, ასევე პირები, რომლებსაც სამხრეთ კორეაში ნათესავები ჰყავთ.





ნებისმიერ შემთხვევაში, როგორიც უნდა იყოს ჩრდილო კორეული ხელისუფლების განმარტება, კსდრ-მ ეს ესაა გადადგა აშკარად სამხედრო ნაბიჯი, როდესაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაილი გაიყვანა თავისი დედაქალაქიდან. ამ მოქმედების ნამდვილი აზრი რაციონალურად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელია.

წყარო: https://www.superstation95.com/index.php/world/3652

ჩრდილოეთ კორეაზე შეტევის გეგმა უკვე მზადაა.

პრეზიდენტმა ტრამპმა თავის სამხედროებს უბრძანა მზად იყონ ჩრდილოეთ კორეაზე შეტევის სხვადასხვა ვარიანტისთვის.

ერთ-ერთმა მრჩეველმა, გენერალ-ლეიტენანტმა H. R. McMaster-მა, დაადასტურა, რომ დამრტყმელი ჯგუფი შექმნილია და ყველაფერი მზადაა ოპერაციის დასაწყებად.

ვარიანტებს შორის განიხილება - კომანდოსების დესანტირება და გამაფრთხილებელი სარაკეტო დარტყმები.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დგას ამერიკული ოპერაციის წინაშე გაანადგუროს ჩრდილოკორეელი ლიდერი კიმ ჩენ ინი, დედაქალაქის ქვეშ არსებული რთული გვირაბული სისტემაა.

ამავე დროს, პეკინმა გააფრთხილა მოსახლეობა კორეის ნახევარკუნძულზე ომის შესაძლო დაწყების შესახებ.

კონფლიქტი ჩრდილოეთ კორეის გარშემო შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ წუთს. ამის შესახებ იუწყება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი, და მის სიტყვებს გადმოსცემს The South China Morning Post.

"ბოლო დროს დაპირისპირება გაძლიერდა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კონფლიქტი შეიძლება გაჩაღდეს ნებისმიერ მომენტში. ომი თუ დაიწყება, წააგებს ყველა - ასეთ დროს შეუძლებელია ვინმე გამარჯვებული დარჩეს", - თქვა ჩინეთის დიპლომატიური უწყების მეთაურმა. მისი თქმით, მან, ვინც კონფლიქტს დაიწყებს,  უნდა აიღოს ისტორიული პასუხისმგებლობა და მოემზადოს შესაბამისი საზღაურის გადასახდელად.

ადრე, 14 აპრილს ტელეარხ NBC News-მა აშშ-ს დაზვერვის წყაროების დაყრდნობით გადმოსცა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი მზადაა განახორციელოს გამაფრთხილებელი დარტყმა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ობიექტებზე, თუ ფხენიანი კიდევ ერთხელ გამოსცდის ატომურ იარაღს. მათი ცნობით, კსდრ-ს შეუძლია ჩაატაროს მორიგი გამოცდა უკვე უახლოეს დღეებში, და ამის თავიდან ასაცილებლად ჩრდილოეთ კორეის პოლიგონიდან 500 კმ-ს მოშორებით აშშ-მ ორი საესკადრო ხომალდი, რომლებიც აღჭურვილია "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. გარდა ამისა, აუცილებლობის შემთხვევაში საქმეში ჩაერთვებიან მძიმე ბომბდამშენები, რომლებიც განლაგებულნი არიან კუნძულ გუამზე, წყნარ ოკეანეში.

აპრილის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ დამოუკიდებლად გადაწყვეტს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პრობლემას, თუ ჩინეთი ამის გაკეთებას არ აპირებს.

2016 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ გაუშვა 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა, ასევე განახორციელა ორი ბირთვული გამოცდა, რომლითაც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციები დაარღვია.

წყარო: http://kerzak-1.livejournal.com/5196143.html

იხ. ასევე წყაროები:


http://sensaysay.ru/blog/43604312855/Ugroza-voynyi...-Situatsiya-kraynyaya.-Phenyan-evakuirUyet-600-0

http://новости-мира.ru-an.info/новости/лидер-кндр-готовится-к-войне-с-америкой-он-принял-решение-эвакуировать-600000-человек-из-пхеньяна/

https://cont.ws/@natusvincerus/588224

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/N3Z2qDCyFcg" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню