პოლიტიკა - მითი დედამიწის ჭარმოსახლიანობის შესახებ - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

"ოქროს მილიარდის" მასონური გეგმა  და მითი დედამიწის ჭარმოსახლიანობის შესახებ

დედამიწის მოსახლეობის გადანაწილების რუკა

თავისუფალი ქვისმთლელები

ანოტაცია: პლანეტის ჭარბმოსახლეობის ანალიტიკური კვლევა. პუბლიკაციის პირველი ნაწილი შეიცავს მოცემული თეორიის ჩამოყალიბების ზოგიერთ ისტორიულ ფაქტს, სადაც აღწერილია "მალთუსიანელობის" იდეოლოგიური წარმოშობის ისტორია. შემჩნეულია ამ იდეოლოგიის კავშირი "თავისუფალ ქვისმთლელთა" საიდუმლო წრეებთან. თქვენ თუ არ გაინტერესებთ საიდუმლო ორგანიზაციების ისტორიის ქექვა, მაშინ, დარწმუნებულნი ვართ, მეორე ნაწილი, რომელიც შეიცავს მსოფლიო რუკებს, და რომლებიც ადასტურებენ, რომ ჩვენს პლანეტაზე უამრავი თავისუფალი ადგილია ადამიანთა დასასახლებლად, გულგრილს არ დაგტოვებთ. ეს რუკები გვაოცებენ თავიანთი უბრალოებით, სიმარტივით და თვალსაჩინოებით, რომლებსაც ზედმეტი სიტყვები სულაც არ სჭირდებათ...


ბოლო წლებში ხშირად გვესმის ე. წ. დედამიწის ჭარბი მოსახლების შესახებ. მაგრამ მოწინავე მეცნიერთა უმეტესობა იმ აზრზეა, რომ ეს მტკიცებულება არის მითი და დედამიწას შეუძლია გამოჰკვებოს დღეს არსებულზე ბევრად უფრო მეტი ადამიანი.

ვის აწყობს მოცემული კონცეფციის დანერგვა საზოგადოების ცნობიერებაში, და რაც მთავარია, რა მიზნით? მოცემულ კითხვას რომ ვუპასუხოთ, საკმარისია გავეცნოთ ინფორმაციას "თავისუფალი ქვისმთლელების" შესახებ, რომელიც მოცემულია ანასტასია ნოვიხის წიგნში "სენსეი IV" (Сэнсэй-IV). სწორედ ჩვენი დედამიწის ჭარბმოსახლიანობის ვარაუდზე, როგოც ქვიშისგან აგებულ საძირკველზე, შენდება "ოქროს მილიარდის" თეორია.

მაგრამ თანამედროვე მომხმარებლ
ურ მსოფლიოში იმის ნაცვლად გადაჭრან დედამიწის ჭარბი მოსახლეობის პრობლემა, ცდილობენ მის ხელოვნურ შემცირებას. მსოფლიოს ერთი მუჭა მწარმოებელ-ფინანსური "ელიტის" დაფარული დადგენილებები ინტენსიურად ხორციელდება დედამიწის თვით მრავალმილიარდიანი მოსახლეობის მიერ. რადგან, როგორც ცნობილია, რაც უფრო მეტი ადამიანი განიცდის შიშს, მით უფრო ადვილია მათით მანიპულირება. კერძოდ, კონსპიროლოგიურ თეორიებსა და ანალიტიკურ მასალებში მსოფლიო პოლიტიკის შესახებ ფიგურირებს ისეთი ცნება, როგორიცაა "ოქროს მილიარდი" ("ახალი მსოფლიო წესრიგი"), რომელიც ვარაუდობს დედამიწის მოსახლეობის ხელოვნურ შემცირებას ერთ მილიარდამდე. ეს თეორია შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა მისი დამადასტურებელი მოვლენები, რომლებიც ხდება ბოლო ათწლეულების განმავლობაში...

ვინც გაეცნობა ანასტასია ნოვიხის ზემოთხსენებულ წიგნს და გაეცნობა რა "თავისუფალი ქვისმთლელების" საიდუმლო საზოგადოების საქმიანობას, ადვილად დაინახავს მათ ხელს პლანეტის ჭარბმოსახლიანობის მითის ფორმირებაშიც. ასე, მაგალითად, შორეულ 1798 წელს ინგლისელმა მღვდელმა და მათემატიკოსმა თომას მალთუსმა გამოქვეყნა წიგნი "ნარკვევი ჭარბმოსახლიანობის კანონზე", რომელშიც მათემატიკური მეთოდებით ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მოსახლეობის რაოდენობა იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე არსებობისთვის საჭირო რესურსები. მალთუსი ამაში ვერ ხედავდა ვერავითარ სიძნელეს, რადგან ომებს და ეპიდემიებს მიიჩნევდა იმ "ბუნებრივ მექანიზმად", რომლებიც არეგულირებენ ადამიანთა რაოდენობას დედამიწაზე. ხოლო დედამიწის მოსახლეობის არაკონტროლირებადი ზრდის შემთხვევაში, კაცობრიობა, მალთუსის აზრით, შეეჯახება სურსათის უკმარობას. სხვათა შორის, ტერმინი "სასურსათო კრიზისი", ასევე ხშირად გამოიყენება მასმედიაში. მაგრამ, როგორც ვხედავთ, მსოფლიო სცენაზე ამ სპექტაკლის გათამაშებას "თავისუფალი ქვისმთლელები" იწყებენ XVIII საუკუნის მიწურულიდან.

მალთუსის ბიოგრაფიის ზედაპირული გაცნობაც კი თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ ვის პრინციპებზე შენდებოდა ეს იდეოლოგია და ვის ინტერესებს ემსახურებოდა იგი. თომას მალთუსი (1776-1834) - ინგლისელ მემამულეთა ოჯახიდან, მღვდელი (როგორც დღეს ამბობენ), მეცნიერი, დემოგრაფი, ეკონომისტი, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. "მეცნიერის მამა, დანიელ მალთუსი, ცნობილი მასონების დევიდ იუმისა და ჟან-ჟაკ რუსოს მიმდევარი იყო, რომელთაც პირადად იცნობდა. "თავისუფალ ქვისმთლელთა" იდეოლგია მალთუსმა სიყმაწვილიდანვე შეისრუტა. 18 წლისა ის შედის კემბრიჯის უნივერსიტეტის იესუს კოლეჯში, რომელთანაც მისი დამთავრების შემდეგაც იყო დაკავშირებული ვიდრე სიცოცხლის ბოლომდე. უფრო სიღრმისეულად რომ გავიგოთ, რას წარმოადგენდა ეს სასწავლო დაწესებულება, კვლავ ვთავაზობთ მკითხველს გაეცნოს ანასტასია ნოვიხის წიგნს "სენსეი IV". მოკლედ თუ ვიტყვით, კემბრიჯის უნივერსიტეტი ინგლისში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში, თავის დროს, სამწუხაროდ, "თავისუფალ ქვისმთლელთა" გარკვეული წრეების ზეგავლენით, გახდა საიდუმლო საზოგადოებათა (მასონები, როზენკრეიცერები, ილუმინატები და ა. შ.) იდეოლოგიის გამავრცელებელი.

იმ დროიდან მსოფლიოში ჩნდება იდეოლოგიური მიმართულება "მალთუსიანელობა" ან კიდევ როგორც დღეს უწოდებენ "ნეომალთუსიანელობა". მაგრამ მიდგომის არსი დარჩა იგივე. სიტყვამ მოიტანა და, უნდა ითქვას, რომ მალთუსიანელობამ განსაკუთრებული პოპულარობა ევროპაში მოიპოვა XX ს.-ის პირველ ნახევარში. ადოლფ ჰიტლერის მოძღვარმა და დამრიგებელმა, კარლ ჰაუსჰოფერმა ის საფუძვლად დაუდო ე. წ. "სასიცოცხლო სივრცის" ნაცისტურ თეორიას (ინფორმაციას "თავისუფალ ქვისმთლელებსა" და კარლ ჰაუსჰოფერზეც უფრო დეტალურად შეგვიძლია გავეცნოთ ანასტასია ნოვიხის წიგნში "სენსეი IV").

ფაქტობრივად კი, პლანეტას შეუძლია გამოჰკვებოს 25 მილიარდი ადამიანი, რასაც ადასტურებენ მსოფლიოს პროგრესულად მოაზროვნე მეცნიერები. მეტიც, თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც შემუშავებულია თავდაპირველი ფიზიკის "ალლატრას" საფუძველზე, შესაძლებლობას გვაძლევს არსებითად მივიღოთ ენერგია ამოუწურავი წყაროდან, შედეგად, უფასოდ უზრუნველვყოთ პლანეტის ყველა ადამიანი სურსათით, სასმელი წყლით და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა რესურსით).

__________________

შენიშნვა:
მეცნიერება ალლატრა (allatra-science) - მეცნიერთა საერთაშორისო საზოგადოება, რომლებიც გულისხმიერებას იჩენენ კაცობრიობის გლობალური პრობლემებისადმი. ეს არის წესიერ და ნიჭიერ ადამიანთა გაერთიანება, რომლებიც მუშაობენ მეცნიერების მოწინავე დარგებში.
__________________

ეს ნიშნავს იმას, რომ კაცობრიობას, "ალლატრა მეცნიერების" მეცნიერთა მიერ შემუშავებული უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, შესაძლებლობა გააჩნია გადავიდეს თავისი განვითარების ახალ საფეხურზე, შევიდეს სამყაროში, სადაც არ არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა შიმშილი, წყურვილი, უსახლკარობა და ელექტრომომარაგებისა თუ სიცოცხლის უზრუნველყოფის სხვა პრობლემები. ეს არის ტექნოლოგიები, რომლებსაც უმოკლეს დროში შეუძლიათ გადაწყვიტონ ეკოლოგიური და ბუნებრივი კატაკლიზმების პრობლემები. მეტიც, კლიმატური გეოინჟინერინგის განვითარების წყალობით ისინი შესაძლებლობას იძლევიან პლანეტის მსახლეობა დაიცვან დედამიწაზე კლიმატის გლობალური დაცვის შემთხვევაშიც კი. მაგრამ ეს ყველაფრი შეიძლება თავისუფლად მისაწვდომი და უფასო გახდეს მხოლოდ იმ საზოგადოებაში, რომელიც აფასებს და ცხოვრობს ზოგადსაკაცობრივ სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ესოდენ ეპოქალური ცოდნა ვერავითარ შედეგს ვერ მოუტანს მილიარდობით ადამიანს (ამგვარი უშედეგობის ნიშნად შეიძლება დავასახელოთ თუნდაც ცნობილი ფიზიკოსის ნიკოლა ტესლას გასაოცარი აღმოჩენები - "აპოკ". რედ.)

საბოლოოდ რომ გაიფანტოს მითი ე. წ. დედამიწის ჭარბი მოსახლეობის შესახებ, მოდი შევხედოთ რუქებს, სადაც ასახულია მოსახლეობის სიჭარბე. ეს რუქები აღებულია საიტიდან
metrocosm. იხ. სტატია: How so much of the world occupies so little of its land.



მიაქციეთ ყურადღება: ყვითელი ფერით აღნიშნულ ოლქებსა და წერტილებში ცხოვრობს იმდენივე ადამიანი, რამდენიც ხმელეთის დანარჩენ ნაწილში.

მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ ზოგიერთი რეგიონის გადიდებული გამოსახულებანი:

ინდოეთი, ბანგლადეში, ჩინეთი




იაპონიისა და ინდონეზიის მოსახლეობის სიმჭიდროვე, კუნძული იავა

ინდონეზია (კუნძული იავა), იაპონია




მოსახლეობის სიმჭიდროვე ევროპაში

ევროპა




დედამიწის მოსახლეობის სიმჭიდროვის გადანაწილება




ჩვენი თვალუწვდენელი პლანეტის მოსახლეობის სიმჭიდროვის საჩვენებლად შეიძლება გამოვიყენოთ სხვა მეთოდიც. ოლქებში, რომლებიც აღნიშნულია წითელი ფერით, ცხოვრობს მოსახლეობის 50%. ზუსტად ამდენივე ცხოვრობს იმავე ტერიტორიაზე, რომელიც აღნიშნულია ლურჯ ფერში.




17 წერტილში, რომლებიც აღნიშნულია წითელი ფერით, ცხოვრობს დედამიწის მოსახლეობის 5%. ზუსტად იმდენივე, რომდენიც ბინადრობს მთელს ტერიტორიაზე, რომელიც ლურჯად არის აღნიშნული. ლურჯი ფერი ფარავს ხმელეთის 72%-ს, წითელი კი მხოლოდ - 0,1%.

ახლა კი უფრო დეტალურად ვნახოთ მოსახლეობის სიჭარბე ქვეყნებისა და კონტინენტების მიხედვით.

მოსახლეობის გადანაწილება კანადაში



კანადა თავისი ფართობის სიდიდით მეორეა რუსეთის შემდეგ. მაგრამ კანადელების ნახევარი ცხოვრობე 49-ე პარალელის სამხრეთით, რომელიც რუქაზე ლურჯი ზოლით არის აღნიშნული.


იტალიის მოსახლეობის სიმჭიდროვე



იტალიის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს ქვეყნის სულ 8%-ზე. ამისი ძირითადი მიზეზი არის ის, რომ აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში განლაგებულნი არიან მთები.



ვსტრალიის
მოსახლოების სიმჭიდროვე



ალბათ, ყველაზე უცნაურ ქვეყანასა და კონტინენტს მოსახლეობის განლაგებისა და სიმჭიდროვის მიხედვით წარმოადგენს ავსტრალია. მისი მოსახლეობის 50% (11,5 მილიონი ადამიანი) ცხოვრობს მატერიკის დანარჩენ ნაწილთან შედარებით ძალიან პატარა წერტილებში, რომლებიც რუქაზე აღნიშნულია წითელი ფერით.



აშშ-ს მოსახლეობის სიმჭიდროვე



აშშ-ს მოსახლეობის 50% ცხოვრობს დიდ ქალაქებში, რომლებიც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე არიან განლაგებულნი. კალიფორნიის შტატი - ყველაზე ჭარბად დასახლებული შტატია.


ესპანეთის მოსახლეობის სიმჭიდროვე



ესპანეთის მოსახლეობის 14% ცხოვრობს დიდ მადრიდში (საკუთრივ მადრიდი + გარეუბანი). ის აღნიშნულია დიდი წითელი ნიშნით ცენტრში. ქვეყნის დაახლოებით 90% უკავიათ მთებს.


საფრანგეთის მოსახლეობის სიმჭიდროვე



ამ ანიმაციაში გაერთიანებულია რამოდენიმე რუკა. მათზე ნაჩვენებია, რამდენ ტერიტორიას იკავებს საფრანგეთის მოსახლეობის 10, 20 და მეტი პროცენტი. ეს არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანი, რომელიც პრაქტიკულად მთლიანად დასახლებულია
(უფრო დეტალურად იხ. How so much of the world occupies so little of its land


ჩრდილოეთ აფრიკის მოსახლეობის სიმჭიდროვე



ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაფარულია ქვიშით და დედამიწაზე ყველაზე დიდი, საჰარის უდაბნოთი. ორი ოლქი, რომელიც რუკაზე წითლად არის აღნიშნული დასახლებულია ამ რეგიონის მოსახლეობის 50%-ით. ეს არის ნილოსის დელტა და მისი სანაპირო ტერიტორიები ეგვიპტესა და მაროკოს უდიდეს ქალაქებში - რაბათსა და კასაბლანკაში, გარეუბნებთან ერთად.



თურქეთის მოსახლეობის სიმჭიდროვე



სპეციალისტების ვარაუდით უკვე
უახლოეს ათწლეულებში, კლიმატის გლობალური ცვლილება მილიარდობით (!) ადამიანს აიძულებს მიგრირებას. მოცემული რუკები ამბობენ იმის შესახებ, რომ ჩვენს პლანეტაზე ადამიანების განსახლებისა და კომფორტულად მათი ცხოვრებისთვის საკმაო პირობებია. საკმარისია გადმოვიღოთ იაპონიის მცხოვრებთა გამოცდილება, რომლებიც მეგაპოლისებს თავიანთი ქვეყნის უმცირეს დაბლობებზე აშენებენ. სხვათა შორის, იაპონიის მცხოვრებლებს, ბოლო ინფორმაციის მიხედვით, უკვე დღესვე მართებთ ფიქრი და მზადება კონტინენტზე გადასახლებისთვის.

როგორც ვხედავთ, დედამიწის ჭარბი მოსახლეობის თეორია მსოფლიო პოლიტიკის სცენაზე გამოსული მეთოჯინეების ფიქციაა. ეს არის მათი გამონაგონი, ვინც მეთაურობს "თავისუფალ ქვისმთლელთა" საიდუმლო საზოგადოებებს. ამ მეთაურბს "არხონტებს" უწოდებენ. მათზე ასევე იპოვით ინფორმაციას ანასტასია ნოვიხის ზემოთდასახელებულ წიგნში.

ასე, რომ პლანეტა დედამიწაზე თავისუფლად შეუძლია ცხოვრება 25 მილიარდ ადამიანს, იმ პირობით, თუ ისინი საცხოვრებლად აირჩევენ კულტურულ-ზნეობრივ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ადამიანთა საზოგადოებასა და ურთიერთობაში.

წყარო: http://metrocosm.com/population-density-maps

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню