პოლიტიკა - მექსიკის მთავარი სენატორი მოუწოდებს აშშ-ს წაართვან 10 შტატი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > პოლიტიკა
მექსიკის მთავარი სენატორი მოუწოდებს აშშ-ს წაართვან 10 შტატი
აშშ - მექსიკის ომი
borderpac.org: მოცემულ მომენტში მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი დგამს ინტენსიურ ნაბიჯებს, რათა მოაწესრიგოს კონფლიქტი ტრამპის ადმინისტრაციასთან.

ადრე თეთრმა სახლმა გააჟღერა მუქარა, რომ თუ მექსიკა არავითარ ზომებს არ მიიღებს არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ - აშშ ცამდე აწევენ ტარიფებს მექსიკურ საქონელზე.

მაგრამ, მექსიკაში ყველა როდია თანახმა საკუთარი პრეზიდენტის მიდგომისა ხსენებულ პრობლემასთან. ასე, მაგალითად, ერთ-ერთმა მექსიკელმა სენატორმა ქვეყანას მოუწოდა უფრო რადიკალურად მოეპყრან აშშ-ს და დაიწყონ ომი მასთან ზოგიერთი ამერიკული შტატის დასაპყრობად.

ამგვარი განცხადებებით გამოვიდა საკუთარ Twitter-ში ფელიქს სალგადო მაკედონიო (Félix Salgado Macedonio). თავისი სიტყვა მან დაიწყო იმით, რომ ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა დონალდ ტრამპს, რის შემდეგ სწრაფად გადავიდა საქმეზე - ანუ ტერიტორიების დაბრუნების იდეაზე, რომლებიც 19-ე საუკუნეში დაიპყრო (როგორც მექსიკელები ამბობენ) აშშ-მ მექსიკასთან გაჩაღებული ომის დროს.



Google თარგმანის მიხედვით მექსიკელი სენატორის ტვიტი დაახლოებით ასე ჟღერს: "ჰეი, შენ, თმა სიმინდს რომ მიგიგავს, ნუ გგონია შენი გვეშინოდეს. კალიფორნია, ნევადა, ტეხასი, იუტა, ნიუ-მექსიკო, არიზონა, კანზასი, ოკლაჰომა, კოლორადო და ვაიომინგი - ეს მექსიკის ტერიტორიებია. და ჩვენ ვაპირებთ დაკარგულის დაბრუნებას. Viva AMLO, გარეწრებო!"



"Pelos de elote" ანუ «სიმინდის თმები" - ეს არის ტრადიციული მექსიკური სლენგი, შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, რომელიც შეუხედავ თმაზე მიუთითებს.

"Viva AMLO" - ეს არის პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის ქება, რადგან მთავარი ასოები წარმოადგენენ მისი სახელის აბრევიატურას.

კალიფორნია, ნევადა, ტეხასი, იუტა, ნიუ-მექსიკო, არიზონა, კანზასი, ოკლაჰომა, კოლორადო და ვაიომინგი - ეს საზოგადოდ და მთლიანად, ისედაც გასაგებია: მექსიკელმა სენატორმა დეტალურად ჩამოთვალა ის შტატები, რომლის დაბრუნებასაც მექსიკა აპირებს.



ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ მექსიკაში არსებულ ვითარებაზე, შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ ფელიქს სალგადო მაკედონიო - ეს არის მექსიკელი კლოუნი, რომელიც სენატში ხალხის გასართობად ზის. 31 მაისს (ტვიტის თარიღი) ამ ფელიქსმა დიდი ხმაური ტვიტერში. მაგრამ, ყველაფერი ბევრად უფრო სერიოზულად არის.

ფელიქს სალგადო მაკედონიო - შემთხვევითი კანონმდებელი როდია, რომელიც ყველაფერს აყრანტალებს, რაც კი ენის წვერზე მოადგება. როგორც მის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ნათქვამი, დღეისთვის ის ასრულებს მექსიკის სენატში არსებული ეროვნული თავდაცვის კომისიის პრეზიდენტის მოვალეობას. ის ასევე შედის რამოდენიმე სხვა კომიტეტის შემადგენლობაში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ადამიანი, რომელსაც წამყვანი პოზიცია უკავია როგორც მექსიკის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში, ასევე ზოგადპოლიტიკურ პლანშიც - ის მეთაურობს კომისიას, რომელიც ეწევა სენატის არჩევნების ორგანიზებას. ამიტომაც ამგვარი განცხადებები მართლაც რაღაცას ნიშნავს.



მიუხედავად ამისა, შეუძლებელია არ შევნიშნოთ, რომ ბ-ნმა მაკედონიომ ოდნავ გადაამლაშა, რადგან მან უხეშად გამოიწვია ჩვენი პლანეტის ყველაზე მძლავრი არმია. 10 ივნისს ძალაში შედის 5%-იანი ტარიფების პირველი რაუნდი, რომელიც შემდეგში უფრო და უფრო გაიზრდება - გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობა იქნება მექსიკის საზღვარზე. ასე რომ, თუ მექსიკელები შემდეგშიც მასობრივად მიაშურებენ კალიფორნიასა და ვაიომინგს - ურომ, ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა მთელი ძალით დაეშვას მათ თავზე.

წყარო: thebigtheone.com // borderpac.org

TOP. GE
Назад к содержимому