პოლიტიკა - გერმანიის საშინელი იუვენალური გამოცდილება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

გერმანიის საშინელი იუვენალური გამოცდილება

ბავშვების უფლებების დაცვა

გერმანია ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყანაა. მაგრამ რატომღაც ამ ბოლო დროს ამ ქვეყანაში სულ უფრო ხშირად ისმის აღშფოთებული მშობლების პროტესტი, რომელთაც ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საქმეთა ადგილობრივი სამმართველოები ართმევენ საკუთარ შვილებს და ათავსებენ მათ ინტერნატებში ან შეძლებულ ოჯახებში. ყველაზე საშინელი ის არის, რომ მშობლებს თავიანთ შვილებს ართმევენ - კანონიერი გზით. ოჯახური სასამართლოს გადაწყვეტილებით.

როდესაც ამგვარი რამ გესმის, - არ იჯერებ. ფიქრობ, რომ აქ ლაპარაკია რომელიღაც ასოციალურ ოჯახებზე, სადაც ბავშვებს არ აჭმევენ, არ ზრდიან, უხეშად ეპყრობიან და ძალადობენ. სულაც არა, - კვლავ და კვლავ "მზრუნველი" ორგანოთა გულმოდგინე მუშაკები ბავშვებს ართმევენ სრულიად ნორმალურ ოჯახებს, აბსოლუტურად დაუსაბუთებელ მიზეზთა საფუძველზე. ბავშვების წართმევის დროს, ეს მიზეზები ისეა მოდელირებული და მიყენებული ვითარებას, რომ შემდეგ შესაძლებელი იქნას ოჯახიდან ბავშვის წამოყვანის გადაწყვეტილების "სწორი" დასაბუთება. აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება სიცრუე და ცილისწამება. ბავშვთა წართმევა ხდება მოულოდნელად, ხშირად - შურისძიებით აღძრული ნათესავის, მეზობლის, ექიმის, საბავშვო ბაღის აღმზრდელის ან სკოლის მასწავლებლის წერილობითი დასმენის შედეგად. დამსმენთა მიერ წერილებში აღწერილი "ფაქტების" სინამდვილე უმეტეს შემთხვევაში არ მოწმდება. სამეურვეო ორგანოთათვის საკმარისია ე. წ. "სიგნალი", რათა დაიწყონ ოჯახიდან ბავშვის წაყვანის პროცედურა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების საქმეთა სამმართველო ვალდებულია ამგვარი "სიგნალის" მიღების შემდეგ 48 საათის განმავლობაში წარადგინოს სასამართლო დასკვნა მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებით, ხშირად ეს მომენტი უგულებელყოფილია. ბავშვებთან და ახალგაზრდებთან დაკავშირებული გერმანული კანონის მიხედვით, ბავშვების მეურვეობის ქვეშ განწესება ყველაზე მკაცრი და უკანასკნელი მეთოდია, თუ მანამდე გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. მაგალითად, ოჯახისადმი დახმარებამ, მშობლების კონსულტაციამ, აუცილებელმა ფსიქოლოგიურმა თერაპიამ და სხვა. ამ ბოლო დროს ეს მეთოდები სრულიად უგულებელყოფილია და ბავშვზე მეურვეობა მშობლების მონაწილეობის გარეშე, ოჯახისთვის სრულიად მოულოდნელად გამოაქვთ.

პრაქტიკულად ყველა დაზარალებული ოჯახი სამეურვეო ორგანიზაციათა მხრიდან ზეწოლაზე იტყობინება: "თქვენ ან ნებაყოფლობით მოაწერთ ხელს თქვენი შვილის მეურვეობის ქვეშ გადაყვანაზე, ან მას ვერასოდეს იხილავთ!" ბავშვების წართმევა ხშირად სრულიად ნორმალური და სოციალურად ინტეგრირებული ოჯახებიდანაც ხდება. მშობლებს თავიანთი უფლებებიდან ართმევენ ყველაზე უმთავრესს - განსაზღვრონ ბავშვის საცხოვრებელი ადგილისა და მისი ჯანმრთელობის დაცვის უფლებას. ოჯახიდან ბავშვის წაყვანის შემდეგ მშობლებს საერთოდ ეკრძალება საკუთარი შვილის მონახულება. ამგვარი აკრძალვა მოქმედებს 3-დან 12 თვემდე. ბავშვებს უმეტესწილად ათავსებენ დაწესებულებაში, რომელიც მისი სახლიდან 100 ან უფრომ მეტი კილომეტრით არის დაშორებული, მშობლებთან შეხვედრა ნებადართული ხდება თვეში ერთხელ ან ორჯერ, თანაც 1-2 საათით. თანაც, ასეთი შეხვედრების დროს აუცილებელია სამეურვეო ორგანოს წარმომადგენლის, ე.წ. "კონტროლიორის" დასწრება, რომელიც აკონტროლებს იმას, როგორ ეპყრობა მშობელი საკუთარ შვილს და საერთოდ, აკონტროლებს მთელს შეხვედრას.

სატელეფონო საუბრები ისმინება, წერილებს სამეურვეო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხსნიან და კითხულობენ. მშობლებს მხოლოდ საქმის მასალების ნაწილს აცნობენ, უმეტეს შემთხვევაში კი ამ უფლებასაც ართმევენ. იმ მშობელთა ქმედება, რომელიც არ ეთანხმება სასამართლოს შესაბამის დადგენილებას, უსაფუძვლოდ და არაკოოპერატიულად მიიჩნევა. იმ შემთხვევაში თუ მშობლები დაიწყებენ დაცვას, მათ სპეციალური თერაპია ენიშნებათ. აქტიურ დედებს, რომლებიც საკუთარი შვილების გამოხსნისთვის იბრძვიან, ფსიქიურად დაავადებულის, ემოციურად არასტაბილურის ან კიდევ მოსაზღვრე ფსიქიური მდგომარეობის სინდრომში (borderline state) (ეს არის მდგომარეობა, როდესაც ავადმყოფი ჯანმრთელი მდგომარეობისა და ფსიქიური მოშლილობის ზღვარზე იმყოფება - რედ.) მყოფის "დიაგნოზი" ენიჭებათ. ნებისმიერი ამგვარი ბრალდება ოჯახის გარეთ ბავშვის ყოფნის გახანგრძლივებას იწვევს. საქმისწარმოება შეგნებულად ჭიანურდება. მშობლებს ამ პერიოდში ბავშვის მდგომარეობის შესახებ არაფერს ატყობინებენ. მშობლებს ერთმევათ უფლება განსაზღვრონ საკუთარი შვილის სასწავლო დაწესებულება, რელიგია, აცრები და ოპერაციები.

"რა საშინელებაა?" - იკითხავს მკითხველი და მართალიც იქნება. ეს ნამდვილად საშინელებაა! რატომ, რისთვის, როგორ? აი კითხვები, რომელიც აღეძვრის ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ამგვარი ინფორმაციის მიღების შემდეგ, თანაც ისეთი ცივილიზებული ქვეყნიდან, როგორიც გერმანიაა.

"როდესაც გაუგებარია რაზეა ლაპარაკი, მაშასადამე ფულზე ლაპარაკობენ" (ამერიკული ანდაზა). სამეურვეო ორგანოთა მუშაკები დაინტერესებულნი არიან რაც შეიძლება მეტი ბავშვი "ამოიღონ" ოჯახებიდან. ასე ხომ მათი სამუშაო ადგილი უფრო დაცული იქნება. რაც უფრო მეტია შემთხვევა, სამუშაოც ხომ მითუ უფრო მეტი იქნება.

ბოროტების ფესვი იმაშია, რომ ახალგაზრდობის საქმეთა ადგილობრივ სამმართველოთა მუშაკები პასუხს არ აგებენ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისთვის. რაც შეეხება სასამართლოს, მოსამართლეს უბრალოდ ეშინია გამოიტანოს არასწორი დადგენილება. ამიტომაც ის პრაქტიკულად ყოველთვის ენდობა სამეურვეო ორგანოების "ექსპერტთა" მიერ მიღებულ ინფორმაციასა და გადაწყვეტილებას. ხოლო სამეურვეო ორგანოები ტყავში ძვრებიან და ყველა ნებადართული თუ აკრძალული ხერხებით ცდილობენ მაქსიმალურად დაუმძიმონ მოსამართლეს საქმის ვითარება. უბრალოდ რომ ვთქვათ, მოსამართლე ყველაზე ნაკლები წინააღმდეგობის გზით მიდის და მოქმედებს პრინციპით "ოჯახში თუ მართლაც ასეთი ცუდი მდგომარეობაა, მაშინ ბავშვი უნდა გადარჩეს. ხოლო თუ ასე არ არის, ბავშვთა სახლებში ცუდი არაფერი შეემთხვევა".

უნდა ითქვას, რომ მოსამართლეს არ სურს აღმოჩნდეს სიტუაციაში, როდესაც ის სწორად ვერ შეაფასებს სიტუაციას, თავისი გადაწყვეტილებით ბავშვს ოჯახს დაუბრუნებს, შემდეგ კი ნარკომანი ან გალოთებული მშობლების მიერ მოკლულ მოზარდს მორგში აღმოაჩენენ. ასე, რომ უმჯობესია გადაჭარბებით შეაფასო სიტუაცია, ვიდრე ბოლომდე ვერ შეაფასო. ეს არის უბრალო და პრაგმატული გადაწყვეტილება, რომლითაც მოზარდთა ბედი წყდება.

მშობელთა ძირითადი მასა უბრალოდ მზად არ არის ამგვარი გადაწყვეტილებისთვის და სამეურვეო ორგანოებიდან არანაირ საშიშროებას არ ელოდება. მრავალი ოჯახი ხშირად მიმართავს მათ მატერიალური დახმარებისთვის და არცთუ იშვიათად ღებულობს მათ. მაგრამ მრავალი მშობლისთვის ამგვარი მიმართვა მოგვიანებით საკუთარი შვილისთვის ნამდვილ ბრძოლად გარდაიქმნება და ბოლოს დიდხანს ნანობენ იმაზე, რომ თვითონ მიმართეს დახმარებისთვის სამეურვეო ორგანიზაციას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ორგანო, რომელიც კონსულტაციას გაუწევდა მშობლებს, დაიცავდა მათ უფლებას. ერთადერთი, რაც მშობელს რჩება - ადვოკატის დაქირავებაა, რომელიც ძალზედ ძვირი ღირს, და სიზმარში ცხოვრება იმ რწმენით, რომ ბავშვს ასე თუ ისე, დაუბრუნებენ. თუმცა, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ასე სულაც არ ხდება. მშობლებისთვის წართმეულ, მორალურად დათრგუნულ, ფსიქიურად ტრავმირებულ ბავშვებს, რომლებსაც უკვე მშვიდი ცხოვრება და მშობლებისგან მოშორებით სწავლა არც შეუძლიათ, ერთი საბავშვო სახლიდან მეორეში ატარებენ, ზოგჯერ წელიწადში 5-6-ჯერ, რითაც კიდევ უფრო ამძიმებენ ისედაც მათ არამყარ ფსიქოემოციურ მდგომარეობას.

როგორც სამეურვეო ორგანოთა ერთმა მსხვერპლმა ბიჭუნამ განაცხადა, "მათ მე ჩემი ცხოვრების 3 წელი წამართვეს". წარმოუდგენელი ძალისხმევის შედეგად მოახერხა ამ ბიჭუნას დედამ შვილის დაბრუნება. ატეხა გაუგონარი ხმაური პრესასა და ინტერნეტში, დაიქირავა ადვოკატი, მიმართა ევროპარლამენტს, რათა ზემოქმედება მოეხდინა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და ინტერნატში 3 წლიანი ყოფნის შემდეგ საკუთარი შვილი დაებრუნებინა. დედას მოშორებული ბავშვი იმდენად იტანჯებოდა, რომ ვერ სწავლობდა, ვერ ჭამდა, ერთხელ დანის მეშვეობით თვითმკვლელობაც სცადა. ხოლო როდესაც ეს ვერ გამოუვიდა, დედასთან ერთ ერთი მოკლე შეხვედრის დროს, მისი მოკვლა სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ დედას შვილი დაუბრუნეს, მას ეშინია ის კვლავ არ წაართვან და ისევ იგივე არ განიცადოს, რაც ამ სამი წლის განმავლობაში განიცადა. ამიტომაც, დედამ მიიღო გადაწყვეტილება და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი გამოიცვალა, - მან საერთოდ დატოვა გერმანია ბავშვთნ ერთად.

იუვენალური მანქანა მონოტონურად მუშაობს. ყველა საქმეშია. მხოლოდ უბედური დედები და შვილები, დანგრეული ოჯახები და გაუბედურებული ახალგაზრდები ითხოვენ შველას. მშობლები სულით არ ეცემიან და თავიანთ "დემოკრატიულ" ქვეყანაში სამეურვეო ორგანოებს ებრძვიან.

იმისთვის, რათა მოახდინონ ფინანსების ეკონომია, რომელსაც სახელმწიფო უხვად გასცემს ბავშვების შესანახად, კერძო ინტერნატები და სხვა კერძო საბავშვო სახლები ქირაობენ დაბალი კვალიფიკაციის პერსონალს. ანუ ბავშვებთან პრაქტიკულად მუშაობენ საზოგადოების ნარჩენები, უმუშევრები, რომელთაც არა მარტო სამუშაო, არამედ საშუალო განათლებაც კი არა აქვთ. სპეციალურ, პედაგოგიურ განათლებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამგვარი "პედაგოგიკის" შედეგები ცხადი ხდება იმ დაწესებულებების მაგალითზე, რომლებიც დასაქმებულნი არიან ძნელად აღსაზრდელი მოზარდებით.

დაზარალებული მშობლები უკვე მოძრაობას იწყებენ, ერთიანდებიან დაზარელებულ მშობელთა საერთოევროპულ ჯგუფში (CEED) და ყველასთან, ვინც სამეურვეო ქაოსის წინააღმდეგია. დაზარალებულმა მშობლებმა მოახერხეს გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტიის (FDP) (ბავარიის განყოფილება) ყურადღების მიპყრობა და მისი მხარდაჭერი მოპოვება. ადამიანები ქვეყნის პრეზიდენტის სახელზე პეტიციებს აგზავნიან.

ცხადია, რომ ბავშვების დაცვის მთელს ორგანიზაციას, რომელშიც შედიან ახალგაზრდობის საქმეთა უწყებანი, სამეურვეო ორგანიზაციები, ინტერნატები და სხვა კერძო დაწესებულებები, უბრალოდ არ შეუძლია ობიექტურად იმოქმედოს ბავშვთა კეთილდღეობის მისაღწევად. თუ პირველნი (ანუ სამეურვეო ორგანიზაციები) ბავშვთა წართმევით პურს ჭამენ, მეორეთ (კერძო აღმზრდელობითი დაწესებულებებს) ბავშვებზე ნამდვილი ბიზნესი გაუმართავთ. სხვაგვარად არც იქნებოდა: პრაქტიკულად ყველა ორგანიზაცია, სადაც ოჯახებწართმეული ბავშვები ხვდებიან, კერძოა და თავის მიზნად სუბსიდიების მოპოვებას იზრახავს. შედეგად, ისინი მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ, და არა იმაზე, როგორმე არ დაუმახინჯონ ბავშვს ფსიქიკა და რაც შეიძლება მალე დაუბრუნონ ის თავის ოჯახს.

რაც შეეხება პატრონატულ ოჯახებს, ანუ მათ ვინც სამეურვეოდ აიყვანეს ბავშვები, ასევე ფინანსდებიან სახელმწიფოსგან და როგორი გულდასაწყვეტიც უნდა იყოს, ასეთი ოჯახებიც სწორედ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების დარდით, დაინტერესებულნი არიან ნაკლები დაახარჯონ მათ მიერ მიშვილებულ ბავშვს და ცდილობენ მეტ მატერიალურ მოგებას გამორჩნენ აქედან.

2010 წელს მეურვეობის ქვეშ აღმოჩნდა 36.300 ბავშვი, და გასული 5 წლის მონაცემებთან შედარებით ეს 42%-ით მეტია.

იკვეთება აშკარა ტენდენცია: ყოველწლიურად დანგრეულ ოჯახთა რაოდენობა მნიშვნელოვნად მატულობს და ეს არანაირად არ არის დაკავშირებული ოჯახებში ძალადობის მატებასთან.

_______________

წყაროები:

http://juvenaljustice.ru/news/1054-juvenalnaja-justitsija-v-germanii-tjazhelyj-roditelskij-opyt.html

http://www.3rm.info/27242-strashnyy-yuvenalnyy-opyt-germanii.html

http://bav-eot.livejournal.com/1206684.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню