პოლიტიკა - გაერო-ს დოკუმენტი - შენაცვლებადი მიგრაცია ევროპაში, აშშ-სა და რუსეთში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

გაერო-ს დოკუმენტი: შენაცვლებადი მიგრაცია ევროპაში, აშშ-სა და რუსეთში

მიგრანტები
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/cpmSEZ16jrw" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ჩვენს აუდიტორიას ჩვენგან არაერთხელ სმენია გაერო-ს 21-ე პროგრამის შესახებ. ეს არის დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის პროგრამა 21-ე საუკუნეში, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის შეკავებას დიდ ქალაქებში, მის დაშორებას მიწისგან, სხვა სიტყვით რომ ვთქვათ - ეს არის მოსახლეობის კონტროლი. მაგრამ არსებობს გაერო-ს სხვა პროგრამაც, რომელსაც ჩემი აზრით ჯეროვანი იქნება ვუწოდოთ "შემოსევა 21". ეს არის 2000 წლის დოკუმენტი და ჩვენ ახლა მას გავეცნობით. მასში ჩვენ შეიძლება დავინახოთ ის, რასაც მრავალი ადამიანი ხალხთა დიდ გამოდევნას უწოდებდა. და ისინი ამის შესახებ ლაპარაკობდნენ ჯერ კიდევ 17 წლის წინათ. ასეთი იყო გეგმა. ისინი ყოველივე ამას გვაწვდიდნენ, როგორც რეაქციას გარკვეულ მოვლენაზე, მაგალითად ომებზე, რომელთაც, უმეტეს შემთხვევაში ხელოვნურად ქმნიან. და ხალხთა გადაადგილებას ისინი გვაწვდიდნენ როგორც რეაქციას ომზე ან სხვა კატასტროფებზე. მაგრამ, ნუ მოტყუვდებით, ასეთი იყო გეგმა. მოდი ვნახოთ, რადგან ეს არის ნამდვილი ბრძოლა დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ, რომელიც არის თავდაცვის უკანასკნელი წინაღობა ახალი მსოფლიო მთავრობის შექმნის გზაზე.

მოდი განვიხილოთ ეს სტატია გამოცემიდან WND. ისინი ამას განიხილავენ, როგორც ლტოლვილებით ევროპელთა ჩანაცვლების გეგმას.



ეს არის გაერო-ს 2000 წლის დოკუმენტი და მას ეწოდება "შენაცვლებადი მიგრაცია - გადაწყვეტს თუ არა ეს მოსახლეობის შემცირებისა და დაბერების პრობლემას". ეს არის გაერო-ს დოკუმენტი და ჩვენ მას განვიხილავთ. ის ეხება ევროპაში შობადობის დაცემის პრობლემას და, რა თქმა უნდა, ანალოგიურ პრობლემას აშშ-სა და იაპონიაში, და ის, პრობლემის გადასაწყვეტად გვთავაზობს მასობრივ იმიგრაციას, რასაც ვხედავთ კიდეც.



ციტატა: "განვითარებადი ქვეყნებიდან წამოსული მოსახლეობის დინების გარეშე ეკონომიკა დაზარალდება შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირების გამო. ასევე შემცირდება გადასახადებით შემოსული თანხების მოცულობაც. დოკუმენტის თანახმად, შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და პიროვნებები, ისინი, რომელთაც ისინი ხშირად აქციონერებს ან ბენეფიციარებს უწოდებენ, რაც ჩემის აზრით ერთი და იგივეა. ესენი არიან პიროვნებები, რომლებმაც ყველაფერი ხელთ უნდა იგდონ, ხოლო ქონებად თქვენ უნდა იქცეთ. ესენი არიან ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომლებიც დადიან ბილდერბერგისა და მის მსგავსი კლუბების შეხვედრებზე. ამ შეხვედრათა ნაწილი საჯაროა, ნაწილი კი საიდუმლო.



ამ ორგანიზაციებიდან, ზოგიერთი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაა. ეს გაეროს ჯგუფია. ისინი ამტკიცებენ, რომ მასობრივი მიგრაცია "არა თუ შეუქცევადია, არამედ აუცილებელიც".

შემდეგ, გაერო-ს ფონდი პლანეტის მოსახლეობის სფეროში ეს არის ჯგუფი, რომელიც დასაქმებულია ოჯახის დაგეგმარებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მოსახლეობის შემცირებით და კონტრაცეპტივების გავრცელებით; ანუ, ისინი ლაპარაკობენ ამის შესახებ და ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გადავჭრათო ეს პრობლემა. დასავლეთში შობადობა საკმაოდ მკვეთრად ეცემა და ამავე დროს ხდება ოჯახის დაგეგმარების ლობირება.




საქმე ამაში როდია ან უფლებათა დაცვის პროგრამებში, რომლებიც ბანკირებმა და მთავრობამ თავს მოახვია ამერიკელებსა და განვითარებადი ქვეყნების მცხოვრებლებს. ვალუტის საერთაშორისო ფონდი დადანაშაულებულ იქნა არაორიენტირებად ქცევაში, როდესაც შეწყვიტა განვითარებადი ქვეყნების სტიმულირება, მათი ინფრასტრუქტურის გამყარება და სოციალური პროგრამების განვითარება. და აი, სანამდე მივედით. სწორედ ეს არის მომდევნო ნაბიჯი. აქ ნათქვამია, რომ ემიგრანტები ვერ გადაწყვეტენ მოსახლოების გრძელვადიანი დაბერების პრობლემას, თუ მხედველობაში არ მივიხებთ ემიგრაციის ათჯერად გაზრდას. აი, რა ხდება დღეს.

მოდი განვიხილოთ თვით გაერო-ს დოკუმენტი, რომელიც ეხება შენაცვლებად მიგრაციას და ვნახოთ შეძლებს თუ არა ის მოსახლეობის დაბერების პრობლემის გადაწყვეტას. დოკუმენტი ასე იწყება: "გაეროს პროგნოზი აჩვენებს, რომ უახლოეს 50 წელიწადში ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, ასევე იაპონია შეეჯახებიან მოსახლეობის დაბერებისა და შემცირების პრობლემას". შემდეგ: "ჩვენ გვჭირდება შენაცვლებადი მიგრაცია დაბალი შობადობის 8 ქვეყანაში. ესენია: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, რუსეთის ფედერაცია, გაერთიანებული სამეფო და აშშ".

შემდეგ, ისინი განსაკუთრებულად ამახვილებენ ყურადღებას ევროპაზე და ევროკავშირზე. ისინი წერენ: "შენაცვლებადი მიგრაცია ეს არის საერთაშორისო მიგრაცია, რომელიც სჭირდება ქვეყნებს, რათა მოხდეს მოსახლეობის დაბერებისა და შემცირების კომპენსირება, რომელიც გამოწვეულია დაბალი შობადობითა და მაღალი სიკვდილიანობით". როგორც ვხედავთ სწორედ ეს ხდება ევროპაში. ისინი ამბობენ: საჭიროა დევნილთა მიღება, ეს ხომ კრიზისია. მაგრამ არა, ეს არ არის კრიზისი, ეს გეგმაა, 17 წლის წინანდელი გეგმა და მათ ეს გადმოსცეს ამ დოკუმენტში.



უნდა გვესმოდეს, რომ ეს დოკუმენტი შემთხვევითი როდია. ეს მიმდინარე მოვლენებზე რეაქცია არ არის და არც მისი გადაწყვეტაა და მოდი ვნახოთ შემდეგ, რა არის ნათქვამი ამ დოკუმენტში, რას წერენ ისინი აშშ-ს შესახებ, რადგან ისინი ლაპარაკს იწყებენ არა მარტო შობადობაზე, არამედ სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც, და იმაზეც, თუ რა რაოდენობის შრომისუნარიანი მოსახლეობა უზრუნველყოფს პენსიონერებს და აქ საკითხი სოცუზრუნველყოფის კუთხით დგება. აშშ-სადმი განკუთვნილ განყოფილებაში ნათქვამია: "მხედველობაში თუ არ მივიღებთ დროის პერიოდს გასული საუკუნის 70-იანი წლების მიწურულიდან ვიდრე 80-იან წლებამდე, როდესაც აშშ-ში შობადობის მაჩვენებელი მერყეობდა 1-დან 8 პუნქტამდე, აშშ-ში ის მერყეობს ორ ბავშვამდე ერთ ქალზე.

50-დან 55 წლამდე სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 69 წლიდან 75-77 წლამდე.


1990-დან 1995 წლის პერიოდში - 75-დან 77 წლამდე.


შედეგად იზრდება მოსახლეობის ხვედრითი წილი 65 წლის ასაკისა და ზემოთ. აი რაზე ლაპარაკობენ ისინი. სოციალურ უზრუნველყოფაზე. გახსოვთ ბისმარკი ამბობდა გერმანიაში: "თქვენ ისევე არ გმართებთ ნახოთ როგორ ღებულობენ კანონებს გერმანიაში, როგორც არ გმართებთ ნახოთ როგორ აკეთებენ ძეხვს".



ისინი გიმალავდნენ ამ პროგრამას. ეს მათი პროგრამაა - "შემოსევა 21" და ბისმარკი იყო პირველი, რომელმაც შემოიტანა სოციალური უზრუნველყოფის ცნება გერმანიაში და მანვე დააწესა საპენსიო ასაკი - 65 წელი. რატომ? - იმიტომ, რომ სწორედ ასეთი იყო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ისინი ეუბნებოდნენ ყველას: ნუ დარდობთ, ჩვენ ვიზრუნებთ თქვენზე როცა დაბერდებით და საპენსიო ასაკის ზღვარი გადაწიეს იმ ზღვრის ზემოთ, რომელ ასაკამდეც, მათი აზრით, თქვენ შეიძლება მიაღწიოთ. ეს არის სირცუე, და ასეთ სიცრუეს წარმოადგენდა იმთავითვე სოციალური უზრუნველყოფის პროგრამა.

ასე რომ, დიახ, მათ ახლა აქვთ დემოგრაფიული პრობლემა, რადგან ადამიანები უფრო მეტ ხანს ცხოვრობენ, ამათ კი არ შეუძლიათ მათი თანხებით უზრუნველყოფა, რადგან საპენსიო უზრუნველობა სხვა არაფერია, თუ არა გარკვეული სქემა და და მოსახლეობის რაოდენობა უცვალებლად რომ დატოვონ, მათ დასჭირდებათ 6,4 მილიონი მიგრანტის მიღება 2030-წლიდან 2050 წლამდე პერიოდში, რაც წარმოადგენს წელიწადში საშუალოდ 319 ათას მიგრანტს. შემდეგ ისინი ამბობენ, რომ მიგრაციის არარსებობის შემთხვევაში, ციფრები აჩვენებენო, რომ შრომისუნარიანობის ზედა ზღვარი უნდა აიწიოს 66-69 წლამდე და ისინი გამოიყენებენ ორივე მეთოდს. ისინი აწევენ საპენსიო ასაკს, და შემოგისევენ მიგრანტების ნაკადს, რადგან ეს არაფრისმთქმელი სიტყვებია, შემოვუშვათ ჩვენთან მიგრანტები. როგორც უკვე ვამბობდი, ისინი ცდილობენ გამოიყენონ მიგრანტები, როგორც საოკუპაციო არმია. მათ სურთ დაუშვან ჩვენი ეკონომიკა მესამე სამყაროს ქვეყნების ეკონომიკის დონემდე. მათ სურთ წაგვართვან ჩვენი კულტურა და ჩვენი იურიდიული კლიმატი, რათა შემოიტანონ გლობალური მართვა. ჩვენ მათ გზაზე წინაღობად ვდგავართ. აი რატომ სჭირდებათ მათ დასავლეთის ჰომოგენიზირება და განადგურება.


თარგმანი მოამზადა "მაქსიმემ".

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню