პოლიტიკა - ფენიქსი დოლარის ნაცვლად - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

"ფენიქსი" დოლარის ნაცვლად?

ანუ

აღსრულდება თუ არა 2018 წელს როტშილდების პროგნოზი?

ახალი მსოფლიო ვალუტა

25.12.2017

აღსრულდება თუ არა როტშილდების პროგნოზი, რომელიც მათ გააკეთეს 30 წლის წინ მსოფლიო ვალუტასთან დაკავშირებით და რომელიც დაანგრევს გლობალურ ბაზრებს 2018 წლისთვის?

მაშინ "ეკონომისტი" წერდა: "ოცდაათი წლის შემდეგ (1988 + 30 = 2018) ამერიკელები, ევროპელები, იაპონელები და მრავალი სხვა მდიდარი ქვეყნების მცხოვრებლები, ასევე შედარებით ღარიბი ქვეყნები გადახდას დაიწყებენ ერთი ვალუტით. ფასი მითითებული იქნება არა დოლარებში, იენაში ან დოიჩ-მარკაში, არამედ, ფენიქსში. ფენიქსი გახდება უპირატესი ვალუტა კომპიანიებისა და მყიდველებისთვის, რადგან ის უფრო მოხერხებული იქნება, ვიდრე დღევანდელი ეროვნული ვალუტები, რომლებიც XX ს-ის მიწურულის ეკონომიკურ ცხოვრებაში გამოწვეული ნგრევების უცნაურ მიზეზად მოეჩვენებათ ..."

"... ფენიქსის ზონაში გარდაქმნები და ეკონომიკური ძვრები შეფარდებით ფასებში უფრო ნარნარად და ავტომატურად განხორციელდება. ხოლო სავალუტო რისკების არარსებობა სტიმულს მისცემს ვაჭრობას, ინვესტიციებსა და დასაქმებას..."

თუმცა...

"... ფენიქსის ზონა მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებს ეროვნულ მთავრობებს. შეიცვლება ეროვნული ფულადი პოლიტიკა. ფენიქსის სამყაროში გაჩნდება ახალი ცენტრალური ბანკი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს მსოფლიო სავალუტო ფონდი. ინფლაციის მსოფლიო დონე და, შედეგად, ვიწრო საზღვრებში ინფლაციაც, ყოველ სახელმწიფოში, ბანკის პასუხისმგებლობაში მოექცევა..." (https://politvesti.com/?p=189654)

18 დეკემბერი (King World News) - ეგონ ფონ გრეიერცი: "1988 წელს ჟურნალმა "The Economist" გააკეთა პროგნოზი, რომ 2018 წელს გახდებოდა ახალი ვალუტის წელი, რომელსაც მან "ფენიქსი" უწოდა. 30 წლის წინ გაკეთებული ეს წინასწარმეტყველება, რომელიც 2018 წელს ეხება, უკავშირდება ვალუტის გლობალურ რყევას".

ეგონ ფონ გრეიერცი აგრძელებს: " კონსპიროლოგების თანახმად, "ეკონომისტის" მფლობელები არიან ელიტური ოჯახები და ბანკირები, როტშილდების ჩათვლით. იყო თუ არა ეს გეგმა, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა? თუ ეს უბრალო დამთხვევაა, და უდიდესი სავალუტო მოვლენა უნდა მოხდეს ამ წელს, რომელიც "ეკონომისტმა" ივარაუდა?

ამრიგად, რა სახის მოვლენებმა შეიძლება მიგვიყვანოს უსერიოზულოს კატაკლიზმამდე სავალუტო ბაზრებზე და მსოფლიო ეკონომიკაში 2018 წელს?





დოლარის კრახი


დოლარის, როგორც მსოფლიო სარეზერვო ვალუტის დასასრული - ეს უკვე განსაზღვრული თემაა. ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, თუ როდის მოხდება იგი. დოლარი უკვე აღარ ითვლება მსოფლიო სავალუტო სისტემის ძირითად საფუძვლად. რადგან დოლარის ოქროს მხარდაჭერა შეწყდა 1971 წელს, მან ოქროსთან შედარებით რეალურ გამოხატვაში დაკარგა 98%. მაგრამ მან ვალუტების უმეტესობასთანაც დაკარგა ძალა. მაგალითად, შვეიცარულ ფრანკებთან შედარებით დოლარი 1971 წლიდან დაქვეითდა 77%-ით.

დოლარი ეფუძნება უზარმაზარ ვალებსა და დეფიციტებს. აშშ-ს 1960 წლიდან არ ჰქონდა ბიუჯეტის რეალური დეფიციტი, ხოლო 1975 წლიდან შეიმჩნევა სავაჭრო დეფიციტი. დოლარი არაფრით არის გამყარებული და ეყრდნობა მხოლოდ ვალებს და ძლიერ სამხედრო დანახარჯებს. ის ვალში ცხოვრობს.



ნავთობდოლარის დაცემა და ნავთობიუანის აწევა


1974 წელს აშშ დათანხმდა მხარი დაეჭირა საუდის არაბეთისთვის ფინანსურ და სამხედრო მიმართულებით, ოღონდ იმ პირობით, რომ საუდიტები ნავთობს შეაფასებდნენ დოლარში. რადგან იმ დროს მსოფლიოს უდიდესი ნაწილი ნავთობს ყიდულობდა საუდის არაბეთიდან, ამან გამოიწვია დოლარზე დიდი მოთხოვნა, რაც დღემდე გრძელდება. ეს იყო ნავთობდოლარის დასაწყისი, რომელმაც აშშ-ს შესაძლებლობა მისცა თავის საშუალებებზე მაღლა ეცხოვრა მთელი 44 წლის განმავლობაში. მაგრამ 2018 წლიდან ნავთობდოლარი თანდათანობით შეიცვლება ნავთობიუანით, ასევე ნავთობრუბლით.

ჩინეთი, მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობიმპორტიორია, რომელიც რუსეთთან და ირანთან ერთად გავა ნავთობის დოლარში ვაჭრობის სისტემიდან. ვაჭრობა გამყარებული იქნება ფიუჩერსული კონტრაქტით ნავთოფიუანთან ოქროში მისი პოტენციური კონვერიტირებადობის გათვალისწინებით. ახლო აღმოსავლეთში შემდგომი სამხედრო ჩარევის გამოკლებით, აშშ-ს ახლა მცირე შანსი აქვს შეაჩეროს ეს უდიდესი დარტყმა დოლართან მიმართებაში. დღეისთვის აშშ ფაქტობრივად თვითკმარია ნავთობის მოპოვების დარგში და მეტად არ წარმოადგენს საუდის არაბეთის სავაჭრო პარტნიორს. ამიტომაც აშშ-ს არ შეუძლია შეაჩეროს საუდის არაბეთი მისი საქმიანობის სფეროს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გადასვლის საკითხში.





კრიპტო-ბუშტი და კრიპტოდოლარი


ამ წლის მთავარი მოვლენა, რომელმაც ბევრი დაარწმუნა, რომ გვაქვს ახალი სავალუტო სისტემა, რომელსაც არც ერთი ქვეყანა და არც ერთი ცენტრალური ბანკი არ აკონტროლებს, რა თქმა უნდა, არის კრიპტო-ვალუტები, რომელსაც ბიტკოინი მეთაურობს. 2017 წელს ჩვენ ვნახეთ მასობრივი მასშტაბის მანია კრიტპომებში. წლის დასაწყისში ყველა კრიპტოსის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენდა 17 მილიარდ დოლარს. დღეისთვის არსებობს 1360 კრიპტოგრამა, რომელთა საერთო ღირებულება 588 მილიარდი დოლარია. ეს გახლავთ კრიპტო-კრედიტების ღირებულების 34-გზისი ზრდა სულ ერთ წელიწადში. არსებობს 1 მლნ. დოლარზე მეტი 589 კრიპტონი, ხოლო ბიტკოინი - მათგან ყველაზე დიდი - 312 მილიარდი დოლარის.

ვიღაცამ შეიძლება დაიჯეროს, რომ მსოფლიოს შეუძლია ფუნქციონირება საგადასახადო სისტემით, რომელსაც გააჩნია 1360 ვალუტა, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღიურად ექსპონენციალურად იზრდებიან ახალ ICO-სთან (Initial Coin Offering) ერთად. კრიპტოსები მათი დღევანდელი სახით არასოდეს იქნება მიღებული ვალუტად. 2017 წელს ბიტკოინი გაიზარდა 20-ჯერ. ეს რომ ვალუტა ყოფილიყო, მაშინ მივიღებდით 1,900% ინფლაციას ან, უფრო ზუსტად, ჰიპერინფლაციას. მაგრამ ბიტკოინი - ვალუტა არ არის. გარდა ამისა, ის შეუძლებელია ოდესმე იქნას გამოყენებული საგადასახადო სისტემად ტრანზაქციის ძალიან დაბალი სიჩქარის გამო. ბიტკოინი და სხვა კრიპტონები - ეს მხოლოდ ტიტების ელექტრონათურული ფორმაა. როგორც ტიტების თავები, ბიტკოინის ბუშტუკებიც შეიძლება გაიზარდოს, თუმცა, ბიტკოინ მანია დღეს მეტია, ვიდრე ტიტომანია, როგორც აჩვენებს ამას გრაფიკი.



კრიპტოდოლარი


ამიტომაც, თუ 2018 წელს იქნება ახალი ვალუტა, როგორც პროგნოზირებს ამას "ეკონომისტი", სავარაუდოდ ეს არც ბიტკოინი იქნება და არც 1360 კრიპტოგრამიდან რომელიმე. შესაძლოა, ბიტკოინი სპეციალურად შეიმუშავა მთავრობამ, რათა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი და ენახა როგორ იმუშავებდა კრიპტოვალუტა. ან ეს შეიძლება იყოს ისე, როგორც ამას მიიჩნევს Catherine Austin-Fitts-ი, რომ მთავრობები ყურადღებით აკვირდებიან კრიპტომანიას და შესაძლებლობას აძლევენ კერძო მწარმოებლებს განავითარონ ბაზარი, სანამ ისინი შემოვლენ და დაბლოკავენ ყველა კრიპტონს, რათა დაამყარონ საკუთარი ვალუტა.

არ გაგვიკვირდება, თუ 2018 წელს დავინახავთ როგორ წარმოადგენს აშშ თავის კრიპტოდოლარს, რათა შეცვალოს მიმდინარე დოლარი, რომელიც, როგორც მათ უწყიან, მალე დაეცემა. მთელი არსებული ვალი დარჩება ძველ დოლარში. შემდეგ აშშ-ს მთავრობა წაახალისებს და დაეხმარება კრიპტოდოლარს, როგორც ბიტკოინს. ეს შესაძლებლობას მისცემს მას დაფაროს ძველი დოლარის ვალი ახალი აწეული კრიპტოდოლარით. ცხადია, ეს სქემა არ იმუშავებს, მაგრამ რაღაც პერიოდი ეფორიული კრიპტოგრაფიული სამყარო მას შეისყიდის, და ეს იქნება კარგი ანკესი თავისი კაუჭითა და სატყუარით.



ჩინეთი-რუსეთი და ოქრო


არც ჩინეთი და არც რუსეთი ამ სატყუარას არ წამოეგებიან. ჩინეთი მასობრივად დაკარგავდა თავის ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე. ეს აიძულებდა ამ ორ ქვეყანას ეწარმოებინათ თავიანთი ვალუტების ან საგადასახადო სისტემების ოქროთი უზრუნველყოფის ესა თუ ის ფორმა. ოქროს ქაღალდით ვაჭრობა ან ბირჟები ჯერ კიდევ თუ იდგებიან იმ დროს ამ საკითხში, ჩინეთი და რუსეთი გამოიყენებენ თავიანთ რესურსებს რათა გავიდნენ ოქროსა და ვერცხლის ბაზარზე. ეს აწევს ოქროს და ვერცხლის ფასს მანიაზე, რომელიც მსოფლიოს ჯერ კიდევ არ უხილავს.



ვიხილავთ თუ არა ახალ ვალუტა "ფენიქსს" 2018 წელს?

მაშ, იქნება თუ არა 2018 წელს ვალუტა ფენიქსი (რომლის პროგნოზსაც "ეკონომისტი" 1988 წელს გვთავაზობდა) კრიპტოდოლარი? თუ ეს იქნება ოქრო, რომლითაც ივაჭრებენ იანსა და რუბლში? თუ ეს იქნება ბიტკოინ-მანია 1 მლნ. დოლარის ღირებულებით? რა თქმა უნდა, ეს ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ 2018 წელს უამრავი სიურპრიზი გველოდება სავალუტო ფონდზე მასობრივი ვოლატილურობით არა მარტო ვალუტებში, არამედ სხვა ბაზართა უმეტესობაშიც.

ის, რაც ჩვენ ვიცით, მდგომარეობს იმაში, რომ თუმცა კრიპტომები შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდონ, ვიდრე მათი დასასრული მოვა, ისინი ვერ უზრუნველყოფენ დაცვას ინვესტორებისთვის, რომლებიც სიმდიდრის შენარჩუნებას ესწრაფვიან. დღევანდელი 588 მლრდ დოლარის ოდენობის კრიპტოსების მფლობელთა მხოლოდ უმცირესი ნაწილი გაასწრებს მის განულებას. სიხარბე ერთ-ერთია 7 მომაკვდინებელ ცოდვათაგან, და ის ყოველთვის სჯის მანით შეპყრობილ ინვესტორებს.

ოქრო ძველებურად კვლავ დარჩება ერთადერთ ვალუტად, რომელიც შენარჩუნდება ისტორიაში ისევე, როგორც თითქმის 5000 წლის განმავლობაში. ფიზიკური ოქრო და ვერცხლი - ეს არის სიმდიდრის შენარჩუნების საბოლოო ფორმა, ასევე ეკონომიკური და ფინანსური უბედურებებისგან თავდაცვის საშუალება, რომელსაც მსოფლიო გადააწყდება უახლოეს წლებში".





წყარო: https://kingworldnews.com/rothschilds-1988-prediction-for-new-world-currency-in-2018-set-to-rock-global-markets/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню