პოლიტიკა - ევროპის გაუპატიურება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

ევროპის გაუპატიურება

Bloomberg: ევროპელები მასობრივად ფეხმძიმდებიან მიგრანტებისგან

მიგრანტები

გერმანიაში იზრდება შობადობა, თანაც რეკორდული ტემპებით. გასულ წელს შობადობის დონე იქ ამაღლდა ერთნახევარჯერ და 33 წლის ქალებისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. მიზეზი მარტივია, და მას არავინ მალავს: ქვეყანაში მიგრანტების მკვეთრი მოზღვავება.





"უცხოელებმა გერმანიას მისცეს ის, რაც მას სჭირდება: მეტი ბავშვი", - ასე იწყება Bloomberg-ის მასალა იმის შესახებ, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, რომელმაც ყველაზე მეტად დაუჭირა მხარი აღმოსავლეთის ჩამორჩენილი ქვეყნებიდან მოზღვავებული მიგრანტების მიღებას და მონდომებით ნერგავს მას არა მარტო საკუთარ მოქალაქეებს შორის, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც, დღეს ნამდვილ ბები-ბუმს განიცდის: გასულ წელს შობადობა ქვეყანაში ერთბაშად 50%-ით გაიზარდა.

გერმანიის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, რეკორდულად მაღალ მაჩვენებლებს ავლენენ სწორედ უცხოელი ქალები. 2015 წელს გერმანიაში დაბადებული ყოველი მეხუთე ბავშვი მათ წილზე მოდის. თუ საშუალოდ ერთ გერმანელზე მოდის 1,4 ბავშვი, უცხოეთიდან (აღმოსავლეთიდან) მოსულებზე - 1.9. არადა უცხოელი მირგანტების გერმანიაში საკმაოდ ბევრია.

გასულ წელს გერმანელებმა მილიონზე მეტი დევნილი-მუსლიმი შეიწყნარეს, რომელთა მენტალიტეტი, რელიგიური და კულტურული შეხედულებები, სამწუხაროდ, ძლიერ განსხვავდება არა მარტო მრავალშვილიანობისადმი მიდრეკილებით. მიგრანტების ტალღას მოჰყვა ქალების შევიწროება კელნში, ტერაქტები სავაჭრო ცენტრ "ოლიმპიაში", დანით თავდასხმა მატარებელში, ხოლო მიგრანტთა მიერ ადგილობრივ გერმანელთა გაუპატიურებები და რიგით მოქალაქეებზე თავდასხმები ყოველდღე ხდება.








ეს ყველაფერი იწვევს შოკს და ძრწოლას არა მარტო უბრალო მოქალაქეებში, არამედ უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებში და სამართალდამცავ ორგანოებშიც. გერმანიის პოლიციის პროფკავშირების თავმჯდომარემ რაინერ ვენდტმა ვითარებას გერმანიაში "ფსიქიური არასტაბილურობის, ტერორიზმისა და დანაშაულობის ნაზავი" უწოდა.


ზოგიერთი მოქალაქე უბრალო პროტესტს როდი დასჯერდა: მიგრანტთა დანაშაულობის ტალღას გერმანიის ქალაქებში ჩირადღნებიანი მსვლელობები მოჰყვა, განახლდა მოძრაობა - პატრიოტული ევროპელები ისლამიზაციის წინააღმდეგ, ანუ PEGIDA (გერმ.: Patriotische Europäer gegen die Islamisierung des Abendlandes, PEGIDA) (ამ მოძრაობას ისლამოფობური უწოდეს).



ყველა ამ მოვლენის შედეგების გამო მიგრანტებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გადასინჯა თვით ანგელა მერკელმა - რომელიც ადრე გერმანიასა და ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტთა მიღების თავგამოდებული და აქტიური მომხრე იყო. მან ამასწინანდელ ყრილობაზე პირობა დადო, რომ 2015 წლის მგავსი მიგრანტული ტალღა "აღარ განმეორდება".

მან ასევე ისაუბრა ფარანჯის ტარებასა და შარიათის კანონებზე გერმანიის საერო კანონების უპირატესობის შესახებ. თუმცა რამოდენიმე წლის წინ მერკელი ისლამს გერმანიის ნაწილად აღიარებდა. "ჩვენ ამ საკითხში აბსოლუტურად ღია უნდა ვიყოთ და ვთქვათ: დიახ, ეს ჩვენი ნაწილია", - ასეთი იყო მისი პოზიცია 2012 წელს,, რომელიც ახლა, როგორც ჩანს, წარსულს ჩაბარდა გერმანელი და მთელი ევროპული საზოგადოების გავლენის შედეგად.




პატარა ქალაქ უპსალაში მიგრანტები თავს დაესხნენ ადგილობრივ გოგონას, შემდეგ კი გააუპატიურეს. დანაშაულის ადგილზე პოლიციის მოსვლამდე ყველაფერი ინტერნეტით გადაიცემოდა. და ეს შვედეთში გაუპატიურების ერთადერთი შემთხვევა როდია. როგორც გაირკვა - შვედეთში ქალებზე მიგრანტთა თავდასხმის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ მსოფლიოში.



წყარო: http://www.politonline.ru/interpretation/22888571.html

მსგავსი თემა: ევროკავშირი - რომის განახლებული იმპერია

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/yyfprZZB-Lc" frameborder="0" gesture="media" allow="encrypted-media" allowfullscreen></iframe>
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/Y32iyqkiKhU" frameborder="0" gesture="media" allow="encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню