პოლიტიკა - ევროკავშირი - რომის განახლებული იმპერია - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

ევროკავშირი - რომის განახლებული იმპერია

(თვალსაზრისი)

ევროკავშირი
<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/a0QKrzkCpuk" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

წინამდებარე პუბლიკაცია მომზადებულია დოკუმენტური ფილმის: "ევროპის მოტაცება" მიხედვით (ფილმი იხ. ზემოთ).

ევროპის კავშირის ჩამოყალიბება დიდ ინტერესს და დისკუსიებს იწვევს როგორც ინგლისში, ასევე მთელ მსოფლიოში. იბადება კითხვა: რით არის გამოწვეული, ჩვენს დროში, 21-ე საუკუნეში, ევროკავშირის, ევროპის იმპერიის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ადრე არასდროს ყოფილა? ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპის კავშირი არ უნდა არსებობდეს, მაგრამ რა დგას ყოველივე ამის უკან? არის თუ არა მის შექმნაში რაიმე დაფარული მიზანი?



ევროკავშირის დაფუძნების ძირითადი მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რათა თავიდან აეცილებინათ ომი ევროპაში, რადგან მთელი ისტორიის განმავლობაში ტომები და ერები ეწეოდნენ დამპყრობლურ ომებს საზღვრების გადანაწილების მიზნით. თვით რომაელებმაც კი შესძლეს მცირედი ნაწილის გაერთიანება, მაგრამ ჯერ მათ ხელი შეუშალეს ჰუნებმა და სლავებმა, ბოლოს კი გერმანულმა ტომებმა გაანადგურეს. ვერც კარლოს დიდმა, ვერც ნაპოლეონმა, ვერც ჰიტლერმა, მიუხედავად მათ ხელთ არსებული შესაძლებლობებისა და ძალებისა, ვერ შესძლეს მიეღწიათ ამ კავშირისთვის.

და მაინც, რა დგას გაერთიანებული ევროპის სახელმწიფოს უკან? ეს შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა თვალსაზრისით: პოლიტიკურით, სოციალურითა და ეკონომიკურით. მაგრამ საჭიროა ასევე გავითვალისწინოთ ბიბლიური განმარტება, რადგან, ევროპის კავშირი ხომ იმის განხორციელებაა, რაც ბიბლიურ წინასწარმეტყველთა მიერ ჯერ კიდევ 3000 წლის წინათ იყო ნაწინასწარმეტყველევი. საჭიროა სწორედ ამ ასპექტის გამოკვლევა და განხილვა იმისა თუ რას ამბობს ბიბლია გაერთიანებული ევროპის შექმნის შესახებ.

XX საუკუნის მიწურულის მოვლენები მოწმობდნენ არა მარტო ისეთი ზესახელმწიფოს დაშლაზე, როგორიც საბჭოთა კავშირია, - არამედ, კომუნიზმისა საერთოდ. ჩვენ თანდათანობით ვიწყებთ იმის შეგნებას, რომ ისტორიაში, უკიდურეს შემთხვევაში, ბოლო 4000 წლის განმავლობაში, არსებობდნენ მთელი რიგი იმპერიები და სამეფოები. XX საუკუნის დასაწყისში კი ახალი, კომუნისტური იმპერიის აღორძინების მოწმენი გავხდით, რომელიც აკონტროლებდა მთელი დედამიწის 1/3-ს.

შემდეგ, იმავე ასწლეულის მეორე ნახევარში დაიწყო ბრიტანეთის იმპერიის თანდათანობითი დაშლა, რომელიც თავის დროზე ასევე ფლობდა მთელი დედამიწის 1/3-ს. კომუნიზმის დაცემის შემდეგ, პოლიტიკაში გაბატონებული მდგომარეობა იპყრო ამერიკამ, მაგრამ ამავე დროს ჩნდება ახალი ძალა - ევროპის იმპერია. და აქ სიტყვა "იმპერია" შემთხვევით როდია გამოყენებული.

რა არის ევროკავშირი? ეს არის უბრალოდ სოციალური, ეკონომიკური და კომერციული ერთობა? იქნებ პოლიტიკური სტრუქტურა, რომელიც ემუქრებოდა მსოფლიოს, როგორც ამას ზოგიერთი ფიქრობს, და ადრინდელ იმპერიებშიც არსებობდა? მოდი, განვიხილოთ ეს ყოველივე დეტალურად. თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო იმას თუ რას ამბობს ბიბლია. როგორც უკვე ვთქვი, მსოფლიო იმპერიები ერთიმეორეს ცვლიდნენ, და ამის ყველაზე ზუსტ განსაზღვრებას სწორედ ბიბლიაში ვპოულობთ.

მრავალს ჰგონია, რომ ეს არის წიგნი, რომელიც გადმოსცემს ისტორიას ან მომავლის წინასწარმეტყველებას და დარწმუნებულია, რომ რაც ბიბლიაში წერია, მხოლოდ მომავალში უნდა აღსრულდეს და არა ჩვენს დღეებში. ჩვენ კი დავამტკიცებთ, რომ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როდესაც წინასწარმეტყველებანი პირდაპირ ჩვენს თვალწინ სრულდება...

დანიელის წინასწარმეტყველებაში გადმოცემულია ნაბუქოდონოსორის სიზმარი, რომლის განმარტება ვერავინ შესძლო დანიელის გარდა. ნაბუქოდონოსორმა იხილა კერპი, რომელსაც ჰქონდა ოქროს თავი, ვერცხლის მკერდი, ბრინჯაოს თეძოები, რკინის ფეხები და ტერფები რკინისა და თიხის ნარევისგან.

დანიელმა ეს ხილვა შემდეგნაირად ახსნა: კერპი ეს ხუთი იმპერიაა, რომლებიც მიყოლებით შეცვლიან ერთმანეთს. თავი ნაბუქოდონოსორის იმპერიაა; შემდგომი, "ვერცხლის" იმპერია, რომელიც დანიელმა იხილა, მიდიურ-სპარსულ იმპერიად იწოდება; ბრინჯაოს იმპერია - ბერძენთა ბატონობაა, რკნისა კი - რომია.

საინტერესოა, რომ დანიელის წინასწარმეტყველებამ უკვე მაშინვე დაიწყო აღსრულება. პირველი ოთხი იმპერია ერთმანეთის მიყოლებით ჩნდებოდა და ქრებოდა მთელი ბიბლიური პერიოდის განმავლობაში, ხოლო რომის იმპერიამ ("რკინის ფეხებმა") ჩვენი წელთაღრიცხვის V საუკუნემდე გასძლო და საბოლოოდ დაიშალა.

მაშ, სად იმყოფება ეს განახლებული რომის იმპერია?

ერთადერთი წინასწარმეტყველება, რაც აღუსრულებელი დარჩა კერპის "ტერფებია", რომელიც რკინისა და თიხისგან შედგებოდა. მრავალი მეცნიერი, რომელიც ცდილობდა ბიბლიის წინასწარმეტყველებათა განმარტებას, მიიჩნევდა, რომ რკინა და თიხა - ეს კვლავ აღდგენილი რომის იმპერიაა, მაგრამ რადგან ეს კომპონენტები ერთმანეთს არ ერევა, ვარაუდობენ, რომ ამ სახელმწიფო, არ ექნება მყარი ერთობა და დაინგრევა. ნაბუქოდონოსორის ხილვაში არის გაფრთხილება იმაზეც, რომ ამ ტერფებს დაანგრევს ლოდი - იესუ ქრისტე, როდესაც მეორედ მოვა დიდებითა და ბრწყინვალებით, ურიცხვ ანგელოზებთან და წმინდანებთან ერთად.

ახლა მივაყურადოთ ახალ აღთქმას. გამოცხადების 17-ე თავში ნახსენებია მისტიკური ფიგურა, რომელსაც შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი "დიდი ბაბილონი" (გამოცხ. 17:5). და ამ საიდუმლოს ფარდა სწორედ ბოლო ჟამს აეხდება.

როგორც უკვე ვთქვით, პირველი იყო ნაბუქოდონოსორის იმპერია, რომელიც მიდიელებმა და სპარსებმა დაანგრიეს. და სად? ბაბილონში. თავის მხრივ, მიდიურ-სპარსული იმპერია დაამხეს ბერძნებმა ალექსანდრე მაკედონელის მეთაურობით და იცით სად? ისევ ბაბილონში. ბერძნული იმპერია გაანადგურეს რომაელებმა და ეს ისევ ბაბილონში მოხდა. მაგრამ ვინ გაანადგურებს რომის იმპერიას? პასუხი, ცხადია, არსებობს. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ არ უნდა მივიღოთ სერიოზულად ის, რომ რომის იმპერია საერო ძალაუფლებისადმი მიდრეკილების გამო დაიშალა და საკმაოდ დამოკიდებული გახდა საკუთარ სტრუქტურებზე, კანონსა და უზომო ბიუროკრატიაზე. ფიზიკურად რომის იმპერია გაანადგურეს გერმანულმა ტომებმა და არა ბაბილონში, არამედ ევროპაში. ბაბილონის ნაწილი გერმანიაში გადაბარგდა, თუმცა ეს XIX საუკუნის ბოლოს მოხდა. დღეს ბაბილონის ნიშნები შეგვიძლია ვნახოთ არა მარტო თანამედროვე ერაყში, არამედ გერმანიაშიც. ქვემოთ მას განსაკუთრებულად შევეხებით და ამიტომაც, ამჯერად ყურადღება მივაპყროთ სტრასბურგს; დავაკვირდეთ დღევანდელ ევროპას, ვნახოთ ევროპის პარლამენტის ორი ცენტრიდან ერთ ერთი - სტრასბურგი, - რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ეკუთვნოდა გერმანიას, ახლა კი საფრანგეთის ტერიტორიაზეა.

დავაკვირდეთ სტრასბურგში მდებარე ევროკავშირის პარლამენტის შენობას. მისი პროექტის საფუძვლად აღებულია ბრიუგელის ტილო (იხ. სურ 1), რომელზეც გამოსახულია ბაბილონის დაუმთავრებელი გოდოლი. ევროკავშირის პარლამენტის შენობაც ისეა აშენებული, დაუმთავრებელის შთაბეჭდილება რომ დატოვოს. დავაკვირდეთ შენობის ჩონჩხს. ზემოთ ჩანს რგოლები, რომლებიც შენობის დაუმთავრებლობის შთაბეჭდილებას ტოვებენ, სინამდვილეში მთელი ეს არქიტექტურა ჩაფიქრებულია, როგორც დაუმთავრებელი შენობის იმიტაცია, სინამდვილეში კი ის დამთავრებულია და დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებს. ასე, რომ ეს არის ევროპარლამენტის სრულიად დამთავრებული და ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღჭურვილი შენობა, რომელიც მოქმედებაშია! მისი მშენებლობა დასრულდა 2000 წლის დეკემბერს და მისი მშენებლობა 8 მილიარდი ფუნტი სტერლინგი, ანუ 12 მილიარდი დოლარი დაჯდა.



პიტერ ბრეიგელი (უფროსი) (1563). "ბაბილონის გოდოლი"





ევროპარლამენტის შენობა ბრიუსელში, რომელიც აშენებულია პიტერ ბრეიგელისეული "ბაბილონის გოდოლის" მიხედვით


ეს არის მცდელობა აჩვენონ ბაბილონის გოდოლის დაუმთავრებლობა. მაგრამ, ეს ხომ ბაბილონი არ არის, ეს სტრასბურგია ევროპის კავშირში!

რამდენიმე წლის წინათ ევროპელი პოლიტიკოსები რეკლამას უკეთებდნენ ევროპის კავშირის შექმნის იდეას და ევროპული ქვეყნების ყურადღება რომ მიეპყროთ, გამოსცეს სარეკლამო პლაკატი, რომელიც შექმნილია ცნობილი მხატვრის, პიტერ ბრიუგელის "ბაბილონის გოდოლის" მიხედვით, რომელიც მან 1563 წელს შექმნა (იხ. ნახ. 1). სწორედ ეს ნახატი დაედო საფუძვლად შემდგომ ევროპის პარლამენტის შენობას. პლაკატზე გამოსახულია ბაბილონის გოდოლი და დევიზი ფრანგულ ენაზე: "მრავალი ენა - ერთი ხმა", რომელიც ამახინჯებს ბაბილონზე გამოტანილ ღმრთის მსჯავრს. ამ პლაკატზე ევროპის დროშაზე ხუთქიმიანი ვარსკვლავები გადმობრუნებულია! მაგრამ, რატომ? ეს ხომ ცნობილი ოკულტური ნიშანია, და ამგვარი ვარსკვლავში თვით ეშმაკის რქები და წვერი იხილვება?!



მაშ რას წარმოადგენს თვით ბაბილონი? როგორც ბიბლია გვამცნებს, ეს ქალაქი წარღვნის შემდეგ ნოეს ერთ ერთმა შთამომავალმა, ნიმროდმა ააშენა. ადამიანები გაერთიანდნენ, რათა სახელი გაეთქვათ, გაეძლიერებინათ თავიანთი ძალაუფლება და აეშენებინათ დიადი ქალაქი დიდი გოდოლითა და ტაძრით მის ცენტრში. ეს ქალაქი იწოდა ბაბილონად. გოდოლი წარმოადგენდა ღმრთის წინააღმდეგ აჯანყების სიმბოლოს, მას ზეცამდე უნდა მიეღწია და დაემტკიცებინა, რომ ღმერთი არ არსებობს. ხოლო, თუკი არსებობს, გოდოლი იმდენად მაღალი უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანებს შესძლებოდათ თავიდან აეცილებინათ მეორე წარღვნა - სასჯელი ცოდვებისთვის. მაგრამ, ღმერთმა დაანგრია ბაბილონის გოდოლი და ქალაქსაც ღმრთის მოწინააღმდეგის სახელი დაუმკვიდრდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 586 წელს თვით აბრაამის შვილებიც კი წარტყვევნილ იქნენ ბაბილონს თავიანთი ცოდვებისთვის.

ამრიგად, ევროკავშირის მიზანი მდგომარეობს იმის დასრულებაში, რაც სამი ათასი წლის წინათ წამოიწყეს ადამიანებმა ნიმროდის მეთაურობით და ვერ შესძლეს თავიანთი განზრახვის ბოლომდე აღსრულება. რას მიაღწიეს მათ? ააშენეს თუ არა გოდოლი? თუ ადამიანები იმისთვის გააერთიანეს, რათა ღმრთისთვის აემხედრებინათ, ხოლო ცოდვა და ვნება ცხოვრების ნორმალურ წესად გამოეცხადებინათ?

ევროკავშირის პარლამენტის შენობა წარმოადგენს ადამიანური ამპარტავნებისა და ჯანყის სიმბოლოს ღმრთის წინააღმდეგ; ადამიანთა ცოდვებისთვის დანგრეული ქალაქისა და გოდოლის სიმბოლოს! თანამედროვე გოდოლი - ეს არის ტაძარი, XXI საუკუნის ადამიანთა ერთობის სიმბოლო, რომელსაც უნდა გააცხადოს: "ღმერთი მოკვდა, მოდი საკუთარ ღმერთებს ვეთაყვანოთ!"

დანიელის მიერ შორეული მომავლის ხილვა, რომელიც მას ბაბილონში მიეცა, წინასწარმეტყველებს რომის იმპერიის განახლებასა და მის ფინალს, რომელსაც ღმერთი დაანგრევს.

ჩვენ თვალი გადავავლეთ ევროკავშირსა და ბაბილონს შორის არსებულ სულიერ კავშირს; მაგრამ, სწორედ სტრასბურგში ვხედავთ პირველ კავშირს რომთანაც, რომის იმპერიის განახლებასთან.

ვიცით, რომის იმპერია დაეცა V საუკუნეში, ჩვენ კი XXI საუკუნეში ვცხოვრობთ, შუალედი 16 საუკუნეა. სად უნდა მოვიაზროთ ეს იმპერია მთელი ამ ხნის განმავლობაში? ცნობილია, რომ რომის იმპერია IV საუკუნეში ორად გაიყო: დასავლეთად (დედაქალაქი რომში) და აღმოსავლეთად (დედაქალაქი კონსტანტინოპოლი. თანამედროვე სტამბოლი). ამ მოვლენის შედეგად მოხდა განხეთქილება და რომის პოლიტიკური ძალაუფლების ნაწილობრივი დაცემა. მართალია, კონსტანტინეს დაბრუნების შემდეგ სულიერი ძალაუფლება შენარჩუნდა, მაგრამ მოგვიანებით, როგორც პოლიტიკურ, ასევე რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო უთანხმოებანი, რომელიც საბოლოოდ დასავლეთსა (კათოლიკური ეკლესია) და აღმოსავლეთს (მართლმადიდებლური ეკლესია) შორის დიდი განხეთქილებით დასრულდა.

ამრიგად, რომის იმპერია სრულიად როდი გაქრა. "რკინის ფეხები" დღემდე შემორჩა, ხოლო მათი ძალაუფლება გადაეცა ეკლესიას, რომელიც თაობიდან თაობამდე დასავლელ "თავადებს" - ეპისკოპოსებს გადაეცემოდა (განსაკუთრებით გერმანიაში); ეს ძალაუფლება შენარჩუნდა ასევე ვატიკანის მეშვეობით, რომელმაც ევროპაში დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობაც კი მოიპოვა. ბოლო 50 წელი, ახალი იმპერია, რომელიც დაეფუძნა "რომის ხელშეკრულებას" და მრავალი ერისგან შედგება, სულიერადაც გაერთიანდა და გარდაიქმნა ახალ, უკანასკნელ იმპერიად - ეს არის "რკინისა და თიხისგან შემდგარი ტერფები კერპისა", რომლის შესახებაც დანიელი წინასწარმეტყველებდა.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ მარტინ ლუთერმა პირველმა გაწყვიტა კავშირი რომის ეკლესიასთან, ხოლო შემდეგ, ჰენრი VIII ბრიტანეთში, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე გაწყვიტა გაწყვიტა კავშირი რომთან და პროტესტანტული მოსაზრებებით, რომლებიც დღემდე ქმედითია, ანგლიკანური ეკლესია დააფუძნა.

XVI საუკუნეში მომხდარი გაყოფა ბრიტანეთსა და რომს შორის იმ მოუშუშებელ ჭრილობად რჩება, რომლის გამოც ევროკავშირში დღემდე არ არის სრული თანხმობა, არამედ ვიხლიჩებით ამერიკასა და ევროპის კავშირს შორის. შესაძლოა ეს იყოს გადამწყვეტი ფაქტორი - იქნებ ღმერთი თავისი სიბრძნითა და განგებულებით ამ პროცესს იმისკენ მიმართავს, რათა ევროპის კავშირის მომავალი კლანჭებისგან გვიხსნას? განა უცნაური არ არის, რომ 4 საუკუნის განმავლობაში ეს პრობლემა ერთდროულად იყო სულიერ-პოლიტიკური პრობლემა? განა უცნაური არ არის, რომ დღემდე არ წყდება დებატები პოლიტიკურ კავშირთან და პროტესტანტულ და კათოლიკურ ეკლესიათა შორის გაერთიანებასთან დაკავშირებითაც?

"რკინის ფეხები" თიხაშერეული რკინის ტერფებად გადაიქცა, რაც მიანიშნებს შეუთავსებელ შეხამებაზე განახლებული იმპერიისა, რომელიც განწირულია და განადგურდება არა კაცთა ხელით, არამედ ქრისტეს მიერ, მისი მეორედ მოსვლის დროს, როდესაც ის განიკითხავს ცოდვილთა და მართალთ, რათა დააფუძნოს არა ათასწლოვანი რეიხი, რომელზეც ჰიტლერი ოცნებობდა, არამედ ზეციური სუფევა, რომლის მმართველიც თვით ჩვენი უფალი, იესუ ქრისტე იქნება.


***


წინა ნაწილში ჩვენ ვაჩვენეთ აღდგენილი რომის იმპერია მისი ცენტრით სტრასბურგში. ახლა გთავაზობთ მეორე ნაწილს, სადაც ვილაპარაკებთ გამოცხადების წიგნზე. გავემართოთ ბრიუსელში, სადაც ვნახავთ მეძავ დედაკაცს და მხეცს, რომლის შესახებაც ნათქვამია აპოკალიფსისში.

საინტერესოა, რომ ევროპის კავშირის ორი უმთავრესი სიმბოლო მოხსენიებულია ბიბლიაში. პირველის შესახებ უკვე ვილაპარაკეთ, - ეს იყო სტრასბურგში მდებარე ევროპის პარლამენტის ახალი შენობა, რომელსაც აქვს ბაბილონის გოდოლის სახე. მაგრამ, მეორე სიმბოლო, რომელიც გამოყენებულია ევროპაში, პირველზე უარესია. შეიძლება ითქვას, რომ ის არის უკეთური, დემონური, დამცირების გამომხატველი.

მეორე სიმბოლოს წარმომავლობის მინიმუმ სამი წყარო მაინც არსებობს. რას წარმოადგენს იგი და სად მდებარეობს? ეს არის მხეცზე ამხედრებული დედაკაცის სკულპტურა, რომელიც ამშვენებს ევროპის კავშირის შენობის ტერიტორიას ბრიუსელში. სკულპტურის წარმომავლობა ადვილი დასადგენია. ის გამოხატავს ბერძნულ მითს "ევროპის მოტაცებაზე" - სწორედ ამ დედაკაცის საპატივცემოდ დაერქვა "ევროპა" ერთ ერთ კონტინენტს!



სკულპტურა "ევროპის მოტაცება". ევროკავშირის ცენტრის ტერიტორიაზე ბრიუსელში


მხეცზე ამხედრებული დედაკაცის იგივე ხატი მოხსენიებულია ბიბლიაში, გამოცხადების წიგნში, კერძოდ 13-ე და 17-ე თავებში. მხეცი მოხსენიებულია ასევე ძველ აღთქმაშიც, კერძოდ, დანიელის წინასწარმეტყველებაში.

ბერძნულ მითოლოგიაში, ამ სიმბოლოს პირველწყაროში, არსებობს ისტორია ზევსზე, ღმერთთა მამაზე, რომელიც უთვალთვალებდა მშვენიერ ევროპას, რომელიც ერთ ერთ ფინიკიურ პლიაჟზე იმყოფებოდა (სხვათა შორის, დღეს ეს არის ისრაელის ერთ ერთი ნაწილი) და ვნება აღეძრა მის მიმართ. ზევსი გარდაიქცა თვალის მომჭრელი სითეთრის მქონე ხარად, რომელსაც ნახევარმთვარისებური რქები ჰქონდა და ევროპის ფერხთქვეშ გაწვა.

ევროპა მხარს ზურგზე შემოაჯდა. ხარმა ზღვის ტალღებში გაიტაცა იგი და შემდგომ გააუპატიურა. დედაკაცმა შვა ძე, ხოლო სიკვდილის შემდეგ მიიღო ღვთიური პატივი და როგორც ზეცის დედოფალი, ღმერთების დასში შევიდა. ხარი კი ზეციურ ვარსკვლავედს შეერწყა. ადვილი სათქმელია, რომ მე ვცდები, მაგრამ, იქვე ბრიუსელში, ევროპარლამენტიდან სულ რაღაც ერთ კილომეტრში, არსებობს სავაჭრო ცენტრი, რომლის ცენტრალური მშვენება არის მხეცზე ამხედრებული იგივე დედაკაცი. გარდა ამისა, მრავალი მაღაზია ამ სავაჭრო ცენტრში იწოდება "იუპიტერად", რომელიც არის ღმერთების მამის რომაულის სახელი, ბერძნული მითოლოგიით კი - ზევსი.

ევროპის ორივე პარლამენტში: ბრიუსელსა და სტრასბურგში, არსებობენ ტილოები მხეცზე ამხედრებული დედაკაცის გამოსახულებით. ევროპარლამენტის წევრებმაც ეს სიმბოლო ღიად გამოიყენეს ევროპარლამენტის დაარსების დღიდან და ყველამ იცის თუ რას წარმოადგენს ის. მაგალითდ, მხეცზე შემომჯდარი დედაკაცის სახე 1948 წელს გაჩნდა 5 მარკიან გერმანულ ბანკნოტზე; 1979 წელს იგივე გამოსახულება დახატეს ბერლინის კედელზე; ხოლო 1984 წელს ის გაჩნდა ინგლისურ საფოსტო მარკაზე, რომელიც მიეძღვნა ევროპარლამენტის მეორე არჩევნებს; 1992 წელს ის გაჩნდა გერმანულ მონეტაზე (ეკიუ) (ევროს წინამორბედზე). ეს სურათი გამოსახულია ასევე ბრიუსელის აეროპორტის დარბაზში. ყველაზე შთამბეჭდავი და არაორაზროვანი სურათი გამოჩნდა გერმანულ სატელეფონო ბარათზე, რომელიც განკუთვნილი იყო საზოგადო სარგებლობისთვის.

და აი, ამჯერად ეს დედაკაცი გამოსახულია ევროვალიუტაზე. ჩვენ ვხედავთ მას ორი ევროს ღირებულების ბერძნული მონეტის მეორე მხარეს! (იხ. ფოტო ქვემოთ). იბადება კითხვა: რისი თქმა სურთ ამით ევროკავშირის მომხრეებს? ხომ არ გულისხმობენ ისინი, რომ დღეს ევროპას აუპატიურებენ და თუ ამას გულისხმობენ, როგორ: პოლიტიკურად, ფინანსურად თუ სულიერად და ვინ აკეთებს ამას?



ბერძნული 2 ევრო



ბიბლიაში, გამოცხადების 17-ე თავში ეს დედაკაცი წარმოდგენილია როგორც მეძავი, რომელიც ზის მხეცზე, რომელსაც აქვს 7 თავი და 10 რქა (ამას მე მოგვიანებით ავხსნი). დედაკაცს აქვს სხვა სახელი, შუბლზე მას აწერია: "დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა" (გამოცხ. 17:5).

არსებობს მოსაზრება, რომ ძველი ბაბილონი დღეს იმყოფება ბერლინში, ევროპაში. ახალი აღთქმის თანამედროვეებმა, რომლებიც არა მარტო ებრაული, არამედ ბერძნული-რომაული კულტურის ზეგავლენით აღიზარდნენ, ალბათ უწყოდნენ იმ მითების შესახებ, რომლებიც წარმოადგენდნენ მათი გარემომცველი კულტურის მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ახალი აღთქმა დაწერილია ბერძნულ ენაზე და იესუს ჯვარზეც წარწერა იყო ლათინურ, ებრაულ და ბერძნულ ენებზე. ცხადია, რომ იესუმ და პავლემ, რომელიც ქადაგებდა ათენში და ასევე მოციქულმა იოანემ, რომელმაც დაწერა აპოკალიფსისი, იცოდნენ მითი ევროპისა და ხარის შესახებ.

გამოცხადების 13-ე თავში ლაპარაკია ზღვიდან ამომავალ მხეცზე 7 თავითა და 10 რქით. ძველ აღთქმაში მხეცი წარმოგვიდგება ორი სახით. დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში მეოთხე სამეფოს ასევე 10 თავი გააჩნია. თითოეულ განსახილველ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დედაკაცს, ევროპას, მხეცზე ამხედრებულს გამოსახავენ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ისტორიაში, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული, ამ დედაკაცს შუბლზე აწერია: "დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა" (გამოცხ. 17:5).

წინასწარმეტყველებდა თუ არა იესუ დღევანდელ ევროპაზე, როდესაც იოანეს აძლევდა გამოცხადებას მრავალრქიან მხეცზე მჯდომ დედაკაცზე? ჩვენ ვიცით, რომ გამოცხადების წიგნი არის წინასწარმეტყველური, მაგრამ განა დღეს არ სრულდება იგი? და რატომ იწოდა ეს დედაკაცი "დიდ ბაბილონად. მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედად"? ვინ არის ის მძლავრი, რქებიანი ხარი და რას წარმოადგენს?

ამას ჩვენ შევიტყობთ ძველბერძნული მითიდან დედაკაცზე, რომელსაც ერქვა ევროპა და მის მიდრეკილებაზე "ღმერთების მამის" მიმართ, რომელიც გარდაიქცა ხარად და რომელსაც ნახევარმთვარის მსგავსი რქები ჰქონდა. როგორც ბიბლიის არქეოლოგიიდან ცნობილია, ხარი ნახევარმთვარისებრი რქებით იყო "ღმერთ" ბაალის ახლოაღმოსავლური, ხოლო რომაულ კულტურაში ზევსისა და იუპიტერის სიმბოლო! ბაბილონისა და ასევე ახლო აღმოსავლეთის უზენაესი "ღმერთი", - ღმერთი მთვარისა, რომელიც წარმოდგენილია ნახევარმთვარისებრ რქებიანი ხარის სახით, ანუ უბრალოდ, როგორც ღმერთი ნახევარმთვარე. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვიფიქროთ, რომ ალლაჰი - ეს იგივე მთვარის ღმერთია, რომელიც მუჰამედმა აირჩია თაყვანისცემისთვის და ვისაც ეთაყვანება დღეს უამრავი ადამიანი. ჩვენს დღეებში ნახევარმთვარე არის ისლამის სიმბოლო, რომელიც გამოსახულია მეჩეთებსა და მრავალ სახელმწიფო სიმბოლიკაში.



რა კავშირი აქვს ევროპას ისლამთან? ისტორიაში აღნიშნულია, რომ ისლამი თავისი დაფუძნების დღიდან იბრძოდა მის წინააღმდეგ. ისლამი ჯერ თურქეთიდან შეიჭრა ბალკანეთში, ესპანეთში და საფრანგეთში და ომით დაიპყრო მთელი ევროპა. შემდეგ ამას მოჰყვა ევროპელ ჯვაროსანთა საპასუხო დარტყმა: ჯვაროსნები შეიჭრნენ ისრაელის ბიბლიურ მიწა-წყალზე რათა წმიდა მიწა გაეთავისუფლებინათ მუსლიმთაგან. დაახლოებით ასი წლის წინათ ახლო აღმოსავლეთში აღმოაჩინეს ნავთობი, რომელმაც ისლამური ქვეყნები პოლიტიკურ და ეკონომიკურ პლანში ყველაზე მძლავრ სახელმწიფოებად გადააქცია მთელს დედამიწაზე. ასე დაიწყო ევროპისა და ისლამის იძულებითი კავშირი!

პირველი მსოფლიო ომის დროს, ევროპის ქვეყნების ჯარები ერთმანეთს ებრძოდნენ ახლო აღმოსავლეთში. 1917 წელს, როდესაც ფრანგებმა და ბრიტანელებმა თურქი და გერმანელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს ისრაელი, იერუსალემი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ბრიტანეთის მთავრობამ დადო ხელშეკრულება ებრაელებთან და არაბებთან მაქსიმალური მხარდაჭერის მიღების მიზნით, რითაც საფუძველი ჩაეყარა დღევანდელ კონფლიქებს ახლო აღმოსავლეში. ბრიტანეთმა, ლორდ ბალოფორის მეშვეობით, პირობა დადო, რომ "გაინიხილავდა პალესტინაში ებრაელის ხალხისთვის ეროვნული სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას", შემდეგ კი ეგვიპტეში ბრიტანელი წარგზავნილის მეშვეობით, დადო პირობა იმისა, რომ აღიარებდა და მხარს დაუჭერდა ოსმალოთა იმპერიისგან არაბების დამოუკიდებლობას.

ევროპისა და ისლამური ქვეყნების იძულებითი კავშირი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადავიდა ახალ სტადიაში. 1941 წლის 30 ნოემბერს, იერუსალემის მთავარი მუფტი შეხვდა ჰიტლერს. უნდა დადებულიყო ხელშეკრულება, რომ მუსლიმი არაბები დაეხმარებოდნენ ჰიტლერს იმ შემთხვევაში, თუკი ევროპაში ებრაელთა გაწყვეტის შემდეგ, ჰიტლერი გაანადგურებდა მათ არაბთა ეროვნულ ტერიტორიაზეც, - პალესტინაში. არაფატი, რომელთანაც ევროპას ჰქონდა საქმე, იყო იმ მუფტის შვილიშვილის შვილი, რომელმაც ხელშეკრულება დადო ჰიტლერთან!

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ისლამისა და ევროპის კავშირი გაგრძელდა: მოხდა ისლამის მშვიდობიანი შეჭრა ევროპაში, რომელმაც მიიღო ურიცხვი მუშა-ემიგრანტი და ლტოლვილი ისლამური ქვეყნებიდან. დღეს გერმანიაში ცხოვრობს 3 მილიონი თურქი-მუსლიმი, საფრანგეთში 5 მილიონი ლტოლვილი ჩრდილოეთ აფრიკიდან, ბრიტანეთში - 2 მილიონი მუსლიმი ყოფილი კოლონიებიდან და სხვა ადგილებიდან.

ისლამი - ეს არის მრავალრიცხოვნობით მეორე და ყველაზე მსწრაფლმზარდი რელიგია ბრიტანეთში. ისლამის ექსპანსია ევროპაში საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, მას ხელგაშლილი ხვდებიან, ხოლო მიწებს მეჩეთებისა და რელიგიური სკოლების ასაშენებლად, უფასოდ აძლევენ. და ეს ხდება იმ დროს, როდესაც ევროპის კულტურა დათრგუნულია ისლამურ ქვეყნებში, ქრისტეანობა კანონით არის არკძალული, სამაგიეროდ ევროპის ქვეყნებში არ შეიძლება ისლამის შეურაცხყოფა, ხოლო ევროპის ქრისტიანი ლიდერები შემწყნარებლურად ეკიდებიან მთვარის ბაბილონურ "ღმერთს" - ალლაჰს, და მას კიდევ ერთ თანაბარმნიშვნელოვან ღმერთად აღიარებენ.

ევროპა, ისლამი და ისრაელი? ევროპის კავშირი, რომელიც ჰიტლერის ტრადიციებს აგრძელებს, ყველაზე მძლავრი პოლიტიკური და ფინანსური მხარდამჭერია პალესტინელთა ლიდერის, არაფატისა, ებრაელთა წინააღმდეგ. ევროპა ყოველთვიურად ურიცხავს მის ტერორისტულ ორგანიზაციებს ათობით მილიონ დოლარს გადამხდელთა ჯიბეებიდან! ხომ არ არის ევროპა ხარის ზურგზე შემომჯდარი ის დედაკაცი, რომელიც შემდეგ ამავე ხარმა გააუპატიურა?

ამ რამოდენიმე ხნის წინათ პრესაში გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ემიგრანტებთან დაკავშირებული "ღია კარის" პოლიტიკის გამო ბელგია გახდა ევროპაში მუსლიმური ექსპანსიის მთავარი ციტადელი. ალ-ქაიდას მებრძოლი ძალების კონტროლი განთავსებულია იქ, სადაც იმყოფება ევროკავშირის ცენტრი, ანუ ბრიუსელში!

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად სერიოზულია ისლამური საფრთხე? მუსლიმები ეთაყვანებიან ალაჰს, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, არის ბაალი ანუ მთვარის ღმერთი, და მიუხედავად ამისა, დასავლეთში მათ ერთობლივ ღმრთისმსახურებაზეც იწვევენ! იქ ამტკიცებენ, რომ არსებობს სამი სარწმუნოება: ებრაული, რომელთაც სწამთ ძველი აღთქმის, ქრისტეანული, რომელთაც სწამთ მთელი ბიბლიის და მუსლიმები თავიანთი ყურანით. მაგრამ ალაჰი, სულაც არ არის ჩვენი ღმერთი. შეხედეთ მათ სიმბოლიკას - ხარი ნახევარმთვარისებრი რქებით მეჩეთებზე და მუსლიმურ დროშებზე! ცხადია, რომ ისინი თაყვანს სცემენ ბაალს - ხარს, რომელიც არის თვით ეშმაკი! შეადარეთ გამოცხადების წიგნის 13-ე და 17-ე თავებში გადმოცემული სიმბოლოები და დარწმუნდებით, რომ მხეცი, რომელმაც გააუპატიურა ევროპა, გამოირჩევა სწორედ ამ სიმბოლოთი, ანუ რქებით.

დღეს საკმაოდ შესამჩნევია ისლამური ფანატიზმის ზრდა, რომელიც ემუქრება მსოფლიოს სტაბილურობას. პრეზიდენტმა ბუშმა ეს აღიარა, როდესაც მან ბრძოლა გამოუცხადა ტერორიზმს. პრობლემა ისრაელში გაჩნდა არა ტერიგორიის გამო, არამედ იმიტომ, რომ მუსლიმებს სურთ მთლიანად გაანადგურონ იერუსალემი, მაგრამ ამისთვის მათ ჯერ უნდა შეერკინონ აშშ-ს, რადგან სწორედ ის უჭერს მხარს ისრაელს. მათ სურთ არა მარტო იერუსალემის დაპყრობა ან ე. წ. ტერიტორიის "ოკუპაციის" განხორციელება, - მუსლიმები მანამ არ დამშვიდდებიან, სანამ მთლიანად არ განდევნიან ან ამოწყვეტენ აღთქმული მიწიდაზე მცხოვრებ ებრაელებს.

ისრაელის შემდეგ ისლამი უმიზნებს ეკლესიას. მებრძოლ მუსლიმებს სძულთ ჯვარი და სხვა ქრისტეანული სიმბოლოები. მთელს მსოფლიოში, სადაც კი ეს სიმბოლოებია, აგებენ მეჩეთებს, რათა აჩვენონ ისლამის უპირატესობა ქრისტეანულ სარწმუნოებაზე. ეს არის ჩვენი დროის უდიდესი ბრძოლის ნაწილი. ყველა ეს მოვლენა, რომელიც ხდება ევროპაში, უნდა აღვიქვათ სერიოზულად და უნდა ვილოცოთ გაძლიერებით.

საუდის არაბეთი მეჩეთებს აგებს ყველგან, იქაც კი სადაც მცირედნი არიან მუსლიმები; ხოლო თვით საუდის არაბეთში შეიძლება საპყრობილეშიც კი მოხვდე მხოლოდ ბიბლიის შენახვისთვის, ეკლესიის აშენება კი იქ საერთოდ შეუძლებელია. როდესაც ქ. რომის ხელისუფლებამ ნება დართო ვატიკანის გვერდით მეჩეთის აშენებისა, საუდის არაბეთმა ეს განიხილა როგორც ისლამის მიერ ვატიკანის დაპყრობა! დასავლეთში ატარებენ რჯულთშემწნარებლობის პოლიტიკას, ასევე იწვევენ წამყვან იმამებს ქრისტეანულ ეკლესიებში, მაგრამ მულისმური ქალაქები მექა და მედინა, ასევე სატაძრო მთა (მორია) იერუსალემში დაკეტილია მათთვის, ვინც არ აღიარებს ისლამს.


***


ჩვენი მიმოხილვის შემდგომ ნაწილში, ვილაპარაკებთ ბერლინზე. როგორც იცით, ეს არ გახლავთ მხოლოდ გერმანიის დედაქალაქი, არამედ ეს არის ევროპის კავშირის ერთ ერთი უმთავრესი ცენტრი. ბერლინის მრავალ მუზეუმს შორის განსაკუთრებული ადგილი პერგამონის მუზეუმს უჭირავს. აქ იმყოფება 2 ძირითადი ექსპონატი: სატანის საკურთხეველი, რომელიც ნახსენებია გამოცხადების 2-ე და13-ე თავებში და ბაბილონის კარიბჭე. ორივე ექსპონატი ორიგინალია და არა ასლი, რომლებიც პერგამოსიდან და ბაბილონიდან ჩამოიტანეს.

ფოტოზე თქვენ ხედავთ ბერლინის, პერგამოსის მუზეუმის ამ ექსპონატებს. მე თქვენ მოგიყვებით ბაბილონის, იგივე იშტარის (ასტატას) კარიბჭეზე, გავივლით საზეიმო გზაზე - რომლითაც ისრაელი მიდიოდა ბაბილონში, მონობისკენ. მოდი ვნახოთ ეს მთავარი ქუჩა: აი, ჩვენს წინაშეა იშტარის (ასტარტას, იგივე აშტაროთის) კარიბჭე, რომელიც ცნობილია 337 ღმერთ-გველეშაპის წყალობით; ებრაულ ნუმეროლოგიაში ეს ციფრი ნიშნავს "შეოლს", ანუ ჯოჯოხეთს. ასე, რომ თქვენ ხედავთ ჯოჯოხეთის კარიბჭეს დედამიწაზე და ეს რეპროდუქცია როდია, ეს არის ორიგინალი, რომელიც ბაბილონიდან ჩამოიტანეს. ის დამზადებულია ქრისტეს შობამდე 600 წლით ადრე, შემდეგ კი დაანგრიეს, მაგრამ ჩვენი დროისთვის ეს კარიბჭე ევროპაში, ბერლინის მუზეუმში ჩამოიტანეს და აღადგინეს.



ფოტოზე გამოსახულია კარიბჭე, რომლის იქეთ გაჭიმული იყო საზეიმო გზა ბაბილონის ცენტრისკენ. ის მოპირკეთებულია გველ-დრაკონის 337 გამოსახულებით. ებრაულში რიცხვი 337 აღნიშნავს ჯოჯოხეთს ("შეოლს")

ზემოთ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ დედაკაცზე, ევროპაზე, რომელიც ამხედრებულია მხეცზე, რომელიც ამავე დროს არის ევროკავშირის სიმბოლო. როდესაც იესუმ იოანეს გამოცხადებაში უჩვენა დედაკაცი (ჩვენის აზრით ევროპა), მას შუბლზე ეწერა: "საიდუმლო, დიდი ბაბილონი". არსებობს ამ სიტყვების ახსნა და ევროპისა და ბაბილონის კავშირის პოვნაც არის შესაძლებელი. ჯერ ჩვენ ვიხილეთ ბაბილონის კოშკი, გოდოლი სტრასბურგში, ახლა კი თვით ბაბილონი იმყოფება ევროპაში!

იესუ ქრისტეს შობამდე ექვსი ასწლეულით ადრე, ღმრთის წინააღმდეგ მრავალწლიანი ჯანყის შემდეგ, ებრაელი ერი გარეკეს ბაბილონის ტყვეობაში, ეშმაკის რჩეულ ადგილას, სადაც ჩამოყალიბდა მსოფლიო მთავრობა ღმრთის წინააღმდეგ აჯანყების მოსაწყობად (ამ საკითხთან დაკავშირებით იხ. ფლაბიან ბრენიე დე სენ-კრისტო. "ებრაელები და თალმუდი"). 136-ე ფსალმუნში ვხედავთ, როგორ ტირიან ებრაელები ბაბილონის მდინარეებზე და იხსენებენ იერუსალიმს. რატომ? იმიტომ, რომ ებრაული ნუმეროლოგიით სიტყვა "ბაბილონი" ღმრთისგან "განყოფას" ნიშნავს. ბაბილონში იმყოფებოდა "ზიკურატი" - ბაბილონის აღდგენილი გოდოლი, ღმრთისგან განდგომის სიმბოლო და მარდოკის (ბაალის), ბოროტი სულის ტაძარი, რომელსაც ეთაყვანებოდნენ თვითგვემის და ადამიანთა მსხვერპლშეწირვის მეშვეობით. უეჭველია, რომ ყოველივე ამის უკან იდგა ეშმაკი.

ძირითადი საზეიმო შესასვლელი იშტარის (ასტარტას) კარიბჭეში გადიოდა, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოპირკეთებულია მონსტრებისა და 337 გველ-დრაკონების გამოსახულებებით, რომელიც, როგორც ასევე აღვნიშნეთ, "შეოლს" ანუ ჯოჯოხეთს ნიშნავს. არ არის გასაკვირი, რომ ღმრთის შემწეობით ისრაელის ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებიდან 70 წლის შემდეგ, მათი პირი სავსე იყო სიხარულითა და გალობით.

მაგრამ სად იმყოფება ბაბილონი ამჯამად? ის ერაყში აღადგინა სადამ ჰუსეინმა ბაღდადის გვერდით, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ბაბილონის ნაწილმა გერმანიაში გადაინაცვლა. ისტორიაში ნათქვამია, რომ მიდიელებმა და სპარსელებმა, ბაბილონის დაპყრობის შემდეგ, ჩვენს ერამდე 539 წელს ქალაქის ბოროტი სული დაიმკვიდრეს. როდესაც ქალაქი აიღო ალექსანდრე მაკედონელმა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 331 წელს, მან 10 000 კაცი გააგზავნა მარდოკის ტაძრის აღსადგენად და ბაბილონის ღმერთ-დრაკონს ყოველდღიური მსხვერპლშეწირვა დაუწესა, რომელიც გაგრძელდა ალექსანდრეს მოულოდნელ სიკვდილამდე, ანუ 323 წლამდე ძვ. წ.

ახალი წელთაღრიცხვით 64-ე წელს, რომაელებმა დაამარცხეს ბერძნები და თავიანთი მსოფლიო იმპერია დააფუძნეს. დანიელი წინასწარმეტყველებდა, რომ ეს იმპერია, სახეშეცვლილი სახით, ქრისტეს მეორედ მოსვლამდე შენარჩუნდებოდა. რომაელთა მეშვეობით ბაბილონის სულმა ისევ მოწყლა ღმრთის წინააღმდეგ მოჯანყე ღმრთის ერი (ანუ, ისრაელი) და ჩვენი წელთაღრიცხვის 70-ე წელს დაუნგრია მათ ტაძარი იერუსალიმში, ხოლო ებრაელები გაფანტა მთელს მსოფლიოში. მათ აღარ გააჩნდათ თავიანთი ეროვნული "სახლი" ვიდრე, ისრაელის საკვირველ აღდგენამდე 1948 წელს.

რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, რომის პაპებმა აკურთხეს ევროპელი მეფეები და მიანიჭეს მათ "რომის წმიდა იმპერიის იმპერატორთა" ტიტულით. ისინი გახდნენ რომის პოლიტიკური ლიდერები. ეს ტიტული მემკვიდრეობით გადაეცემოდა ჰაბსბურგთა გერმანულ დინასტიას ასწლეულების განმავლობაში, რომლებსაც აგრეთვე გააჩნდათ "იერუსალიმის მეფის" ტიტული, რომელიც სამუდამოდ ებოძა მათ ევროპელი ჯვაროსნების მიერ, 1061 წელს თურქებისგან იერუსალიმის გათავისუფლების შემდეგ. ამ ტიტულს ისინი დღემდე ინარჩუნებენ.

1898 წელს გერმანის კეისარი ვილჰელმ II ეწვია წმიდა მიწას "იერუსალიმის მეფის" ტიტულით, ხოლო ერთი წლის შემდეგ მან დაიწყო გათხრები ძველი ბაბილონის ადგილზე. 1913 წელს მან ბერლინში ჩამოიტანა 337 დრაკონით "დამშვენებული" ჯოჯოხეთი კარიბჭისა და საზეიმო გზის პირველი ფრაგმენტები. ერთი წლის შემდეგ გერმანიამ ომი გამოუცხადა მთელს მსოფლიოს, რამაც 4 წლის განმავლობაში შეიწირა 10 მილიონი ადამიანი!

1930 წლისთვის ბერლინში "საზეიმო გზა" მთლიანად აღადგინეს. იყო თუ არა ეს ბაბილოვნელი გველ-დრაკონი თვით ეშმაკი, რომელმაც ჰიტლერის მეშვეობით გამოაცხადა "ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა", რომლის შედეგადაც ევროპაში დახოცეს 6 მილიონი ებრაელი? ასევე, ჰიტლერის მიერ წამოწყებული მეორე მსოფლიო ომი (1939-1945) იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე - 55 მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში; გერმანია აღმოჩნდა რუინებში, ხოლო ბერლინი ორ ნაწილად - აღმოსავლეთად და დასავლეთად დაიყო.

მანამ, სანამ აღმოსავლეთ ბერლინში რჩებოდა ასტარტის კარიბჭე, - ებრაელთადმი ბაბილონური სიძულვილის სიმბოლო, დასავლეთ გერმანია შევიდა "მადლის" პერიოდში. კანცლერი ადენაუერი, ქრისტეანი და ნაციზმის მოწინააღმდეგე, მხარს უჭერდა ბიბლიურ ჭეშმარიტებას: ღმერთი აკურთხებს მათ, ვინც აკურთხებს ებრაელებს. იმ დროს, როდესაც მისი ქვეყანა ჯერ კიდევ იშუშებდა ჭრილობებს და ნანგრევებში იყო, კანცლერმა სამხედრო რეპარაციები წარუდგინა ისრაელს და დაიწყო ომისშემდგომი გერმანული სასწაული! ყველაფერი შეიცვალა მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთი და დასავლეთი გერმანია ისევ გაერთიანდა 1990 წელს. დღეს გერმანული ეკონომიკური სასწაული კრიზისს განიცდის. საინტერესოა, რატომ?

მეფე ნაბუქოდონოსორის მამამ საფუძველი ჩაუყარა ბაბილონის ახალ გოდოლს (პირველი იმ დროისთვის უკვე დანგრეული იყო), რომლის საძირკველ ქვას ეწერა: "სადიდებლად ღმერთებისა ნაბუისა და მარდოკისა, რომლებმაც მიბრძანეს საფუძველი ჩამეყარა ბაბილონის გოდოლისთვის მიწისქვეშა სამყაროს ცენტრში, რათა მისი სიმაღლე ეჯიბრებოდეს ზეცას. მე დავხარე თავი და ისე მოვიქეცი, როგორც მიბრძანეს".

ბერლინი, ბაბილონის კარიბჭითურთ, ისევ გახდა დედაქალაქი, ხოლო კანცლერმა შრედერმა გერმანიის მთავრობა, დასავლეთ გერმანიის ყოფილი დედაქალაქ ბონიდან ისევ ბერლინში გადაიტანა. ამერიკის პრეზიდენტმა კლინტონმა ერთხელ გერმანიის დედაქალაქს "გაერთიანებული ევროპის გული" უწოდა. რა გულია ეს? მეორე მსოფლიო ომის დროს, ჰიტლერმა წამოაყენა "ახალი ევროპის" თავისი იდეა. ხოლო, ომისშემდგომი ევროპის კონტროლისთვის უნდა დაეწესებინა: საერთო ახალევროპული ვალუტა, ევროპის ეკონომიკური საზოგადოება, ევროპის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა და სხვა. ჰიტლერის დამარცხების მიუხედავად, მისი გეგმები ევროპაში დღემდე ხორციელდება! იბადება კითვა: იყო კი ეს ჰიტლერის გეგმები? თუ არა, ვისია იგი? იქნებ, მისი თავწყარო დავინახოთ დანიელის წინასწარმეტყველებაში - სამეფო, რომელიც არ დარჩება ერთიანი, აღიგვება პირისაგან მიწისა, როგორც რკინისა და თიხისგან შემდგარი ტერფები?

არ არის გასაკვირი, რომ ქრისტეანებმა მიიღეს გაფრთხილება გამოცხადების წიგნის 18-ე თავში: "გამოდი, მაგისგან, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიაროთ მის ცოდვებს და არ მოიწყლათ მისი წყლულებით. რადგანაც უწიეს მისმა ცოდვებმა ზეცას, და გაიხსენა ღმერთმა უსამართლობა მისი" (გამოცხ. 18:4-5). დანიელმა განმარტა ნაბუქოდონოსორის ხილვა და გაგვაფრთხილა, რომ ბაბილონის ბოროტი სული გააგრძელებს თავის მოქმედებას ძველი იმპერიის დანგრევის შემდეგაც და გადავა მომდევნო სახელმწიფოებში და ჩვენს დრომდეც მოაღწევს. მხოლოდ იესუ ქრისტეს მეორედ მოსვლისას განადგურდება საბოლოოდ ბაბილონის სული (იხ. დანიელი 2:33-34; გამოცხ. 19:11-21). მაგრამ რომელია ის სახელმწიფო დღეს, რომელიც ნაბუქოდონოსორის ხილვაში წარმოდგენილია რკინისა და თიხის ნარევით? ევროპის იმპერია? რომის ხელშეკრულებით, ძლიერ და არც ისე ძლიერ სახელმწიფოთა შერევით შეიქმნა ევროპის კავშირი. ხომ არ არის ეს ის კერპი, რომელიც დაინგრევა ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს?

როგორც დასაწყისში ვამბობდაი, ბიბლია - უბრალოდ ისტორია ან მომავლის წინასწარმეტყველება როდია. ეს არის ცოცხალი წიგნი და ჩვენ ვცხოვრობთ ევროპაში ბიბლიის დროით! მაგრამ აქ ბატონობენ დემონური და სატანური ძალები. ბაბილონის გოდოლი საფრანგეთში აღმართეს გადასახადის გადამხდელთა ფულით; მხეცზე ამხედრებული დედაკაცი მარტო ბრიუსელის ნაწილი როდია. ბაბილონი და ჯოჯოხეთის კარიბჭე ბერლინში განსაზღვრავს იმას, თუ როგორ იცხოვრებთ თქვენ და თქვენი შვილები მომავალში.

მაგრამ, არსებობს ის, რაც ყოველივე ზემოთთქმულზე უარესია. რა შეიძლება იმაზე უსაშინელესი იყოს ამ უკეთურ სამყაროში, ვიდრე მთელს ბიბლიაში ნახსენები ერთი ადგილი, სადაც ლაპარაკია სატანის ტახტის ადგილსამყოფელზე. ცხადია, თქვენ იტყვით, რომ ეს იყო 2000 წლის წინათ და ოდესმე ნამდვილად თუ არსებობდა იგი, ამჯერად ის უეჭველად განადგურებული უნდა იყოს. ეს იმდენად უკეთური ადგილი უნდა იყოს, იმდენად საშინელი, რომ მასზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ ცხოვრობს სატანა. მართლაც, მთელს ბიბლიაში მხოლოდ ერთი ადგილი აღწერილი ამგვარად. ეს ადგილია - პერგამოსი. და სად არის ის სადღეისოდ? - ბერლინში, ევროპის ცენტრში.

გამოცხადებაში ვკითხულობთ: "ხოლო პერგამონის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს ორლესული მახვილის მქონე: ვიცი, რომ ცხოვრობ იქ, სადაც არის სატანის ტახტი, მაგრამ მტკიცედ გიპყრია ჩემი საბელი და არ უარყავ ჩემი რწმენა თვით იმ დღეებშიც, როცა თქვენს შორის, სადაც სატანა მკვიდრობს მოკლეს ანტიპა, სარწმუნო მოწამე ჩემი" (გამოცხ. 2:12-13).

პერგამოსის გიგანტური საკურთხეველს მნიშვნელოვანი ადგილი უპყრია ბერლინის პერგამონის მუზეუმში. ეს საკურთხეველი თავიდან მცირე აზიაში (თურქეთის თანამედროვე ტერიტორიაზე) იმყოფებოდა და იმპერატორის თაყვანისცემის ადგილს წარმოადგენდა. ვინც იმპერატორს არ აღიარებდა ღმერთად რიტუალურად კლავდნენ საკურთხეველზე. ბიბლია ამ ადგილს უწოდებს სატანის ტახტს, მის კიბეებზე ქრისტეანები ღებულობდნენ მოწამეობრივ სიკვდილს ქრისტეს ერთგულებისთვის. ის აღმოაჩინა გერმანელმა არქეოლოგმა კარლ ჰუმანმა XIX საუკუნის მიწურულს. სატანის საკურთხეველი უბადლო მდგომარეობაში იყო. სატანის ეს საკურთხეველი უკანასკნელი კენჭის ჩათვლით ჩამოიტანეს ბერლინში. 1902 წელს კაიზერმა ვილჰელმ II ამ ტაძრის აღმართვა აღინშნა როგორც "თავისი მმართველობის ყველაზე დიადი მომენტი" და წარმართი ღმერთების პატივსაცემად გრანდიოზული ზეიმი მოაწყო. საკვირველია ის, რომ ამის შემდეგ ის, რაც ხდება გერმანიის ისტორიაში, შეიძლება მხოლოდ დემონურ ზეგავლენასა და კონტროლს მივაწეროთ.

ჰიტლერი იმდენად მოიხიბლა პერგამონის საკურთხევლით ბერლინში, რომ 1934 წელს მან გასცა განკარგულება აეშენებინათ მისი ზუსტი ასლი ნიურნბერგში, ნაცისტური პარტიის ყრილობათა ჩასატარებლად. აქედან, "სატანის საკურთხევლიდან" გამოუცხადა მან სიკვდილი ებრაელებს და ყველას, ვინც კი არაარიული სისხლის იყო. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ ქალაქი განაახლეს და მოამზადეს რათა გაერთიანებული ევროპის ცენტრი გახდეს. 1999 წელს რაიხსტაგის შენობა, რომელიც ცნობილი გახდა ჰიტლერის წყალობით, მაგრამ დაინგრა 1945 წელს, ამჯერად სრულიად რესტავრირებულია და ოფიციალურად გახსნილია, ხოლო გერმანიის მთავრობამ დაასრულა გადასვლა ბონიდან ბერლინში. პირველად 50 წლის განმავლობაში გერმანიის მთავრობა დაბრუნდა იქ, სადაც იმყოფებოდა "სატანის საკურთხეველი".

რა სულიერი მნიშვნელობა გააჩნია ყოველივე ამას? რატომ მოხდა ეს გადასვლა გაერთიანებული ევროპის სახელმწიფოს შექმნის დროს? იქნება თუ არა ზეწოლა ევროპარლამენტზე, რომლის საქმიანობა დღეს გაყოფილია სტრასბურგსა და ბრიუსელს შორის, რათა ბერლინის ერთ ერთ თავისუფალ შენობაში გადავიდეს? იქ, სადაც არის "სატანის საკურთხეველი?...



პერგამონის მუზეუმი ბერლინში

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню