პოლიტიკა - ბრძოლა იერუსალიმისთვის, ანუ აპოკალიფსისის მაცნე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

ბრძოლა იერუსალმისთვის, ანუ აპოკალიფსისის მაცნე

ტრამპის ახალ გადაწყვეტილებას გააჩნია მისტიკური მნიშვნელობა:
იერუსალიმისთვის ბრძოლა - ეს არის ბრძოლა მესამე ტაძრისთვის...

სოლომონის მესამე ტაძარი

09.12.2017

ავტორი: ვ. პ. ფილიმონოვი. რუსი მართლმადიდებელი მწერალი.

2017 წლის 5 დეკემბერს The New York Times-მა გამოაქვეყნა ცნობილი მიმომხილველის, ებრაული ჟურნალის (Jewish Journal) პოლიტიკური რედაქტორის, ებრაელი ერის პოლიტიკის ინსტიტუტის (JPPI) უფროსი სამეცნიერო თანამშრომლის  შმუელ როზნერის სტატია "რა თქმა უნდა, იერუსალემი - ისრაელის დედაქალაქია" - Of Course Jerusalem Is Israel
s Capital.

თავის სტატიაში როზნერი აღნიშნავს: "მრავალი მეცნიერის აზრით, ამ ადგილზე, მანამ, სანამ მას რომაელები დაანგრევდნენ, დაახლოებით 1000 წლის წინ (ძვ. წ.) ტაძარი იდგა. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაახლოებით სამი ათასი წლის განმავლობაში იერუსალიმი წარმოადგენდა ებრაელი ერის ცენტრს - ფიზიკურ ცენტრს, როდესაც ამ ადგილზე ტაძარი იდგა, და რომელიც იყო ცენტრი ლოცვისა და იმ შორეული პერიოდის სასოებისა, როდესაც ებრაელები განთესილ იქნენ მთელი დედამიწის მასშტაბით. ყოველ წელს, იომ-ქიფურის, წელიწადის ამ ყველაზე წმიდა დღის მიწურულს, ასევე ებრაული პასექის ბოლოს ებრაელები წარმოთქვამენ ფრაზას: "გაისად იერუსალიმში".




იერუსალემის იუდეველთა მესამე ტაძრის მაკეტი


შემდეგ ებრაელები დაბრუნდნენ. XIX საუკუნეში ებრაელებმა დაიწყეს სახლების მშენებლობა და იერუსალიმში ძველი ქალაქის კედლების მიღმა დასახლდნენ. შემდეგ ექვსდღიანმა ომმა ბოლო მოუღო იორდანიის დროებით მმართველობას ძველ ქალაქზე და იერუსალემი ისრაელის იურისდიქციის ქვეშ გააერთიანა. მაგრამ ეს დაბრუენბა უფრო სადაო აღმოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. თვით შეერთებულმა შტატებმაც, ისრაელის ყველაზე ახლო მოკავშირემ, ეს ქალაქი ჩვენ დედაქალაქად არ აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა იქ იმყოფება 19149 წლიდან. არსებული მონაცემებით, პრეზიდენტი ტრამპი მალე შეცვლის ამ ვითარებას და იმასაც კი გამოაცხადებს, რომ მას აშშ-ს საელჩი თელ-ავივიდან იერუსალიმში გადააქვს. "მომავალ წელს აშშ-ს საელჩო იერუსალემში იქნება" - ეს სიტყვები არ იყო ჩვენს ლოცვებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მივესალმებით მას და აღვიქვამთ მას როგორც მხარდაჭერას - და არსებული რეალობის აღიარებას".

როგორც ვხედავთ, ებრაულ სამყაროში ადრიდანვე უწყოდნენ ტრამპის
"ისტორიული" გადაწყვეტილება.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ 2016 წლის სექტემბერში ისრაელში აღორძინებულმა სინედრიონმა რაბინი ბარუხ კაჰანე მომდევნო მღვდელმთავრად აირჩია (კოენ ჰადოლ - მთავარი კოენი), ხოლო ნოემბერში სინედრიონმა რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ს ხელმძღვანელებს ვ. პუტინსა და დ. ტრამპს მესამე იუდაური ტაძრის აღდგენის მოთხოვნები გაუგზავნა
(ამის შესახებ იხ. ჩვენი პუბლიკაცია: "ქრისტეს მტრები პუტინს და ტრამპს მესამე ტაძრის აშენებას სთხოვენ").

სინედრიონის პრეს-მდივანმა რაბინმა ჰილელ ვაისმა განაცხადა, რომ ტრამპის არჩევამ, რომელიც ებრაელებს იერუსალემის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას დაჰპირდა, წაახალისა იუდაური აღორძინებული სასამართლო გაეგზავნა ეს მიმართვა. ვაისმა განმარტა, რომ აშშ-ს არჩევნებმა მარადიული იუდაური ოცნება რეალობად აქცია. "ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ტაძარი", - თქვა რაბინმა ვაისმა. თავის წერილში სინედრიონმა ტრამპს შეახსენა მისი წინასაარჩევნო დაპირება აშშ-ს საელჩო თელ-ავივიდან იერუსალემში გადაეტანა, რითაც ფაქტობრივად აღიარებდა ძველი ქალაქის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებას. "ტაძრის აშენებით, რომელიც მშვიდობის წყაროა, ამერიკისა და რუსეთის ლიდერებს შეუძლიათ მსოფლიო ხალხები მიიყვანონ გლობალურ მშვიდობამდე", - განუმარტა ჟურნალისტებს ვაისმა.

"გლობალური მშვიდობა" - აი ასე: არც მეტი არც ნაკლები! მაგრამ გავიხსენოთ: "როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ" (1 თესალონიკ. 5:3).

2016 წლის მარტში ტრამპმა მართლაც განაცხადა: "როდესაც შეერთებული შტატები მხარს დაუჭერენ ისრაელს, მსოფლიოში მშვიდობის დამყარების შანსები გაიზრდება და თანაც ელვისებურად. მე გეტყვით თქვენ, რა მოხდება, როდესაც დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდება. ჩვენ ამერიკის საელჩოს ებრაელი ერის მარადიულ დედაქალაქ იერუსალემში გადავიტანთ. ჩვენ ყველას გავუგზავნით ნათელ ნიშანს, რომ არ არსებობს არავითარი უთანხმოება ამერიკასა და ჩვენს ყველაზე საიმედო მოკავშირეს - ისრაელის სახელმწიფოს შორის".

და აი, 2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ს მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება იერუსალემი აღიაროს ისრაელის დედაქალაქად.






ამის შესახებ ამერიკის ლიდერმა თეთრ სახლში გამოსვლისას განაცხადა: "მე გადავწყვიტე, რომ ახლა დადგა დრო ოფიციალურად ვაღიაროთ იერუსალემი ისრაელის დედაქალაქად... ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება თავისი დედაქალაქის ადგილმდებარეობის შესახებ. და ქალაქის ამ სტატუსის აღიარება მართებული ნაბიჯია", - ხაზი გაუსვა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე დაავალა სახდეპარტამენტს დაიწყოს აშშ-ს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალემში გადატანის სამზადისი, რაც შეესაბამება 1995 წელს მიღებულ კანონს, რომლის შესრულება გადადეს ამერიკის წინა პრეზიდენტებმა. ეს გადაწყვეტილება არანაირად არ იმოქმედებს ჩვენი მყარი ვალდებულებების უზრუნველოფაზე დავაჩქაროთ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა, - აშშ-ს მხარს უჭერს პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გადაწყვეტას ორი სახელმწიფოს თანაარსებობის პრინციპით, თუ ორივე მხარე ამაზე თანახმა იქნება", - დაამატა მან.

უნდა ითქვას, რომ 1949 წელს იერუსალემში განთავსდა ისრაელის თითქმის ყველა სახელმწიფო და სამთავრობო სამსახური, მაგრამ იქ დღემდე არ გადაუტანიათ უცხოეთის არცერთი საელჩო. მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრ ქვეყანას იერუსალემში თავისი საკონსულო გააჩნია.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იქვე მადლობა გადაუხადა ტრამპს მიღებული გადაწყვეტილებისთვის: "გამოვხატავთ ჩვენს უღრმეს მადლიერებას პრეზიდენტის მიმართ მისი გაბედული და სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის ეღიარებინა იერუსალემი ისრელის დედაქალაქად და მოემზადებინა აშშ-ს საელჩოს აქეთ გადმოტანა".

კარგად არის ცნობილი, რომ ტრამპის ქალიშვილი - ივანკა და მისი სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც თეთრ სახლში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის რეგულირებაზე აგებს პასუხს, აღიარებს იუდაიზმს და მრავალი წლის განმავლობაში თბილ ურთიერთობებშია ნეთანიაჰუსთან.

არაბულ სამყაროში ტრამპის გადაწყვეტილებამ ყველაზე ბობოქარი რეაქცია გამოიწვია. გაჟღერდა მკვეთრი განცხადებები მრავალი ქვეყნის ლიდერების მხრიდან, მთელ რიგ ქვეყნებში მიმდინარეობს საპროტესტო აქცია.




კონსოლიდირებული პოზიცია გამოხატა არაბეთის ქვეყნების ლიგამ. "ტრამპის განცხადების შემდეგ სამშვიდობო პროცესი შეიძლება მკვდრად გამოვაცხადოთ. ასეთი ნაბიჯი გააგულისებს ყველა პალესტინელსა და არაბს, უახლოეს დღეებში სერიოზულ საზოგადოებრივ რეაქციას უნდა ველოდოთ", - განაცხადა სატელევიზიო ინტერვიუში ლიგის გენერალური მდივნის თანაშემწემ ჰუსამ ზაკიმ.

თვით აშშ-ს მოკავშირეები "მსოფლიო თანამეგობრობის" განხრით უარყოფითად მიუდგნენ ამერიკის ლიდერის ახალ დირექტივებს. ასეთი ვითარებაა თეთრ სახლში ამერიკის ლიდერის გამოსვლის პირველივე საათებიდან.

ამასთან პრესაში მუსირებს ხმები იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთმა, რომელიც ირანთან ერთად მუსლიმური სამყაროს მთავარი ცენტრის როლზე აცხადებს პრეტენზიას, პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასს შესთავაზა "დათანხმდეს" ისრაელის პირობებს, თუმცა თვით საუდელები ამ ხმებს უარყოფენ.

აღმოსავლეთი - მეტად ფაქიზი სამყაროა. მალე ყველაფერი გამოაშკარავდება. მხოლოდ ერთია კია, - მიმდინარე მოვლენების დაფარულ აზრს თითქმის ვერავინ ხვდება...




ისლამის ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე - მეჩეთი ალ-აქსა, რომელიც დგას იუდეველთა (სოლომონის) ადრინდელი ტაძრის ადგილზე.
სწორედ აქ აპირებენ დღევანდელი იუდეველები თავიანთი მესამე ტაძრის აშენებას



სოლომონის ტაძარი


წყარო: http://ruskline.ru/news_rl/2017/12/07/predvestie_apokalipsisa/

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню