პოლიტიკა - ბირთვული დარტყმის ყალბი განგაში თუ საგანგაშო მომავალზე მინიშნება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

ჰავაის ინციდენტი: ბირთვული დარტყმის ყალბი განგაში თუ საგანგაშო მომავალზე მინიშნება?

ბირთვული დარტყმა

ამ რამოდენიმე კვირის წინ მსოფლიო პრესა განიხილავდა საგანგაშო შეტყობინებას იმის შესახებ, რომ თითქოსდა ჰავაის კუნძულებს შეუტიეს ბალისტიკური რაკეტებით, სავარაუდოდ ეს იყო - კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის რაკეტები.



შეტყობინებიდან პირველ საათებში ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე არც ისე ბევრი იყო, მაგრამ მომდევნო დღეებში უკვე საკმარისი ვიდეო დაგროვდა, რომლებზეც კარგად ჩანს, როგორი პანიკა იყო ატეხილი ჰავაის კუნძულებზე. ადამიანებიდან ერთნი, ცეცხლით შეშინებული ირმებივით გარბოდნენ ბომბსაფრებისკენ, მაშინ როდესაც სხვები გაოგნებულები იდგნენ ტროტუარებზე და ლოცულობდნენ.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/2JHgm3s49Wk" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>

ინციდენტის მომდევნო ორშაბათს შტატის ხელისუფლებამ, "მიმოწვლილვითი გამოძიების" შემდეგ, დაასახელა ამ ცრუ განგაშის დამნაშავეც. New York Post-ის ცნობით, შტატი ქაოსში ჩაძირა "ჰავაის კუნძულების რომელიღაც სახელმწიფო მოხელემ".

დამნაშავის ვინაობას არ ასახელებენ და შტატის ხელისუფლება მის დასჯაზე ფიქრობს. თუმცა, საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ეს შეიძლება ზოგიერთს ერთი შეხედვით მოეჩვენოს. აი რას წერდნენ იმ დღეებში ფორუმებზე:

"მე ჰავაიზე ვცხოვრობ და ვიზიარებ აზრს, რომ ეს არავითარი შეცდომა არ ყოფილა. ჩემი ნაცნობი, სამხედრო ექიმი, რომელიც სამხედრო ბაზის ახლოს ცხოვრობს, ამბობს, რომ სარაკეტო შეტევის შეტყობინების შემდეგ მისმა ჰოსპიტალმა აამოქმედა სრული ბირთვული ოქმი (full nuclear bomb protocol). მე, ჩემს ქმარს და ყველა ჩემს ნათესავს საკმაოდ უცნაურად გვეჩვენება, რომ "ვიღაცის დაუდევარი შეცდომის გამო, რომელიც თურმე სისტემას ამოწმებდა", სამხედრო ბაზაზე ჩაირთო სირენები და მისი ჰოსპიტალი ბლოკირებულ იქნა".

მართალია, საერთო შეხედულებით, ოჯახის დიასახლისები არც ისე კარგად ერკვევიან სამხედრო საქმეებში, მაინც, ჰავაის კუნძულების მოქალაქის პირით ჭეშმარიტება მეტყველებს: სამხედროები არ ჩართავენ განგაშის სირენებს და არ დაიწყებენ აირწინაღების გაკეთებას, თუ ტელეფონით არ მიიღებენ შეტყობინებას ან თვითონ არ დაინახავენ მონიტორებზე წითელ სტროფს ბირთვული შეტევის შესახებ. სამხედროებს ჰყავთ უფროსობა, რომელიც მათ განკარგულებას აძლევს. და ისინი ნამდვილად არ არიან სამოქალაქო პირები.

გარდა ამისა, ვერც ჰავაის კუნძულების გუბერნატორი და ვერც ადგილობრივი სამხედრო ბაზების მეთაურები (ჰავაიზე მათი რაოდენობა ოთხია) დამოუკიდებლად ვერაფერს შეიტყობენ სარაკეტო შეტევის შესახებ. ამისთვის არსებობს შორეული სარაკეტო შეტყობინების სისტემები: მზვერავი თვითმფრინავები, რომლებიც მუდმივად ოკეანის თავზე დაფრინავენ, საესკადრო ნაღმოსნები და კრეისერები, რომლებიც იმყოფრებიან ჰავაელებსა და სავარაუდო გაშვების წერტილს შორის, რადარები, რომლებიც განთავსებულია გუამზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეაზე. ჰავაელ სამხედრო ბაზებს ეს ქსელი არ ექვემდებარება. ყოველივე ამით დასაქმებულია აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების წყნარი ოკეანის ფლოტი და მისი ხელმძღვანელობა, რომელთაც ექვემდებარება სწორედ ჰავაის არქიპელაგი.




ასე
რომ, თუ ლაპარაკია რომელიღაც შეცდომაზე, ეს შეცდომა მომდინარეობს წყნარი ოკეანის ფლოტიდან, რომელმაც ჰავაის კუნძულების სამხედროებს უბრძანა მომზადებულიყვნენ სარაკეტო თავდასხმისთვის და რომლებმაც, თავის მხრივ, შესაბამისი განგაშის სიგნალი მიაწოდეს თავიანთ მოქალაქეებს.

როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ამდაგვარი რამ - გაუგებარია. ეს თუ მართლაც შეცდომა იყო, მაშინ ყველას უნდა უხაროდეს, რომ ბრძანება მხოლოდ ჰავაელებმა მიიღეს და არა ატომურმა წყალქვეშა რაკეტმზიდებმაც. მაგრამ რა უნდა ვიფიქროთ, თუ ეს არ იყო შეცდომა და განგაში ნამდვილად გამიზნულად გასცეს? მაგალითად, მართლაც ხომ არ მოფრინავდა ჰავაის კუნძულებისკენ რაკეტა, რომელიც აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალებმა გაანადგურეს?

კიდევ უფრო
უცნაურია ის, რომ ინციდენტი მოხდა სამოქალაქო თავდაცვის საერთო ეროვნული სწავლების წინა დღეს, რომელიც აშშ-ში ტარდებოდა 16 იანვარს. ნუთუ ესეც დამთხვევაა?

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ჰავაის კუნძულებზე გაცემული ყალბი განგაში - ეს არის მოვლენათა ჯაჭვის დასაწყისი, რომლებიც თავის გაგრძელებას უახლოეს მომავალში ჰპოვებენ. მსგავსად იმისა, როგორც მიიღო თავისი ახსნა ამერიკელი სამხედროების სწავლებამ, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრამდე ტერორისტების მიერ თვითმრფინავის შეპყრობის ამოცანას ამუშავებდნენ და ამ თემაზე წვრთნებს ატარებდნენ. ამ სწავლებებისთვის არავის მიუქცევია ყურადღება, მაგრამ 9.11-ის შემდეგ პაზლი უცებ შეერთდა.

ვნახოთ რა მოხდება მომავალში და ექნება თუ არა ჰავაის ინციდენტს რაიმე ლოგიკური გაგრძელება.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/n4tLngM0i6A" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню