პოლიტიკა - არის თუ არა ობამა ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

არის თუ არა ობამა ამერიკის უკანასკნელი პრეზიდენტი?

ვ. ი. კატასონოვის აქტუალური კომენტარი

აშშ არჩევნები

ვალენტინ იურის ძე კატასონოვი - რუსი მეცნიერ-ეკონომისტი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ფინანსების კათედრის პროფესორი. პუბლიცისტი. ბუნების გამოყენების ეკონომიკის სფეროს, კაპიტალის საერთაშორისო მოძრაობის, საპროექტო ფინანსირების, ინვესტიციების მართვის, ფულად-საკრედიტო სისტემის, საერთაშორისო ფინანსების, ეკონომიკური სოციოლოგიის, ეკონომიკური ისტორიისა და ეკონომიკურ სწავლებათა ისტორიის სპეციალისტი,

06.11.2016.

რედაქციის შეკითხვა: ვალენტინ იურის ძევ, ერთ-ერთ ამასწინანდელ ინტერვიუში თქვენ ახსენეთ, რომ ზოგიერთი პროგნოზის (უფრო ზუსტად - წინასწარმეტყველების) მიხედვით ბარაკ ობამა - აშშ-ს უკანასკნელი პრეზიდენტია, და არჩევნების დროს შესაძლოა მოხდეს გაუთვალისწინებელი ვითარებები. გთხოვთ უფრო დეტალურად მ
ოგვიყვეთ ამის შესახებ.

დიახ, არის ზოგიერთი ნიუანსი, რომელსაც ჩვენი მასმედია არ აშუქებს. მე დავიწყებდი ისტორიიდან. ჩვენ გვახსოვს, რომ 2012 წელს საკმაოდ მძიმე ბრძოლა გაიმართა აშშ-ს პრეზიდენტის სავარძლისთვის. ბევრს არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ ობამას მომხრეებმა 2012 წელს თავიანთი კანდიდატის მხარდასაჭერად გამოიყენეს ასეთი არგუმენტი: "ბიჭებო, თქვენ თუ მხარს არ დაუჭერთ ობამას, ამერიკასა და მსოფლიოში დადგება სამყაროს აღსასრული".




მართლაც, არსებობს მთელი რიგი წინასწარმეტყველებები. მაგალითად, ერთ-ერთ წინასწარმეტყველებას მიაწერენ შუასაუკუნეების ბერ-ასტროლოგ ფედერიკო მარტელის (რომელიც ასევე ცნობილია რანიო ნეროს, შავი ბერის ან შავი ობობას ზედწოდებით). ამბობენ, რომ თითქოსდა იპოვეს ძველი ხელნაწერი, რომელშიც ეს შავი ობობა წერდა იმის შესახებ, რომ იქნება დროება, როდესაც ორ ოკეანეს შორის აღმოცენდება სუპერსახელმწიფო და მას ეყოლება 44 მმართველი, რომელთაგან ყოველს აირჩევენ 4 წელიწადში ერთხელ. ამ მანუსკრიპტების შესახებ არსებობს საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა, ზოგიერთები ამბობენ, რომ ეს არის ნაყალბევი და ა. შ. იგივე შეიძლება ითქვას, მაგალითად, კაბალისტურ ლიტერატურაზეც.

ამ პრობლემას პირველად გადავაწყდი 15 წლის წინათ და ეს დაკავშირებული იყო 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენებთან. მანამდე მე ხელში არ ამიღია ტექსები, რომლებიც დაკავშირებული იყო კაბალისტიკასთან, მაგრამ 9/11-ის შემდეგ უეცრად წამოვიდა პუბლიკაციების ნაკადი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ 11 სექტემბერი - ეს არის თარიღი, რომელიც კაბალისტების მიერ არის გამოთვლილი. მომხდარის გარდაუვალობაზე ლაპარაკობდნენ არა მარტო კაბალისტები, არამედ კიდევ სხვა წინასწარმეტყველები, ასტროლოგები, ოღონდ ზუსტი თარიღი გამოთვალეს მხოლოდ კაბალისტებმა.

წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ გამოთვალეს ეს მათ, და ვიცი, რომ ეს სიუჟეტები ძირითადად ჩემი ნაცნობის სიტყვებიდანაა: ის არის მართლმადიდებელი, მაგრამ ერკვევა კაბალისტური სწავლების ნიუანსებში; მეტიც, ის ამბობს, რომ ჩვენ ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ, რადგან ჩვენთვის ეს იდეები - სისულელეა, მაგრამ მათით შეპყრობილი ადამიანებისთვის - იმპერატივები. მაგალითად, დავუშვათ მათი "კალენდრების" მიხედვით 11 სექტემბერს უნდა აფეთქდნენ ამსოფლიო სავაჭრო ცენტრები - და აი, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რათა ეს ობიქეტები დაინგრეს სწორედ 11 სექტებმერს და არა სხვა დღეს. აი ასეთი "წვრილმანი" მომენტებია დაკავშირებული ამ ფანატიკოსების ფსიქოლოგიასთან.




ზოგიერთ წყაროში ნათქვამია, რომ აშშ-44-ე პრეზიდენტი - უკანასკნელი ამერიკელი პრეზიდენტია. ზოგიერთი წინასწარმეტყველი ამბობდა, რომ პირველი შავკანიანი პრეზიდენტი იქნება სწორედ აშშ-ს ბოლო პრეზიდენტიც, ანუ უთითებდნენ არა ნომერზე, არამედ კანის ფერზე. დღეს იხსენებენ ასევე შუასაუკუნეების ასტროლოგსა და წინასწარმეტყველს ბასილ ნემჩინს. აქ ძალიან ბევრს ცდილობს ჩვენი თანამემამულე ასტროლოგი პაველ გლობა, რომელმაც თითქოსდა სადღაც გამოქეა ბასილ ნემჩინის მანუსკრიპტები და სენსაციური წინასწარმეტყველებების ახალ-ახალ დოზებს "აფრქვევს".

ყველაზე საინტერესო ფიგურა, რომელიც ცნობილია ამერიკაში (და ვგონებ რუსეთშიც ბევრს სმენია მის შესახებ) გახლავთ ედგარ კეისი, ე. წ. "მძინარე წინასწარმეტყველი". გამოვიდა შესაბამისი წიგნი, რომელიც ასეც იწოდება - "The Sleeping Prophet". ედგარ კეისი - ეს არის ერთგვარი "ჰილერი", თვით გამოცხადებული მკურნალი, რომელმაც თითქოსდა საკუთარ თავში აღმოაჩინა ნათელმხილველობისა და წინასწარმეტყველების ნიჭი. მას ყველა გამოცხადება ჰქონდა სიზმარში - უფრო ზუსტად, თვითჰიპნოტურ მდგომარეობაში, ტრანსში - გვერდით ეჯდა სტენოგრაფისტი ქალი და ქაღალდზე აფიქსირებდა ყველა მის გამოცხადებას. მართლაც, დარჩა ედგარ კეისის უზარმაზარი არქივები. მე თვითონ ეს წიგნი ხელში არ მჭერია, ვეყრდნობი მეორად წყაროებს. კეისიმ იწინასწარმეტყველა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დაწყების თარიღები. 1929 წლის დიდი დეპრესია და მისი დამთავრება 1933 წელს. თავისი "ძილის" მდგომარეობაში მან აღწერა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის 1929 წლის მოვლენები და ა. შ.

დღეს კეისი საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ამბობენ, რომ ყველას როდი სურს ამერიკაში, რათა მისი მემკვიდრეობა ცნობილი გახდეს რიგითი ამერიკელებისთვის. კეისი ამბობს, რომ ამერიკა დაიღუპება. ამასწინათ გამოვიდა ჩემი წიგნი "ისტორიის მეტაფიზიკა"; მასში მე, რა თქმა უნდა, არ ვეყრდნობი ედგარ კეისს და სხვა ასტროლოგებს, მე უფრო ავტორიტეტული და საიმედო წყაროები მაქვს დამოწმებული - კერძოდ, წმიდა წერილის ბოლო წიგნი "იოანეს გამოცხადება", ანუ აპოკალიფსისი, სადაც ნათქვამია ბაბილონის მეძავის დაღუპვაზე. მე მახსენდება ჩვენი თანამედროვის, ათონელი ბერის პაისი მთაწმინდელის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ დღეს უკვე ბოლო ჟამია და წმიდა წერილისა და განსაკუთრებით "აპოკალიფსისის" შესწავლა, წააგავს გაზეთის კითხვას, სადაც უკანასკნელი ცნობებია გადმოცემული. პირადად ჩემთვის ბაბილონის მეძავის სახე - განსაზღვრულად ამერიკის სახეა, ხოლო მისი დაღუპვა - როდესაც ჰკლავენ მის ათ მეფეს, ანუ ათ რქას - ეს არის მოვლენები, რომლებიც შეიძლება მოხდეს უახლოეს პერიოდში, ჩვენ კი შესაძლოა ამ მოვლენების მოწმენი გავხდეთ.

ყველა ამ "გაპიარებულ" წინასწარმეტყველთა მიერ დახატულ სურათებზე მეტად, მე მაინტერესებს იოანეს გამოცხადების კითხვა და აპოკალიფსისის წმიდა მამებისეული განმარტებები. მოცემულ სიუჟეტს (ამერიკის შესახებ) მრავალი წინასწარმეტყველება ემთხვევა. თუმცა, მე არ მინდა ვინმემ იფიქროს თითქოსდა ედგარ კეისი უნაკლო წინასწარმეტყველია, რადგან მისი ყველა წინასწარმეტყველება როდი აღსრულდა. მაგალითად, კეისიმ იწინასწარმეტყველა ჰიტლერის გამარჯვება და გერმანული Ordnung
- ის დამყარება მთელს ევროპაში. დიდება ღმერთს, ეს არ მოხდა. ასე, რომ არ არის საჭირო ზედმეტი მნიშვნელობა მივანიჭოთ მის უნარებს.





კეისის სახელს კიდევ იხსენებენ იელოუსტოუნის ვულკანთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც არამყარ მდგომარეობაშია და დღეს თუ არა ხვალ შეიძლება დაიწყოს მისი ამოფრქვევა. სეისმოლოგები და გეოფიზიკოსები, რომლებიც შორს არიან ამ ექსტრასენსორულ და ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებათგან, თავისებურად, პროფესიულად ამბობენ, რომ ამ ვულკანის ამოფრქვევას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები - ნახევარი ამერიკა უბრალოდ გაქრება, შეიცვლება კლიმატი. ჩვენს ქვეყანაში არის რამოდენიმე ადამიანი, რომლებიც ონლაინ რეჟიმში აკვირდებიან იელოუსტოუნის ნაკრძალში მიმდინარე ყველა მოვლენას; სხვათა შორის, ისინი იუწყებიან, რომ იქ წარმოებს არა უბრალოდ სიტუაციის მონიტორინგი, არამედ მიმდინარეობს უცნაური სამუშაოები - ბურღავენ გრუნტს და რაღაცას დებენ გაბურღულ ორმოებში. იქმნება ისეთი შეგრძნება, ამბობს ზოგიერთი დამკვირვებელი, რომ უბრალოდ აპირებენ ამ ამოფრქვევის პროვოცირებას, ტრიგერული ეფექტის შექმნას.

დღეს მართლაც ჩნდება მრავალი წინასწარმეტყველება, რომელიც სრულდება. ისინი სრულდებიან კიდევ იმიტომ, რომ ამ წინასწარმეტყველებათა მატარებლები არიან ფანატიკოსები, რომლებსაც გააჩნია მძლავრი ტექნიკური საშუალებები თავიანთი ფანატიკური პროგნოზების შესასრულებლად. ეს უკვე არც "პროგნოზია" და არც "მომავლი ჭვრეტა", ეს არის ბრძანება მოქმედებისკენ, პროგრამა, დირექტივული გეგმა ფანატიკოსებისთვის, რომლებიც იმყოფებიან ინფერნარული სამყაროს ბინადართა ძალაუფლების ქვეშ. ასე, რომ ამას ძალზედ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, და ამავე დროს არიან ადამიანები, რომლებსაც მართლაც გააჩნიათ სულიერი ჭვრეტის უნარი. ასეთები არიან წმიდა მამები, მხცოვნები, ბერ-მონაზვნები და სხვა.

უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენ ძალიან არ უნდა გავერთოთ ამ სიუჟეტებით. ვიცი ადამიანები, რომლებიც ჯერ ავლენდნენ უბრალო ცნობისმოყვარეობას, შემდეგ კი, უფრო ღრმა შეტოპვით, ბუკვალურად შიში იპყრობდა მათ იმის გამო, რასაც წვდებოდნენ თავიანთი ცნობისმოყვარებით. მეორეს მხრივ - ჩნდება ერთგვარი ნარკოტიკული დამოკიდებულება მსგავსი ინფორმაციისადმი, რომელიც მაღლა სწევს ადრენალინის დონეს... ამიტომაც ჩვენს მკითხველებს არ ვურჩევთ ძალიან ჩაუღრმავდნენ ასტროლოგიურ და კაბალისტიკურ პროგნოზებს.

მიუხედავად ამისა, ეს ფაქტორი მაინც არსებობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, შეუძლიათ თუ არა ამ ფანატიკოსებს განახორციელონ თავიანთი დესტრუქციული გეგმები დამოკიდებულია იმაზე, დაუშვებს თუ არა მას ღმერთი. ასე, რომ არ არის საჭირო კაბალისტთა და ფანატიკოსთა ყველა გეგმის აბსოლუტირება.




ვუბრუნდებით რა ამერიკის თემას - არის ამერიკის აღსასრულის მოახლოვების სხვა ნიშნებიც. მრავალს ესმის, რომ აშშ-ს წლები და დღეები უკვე დათვლილია. ამერიკის პრეზიდენტებს არ შეუძლიათ არჩეულ იქნან მესამე ვადით. გვესმის ვერსია იმის შესახებ, რომ არჩევნებზე შეიძლება აღმოცენდეს გაუთვალისწინებელი სიტუაცია, რომელიც გამოიწვევს იმას, რომ ობამას გამონაკლისის სახით მოუწევს აშშ-ს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. ლოგიკა მარტივია: ამერიკას არ სჭირდება 45-ე პრეზიდენტი, დაე დარჩეს 44-ე. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ
აშშ-ჯერ კიდევ აქვს დროის რეზერვი, რადგან ობამა არის არა 44-ე, არამედ მხოლოდ 43-ე. იყო ასეთი პრეზიდენტი კლივლენდი, რომელიც ორჯერ იყო თეთრ სახლში, და ის მიჩნეულ უნდა იქნას ერთ პრეზიდენტად (მას ორ პრეზიდენტად მიიჩნევე, რადგან მისი პირველ და მეორე პრეზიდენტობას შორის იყო დროის შუალედი). მაშინ ობამა აღმოჩნდება არა 44-ე, არამედ 43-ე, და ვიღაც დღევანდელ კანდიდატთაგან იქნება 44-ე.

მე საკმაოდ ზედაპირულად აღვნიშნე ზოგიერთი კონსპიროლოგიური სიუჟეტი, რომელიც მსოფლიო და რუსულ პრესაში ვრცელდება. შეიძლება დავეთანხმო იმას, რომ დღევანდელი საარჩევნო კომპანიებში შეიძლება მართლაც აღმოცენდეს გაუთვალისწინებელი სიტუაციები. ასეთი ვითარებები, სავარაუდოდ, გაჩნდება მას შემდეგ, რაც არჩეულ იქნება ახალი პრეზიდენტი. აშშ-ში მოვლენების განვითარების პროგნოზირება უკიდურესად რთულია, რადგან აშშ-ში ფსიქიურად დაავადებული ადამიანების რიცხვი მეტად მატულობს. განსაკუთრებით პოლიტიკოსებს შორის. ჩვენ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ვხედავთ, რომ მსოფლიოში იზრდება ქაოსი (რომელსაც ინერციით "მართვადსაც" კი უწოდებენ). როგორც ჩანს ის უკვე უტევს ამერიკასაც, რომელმაც მთელს მსოფლიოში გაუშვა "მართვადი" ქაოსი. ჩვენს თანამემამულეებს ასე თუ აინტერესებთ აპოსტასიური სიუჟეტები, მაშინ აჯობებს ედგარ კეისისა და ფედერიკო მარტელის კითხვის ნაცვლად, გაიაზრონ წმიდა წერილის ბოლო წიგნი, "აპოკალიფსისი". თუმცა, მასთან გაცნობაც დიდ წინასწარ მომზადებას საჭიროებს, როგორც ინტელექტუალურს, ასევე სულიერს.



წყარო: reosh.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню