პოლიტიკა - ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 2014-28E - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

აპოსტასია > პოლიტიკა

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი 2014-28E

აშშ-ჩრდ. კორეის დაპირისპირება

17.04.2017.

როგორც Financial Times იუწყება, დასავლეთის კოსმიურ სააგენტოების, ასტრონომებისა და სამხედროების ყურადღებას იპყრობს კოსმიური ობიექტი, რომელმაც მიიღო სახელწოდება Object 2014-28E. ორბიტაზე ის გაჩნდა რუსული სამთანამგზავრიანი რაკეტის "Родник"-ის გაშვების შემდეგ. ობიექტი თავიდან კოსმიურ ნაგვად მიიჩნიეს. მაგრამ ბოლო დროს მან დაიწყო უცნაური გადაადგილებების განხორციელება. მაგალითად, მიუახლოვდა სხვა რუსულ კოსმიურ ობიექტებს, გასულ კვირას კი მივიდა რაკეტის ნარჩენებთან, რომელმაც ის ორბიტაზე გაიყვანა.



როგორც ბრიტანული გაზეთი აღნიშნავს, ამ ობიექტის დანიშნულება, შესაძლოა სრულიად ნორმალური და სამოქალაქო იყოს, მაგალითად, კოსმიური თანამგზავრის მოწესრიგება ან კოსმიური თანამგზავრების საწვავით მომარგება, მაგრამ დასავლეთს აფიქრებს ის ფაქტი, რომ რუსეთს არაფერი უთქვამს მისი გაშვების შესახებ. ამასთან ობიექტის გადაადგილებანი აშკარად აქტიურ ხასიათს ატარებს და სიზუსტით გამოირჩევა. ეს ყველაფერი, წერს Financial Times, გვაფიქრებინებს, რომ რუსეთს შეეძლო უხმაუროდ განეახლებინა პროგრამა "თანამგზავრთა გამანადგურებელი", რომელიც შემუშავდა 1960-იან წლებში და გაშვებულ იქნა 1978 წელს. მასში გამოყენებულ ორბიტალურ თანამგზავრ-დამჭერებს შეეძლოთ მიახლოვებოდნენ კოსმიურ ობიექტს და ის თვითაფეთქების მეშვეობით გაენადგურებინათ. პროგრამა დაიხურა 1993 წელს, მაგრამ, ხაზს უსვამს Financial Times, 2010 წელს რუსეთის იმდროინდელი კოსმიური ძალების ხელმძღვანელობამ, ახლა კი "როსკოსმოსის" მეთაურმა ოლეგ პოტაპენკომ განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების მქონე ორბიტალური დაჯგუფების განვითარებას.




ანალიტიკური ცენტრის Chatham House-ის დირექტორმა პატრიცია ლუისმა Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "რაც უნდა იყოს ეს, Object 2014-28E მოგვაგონებს ექსპერიმენტალურ აპარატს. მას შეიძლება გააჩნდეს მრავალი ფუნქცია, აქედან რამოდენიმე სამოქალაქოც, გარკვეული ნაწილი კი - სამხედროც. არის შესაძლებლობა იმისა, რომ მას გააჩნია დაჭერის მოწყობილობა. კიდევ ერთი ვარიანტი: მას შეუძლია დამაზიანებელი ელემენტების გასროლების განხორციელება სხვა თანამგზავრთა წინაარმდეგ. ან კიდევ, შესაძლოა, მას შეუძლია კიბერშეტევების განხორციელება სხვა თანამგზავრების წინააღმდეგ ან მათი სიგნალების ჩახშობა". ქ-ნ ლუისის აზრით, "უცნაური იქნებოდა, კოსმოსი დარჩენილიყო ერთადერთ იმ ადგილად, რომელსაც სამხედროები არ შეეხებოდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის".

რას დაუპირისპირებს რუსეთი საერთაშორისო კოსმიურ სადგურს?

როგორც ცნობილია გახდა, რუსეთს 2017 წლიდან შეუძლია დაიწყოს საკუთარი მაღალსიხშირიანი ორბიტალური სადგურის გაშლა. პროექტი შემუშავებულია როსკოსმოსის მიერ.

წყაროები: http://zhirinovskiy2012.ru/novosti-v-mire/134893-Neopoznannyiy-letayushiiy-Object-2014-28E.html

http://zhirinovskiy2012.ru/novosti-v-mire/134836-FT-zapadnye-voennye-obespokoeny-neizvestnym-ob-ektom-v-kosmose.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню