ფოტოგალერეა - პლანეტის 15 ყველაზე ლამაზი ტყე - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფოტოგალერეა

ტყის საერთაშორისო დღე: დასახელდა პლანეტის 15 ყველაზე ლამაზი ტყე

ფოტოკონკურსი

21 მარტს მსოფლიოში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც ეძღვნება პლანეტის მწვანე ფილტვების დაცვის პრობლემას. ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია, რადგან ყოველწლიურად დედამიწაზე ქრება 13 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყე.




იგუასუს ეროვნული პარკი ბრაზილია-არგენტინის საზღვრის ორივე მხრეს.




სიყვარულის გვირაბი: მიტოვებული რკინიგზა ტყეში ქ. კარანსებეშიც ახლოს რუმინეთში.




პიკ-დისტრიქტის პარკი დიდი ბრიტანეთის პენინის მთებში.




ტაძართა კომპლექსი ანგკორ-ბატში, რომელიც ჩაფლულია ბანიანის ხეებში. კომპლექსი ჩართულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ანგკორ-ბატი აშენდა XII ს.-ის პირველ ნახევარში მეფე სურიავარმანა Ii-ის დროს.




ყოველწლიურად ტბა გრიუნერ-ზე (მწვანე ტბა) ტრაგესეში (ავსტრია) ნაპირებიდან გადმოდის. სანაპირო ტყეები, გზები და ხიდები წყლით იფარება.





ცზიუჩჟაიგოუს ეროვნული პარკი სიჩუანის პროვინციაში (ჩინეთი).




ბოტანიკური ბაღი კეკენჰოფი ლისაში (ნიდერლანდები) მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ბაღად მიიჩნევა.




მაიმუნების ტყე უბუდეში (ბალი).




ნარკძალი საიპრეს გარდენსი სამხრეთ კაროლინაში (აშშ).




ტყე Hallerbos ფლამანდიის ბრაბანტის პროვინციაში (ბელგია). ეს ტყე მთელს მსოფლიოში ცნობილია გაზაფხულზე გიაცინტოიდესების (ენდიმიონების) ყვავილობით.





ტბა კაინდა ყაზახეთში, რომელიც წარმოიქმნა 1911 წლის მიწისძვრის შედეგად. ცნობილია ნაძვებით, რომლებიც პირდაპირ წყლიდან იზრდებიან.




ამაზონიის წვიმის ტყეები - უდიდესი ტროპიკული ტყე მსოფლიოში, რომელშიც დაახლოებით 300-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარა ცხოველი და 1800-ზე მეტი სახეობის ფრინველი ბინადრობს.





მუხის ხეივანი.




ხის ფესვების ხიდი მდინარეზე მეგხალაიას შტატში (
ინდოეთი).





სინიუანის მაზრა ანუ ჩინეთის სინცზიან-უიგურის ავტონომიური რაიონი ცნობილია გარგრის ხეობით, რომელიც ყოველ გაზაფხულს თეთრად და ვარდისფრად ყვავილობს.


ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню