ფოტოგალერეა - მხატვარი ბუნება - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სხვადასხვა > ფოტოგალერეა

მხატვარი ბუნება

მხატვარი ბუნება

არ არსებობს თვით ბუნების მიერ დახატულ პეიზაჟებზე უფრო ლამაზი რამ - და ამგვარ მტკიცებულებას ძნელია არ დაეთანხმო.

აეროფოტოგადაღების წყალობით ჟასენ ტოდოროვმა აღბეჭდა ბუნების გასაოცარი სასწაული: მდინარე კოლორადო, რომელიც ამერიკის ტერიტორიაზე მოედინება. შენაკადთა და გადასასვლელთა უზარმაზარი რაოდენობა ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ კოლორადო - ეს არის ტოტებგაშლილი ხე. ფოტოების სერია გადაიღეს ქვემო კალიფორნიაში, რომელიც მექსიკაში მდებარეობს. ისინი გვიჩვენებენ მდინარის დელტას, რომელიც წყნარ ოკეანეში ჩაედინება.




ფოტოგრაფი ჟასენ ტოდოროვი კალიფორნიელია. გაოცებას იწვევს მისი ოსტატობა და მშვენიერების შეგრძნების უნარი - მან შეძლო მიეღო უბრწყინვალესი ფოტოსურათები, რომელთა მზერა ადამიანს არ მოსწყინდება. კოლორადოს სიგრძე 2230 კილომეტრია. ის არის ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი მდინარე, რომელიც ქვეყნის სამხრეთ დასავლეთით მიედინება, ასევე მექსიკის ჩრდილოეთითაც. თავის დასაბამს კოლორადო იღებს კლდოვან მთებში, შემდეგ მიისწრაფვის სამხრეთ-დასავლეთით კოლორადოს პლატოსა და დიდი კანიონის გავლით და პირდაპირ ტბა მიდამდე, რომელიც არიზონაშია.




მექსიკის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მდინარე წარმოქმნის დელტას, რომელიც თავისი სილამაზით აოგნებს ადამიანის წარმოსახვას. წყლის დონეს კოლორადოში აკონტროლებენ კაშხლებით, არხებით და წყალსაცავებით. ისინი ქმნიან ნაკადს, რომელიც სასმელი წყლით უზრუნველყოფს მდინარის გასწვრივ მცხოვრებ 40 მილიონ ადამიანს. ისტორიკოსების აზრით, სწორედ კოლორადომ შეუწყო ხელი ამერიკის აბორიგენი მოსახლეობის სოფლის მეურნეობის განვითარებას. ცნობილია, რომ ამერიკის ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობა (ე. წ. ადგილობრივი ინდიელები) ცხოვრობდა 1000-2000 წლის წინათ.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню