ოკულტიზმი და მაგია - ხელშეკრულება ეშმაკთან - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ხელშეკრულება ეშმაკთან

ისტორიული პიროვნებები, რომლებზეც ამბობენ, რომ ხელშეკრულება დადეს ეშმაკთან

ხელშეკრულება

ხელშეკრულება ეშმაკთან - ეს არის კულტურული მოტივი, რომელიც გავრცელებულია დასავლეთის შუასაუკუნეების ისტორიასა და ახალ დროებაშიც.  ყველაზე ცნობილ შემთხვევად ითვლება "შეთანხმება" იოჰან ფაუსტსა და მეფისტოფელს შორის, მაგრამ ის ასევე გვხვდება სხვა მრავალ ისტორიებშიც. ადამიანსა და სატანას (ან ნებისმიერ დემონს) შორის დადებული ხელშეკრულების დროს, ადამიანი ეშმაკის შეწევნის სანაცვლოდ დემონს უთმობს საკუთარ სულს.

ეშმაკის შეწევნა დამოკიდებულია კონკრეტულ ისტორიაზე, მაგრამ, როგორც წესი, შეიცავს ახალგაზრდობას, ცოდნას, სიმდიდრეს და ძალაუფლებას. ასევე მიიჩნეოდა, რომ ზოგიერთი ადამიანი ხელშეკრულების ამგვარ ტიპს დებდა ეშმაკის, როგორც საკუთარი ბატონის აღიარების ნიშნად, და არა რაიმეს სანაცვლოდ. ისტორიას შეიძლება ჰქონდეს მორალიზატორული დასასრული - უგუნური ადამიანის სამარადისო წყევლა. სხვა მხრივ, შეიძლება არსებობდეს ხრიკი, როდესაც მოხერხებული ადამიანი ატყუებს ეშმაკს.



მსხვერპლშეწირვა


მსხვერპლშეწირვა სატანასთან შეთანხმების აუცილებელი პირობაა. ამიტომაც ხელშეკრულების ვადის პერიოდში ადამიანები მოვალენი არიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რათა ადამიანური მსხვერპლი მეტი იყოს. მსხვერპლშეწირვა - ეს არის რელიგიური კულტის ორმა, რომელიც მიზნად ისახავს პიროვნების კავშირის გამყარებას ღმერთებთან მათთვის მსხვერპლშეწირვის გზით. სხვადასხვა ეპოქაში კულტის მსახურები მორწმუნეებისგან სულ უფრო მეტ მსხვერპლს ითხოვდნენ სხვადასხვა ბოროტ სულთა და "ღმერთთათვის".


ალექსანდრე მაკედონელი



ალექსანდრე მაკედონელი, მეფე ჩვ. წ.-მდე 336 წ., არგეადების დინასტიიდან. მხედართმთავარი, მსოფლიო იმპერიის შემქმნელი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიშალა. დასავლეთ ისტორიოგრაფიაში ის ცნობილია ალექსანდრე დიდის სახელწოდებით. ალექსანდრე მაკედონელს ანტიკურ პერიოდში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავრის სახელი დაუმკვიდრდა და გავრცელდა ხმებიც, რომ მას კავშირი ჰქონდა უწმინდურ ძალასთან, რადგან ფლობდა წარმოუდგენელ მოუწყვლადობას და ბრძოლის შემდეგ ჯანმრთელობის აღდგენის გასაოცარ უნარს. ძალიან ხშირად ალექსანდრე შევარდებოდა ხოლმე ბრძოლის შუაგულში, საიდანაც გამარჯვებული გამოდიოდა. პლუტარქე ჩამოთვლის მის ჭრილობებს: "გრანიკაში მისი ჩაფხუტი ორად გახლიჩეს ისე, რომ მახვილმა მის თმებამდე მიაღწია... ისაში - მახვილით ფერდში დაიჭრა... ღაზასთან მხარში, მარაკანდთან  წვივებში ისე, რომ ჭრილობიდან გადატეხილი ძვალი მოსჩანდა. ჰირკანში - კეფაზე ქვა მოარტყეს; ასაკანის ოლქში - ინდური შუბით კოჭში დაიჭრა... მალთა ოლქში ორი წყრთის სიგრძის ისარმა, გაარღვია რა ჯავშანი, მკერდში დაჭრა; იქვე... კისერში კვერთხი ჩაარტყეს". ალექსანდრე მოწამლეს 323 წლის 10 თუ 11 ივნისს. მისი იმპერია დაუყოვნებლივ გადაინაწილეს მისმა მხედართმთავრებმა (დიადოხოსებმა).




წმიდა თეოფილე ადანელი




წმ. თეოფილე ადანელი (გარდ. დაახლ. 538 წ.) VI ს.-ის მღვდელმსახური გახლდათ, რომელიც, გადმოცემის მიხედვით, ეშმაკს შეუთანხმდა, რათა უმაღლესი საეკლესიო მდგომარეობა მიეღო. მისი ისტორია მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ეს არის ეშმაკთან ხელშეკრულების დადების ყველაზე პირველი შემთხვევა. თეოფილე არქიდიაკვნად მსახურობდა კილიკიის ადანში, რომელიც დღეს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზეა. ის ერთხმად აირჩიეს ადანის ეპისკოპოსად, მაგრამ მოწიწების გამო ხარისხზე უარი თქვა. მის ადგილას სხვა კაცი აირჩიეს. როდესაც ახალმა ეპისკოპოსმა უსამართლოდ წაართვა თეოფილეს არქიდიაკვნის ხარისხი, მან შეინანა თავისი თავმდაბლობა და მიმართა ჯადოქარს, რომელიც ეშმაკთან დაკავშირებაში დაეხმარა. წარმატების სანაცვლოდ, ეშმაკმა თოფილესგან მოითხოვა, რათა ხელშეკრულებაში, რომელსაც ის ხელს მოაწერდა, თეოფილეს უარეყო ქრისტე და ქალწული მარიამი. ისიც დათანხმდა და ეპისკოპოსის ხარისხის მოპოვებაში ეშმაკისგან მხარდაჭერაც ჰპოვა. 40 დღიანი მარხვის შემდეგ თეოფილეს გამოეცხადა ქალწული მარიამი და სიტყვიერად დატუქსა. თეოფილემ თავისი ცოდვა შეინანა და მარადის ქალწულს ქრისტეს წინაშე შემწეობა სთხოვა. ქალწულმა მარიამმა აღუთქვა, რომ უშუამდგომლებდა მას ღვთის წინაშე. თეოფილე აგრძელებდა მარხვას მომდევნო 30 დღის განმავლობაშიც. ამის შემდეგ მას კვლავ გამოეცხადა ღვთისმშობელი, რომელმაც აუწყა, რომ თეოფილეს ღმერთმა ყველა შეცოდება მიუტევა. თუმცა, სატანას არ სურდა დაეკარგა ძალაუფლება თავის მღვდელმსახურზე, და სამი დღის შემდეგ ძილისგან გაღვიძებულ თოფილეს მკერდზე მის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება დაახვედრა. თეოფილემ ეს ხელშეკრულება სჯულიერ ეპისკოპოსს მიუტანა და თავისი ცოდვები თამამად აღიარა. ეპისკოპოსმა დაწვა დოკუმენტი, ხოლო ხელშეკრულებიდან გათავისუფლებული თეოფილე, მალე მართალი მოღვაწის სიკვდილით აღესრულა.



რომის პაპი სილვესტრ II



რომის პაპი სილვესტრ (სილიბისტრო) II თავისი დროის ერთ-ერთი უგანათლებულესი ადამიანი იყო, რომელიც კარგად ერკვეოდა მათემატიკაში, მექანიკასა და ასტრონომიაში. ამბობდნენ, რომ მან გამოიგონა საათის ქანქარა, ჰიდრავლოსი (მუსიკალური ინსტრუმენტი. თანამედროვე ორღანის წინამორბედი - რედ.), ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შემოიტანა არაბული ციფრები. ის წერდა წიგნებს ბუნებრივ მეცნიერებებზე, მათემატიკაზე, მუსიკის თეოლოგიასა და ფილოსოფიაზე. სილვესტრ II-ს თავისი დროის ყველაზე გამოჩენილ პაპად მიიჩნევდნენ. ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ თავისი გასაოცარი გონება და გამომგონებლობა - ეს იყო ეშმაკთან შეთანხმების შედეგი. მრავალი მკვლევარის აზრით, მსგავსი შეხედულებები გახლდათ შედეგი იმისა, რომ სილვესტრს საკმაოდ ხშირი ურთიერთობები ჰქონდა არაბ მეცნიერებთან, ასევე ცდილობდა აღმოეფხვრა ისეთი მავნე მოვლენა, როგორიცაა სასულიერო ხარისხისა და თანამდებობების ყიდვა-გაყიდვა.


ურბენ გრანდიე



ურბენ გრანდიე
- ფრანგი კათოლიკე მღვდელი, რომელსაც დააბრალეს ეშმაკთაყვანისცემა და საეკლესიო სასამრთლოს (ინკვიზიციის) განჩინებით კოცონზე დაწვეს. გრანდიე თავისი ეპოქის ერთ-ერთი უგანათლებულესი კლერიკოსი იყო და ღიად აპროტესტებდა კარდინალ რიშელიეს პოლიტიკას. ამიტომაც კარდინალ რიშელიეს პირადი განკარგულებით ის დააპატიმრეს, დაჰკითხეს და აწამეს. წამებამ ვერავითარი შედეგი რომ ვერ გამოიღო, მაშინ რიშელიემ შეთითხნა "სამხილი" - "ხელშეკრულება ეშმაკთან", რომელზეც თითქოსდა თვით ბრალდებულის ხელმოწერა ფიქსირდებოდა. გრანდიეს ბედმა მიიპყრო ისეთი ავტორების ყურადღება, როგორებიც იყვნენ ალექსანდრე დიუმა-უფროსი, ოლდოს ჰაკსლი და ჟიულ მიშლე. თანამედროვე მკვლევართა უმეტესობა ფიქრობს, რომ სინამდვილეში ის უდანაშაულო იყო იმ ბრალდებებში, რასაც მას უყენებდნენ და მხოლოდ პოლიტიკური ინტრიგების მსხვერპლი გახდა.



ურბენ გრანდიეს ხელშეკრულება სატანასთან. დაწერილია მარჯვნიდან მარცხნივ, გადმოყირავებული ასოებით, ლათინურ ენაზე.


თარგმანი: "ჩვენ, ყოვლისშემძლე ლუციფერი, რომელსაც თან ახლავს სატანა, ბელზებელი, ლევიათანი, ასტაროტი და სხვები, დღეს ხელშეკრულებას ვდებთ ურბენ გრანდიესთან, რომელიც ამიერიდან ჩვენთან იმყოფება. და ჩვენ მას ვპირდებით ქალთა სქესის სიყვარულს, უბიწოების ყვავილებს, მონაზონთა მოწყალებას, მსოფლიო დიდებას, სიამტკბილობას და სიმდიდრეს. ის არასაქორწინო სექსუალურ კონტაქტში შევა ყოველ მესამე დღეს; მიეცემა იმ გატაცებებს, რომელიც მისთვის სასიამოვნოა. წელიწადში ერთხელ გადაგვიხდის ხარკს, რომელიც მისი სისხლით იქნება აღბეჭდილი; ის ფეხით გაქელავს ეკლესიის რელიქვიებს და ჩვენთვის ილოცებს. ამ ხელშეკრულების მოქმედების წყალობით ის ბედნიერად იცხოვრებს ოცი წლის განმავლობაში და ბოლოს, დაგმობს რა ღმერთს, ჩვენ ჩაგვბარდება. ხელშეკრულება გაცემულია ჯოჯოხეთში, ეშმაკთა თათბირზე. ხელს აწერენ დემონები: სატანა, ბელზებელი, ლუციფერი, ელიმი, ლეფიანი, ასტაროტი. ვადასტურებ ხელმოწერებს და მთავარი ეშმაკის ნიშანს, რომლებიც არიან ჩემი ბატონები, ქვესკნელის თავადები". კუთხეში მიწერილია ბაალ-ბერიტა და ხელმოწერა.


დოქტორი ფაუსტი



დოქტორი ფაუსტი იყო ასტროლოგი, მოხეტიალე ალქიმიკოსი და ჯადოქარი. წარმოშობით ის გერმანიიდან გახლდათ და აღორძინების ეპოქაში ცხოვრობდა. მისი ცხოვრება საფუძვლად დაედო უპოპულარეს ლეგენდას დოქტორ ფაუსტზე, რომელიც 16-ე საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა. მისი ერთგვარი კულმინაცია გახდა გოეთეს ნაწარმოები "ფაუსტი" და მარლოს "დოქტორ ფაუსტის ტრაგიკული ისტორია". ლეგენდის თანახმად, ფაუსტი ყოველთვის ოცნებობდა ცხოვრებაზე, რომელშიც მხოლოდ სიამოვნებები იქნებოდა. სწორედ ამიტომაც დაინტერესდა ის ოკულტური მეცნიერებებით, რომელთა დახმარებითაც მოუწოდებდა ის ბოროტ სულებს. ისინი შეუთანხმდნენ ფაუსტს, რომლის მიხედვითაც ეშმაკი ვალდებულებას იღებდა, რომ 24 წლის განმავლობაში მოემსახურებოდა ფაუსტს მისი სულის სანაცვლოდ. თუმცა, 16 წლის შემდეგ დოქტორმა მწარედ ინანა თავისი გადაწყვეტილება და შეთანხმების დარღვევა გადაწყვიტა. მაგრამ ბოროტმა სულმა არ ინება თავისი ტუსაღის გაშვება და მას სასტიკად გაუსწორდა.


ნაპოლეონ ბონაპარტი



ნაპოლეონ I ბონაპარტი - ფრანგი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაე. საფრანგეთის იმპერატორი (1804-1814 და 1815 მარტ-ივნისში). 1799 წელს მან მოახდინა სახელმწიფო გადატრიალება და პირველი კონსული გახდა; 1804 წელს ის იმპერატორად აღიარეს. მან მნიშვნელოვნად გააფართოვა იმპერიის ტერიტორია, საფრანგეთის მმართველობას დაუმორჩილა დასავლეთ და ცენტრალური ევროპის რამოდენიმე ქვეყანა. 1814 წელს უარი თქვა საყდარზე. მაგრამ 1815 წელს იმპერატორობა კვლავ დაიბრუნა. ვატერლოოსთან დამარცხების (1815 წ.) შემდეგ წმიდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. ბონაპარტზე ეჭვი ჰქონდათ, რომ შეთანხმებული იყო ეშმაკთან, რასაც უკავშირებენ მის ასეთ სწრაფ პოლიტიკურ აღზევებას და ბრძოლებში ხელუხლებლობას.



ნიკოლო პაგანინი



ნიკოლო პაგანინი - მსოფლიოს უდიდესი მევიოლინე. მან ვიოლინოზე დაკვრა ისწავლა ხუთი წლის ასაკში, ხოლო ორი წლის შემდეგ უკვე მუსიკას წერდა. როდესაც მუსიკოსს 23 წელი შეუსრულდა, მან მოასწრო 24 კაპრიჩოს დაწერა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში არ გამოჩენილა არც ერთი მუსიკოსი, რომელიც შეძლებდა მისი დაწერილი მუსიკის შესრულებას. ამიტომაც პაგანინი თავის მუსიკას თვითონვე ასრულებდა, ხოლო მისი გამოსვლების დროს პუბლიკა აღფრთოვანებისგან ტიროდა. პაგანინის შეეძლო ერთდროულად სამივე ოქტავაში ერთდროულადვე ოთხივე სიმზე დაეკრა. ჩვენს დროშიც კი ყველა მუსიკოსს როდი შეუძლია ამგვარი ოსტატობის გამოჩენა. პაგანინის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს წარმოადგენს "ალქაჯთა ცეკვა". სწორედ მან შეუწყო ხელი ჭორების გაჩენას იმის შესახებ, რომ ვიოლინოზე ასეთი ვირტუოზული ტექნიკის ფლობის სანაცვლოდ მუსიკოსმა ხელშეკრულება უწმინდურ ძალებთან. როდესაც მუსიკოსი მოკვდა, მის ნათესავებს უარი უთხრეს კათოლიკური წესით მუსიკოსის გენუაში დაკრძალვაზე. მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ რომის პაპის პირადი შუამდგომლობით გადაასვენეს პაგანინის გვამი გენუაში, მაგრამ დაკრძალვის რიტუალი ჩატარდა მხოლოდ 1876 წელს პარმში.


ქვემოთ იხ. ვიდეო: "ალქაჯთა ცეკვა"

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/QN_mtXB_xqE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ჯუზეპე ტარტინი


ჯუზეპე ტარტინი - გენიალური კომპოზიტორი, თხზავდა ინსტრუმენტალურ მუსიკას და გახდა ოთხასზე მეტი ნაწარმოების ავტორი. პაგანინის მსგავსად, მის ავტორიტეტს ცუდი სამსახური გაუწია ნაწარმოებმა "ეშმაკის ტრელი" ("ტრელი"
(იტალ. trillare — дребезжать) - მუსიკალური ტერმინი - რედ.). ლეგენდის თანახმად, მუსიკოსმა ერთხელ ფრანგ ასტრონომ ჟერომ ლალანდს მოუთხრო იმის შესახებ, თუ როგორ ეწვია მას სიზმრად ეშმაკი და მისდამი მსახურება შესთავაზა. ტარტინიმ უწმინდურისგან რამოდენიმე გაკვეთილი მიიღო, შემდეგ მისცა მას ვიოლინო და თავისი ოსტატობის დემონსტრირება შესთავაზა. ეშმაკი იმდენად დახვეწილად უკრავდა, რომ მუსიკოსს სუნთქვა შეეკრა. როგორც კი გაიღვიძა, მან იმწამსვე ჩაწერა სიზმრად მოსმენილი მელოდია. მისი თქმით, ის, რაც მან ჩაწერა, იმდენად უარესია სიზმარში მოსმენილზე, რომ დაუყოვნებლივ დაამტვრევდა თავის ვიოლინოს და სამუდამოდ დაივიწყებდა მუსიკაზე, რომ არა გაჭირვება, რადგან მას სარჩო-საბადებელის მოპოვების სხვა შესაძლებლობა არ გააჩნდა.

ქვემოთ ვიდეო: ჯუზეპე ტარტინი - "ეშმაკის ტრელი"

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/t-12Ti2feNE" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

ადოლფ ჰიტლერი



ჰიტლერმა შესძლო გამხდარიყო გერმანიის ფიურერი. 1932 წლამდე ჰიტლერი უიღბლო ადამიანი გახლდათ. ის გამოაგდეს უმაღლესი სკოლიდან, ორჯერ ჩაიჭრა გამოცდებზე ხელოვნებათა აკადემიაში და ერთხელ ციხეშიც კი იჯდა. ყველა, ვინც კი მას ამ პერიოდში იცნობდა, სრულიად გამოუსადეგარ ადამიანად მიიჩნევდა. მაგრამ 1932 წლიდან მისი ბედი რადიკალურად შეიცვალა. 1933 წელს ის ხელისუფლების სავარძლამდე აფრინდა და ამავე წლის აინვარსი უკვე მართავდა გერმანიას. 1945 წლის 30 აპრილს - ზუსტად 13 წლის შემდეგ, - მთელი კაცობრიობის მიერ მოძულებულმა ადოლფ ჰიტლერმა თავი მოიკლა, თანაც ვალპურგას ღამეს, როდესაც, ლეგენდების მიხედვით, უწმინდური ძალა თავის ყველაზე დიდ ძლიერებას აღწევს. ამბობდნენ, რომ ადოლფ ჰიტლერმა ამგვარ არნახულ წარმატებას ეშმაკთან შეთანხმებით მიაღწია. არსებობს ამისი ოფიციალური დადასტურებაც - ჰიტლერის კონტრაქტი სატანასთან, რომელიც თითქოსდა აღმოაჩინეს 1945 წელს, ბერლინის გარეუბანში, ერთ-ერთ დამწვარ სახლში მდებარე ძველ სკივრში.

დოკუმენტი შედგენილია 1932 წლის 30 აპრილს და ორივე მხარის მიერ სისხლიანი ხელმოწერით არის დადასტურებული. ხელშეკრულების თანახმად, ეშმაკი ჰიტლერს სთავაზობს განუსაზღვრელ ძალაუფლებას, ოღონდ იმ პირობით, რომ ის ამ ძალაუფლებას მხოლოდ ბოროტებისთვის გამოიყენებდა, ანუ მისი მოღვაწეობის შედეგი ადამიანთა უზარმაზარი მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. ამის სანაცვლოდ ფიურერი ეშმაკს ჰპირდებოდა, რომ 13 წლის შემდეგ საკუთარ სულს მას დაუთმობდა. ახლა ეს დოკუმენტი ინახება ვატიკანში "ლუციფერის მუზეუმში", რომელიც ჩვეულებრივი ტურისტებისთვის მიუწვდომელია.


ჯონ დევისონ როკფელერი



ჯონ დევისონ  როკფელერი - ამერიკელი მეწარმე, პირველი დოლარული მილიარდერი კაცობრიობის ისტორიაში. ჯონ როკფელერი დაიბადა ღარიბ და ავბედით ოჯახში. გამდიდრებაზე ის ბავშვობიდან ოცნებობდა. ბევრს მუშაობდა და ყველაფერზე მიდიოდა თავისი მიზნის მისაღწევად. 1870 წელს დააფუძნა კომპანია Standard Oil და მას პენსიაზე გასვლამდე, ანუ 1897 წლამდე ხელმძღვანელობდა. 1880 წელს როკფელერს ხელში ჩაუვარდა ამერიკის ნავთობმოპოვების 95%. გახდა რა მონოპოლისტი, Standard Oil-მა ფასებს მოუმატა და მანამდე არნახულ სიმდიდრეს დაეუფლა. Standard Oil გახდა მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია. ჯონ დევისონ როკფელერის პიროვნება იდუმალებითა და მისტიკითაა მოცული. ამ სახელს მრავალი ლეგენდა და გაუგონარი სიმდიდრეები უკავშირდება. მისი შრომისმოყვარეობისთვის, მიზანდასახულობისა და რელიგიურობისთვის ბიზნეს პარტნიორებმა მას "ეშმაკი" უწოდეს.


რობერტ ჯონსონი



თნამედროვე როკ-მუსიკის მოყვარულებმა კარგად უწყიან ე. წ. "27-იანთა კლუბის" შესახებ, რომლებშიც შედიან ამ ცხოვრებიდან უდროოდ, 27 წლის ასაკში წასული მუსიკოსები. ემი უაინჰაუსის სიკვდილის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ამ კლუბის "წევრები": ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, კურტ კობეინი, რობერტ ჯონსონი და სხვა მუსიკოსები, რომლებიც ამ ასაკში გარდაიცვალნენ. სწორედ რობერტ ჯონსონს უკავშირდება ისტორია, რომელშიც ფიგურირებს ხელშეკრულება ეშმაკთან. რობერტი ბლუზის სახელგანთქმული გიტარისტის კარიერაზე ოცნებობდა, და არა უბრალოდ კარიერაზე, მას სურდა უზადო ვირტუოზი ყოფილიყო. ერთხელ მან გაიგო, რომ გზაჯვარედინზე შეიძლება შეხვდე ეშმაკს და შეუთანხმდე მას გარკვეულ პირობებზე, რის სანაცვლოდაც მიიღებ ტალანტსა და დიდებას. ასე იყო ეს თუ არა, ჯონსონი არ უარყოფდა ამ ისტორიას, მეტიც, აღიარებდა თავისი ტალანტის დემონურ ბუნებას. 27 წლის მუსიკოსი მოწამვლით გარდაიცვალა. ამბობენ, რომ შხამი მას ვისკიში შეყვარებული ქალის ქმარმა შეაპარა.






ქვემოთ იხილეთ ფილმ "გზაჯვარედინის" (Crossroads) ტრეილერი, რომელიც ამ ისტორიის სიუჟეტზეა აგებული

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/OJNl7If64Xg" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню