ოკულტიზმი და მაგია - ამო ანუ მესამე რეიხის მფრინავი აპარატები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ანენერბეს საიდუმლო: ამო ანუ მესამე რეიხის მფრინავი აპარატები

ანენერბე

ჰიტლერულ გერმანიაში აქტიურად მიმდინარეობდა შეიარაღების ახალი სახეობების წარმოება, რითაც დანარჩენი სამყაროს გასწრებას ცდილობდნენ. საუკეთესო მეცნიერები კონცენტრირებულნი იყვნენ სიკვდილის მანქანის გამოგონებაზე, რომელიც შეძლებდა მსოფლიო ომში გარდატეხის შეტანას. დღეისთვის ცნობილია, რომ მათი ძიებები არ შემოიფარგლებოდა ზოგადი მეცნიერებით, არამედ ურღმავდებოდა ოკულტიზმს, მითოლოგიას და პარანორმალურ მოვლენებსაც კი. ყოველივე ამით დასაქმებული იყო საიდუმლო ორგანიზაცია "ანენერბე" (გერმ. Ahnenerbe – "წინაპართა მემკვიდრეობა").


"ანენერბე" თავის დასაბამს "გერმანენორდენის", "თულეს" და "ვრილის" მისტიკური ორგანიზაციებიდან იღებს. სწორედ ისინი გახდნენ ნაციონალ-სოციალისტური იდეოლოგიის ის "სამი ვეშაპი", რომელიც მხარს უჭერდნენ პრაისტორიულ ეპოქაში არქტიკის უცნობი კუნძულის არსებობის დოქტრინას. ამ დოქტრინის მიხედვით ოდესღაც არსებობდა უძლიერესი ცივილიზაცია, რომლისთვისაც ხელმისაწვდომი იყო სამყაროს თითქმის ყველა საიდუმლო, მაგრამ ეს ცივილიზაცია გრანდიოზული კატასტროფის შედეგად დაიღუპა. ადამიანთა ნაწილი სასწაულებრივად გადარჩა. შემდეგში ისინი შეერივნენ არიელებს, რითაც ბიძგი მისცეს ზეკაცთა, ანუ გერმანელთა წინაპრების რასას. აი ასე, არც მეტი, არც ნაკლები! და, როგორ არ დაიჯერებ: ამაზე მინიშნებებით გამსჭვალულია უძველესი ზოროასტრული წყარო "ავესტა"!

თავიანთი რასული თეორიის დასამტკიცებლად, ნაცისტები მტკიცებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებდნენ - ტიბეტიდან აფრიკამდე და ევროპამდე. ეძებდნენ და იკვლევდნენ უძველეს ხელნაწერებსა და მანუსკრიპტებს, რომლებიც შეიცავდნენ ცნობებს ისტორიის, მაგიის, იოგას და თეოლოგიის შესახებ. ყოველივე, რაც შეიცავდა თუნდაც უმცირეს, თუნდაც ლეგენდარულ ცნობას ვედების, არიელების, ტიბეტელების შესახებ, დაუყოვნებლი იპყრობდა ნაცისტთა ყურადღებას. ყველაზე დიდ ინტერესს მსგავსი ცოდნისადმი გერმანიის მმართველობა იჩენდა. ძირითადად ესენი იყვნენ: პოლიტიკოსები, მწარმოებლები და მეცნიერული ელიტა. ყველა მათგანი ცდილობდა ხელში ჩაეგდო არნახული, უზენაესი ცოდნა, რომელიც დაშიფრული და გაბნეული იყო მსოფლიოს ყველა რელიგიასა და მისტიკურ სარწმუნოებაში.



ამ მრავალმხრივ უზნეო და შემაძრწუნებელმა ორგანიზაციამ, მკაფიოდ წარმოაჩინა ფაშიზმის ჭეშმარიტი სახე. ეს ინსტიტუტი აწარმოებდა ათასობით სადისტურ ექსპერიმენტს: ანტიჰიტლერული კოალიციის ტყვე ჯარისკაცები, ქალები, ბავშვები, ფაშისტთა გენეტიკურ და ფიზიოლოგიურ ექსპერიმენტებს ეწირებოდნენ! მეტიც, დაფარულ საქმეთა ოსტატები მრავლად იყვნენ გერმანიის სს (SS)-ის "რაინდულ" ორდენებშიც: "შავი ქვის ბატონები", "შავი რაინდები" და "თულე", ასევე ისეთ მასონური ორდენში სს-ის შიგნით, როგორიც იყო "შავი მზე". სხვადასხვა საწამლავის ეფექტები, დაბალი და მაღალი ტემპერატურების ზემოქმედება, ტკივილის ზღვარი - აი, მათი ძირითადი "მეცნიერული" პროგრამები, რომელთაც ისინი ადამიანებზე ახორციელებდნენ.

გარდა ამისა, ფაშისტები აქტიურად იკვლევდნენ ფსიქოლოგიურ და ფსიქოტროპულ ზემოქმედებებს მასებზე, მუშაობდნენ ზეიარაღზე. "ანენერბემ" გერმანული პედანტურობით სამუშაო შემდეგი მიმართულებებად დაჰყო: ზეკაცის შექმნა, მედიცინა, სტანდარტული იარაღის ახალი სახეობების შექმნა და სრულყოფა (მათ შორის მასობრივი განადგურებისა, ატომური ბომბის ჩათვლით), რელიგიურ-მისტიკური პრაქტიკის გამოყენების შესაძლებლობა და... რაც ყველაზე საინტერესოა, კონტაქტი ზეგანვითარებულ არამიწიერ ცივილიზაციებთან.

დღეისთვის საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ნაცისტური სახელმწიფოს აღმოცენებამდე დიდი ხნით ადრე, ფაშიზმის იდეოლოგიას ფუნდამენტი საიდუმლო საზოგადოებებმა ჩაუყარეს. "საიქიოს" ცნობილი მკვლევარი კ. ველასკესი ამტკიცებს, რომ ზოგიერთი ოკულტური "გასაღები" ტექნოგენური ხასიათის ინფორმაციას იძლეოდა. მაგალითად, "მფრინავი დისკოების" ნახაზები და აღწერილობა, რომელიც თავისი თვისებებით მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმ დროინდელ საავიაციო ტექნიკას. "მფრინავი თეფშების" დამუშავების სფეროში მესამე რეიხის ექსპერიმენტებზე დღეს ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ კითხვები პასუხებზე უფრო მეტია.



რამდენად წარემატნენ გერმანელები ამაში? ვინ ეხმარებოდა მათ? ომის შემდეგ ეს ექსპერიმენტი შეწყდა თუ დედამიწის სხვა საიდუმლო რეგიონებში გაგრძელდა? რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ის, რომ ნაცისტებს კონტაქტები ჰქონდათ არამიწიერ ცივილიზაციებთან?

ნაცისტური გერმანიის მეცნიერთა კვლევის ერთ ერთი ყველაზე იდუმალ სფეროდ "თეფშების" მსგავსი მფრინავი აპარატების შემუშავბა გახლავთ. ამ აპარატებს მეკავშირეთა პილოტები "ფუ ფაიტერს"-ს (Foo Fighters) უწოდებდნენ. ნახატების მიხედვით, ეს "თეფშები" აბსოლუტურად არ განსხვავდებიან ამო-სგან, რომელსაც ხშირად ხედავენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. თუმცა, მათ მართავდნენ არა "უცხოპლანეტელი ჰუმანოიდები", არამედ სს-ის ოფიცრები.

ომის შემდეგ მეკავშირეების მიერ მოპოვებულმა დოკუმენტებმა და გერმანელი მეცნიერების დაკითხვებმა ცხადყო, რომ ნაცისტები მუშაობდნენ უჩვეულო აპარატის შექმნაზე, რომელსაც ვერტიკალურად აფრენა შეეძლო.



მუსირებს გადაუმოწმებელი აზრი, თითქოსდა 1936 წ. ქ. ფრაიბურგის (Freiburg) (გერმანია) რაიონში ე. წ. "ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა" კატასტროფა განიცადა. ის შეამჩნიეს, და შესაძლოა, საზოგადოება "ვრილის" (Vril) გერმანელმა მეცნიერებმა, სს-ის ორგანიზაციების დახმარებით, შეარემონტეს და აამუშავეს მისი ენერგეტიკული სისტემა. მაგრამ მიწიერ პირობებში მისი წარმოება წარუმატებლად დამთავრდა და გერმანული ამო ეულად დარჩა. ის არსებობდა მხოლოდ ერთ ეგზემპლარში
(ჩვენის აზრით, ლეგენდების შეთხზვა "ამოუცნობი მფრინავი ობიექტის" ვითომცდა "კატასტროფაზე" ხელს აძლევს ამ საიდუმლო ექსპერიმენტის ავტორებს. გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ მსგავსი ლეგენდა მოგვიანებით ამერიკელებმაც შეთხზეს და ამჯერად "ამოუცნობი მფრინავ ობიექტს" "კატასტროფა" უკვე აშშ-ს ქალაქ როზუელში "განაცდევინეს" - რედ.).



1936-1945 წლებში დაიწყეს მფრინავი აპარატების ახალი კორპუსების მშენებლობა, რომელთაც ჩვეული დეტალები დაუმატეს (საყრდენები, ანტენები და შეიარაღება). შეიქმნა 4 ასეთი აპარატი, პირობითად Vril 1-4. პირველ "თეფშებზე" მხოლოდ ტყვიამფრქვევები დაამონტაჟეს, მაგრამ ბოლო Vril-4-ის დისკზე, ფოტოსურათების მიხედვით, უკვე ტანკ Pz-V Panther-ის ქვემეხი დაამაგრეს.

საინტერესოა, რომ მესამე რეიხის არქივებში ნაპოვნია ნახაზები, რომლებიც ააშკარავებენ ფაქიზი ფიზიკური ველების "დატრიალების" პრინციპს, რომლის შედეგადაც შესაძლებელი ხდება ტექნომაგნიტური აპარატების შექმნა. ტექნომაგნიტური მანქანების ერთ ერთ შემქმნელად ითვლება მეცნიერი დ-რი ვ. ო. შუმა. მოწმობებს თუ ვენდობით, სწრაფი ბრუნვის პრინციპზე დამყარებული მისი ელექტროდინამიური მანქანები, არა მარტო დროის სტრუქტურას ცვლიდნენ თავიანთ გარშემო, არამედ ჰაერშიც ლივლივებდნენ.



ციურიხის გაზეთის "Tageszaiger" ("ტაგესცაიგერ")-ის 1954 წლის 19 ნოემბრის ნომერში გეორგ კლეინი ამტკიცებდა, რომ მფრინავი დისკო - ეს არის აშშ-სა და რუსეთის ზესაიდუმლო იარაღი, რომელიც დაეფუძნა გერმანულ გამოგონებებს. მისი თქმით 1945 წლის მაისში, ბრესლაუში, რუსებმა სარაკეტო ტექნიკის ინჟინრებთან ერთად ხელთ ჩაიგდეს არაპილოტირებული დისკოს მოდელი, რომელიც აშენებული იყო პენემიუნდეში და იმართებოდა რადიოგამოსხივების მეშვეობით.

კლეინის თქმით, ომის დამთავრების მომენტისთვის უკვე არსებობდა მფრინავი დისკოების ორი საწარმოო ვარიანტი: ხუთმეტრიანი, რომლის დიამეტრი 17 მეტრი იყო, და თორმეტმეტრიანი დაახლოებით 46 მეტრიანი დიამეტრით. "მფრინავ თეფშებს" შეეძლოთ ჰაერში გაჩერება და ლივლივი, ასევე რთული და უჩვეულო მანევრების შესრულება. სიმყარეს განაპირობებდა მოწყობილობა, რომელიც მუშაობდა ჰიროსკოპის პრინციპით. კლეინი ასევე აღნიშნავდა, რომ კანადაში ჯონ ფროსტის მიერ შექმნილი მფრინავი თეფში, რომელიც ააგეს გერმანული ნახაზების მიხედვით, ავითარებდა საათში 2400 კილომეტრს და გაიარა ბრიტანეთის ფელდმარშლის, მონტგომერის ინსპექცია.



ინტერნეტ მასალების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню