ოკულტიზმი და მაგია - სპირიტუალურ დაფაზე თამაშისას ბავშვის სხეულში დემონი შესახლდა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სპირიტუალურ დაფაზე თამაშისას ბავშვის სხეულში დემონი შესახლდა

სპირიტუალური დაფა

სამი მექსიკელი ახალგაზრდა სასწრაფოდ წაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში იმის შემდეგ, რაც მათ სპირიტუალური სეანსის დროს ბოროტი სულები დაეუფლნენ.

22 წლის ალექსანდრა უერტა სპირიტუალურ დაფაზე თამაშობდა თავის 23 წლის ძმასთან, სერხიოსთან და 18 წლის ბიძაშვილ ფერნანდო კუევასთან ერთად სახლში, სოფელ სან ხუანში, რომელიც მექსიკის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. თამაშის დროს გოგონან უეცრად დაიღრინა და ტრანსის მსგავს მდგომარეობაში გადავარდა.



ამასთან შეპყრობილობის ნიშნები შეემჩნეოდატ სერხიოაც და ფერნანდოსაც, მათ შორის, დროებითი დაბრმავება, დაყრუვება და ჰალუცინაციები. სახლში გამოძახებულმა სამედიცინო მომსახურეობის პერსონალმა დაასკვნა, რომ სპირიტუალური სეანსის ყველა მონაწილე საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

სანამ ახალგაზრდა გოგონას გამაყუჩებელს და ანტისტრესულ პრეპარატს შეუყვანდნენ, რათა საკუთარი თავისთვის რაიმე ზიანი არ მიეყენებინა, ექიმები იძულებულნი იყვნენ გოგონა შეეკრათ.



მეზობელი ქალაქის, ტეპოზტლანის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სამი ახალგაზრდის ჰოსპიტალიზაცია ძალზედ ძნელი პროცესი აღმოჩნდა, რადგან ისინი უნებლიე მოძრაობებს ასრულებდნენ და მათი ქცევა არ ექვემდებარებოდა საღ აზროვნებასა და ლოგიკას. ის ამტკიცებს, რომ ახალგაზრდები იმყოფებოდნენ მდგომარეობაში, რომელიც ტრანსს წააგავს, და რომელშიც ისინი შევიდნენ სპირიტუალური სეანსებისთვის განკუთვნილ დაფასთან თამაშის შემდეგ.

"ბავშვები ამბობდნენ, რომ გრძნობენ ცვლილებას, რომ მათი მხედველობა გაორებულია ან სრულიად იკარგება და ვერაფერს ხედავენ, ადგილი აქვს დრო და დრო დაყრუვებას და ა. შ. ახალგაზრდები უჩივოდნენ ჰალუცინაციებსაც, კუნთოვან სპაზმებს და გაძნელებულ ყლაპვას", - იუწყება დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

მან დაამატა, რომ ექიმებმა საკუთარ თავზე ვერ აიღეს დასკვნის გამოტანა იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ეს სამი ახალგაზრდა დემონით შეპყრობილი, თუ მათ უბრალოდ საკუთარი თავი დაარწმუნეს ამაში.
ალექსანდრას მშობლების განცხადებით, მათ ექიმები გამოიძახეს მათ შემდეგ, რაც ადგილობრივი კათოლიკური ეკლესიის მღვდელმა ეგზორციზმის ჩატარებაზე უარი თქვა, რადგან ახალგაზრდები რეგულარულად დადიოდნენ ეკლესიაში.



დაფა სპირიტუალური სეანსებისთვის - ეს არის ბრტყელი დაფა, რომელზეც ასოები და ციფრებია გამოსახული, ასევე სიტყვები "დიახ" და "არა", "სალამი" და "ნახვამდის". ის ასევე შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა სიმბოლოებსა და ნახატებს. მასთან ერთად გამოიყენება ხის ნაჭერი, რომელსაც გულის ფორმა გააჩნია და განკუთვნილია შეტყობინებების მისანიშნებლად, რომელსაც საიქიოს მცხოვრები აუწყებს სპირიტისტს სეანსის დროს. ძირითადი რელიგიები და ზოგიერთი ოკულტისტი ამ დაფებს უკვე დიდი ხანია დემონურ შეპყრობილობასთან აკავშირებენ და ადამიანებს კატეგორიულად აფრთხილებენ განერიდონ ამ საშიშ თამაშს.

ინტერნეტ მასალების მიხედვით.

<iframe width="853" height="480" src="https://www.youtube.com/embed/wenf36fQEHw" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню