ოკულტიზმი - სასტიკი მსხვერპლშეწირვა ნეპალში - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სასტიკი მსხვერპლშეწირვა ნეპალში

სასტიკი მსხვერპლშეწირვა

"მოხდა ძლიერი მიწისძვრა, დაიღუპა ათასობით ადამიანი. და ეს ნამდვილად დიდი ტრაგედიაა. ინტერნეტი სავსეა ნეპალში მომხდარი ნგრევის სურათებით. მაგრამ ვინმეს თუ ესმის მიზეზი? არადა ის ხომ ზედაპირზე დევს!

24 ნოემბერს (2015 წ.) სტარტი მიეცა ნეპალისთვის ტრადიციულ რელიგიურ ფესტივალს, რომელიც ტარდება ღმერთქალ გადჰიმაის პატივსაცემად. ფესტივალი ეძღვნება ძალაუფლების, წარმატებისა და ბედ-იღბლის ღმერთქალს. მსგავსი ფესტივალები ტარდება ხუთ წელიწადში ერთხელ. ეს ფესტივალი გახლავთ უმეცრებისა და მთვლემარობის აპოთეოზი, რადგან მას თან სდევს მსხვერპლშეწირვანი და მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტი პირუტყვი იქნება შეწირული, მით უფრო ბედნიერი იქნება ღმერთქალი.

ეს იყო ნეპალის ისტორიაში უმსხვილესი ფესტივალი. მსხვერპლად შეწირულ იქნა 15 000 ხარი, 300 000 ქათამი, ცხვარი და თხა. ამ სანახაობით "დასატკბობად" ჩამოვიდა 2 მილიონამდე ადამიანი.

როგორ ფიქრობთ, რამდენი ტკივილი და ნეგატივი იქნებოდა გამოტყორცნილი ნოოსფეროში, ერთ ადგილას, რამოდენიმე დღის განმავლობაში? როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა ბუნებას ამ სისასტიკეზე?"

ეს პოსტი სოციალურ ქსელ "კონტაქტის" ერთ-ერთ ჯგუფში წავიკითხე. მიწისძვრაზე და მსხვერპლშეწირვის ფესტივალზე, როგორც მის გამომწვევ მიზეზზე ვერაფერს ვიტყვი. შესაძლოა ეს მართლაც რაღაც კავშირში იყოს.

მაგრამ ჩემში მოხდა შინაგანი დისონანსი. არის კითხვები, და ვინც იცის მათზე პასუხი, იქნებ გამოგვეხმაუროს.

სადღაა ინდოეთისთვის დამახასიათებელი რელიგიური გრძნობა ძროხების "სიწმიდესთან" დაკავშირებით?

რომელ რელიგიას ეკუთვნის ეს ღმერთქალი და ეს რიტუალი?

წყარო: http://www.valyaeva.ru/forum/index.php?showtopic=8937


ქალღმერთ გადჰიმაისადმი მიძღვნელი სასტიკი ფესტივალის ამსახველი კადრები





































 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню