ოკულტიზმი და მაგია - სასიყვარულო ჯადო მართლმადიდებლობის თვალსაზრისით - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

სასიყვარულო ჯადო მართლმადიდებლობის თვალსაზრისით

კითხვა - პასუხი

გათვალვა

უარყოფს თუ არა ეკლესია მაგიის არსებობას და კერძოდ მოჯადოვებას?

არა არ უარყოფს, ოღონდ ეს საკითხი დამატებით განმარტებას საჭიროებს. ეკლესია მოწოდებულია ემსახუროს ღმერთს და ადამიანს ბნელ ძალთა წინააღმდეგ, ხოლო იმისთვის, რათა ადამიანებს ამ ბოროტების წინააღმდეგ დაეხმაროს, ეკლესიას აუცილებლად სჭირდება ცოდნა მაგიის შესახებ. მაგია სწორედ ბნელ ძალთა გამოვლინებაა. საეკლესიო მსახურები ხშირად გადაწყდომიან მაგიისა და შელოცვების მსხვერპლთ.

რა არის სიყვარულის ჯადო მართლმადიდებლური ეკლესიის თვალსაზრისით?

ეს არის ბნელ ძალთა გამოყენება, რათა შეაყვარო ვინმეს თავი - ამას მოჯადოვებას, სასიყვარულო მოხიბლვას უწოდებენ. ადამიანებს, რომლებიც მიმართავენ მაგიას, ბნელ ძალებს, რათა ვინმეს გაუკეთონ ჯადო, უნდა ესმოდეთ, რომ ისინი ჩადიან სასიკვდილო ცოდვას. თუ ადამიანი არ შეინანებს ჩადენილს, ის აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდება, მისი სულის გადარჩენა უკვე შეუძლებელი გახდება. მოჯადოვების ცოდვა შეიძლება მკვლელობას შევადაროთ, თანაც ორმაგს, საკუთარი სულისა და მოყვასის სულისას.



შეიძლება თუ არა ვინმეს ძალდატანებით თავი შეაყვარო? რას ღებულობს შედეგად სიყვარულის ჯადოს შემკვეთი?

რა თქმა უნდა, არა. შეუძლებელია ვინმეს სიყვარული აიძულო. ჯადოთი შეიძლება მხოლოდ შთააგონო ადამიანს ვნება, არც მეტი არც ნაკლები. უფალმაც კი არ წაართვა ადამიანს თავისუფალი ნება, ხოლო სიყვარული - ეს სწორედ ადამიანის ნების შინაგანი გამოვლინებაა და არავის ძალუძს მას შთააგონოს ჭეშმარიტი სიყვარული. სწორედ იმიტომ, რომ სიყვარული თავისუფალი ნების გამოვლინებაა, უფალმა გვიბოძა მოყვასისადმი სიყვარულის მცნება. ცხადია, რომ სიყვარული მხოლოდ გრძნობა რომ იყოს, რამენაირ მცნებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იქნებოდა.

მოქმედებს თუ არა მაგია მონათლულ ადამიანებზე?


უნდა ვაღიაროთ, რომ აქ საეკლესიო მსახურთა აზრი იყოფა. ზოგიერთის შეხედულებით მონათლულ ადამიანებზე არანაირი მაგია არ მოქმედებს და ეს ყველაფერი ფანტაზია და ცრურწმენაა, მაგრამ ღვთისმსახურთაგან მრავალი შეხვედრია მოჯადოვების მსხვერპლთ და ამტკიცებენ, რომ ამგვარი ჯადო მონათლულებზეც მოქმედებს (თუმცა, არა მათი ნება-სურვილის გარეშე, რომელსაც ეშმაკი ცთუნებებით აღძრავს).

აქ შეიძლება გავიხსენოთ წმიდა გადმოცემა იუსტინასა და კვიპრიანეზე. იუსტინა ქრისტეანი ქალწული იყო, ხოლო კვიპრიანე მოგვი, რომელიც პირადად შეხვედროდა სატანას. ერთ ყმაწვილს, სახელად აგლაიდი, მოეწონა იუსტინა და ვნებით აღიძრა მისდამი. დახმარებისთვის კი ჯადოქარ კვიპრიანეს მიმართა. რადგან იცოდა, იუსტინა არასოდეს დათანხმდებოდა მასთან კავშირს აგლაიდმა მას სიყვარულის ჯადო გაუკეთა. იუსტინას დემონთა მთელი ჯარი დაესხა თავს, ის უკვე გრძნობდა ვნებას აგლაიდისადმი. მაგრამ რადგან ძალზედ მორწმუნე იყო, დახმარებისთვის უფალს და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მიმართა, დაიწყო მარხვა, ეძინა მიწაზე, ლოცულობდა და მიწამდე მეტანიებს აღასრულებდა, რათა მორეოდა თავდამსხმელ დემონებს. იგრძნეს რა იუსტინას გულწრფელი რწმენა, დემონები მას განეშორნენ. შედეგად თვით სატანის ქვეშევრდომის მიერ გაკეთებულმა ჯადომაც კი ვერაფერი გააწყო წმიდა ქალწულის წინაშე. ამის შემდეგ, კვიპრიანე მიხვდა, რაოდენ დიდია ღმრთის ძალა, რომ ჭეშმარიტი ძლიერება მხოლოდ ქრისტეშია. დატოვა ჯადოქრობა, უარყო სატანა და შეუდგა ქრისტეს. ამ გადმოცემიდან შეიძლება გავაკეთოთ ერთადერთი სწორი დასკვნა: მონათლულ ადამიანებზეც მოქმედებს ჯადო (დემონთა მზაკვარება), ოღონდ მონათლულებს შეუძლიათ მას უდიდესი წინააღმდეგობა გაუწიონ.

როგორ აჯადოვებენ მოგვები და ჯადოქრები?

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი აღასრულებენ გარკვეულ მოქმედებებს, რიტუალებს, რომლებიც, როგორც წესი, ბილწ და საზიზღარ ხასიათს ატარებენ. ადამიანის წინააღმდეგ, ვისი მოჯადოვებაც სურთ, ისინი მრუშობის, ეჭვის ან შურიანობის დემონთ აღძრავენ. ეს მოქმედებები ბილწი და საზიზღარია იმიტომ, რომ ბოროტი ძალები უკლებლივ ყველა ადამიანის დაცემას და მათი სულების წარწყმედას ცდილობენ. თანაც, დემონები ატყუებენ ყველას, თვით ჯადოქრებსც კი, რადგან თავს იკატუნებენ, თითქოსდა ჯადოქარს ემსახურებიან, სინამდვილეში კი თვითონ იმსახურებენ ჯადოქრებს და იმონებენ, რათა მათი (ანუ ეშმაკთა) ნება აღასრულებინონ. აი ასე იღუპავენ თავს ჯადოქრები, ჯადოს შემკვეთნი და ის ადამიანიც (თუ მოძალებულ ვნებებს წინ არ აღუდგა), რომლის წინააღმდეგაც მიმართული იყო ჯადოქრის მოქმედება.



როგორ ვიცნოთ დადებულია თუ არა ადამიანზე ჯადო?


როგორც გამოცდილება აჩვენებს ჯადოქრობის მსხვერპლნი ასე ამბობენ: ადამიანს, რომელსაც აბსოლუტურად არ აინტერესებდა ან მეტიც, ეზიზღებოდა კიდეც ვინმე, უეცრად მისკენ მიდრეკილება უჩნდება, თუმცა სულში მისდამი არც სიყვარულის გრძნობა აქვს და არც სითბო. ანუ, სულიერად შეფუცვილი ადამიანი არანაირ ლტოლვას არ განიცდის ჯადოს შემკვეთისკენ, მაგრამ ხორციელ პლანში სულ პირიქითაა, ვნება თანდათანობით ერევა ადამიანს და მისთვის გულგრილი პიროვნებისკენ ლტოლვას იწყებს. ამასთანავე ჩნდება უაზრო აგრესია თვითმკვლელობის მცდელობითურთ. ამ სიტუაციაში ამგვარი ქცევა სრულიად ბუნებრივია - დემონები ადამიანის შინაგან დანგრევას იწყებენ.

სხვა შემთხვევაში ადამიანები სიტუაციას სხვანაირად აღწერენ: ადამიანი, რომელიც მრუშობს ვინმე ქალბატონთან და არ აპირებს მასზე დაქორწინებას, და მეტიც, განშორებაც კი სურს, როგორც კი ამის შესახებ განაცხადებს, რაღაც დროის შემდეგ ეწყება არამოტივირებული სულიერი და ხორციელი ლტოლვა ამ ქალბატონისკენ, თუმცა შესაძლოა ის ბუკვალურად სულაც არ მოსწონდეს. ადამიანი, ვისზეც ჯადოა დადებული, შეიძლება ასეთ ადამიანზე დაქორწინდეს კიდეც, მაგრამ ძალიან მალე სულში შესძულდეს. როდესაც ეშმაკით შეპყრობილი ადამიანი წინააღმდეგობას იწყებს, დემონი, როგორც ხალხში იტყვიან, ამ ადამიანის "გახმობას", "დნობას" იწყებს. ადამიანი ძალიან მოკლე დროში კარგავს წონას და "იღვენთება".

რა უნდა ქნან იმათ, ვის წინააღმდეგაც ჯადოა გამოყენებული?

თუ ვინმე ჯადოს შემკვეთია, მაგრამ გულწრფელად შეინანა ჩადენილი საქციელი, აუცილებლად უნდა შეწყვიტოს ყოველგვარი მრუშობა თავის მსხვერპლთან. ნუ დააყოვნებს, არამედ მივიდეს მღვდელთან აღსარებაზე, და ყოველივე გულწრფელად აღიაროს ღვთისმსახურის წინაშე. აუცილებლად უნდა ილოცოს იმ ადამიანის გათავისუფლებისთვის, ვისაც დემონები მიუსია. უნდა შეუკვეთოს პარაკლისი მღვდელმოწამე კვიპრიანესა და იუსტინას სახელზე. ასევე არწმუნოს მოჯადოვებული ხსნა ეკლესიაში ეძებოს. მხოლოდ ასეთი ერთობლივი ძალისხმევით თუ იქნება შესაძლებელი ბოროტ ძალთაგან თავის დახსნა.

როგორ უნდა აიცილო მოჯადოვება?

ვერც ჯადოქრობა, ვერც მაგია, ვერაფერს დააკლებს იმ ადამიანებს, რომლებმაც მიაღწიეს ნათლობის საიდუმლოს და წმიდა, მართლმადიდებლური ცხოვრებით ცხოვრობენ. მხოლოდ ბილწი ცოდვები აძლევენ დემონებს ადამიანის დაქვემდებარების შესაძლებლობას. თუ მოჯადოვების ნიშნებს გრძნობთ, ებრძოლეთ ბოროტების ძალებს. ღმრთის შეწევნით აიღეთ მარხვა, აუცილებლად შეინანეთ თქვენი ცოდვვები, თუ ღირსი შეიქნებით - ეზიარეთ, ილოცეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისადმი, რომელიც ყველაზე ძლიერი მეოხია ღმრთის წინაშე.

არსებობს თუ არა რაიმე სასჯელი მათთვის, ვინც სხვებს აჯადოვებს?

წმ. ბასილი დიდის 65-ე კანონი ბრძანებს: "ვინც თავისი გრძნეულობა ან მომწამვლელობა აღიაროს, კაცის მკვლელის სასჯელი მოიხადოს დროის ისეთივე განაწილებით, რადგან თვით გააამჟღავნა თავის ცოდვაში თავი".

დასასრულ გავიხსენოთ რას ბრძანებს წმიდა წერილი სიყვარულზე: "სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს" (1 კორინთ. 13:4-7).

იყვარებოდეთ ურთიერთას ჭეშმარიტი სიყვარულით, პატივი ეცით ერთმანეთის თავისუფალ ნებას, სხვისი სიყვარული თქვენი სათნოებებით დაიმსახურეთ - ეს ძნელი, მაგრამ ერთადერთი მისაღები გზაა ქრისტეანთათვის.

მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню