ოკულტიზმი და მაგია - ოკულტიზმის 10 უძველესი გრიმუარი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ოკულტიზმის 10 უძველესი გრიმუარი

ოკულტური მწერლობა

შენიშვნა: გრიმუარი (ფრანგ. grimoire, ნაწარმოებია სიტყვიდან grammaire) - ეს არის წიგნი, რომელიც აღწერს მაგიურ პროცედურებს და შელოცვებს სულების (დემონების) გამოსაწვევად ან კიდევ შეიცავს სხვადასხვა სახის ჯადოსნურ რეცეპტებს.


***

ადამიანებს ოდითგანვე იზიდავდა საიდუმლო ცოდნაში წვდომის შესაძლებლობა, რათა მიეღო ძალაუფლება, სიმდიდრე და განდობა. სწორედ მაგიურ პრაქტიკას ეძღვნება ჩვენი მოკლე მიმოხილვის 10 წიგნი, რომელშიც გადმოცემულია რთული და საიდუმლო რიტუალები, რომლებიც წარმოადგენენ "იმქვეყნიურ სულებთან", ანუ დემონებთან, იგივე დაცემულ ანგელოზებთან ურთიერთობის გასაღებს.


1. "შავი ვარია"



გრიმუარში "შავი ვარია" (Black Pullet), რომელიც 18 ს-ის საფრანგეთში დაიწერა, მოთხრობილია მაგიური თილისმების შესწავლის შესახებ. მაგიური თილისმები - ეს არის სპეციალური ობიექტები, რომლებზეც ამოტვიფრულია მისტიური სიტყვები, რომლებიც იცავს მის მფლობელს, და ანიჭებს მას მაგიურ ძალას. მიაჩნდათ, რომ ეს წიგნი დაწერა ნაპოლეონის არმიის ჯარისკაცმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ საიდუმლო ცოდნა მიიღო იდუმალი მოგვისგან ეგვიპტეში, როდესაც ის ნაპოლეონს ეგვიპტურ ექსპედიციაში ახლდა.



"შავი ვარია" მოიცავს დეტალურ ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა აიგოს თილისმა ბრონზისგან, აბრეშუმისგან და სპეციალური მელნისგან. ასევე აღწერილია ჯინების გამოწვევის ტექნოლოგია. ჯინები არიან არსებები, რომლებიც შედგებიან ცეცხლისა და კვამლისგან და შეუძლიათ თავიანთ მფლობელს მოუტანონ ნამდვილი სიყვარული. მფლობელის ამბიცია თუ უფრო ცინიკურია, გრიმუარი ამცნობს მას, როგორ გააკეთოს თილისმა, რომელიც აიძულებს ნებისმიერ მდუმარეს სახალხოდ გაახმოვანოს თავისი საიდუმლოებანი. წიგნის მისტიკური სწავლების მწვერვალია - შავი ვარიას შექმნა, რომელსაც დამარხული საგანძურების პოვნა შეუძლია.


2. არს ალმადელი



წიგნი "არს ალმადელი" წარმოადგენს ე. წ. "სოლომონის პატარა გასაღების" მეოთხე ნაწილს, რომელიც ასევე ცნობილია "ლემეგეტონის" სახელწოდებით. ეს წიგნი, რომელიც წარმოადგენს დემონოლოგიის გრიმუარს, შედგენილია 17-ე საუკუნეში. მისი ავტორი აღწერს, თუ როგორ უნდა აიგოს ალმადელი - მაგიური საკურთხეველი სანთლისგან, რომელიც ანგელოზებთან ურთიერთობის შესაძლებლობას იძლევა. ალმადელი გადმოგვცემს ოთხი ცის, ანუ "ხორების" შესახებ, რომელთაგან თითოეულზე ცხოვრობენ განსაკუთრებული თვისებების მქონე უნიკალური ანგელოზები. ტექსტში მოტანილია ყოველი "ხორას" ანგელოზის სახელწოდება (მაგალითად, ჰელომირესი და აფიზირა), აქვე აღწერილია, თუ როგორ უნდა მიმართოს მას ჯადოქარმა რაიმეს სათხოვნად, ასევე როდის არის უმჯობესი მათი გამოძახება.


3. პიკატრიქსი



პიკატრიქსი (ლათ. Picatrix и Picatris) - ასტროლოგიური მაგიის უძველესი გრიმუარია. პირველად ის XI საუკუნეში დაიწერა არაბულ ენაზე სახელწოდებით "ჰაიათ ალ-ჰაკიმ". წიგნი 40 გვერდიანია და გადმოსცემს ასტროლოგიურ თეორიას. აქვეა შეფუცვები და წესები როგორ უნდა მიმართო პლანეტებისა და ვარსკვლავების ოკულტური ძალა პირადი ძალაუფლების მისაღწევად და განათლების მოსაპოვებლად. "პიკატრიქსი" ყველაზე მეტად ცნობილია თავისი ურცხვი მაგიური რეცეპტებით. ეს საშინელი და პოტენციურად სასიკვდილო რეცეპტები განკუთვნილია იმისთვის, რათა გამოიწვიოს ცვალებადი მდგომარეობა და ადამიანი "გამოვიდეს თავისი სხეულიდან". ინგრედიენტები, რომელიც რეცეპტებში გამოიყენება, აშკარად არ არის განკუთვნილი სუსტი ნებისყოფის ადამიანებისთვის: სისხლი, სხეულებრივი გამონაყოფები და ტვინის ნივთიერება, რომელიც შერეულია ჰაშიშთან, ოპიუმტან და ფსიქოაქტიურ მცენარეებთან.



4. ბერძნული მაგიური პაპირუსი



ბერძნულ მაგიურ პაპირუსებში, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნით თარიღდება, ჩამოთვლილი იყო მრავალგვაროვენი შელოცვები, რიტუალები და მკითხაობა. მათ რიცხვს განეკუთვნება ინსტრუქცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოიწვიო უთავო დემონი, გააღო საიქიოს კარები და დაიცვა თავი ველურ მხეცთაგან. ბერძნულ მაგიურ პაპირუსებში ყველაზე სასურველი და ცნობილი შელოცვად მიაჩნდათ აღწერა იმისა, თუ როგორ უნდა მიიღიო ზებუნებრივი შემწე საიქიოდან, რომელიც შემფუცველის ყველა ნება-სურვილს აასრულებს. პაპირუსებში ყველაზე ხშირად გვხვდება შეფუცვები, რომლებიც გვაუწყებენ მომავალს. ერთ-ერთი ცნობილი ჩვეულება, რომელიც პაპირუსებშია აღწერილი, "მიტრას ლიტურგიაა". ეს ცერემონია აღწერს, როგორ უნდა აიწიო ყოფიერების შვი უმაღლეს ფენაზე და გაესაუბრო ღვთაება მიტრას.


5. გალდრბოკი



ისლანდიური გრიმუარი "გალდრ
ბოკი" (galdrabók), რომელიც 16-ე საუკუნეში დაიწერა, წარმოადგენს რამოდენიმე ჯადოქრის მიერ შედგენილი 47 შეფუცვის კრებულს.  როგორც იმ პერიოდის ისლანდიური მაგიის უმეტესობა, ჰალდრბუკიც უმეტესწილად ეფუძნება რუნებს, რომელთაც მაგიური თვისებები ეძლევათ, თუ მათ ობიექტებზე ამოტვიფრავენ ან დახატავენ სხეულზე ან ქაღალდზე. რუნებს შორის, რომელიც ჰალდრბუკშია აღწერილი, არის ისეთებიც, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია გავლენიანი პირების კეთილგანწყობის მოპოვება, ან შესაძლოა შიში ჩაუნერგო მტრებს და აიძულო ვინმეს დაძინება.



შეფუცვათა უმეტესობა, რომლებიც ჰალდრბუკშია ნაპოვნი, ე. წ. "ნათელი შეფუცვებია", რომლებიც განკუთვნილია შემფუცველისგან თავდასაცავად და სხვადასხვა სნეულების საკურნებლად. მაგალითად, აღწერილია, რომელი რუნით არის შესაძლებელი დაღლილობის განკუკრნება ან შობის დროს სირთულეების აცილება, თავის ტკივილისა და უძილობის განკურნება. სხვა შეფუცვები ატარებენ საკმაოდ თავისებურ ხასიათს. 46-ე შეფუცვა, რომელსაც "ფარტის რუნა" ეწოდება, მტერზე მეტეორიზმის უძლიერეს შეტევას იწვევს. შეფუცვა ნომრით 27, განკუთვნილია ვინმეს საჭმელზე სახატავად, რომლის შემდეგაც მსხვერპლი ავადდება და მთელი დღის განმავლობაში ვერ ახერხებს საჭმლის მიღებას. 30-ე რუნა განკუთვნილია სხვა ადამიანების პირუტყვის დასახოცად. აღწერილია ასევე რუნიკული კვერთხები სახლის დასაცავად არასასურველი სტუმრებისგან, ქურდების დასაჭერად, და იმისთვის, რათა მოიგო სასამართლო გარჩევა.


6. მაგიური არბატელი



წიგნი "Arbatel De Magia Veterum" შედგენილია უცნობი ავტორის მიერ 16-ე ს-ის მიწურულს და წარმოადგენს სულიერი რჩევებისა და აფორიზმების ყოვლისმომცველ ცნობარს. არბატელი ასევე მიიჩნევა მისტიკური თვითდახმარების სახელმძღვანელოდ. წიგნში არის მთელი რიგი რიტუალები, რომელთა დახმარებითაც იწვევდნენ შვიდ ზეციურ მმართველს და მათ ლეგიონებს, რომლებიც მართავენ სამყაროს სხვადასხვა ნაწილებს.




მაგალითად, მმართველ ბეთელს მოაქვს საკვირველი წამლები, ფალეკი ეხმარება მეომრებს მოიპოვონ დიდება და გამარჯვება. მიუხედავად ამისა, ამ რიტუალების შესრულების უნარი მიენიჭება მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც "დედის მუცლიდანვე ჯადოქრად დაიბადა", ყველა დანარჩენისთვის ის უსარგებლო იქნება. არბატელში ნახსენებია სტიქიის სასარგებლო სულები, რომლებიც ფიზიკური სამყაროს მიღმა არსებობენ, მათ შორის: პიგმეები, ნიმფები, დრიადები, სილფიდები და საგანები.


7. არს ნოტორია



"არს ნოტორია" გახლავთ სოლომონის გრიმუარი, რომელიც შედგენილია 13-ე საუკუნეში. ის არ შეიცავს რაიმე შეფუცვას ან წამლის რეცეპტებს. წიგნი განკუთვნილია ყურადღების კონცენტრაციისთვის სწავლაზე, გონების განვითარებაზე და რთული წიგნების ათვისებაზე.


8. დემონთა ფსევდომონარქია



"Pseudomonarchia Daedonum" 16-ე საუკუნეში დაწერა დემონოლოგმა იოჰან ვეიერმა, რომელიც ძლიერ იყო შთაგონებული თავისი ყოფილი მასწავლებლის - გერმანელი ოკულტისტის ჰენრიხ კონრელიუსის მიერ, რომელიც უფრო აგრიპას სახელით არის ცნობილი. წიგნი წარმოადგენს 69 "კეთილშობილ" დემონთა კატალოგს, რომლებსაც ჯოჯოხეთის იერარქიაში მნიშვნელოვანი ადგილები უკავიათ, აქვეა აღწერილი მათი გამოძახების მეთოდები. მაგალითად, მარკიზ ნაბერიუსი მოდის ყორანის სახით და "ადამიანს ანიჭებს ყველა ხელოვნებაში გაწაფულობის უნარს". პრეზიდენტი ფორასი დაკარგული ნივთების ან საგანძურების ძებნის შემწეა. ჰაანტიმს შეუძლია წყლის ღვინოდ გადაქცევა. შაკსი მოიპარავს ნებისმიერ ცხენს, ხოლო აბიგორს ნებისმიერი ომის აღსასრულისა და ჯარისკაცთა ბედის წინასწარმეტყველება შეუძლია.





9. ჰონორიუსის წიგნი



შეფუცვების ცნობილი წიგნი "Liber Juratus Honorii" ასევე შუასაკუნეების გრიმუარებს განეკუთვნება. ეს წიგნი ძირითადად რიტუალურ დამცავ მაგიას ეძღვნება. ჭორების მიხედვით, შრომა დაწერა ჰონორიუს ფივანელმა, რომელიც საიდუმლო და შესაძლოა მითოლოგიური პიროვნებაც  იყოს. მისი არსებობა ეეჭვებათ. წიგნი იწყება კათოლიკური ეკლესიის მძაფრი კრიტიკით. ეკლესია, ბნელი ხელოვნების მტერია. ის თითქოსდა გარყვნა ეშმაკმა, რომლის მიზანია კაცობრიობის გაწირვა მისთვის მაგიური ცოდნის წართმევით.

დაწყევლილ წიგნს მაღალი მოთხოვნები აქვს თავის ადეპტებთან. შესაძლოა დამზადებული იყო ამ წიგნის სულ სამად სამი ეგზემპლარი. მისი შემთხვევით ფლობა სრულიად გამორიცხულია - ჰონორიუსის წიგნი რომ შეიძინო საჭიროა ჯერ იპოვო ღირსეული ჯადოქარი და მის საფლავზე მემკვიდრეობით მიიღო გრიმუარი. ადეპტი ასევე უნდა გაურბოდეს ქალთა საზოგადოებას. როგორც სხვა გრიმუარები, ამ წიგნის რიტუალები, ძირითადად, მიმართულია ანგელოზების, დემონების და სხვა სულთა გამოძახებისკენ, რათა მიიღონ მათგან ცოდნა და ძალა.



10. აბრამელინის წიგნი



აბრამელინის წიგნი დაწერილია 15-ე საუკუნეში. ეს არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მისტიკური ტექსტი. მისი ავტორია აბრაამ ფონ ვორმსი, ებრაელი მოგზაური, რომელიც ეგვიპტეში მოგზაურობის დროს ვითომცდა შეეყარა იდუმალ ჯადოქარ აბრამელინს. 10 ფლორინისა და კეთილშობილების სანაცვლოდ, აბრამელინმა აბრაამს აჩუქა ეს ხელნაწერი, რომელიც შემდეგ მან თავის შვილ ლამექს გადასცა.

გრიმუარში აღწერილია მხოლოდ ერთი რიტუალი, მაგრამ ის ძალზედ ძნელია. რიტუალი შედგება 18-თვიანი ლოცვებისა და განწმენდისგან, და რეკომენდირებულია მხოლოდ 25-დან 50 წლამდე ჯანმრთელი მამაკაცებისთვის. ქალებთან დაკავშირებით გამონაკლისი შესაძლოა დაშვებულ იქნას მხოლოდ ქალწულებისთვის. თუ ზუსტად შესრულდება ნახევარწლიანი რიტუალის ყველა პუნქტი, ადეპტი კონტაქტს დაამყარებს თავის წმინდა მფარველ ანგელოზთან, რომელიც მას დააჯილდოვებს ნეკრომანტიით, მკითხაობის, წინასწარმეტყველების, ამინდის მართვის, საიდუმლოთა ცოდნის, მომავლის ჭვრეტისა და დახურული კარების გახსნის ნიჭებით.

ამ ტექსტმა უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ცნობილ ოკულტისტ ალისტერ კროულზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ განიცადა რამოდენიმე ზებუნებრივი მოვლენა იმის შემდეგ, რაც ეს რიტუალი გაიარა და შევიდა ოქროს განთიადის ჰერმეტულ ორდენში, რომელიც 19 საუკუნის ბრიტანეთის ერთ-ერთი მაგიური ორდენი გახლდათ. კროულიმ მოგვიანებით წიგნი გამოიყენა მაგიის საკუთარი სისტემის ასაგებად.

წყარო: http://www.novate.ru/blogs/170315/30458

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню