ოკულტიზმი - მოსკოვის მეტროს საკრალური სიმბოლიკა - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მოსკოვის მეტროს საკრალური სიმბოლიკა

მოსკოვის მეტრო

მოსკოვის მეტროპოლიტენს 80 წელი უსრულდება. მეტროს პირველი ხაზი ექსპლოატაციაში შევიდა 1935 წლის 15 მაისს. მაშინ ეს ხაზი აერთიანებდა სადგურებს "Сокольники" და "Парк культуры". თუმცა, ჩვენ ამ მშენებლობის ტექნიკური მხარე სულაც არ გვაინტერესებს. ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს - შევეხოთ საკრალურს, რაც მოსკოვის მიწისქვეშა მაგისტრალზე არსებობს მისი დაარსების პირველივე დღიდან.


ლაზარ მოისეევიჩის მეცადინეობით


ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დედაქალაქში მეტროს მშენებლობის იდეას მოსკოვის ქალაქკომის პარტიის პირველი მდივანი ლაზარ მოსეს ძე კაგანოვიჩი ავითარებდა. 1931 წლის 15 ივნისს, სწორედ მისი მოხსენების შემდეგ ბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ЦК ВКП(б)) პლენუმზე მიღებულ იქნა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობის გადაწყვეტილება მიზნით "გაეუმჯობესებინათ ქალაქის სატრანსპორტო მდგომარეობა".

1934 წელს კაგანოვიჩმა დაიკავა ЦК ВКП(б)-ს სატრანსპორტო კომისიის ხელმძღვანელის პოსტი, ხოლო 1935 წელს გახდა საგზაო უწყების სახკომი, ამიტომაც მოსკოვის მიტროპოლიტენის გაფართოების სამუშაოებსაც ის კურირებდა. მიწისქვეშა ტრანსპორტი 1935 წლიდან 1955 წლამდე მის სახელსაც კი ატარებდა.

მაგრამ ის, რაზეც ჩვენ გვექნება საუბარი, არანაირად არ არის კაგანოვიჩის ჩანაფიქრი. მოსკოვის მეტროს მისტიკას ტრადიციულად უკავშირებენ იოსებ სტალინის პიროვნებას, რომელიც დაჟინებულად აკვირდებოდა მიწისქვეშა მაგისტრალების მშენებლობას, პირადად აწესრიგებდა მთელ რიგ საკითხებს და ამტკიცებდა ახალი ხაზების მშენებლობას.




ბრბოში ჭვრეტა


ის რომ სტალინი გატაცებული იყო ეზოთერიკით დიდი ხანია ცნობილია. უპირველეს ყოვლისა ის, რომ "ხალხთა ბელადი" აქტიურად ნერგავდა არქიტექტურაში საკრალურ და მაგიურ მოტივებს. რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ის, თავისი ჩიბუხის აქნევით კარნახობდა ხუროთმოძღვრებს როგორ "ჩაეწერათ" განსაზღვრულ ნაგებობაში ესა თუ ის სიმბოლო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: პრაქტიკულად სტალინის მმართველობის დროს აშენებული ყველა ნაგებობა საკრალური საწყისების მატარებელია. რომელიც გინდა აიღეთ - სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), ცნობილი "ცათამბჯენები" თუ მეტროს მაგისტრალი, სწორედ სტალინური მითითებით არის "გამშვენებული" საკრალური სიმბოლიზმით.

მიწისქვეშა გვირაბების დახმარებით ბელადი ცდილობდა მოეწესრიგებინა დედაქალაქის ენერგეტიკა, მოეცვა მისი ძირითადი წყაროები და მათი ენერგეტიკული გამოსხივება საჭირო მიმართულებით წარემართა. ამავე მიზანს ემსახურებოდა მეტროს ვესტიბიულებში წარმოდგენილი სიმბოლოები, ნიშნები, სურათები, სკულპტურები. არსებითად, ესენი წარმოადგენენ ენერგეტიკის სარქველებს, აკუმულატორებსა და ტრანსფორმატორებს.

აუჩქარებლად თუ ჩაივლით სტალინის დროს გახსნილ თაღებქვეშ ან მის წლებში დაპროექტებულ მეტროს სადგურებს ყურადღებით დაათვალიერებთ, ჩააკვირდებით ყოველ ნახატს, ყოველ მოზაიკას, ქვისგან გამოჭრეთილ გამოსახულებებს - უეჭველად წარმოგიდგებათ თვალწინ მრავალი სიახლე და საინტერესო იდუმალება.


ჰერალდიკური მაგია


განვიხილოთ ძირითად საკრალური ნიშნები, რომლებიც მეტროს მიწისქვეშა სადგურების სტალინისდროინდელ ნაგებობებში გვხვდება.

ვარსკვლავი - ყველაზე გავრცელებული სიმბოლო მოსკოვის მეტროპოლიტენში. მუდმივობა, უპირატესობა, წინამძღოლობა - აი მისი არსი. ძველებს სწამდათ, - ვარკვლავები მართავენ ადამიანთა ცხოვრებას. ხუთქიმიანი ვარსკვლავი მისტიკური ცენტრის სიმბოლოა, რომელიც თავის გარშემო აგენერირებს ენერგიას. ეს არის უძლიერესი ჯადო, რომლითაც უნდა შეგეძლოს სარგებლობა.



თავთავი - ნაყოფიერების, სიმდიდრის, აყვავების სიმბოლო. სლავურ ტრადიციაში თავთავების კონა - დედა-მიწის უცვლელი ატრიბუტია. კონა, ძველი რწმენის მიხედვით, ფლობს საკვირველმოქმედ ძალას - ის კურნავს, ამრავლებს მოსავალს.

ნამგალი და ურო - თითქოსდა სპეციფიკური საბჭოური სიმბოლოა, რომელიც გამოხატავს მუშათა და გლეხთა ერთობას. მაგრამ ეს მთლად ასეც როდია. ნამგალი - ახალმთვარის სიმბოლოა, ის განასახიერებს ქალურ საწყისს. ურო - მამაკაცური ენერგიის სიმბოლოა. ეს არის ასევე პლუტონის, კაცობრივ სულთა მპყრობელის სიმბოლო. შეიძლება ითქვას, რომ ნამგალი და უ რო - ინისა და იანის სამამულო სიმბოლო გახლავთ. ვარსკვლავთან შერწყმაში მას ორმაგი ენერგია გააჩნია (ასე სწამთ ოკულტისტებს).



მანდალა (ძველინდურიდან ნიშნავს "წრეს") - რთული სტრუქტურის გეომეტრიული საკრალური სიმბოლო. მოსკოვის მეტროში უამრავი მანდალაა, და ყოველ მათგანს თავისი დანიშნულება, თავისი ძალა და თავისი ენერგეტიკა გააჩნია.

მანდალა - ეს არის სამყაროს, კოსმიურ ძალთა თავმოყრის, კონცენტრაციის სიმბოლო. როცა ადამიანი ამა თუ იმ მანდალაში იხედება, ოკულტისტთა რწმენით შეიძლება მიიღოს არა მარტო სიმხნევის მუხტი, არამედ იგრძნოს მოძრაობის ახალი მიმართულება, თავისი მაცოცხლებელი ძალების მოზღვავება.



შროშანი ტრადიციულად წარმოადგენს უზენაესი ძალაუფლების სიმბოლოს. შროშანები მოსკოვის მეტროში არც ისე კითხვადია, როგორც, მაგალითად, ევროპის ჰერალდიკაში. მაგრამ მოსკოვის მეტროში ის მაინც ყველგანაა, რაც, შესაძლოა, უნდა შეახსენებდეს საბჭოთა მოქალაქეებს, საბჭოთა ხელისუფლების ძლიერებას, ყველა მისი პროექტის უძლეველობას, დედაქალაქის მიწისქვეშა მაგისტრალის ჩათვლით.

სვეტი - მსოფლიო ღერძის ნიშანი. მეტროში ამდენი კოლონა შემთხვევით როდია განთავსებუილ. თანაც ისინი სწორედ სიმბოლოებს წარმოადგენენ და არა კონსტრუქციის აუცილებელ ნაწილს. კოლონები სტალინურ არქიტექტურაში სწორედ მსოფლიოზე ძალაუფლების სიმბოლოდ გამოიყენებოდა, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა მოეპოვებინა "გათავისუფლებულ შრომას".



თასი მაგიური მნიშვნელობით გამოიყენება მრავალ კულტურაში. ეს არის ნაყოფიერების, სიუხვის, გაფურჩქვნის სიმბოლო.

ყურძნის მტევანი სტალინისთვის არა მარტო მისი სამშობლოს, არამედ ერთობის საკრალური განხორციელების სიმბოლოსაც წარმოადგენდა. ვაზი უძველესი დროიდან წარმოადგენს ცენტრისკენ მსწრაფ ნიშანს. საბჭოთა კავშირში ის იყო საბჭოთა ხალხების ერთობის სიმბოლო. ვინ იყო ამ კავშირის ცენტრში, ძნელი მისახვედრი სულაც არ გახლავთ.



მიწისქვეშა დარაჯნი


მეტროს ფაქიზი მიდგომა უნდა. ასე, მაგალითად, თითქოსდა თქვენ იმყოფებით ძალის ადგილას, ტაძარში, სადაც ყოველი ელემენტი დეტალურად გააზრებულია. ავიღოთ, მაგალითად, ყველასთვის კარგად ცნობილი სადგური "Площадь Революции". ის სავსეა ადამიანის ფიგურებით - სამხედროები, მუშები, გლეხები, მეცნიერები. სიჩქარეში ისინი უბრალოდ ბრინჯაოს ქანდაკებებად გეჩვენება.

მაგრამ არა - ეს ფიგურები მოსკოვის მეტროს დარაჯები არიან, რომლებიც იცავენ მის ძალასა და ენერგიას. ყოველს შეუძლია სთხოვოს მათ საკუთარი სურვილის აღსრულება. ამისთვის საკმარისია შეეხო შენთვის მოსაწონ დარაჯს და სულითა და გულით მადლობა მიუზღვნა თანადგომისთვის. ასეთია ოკულტისტების რწმენა.



ასეთია, ძალზედ მოკლედ, მოსკოვის მეტროს საკრალური მნიშვნელობა.

წყარო: tainyvselennoi.ru

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню