ოკულტიზმი და მაგია - მარადიული ცეცხლი - პერუნის კულტი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

მარადიული ცეცხლი - პერუნის კულტი

წარმართული კულტი

სლავურ მითოლოგიაში "პერუნი" არის მეხთამტყორცნელი ღვთაება, ხოლო წარმართულ პანთეონში თავადებისა და რაზმეულების მფარველი. მარადიული ცეცხლი - ეს არის "ღმერთ" პერუნის თაყვანისცემის უძველესი ფორმაა. ძველრუსულ ენაზე "პერუნი" სიტყვა "ცეცხლის" სინონიმია..



მრავალრიცხოვანი "მარადიული ცეცხლები", რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იანი წლების საბჭოთა კავშირში გაჩნდა, - პერუნის კულტის აღორძინების გამოხატულებას წარმოადგენს. პერუნის ყველაზე კანონიკური საკერპე კი მოსკოვის კრემლის კედელთან არსებული მარადიული ცეცხლი გახლავთ. სხვათა შორის, ის შესრულებულია აკადემიკოს ბ. ა. რიბაკოვის არქეოლოგიური ძიებებისა და სამეცნიერო რეკონსტრუქციების საფუძველზე. ახლა არ შევჩერდებით იმაზე, თუ როგორ იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობისა და ცკ კპსს-ს პოლიტბიუროში ამ კულტის აღორძინებისთვის - ეს გრძელი და საკმაოდ დეტექტიური ისტორიაა. მაგრამ, შედეგად, იმის შემდეგ, რაც ბრეჟნევმა მაინც მოაწერეა ხელი ამ პროექტის დღვანდელ, ისტორიულად სარწმუნო ვარიანტს, მოსკოვის მარადიული ცეცხლი მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მსგავს ცეცხლთა ბუნებრივი ნიმუში გახდა.



აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიული სინამდვილე და საკულტო ფუნქციონალურობა ყველგან არ არის დაცული, მაგრამ საერთო ჯამში საზოგადო პრინციპები არ ირღვეოდა. ისტორიულად პერუნის საკერპეებიც განსხვავდებოდნენ თავიანთი ფუნქციონალურობით. მოსკოვის მარადიული ცეცხლი განეკუთვნება ე. წ. საკერპეების მემორიალურ ტიპს, ანუ მათ, რომლებიც ეძღვნებოდა დაღუპულ მეომრებს და აგებდნენ შებრძოლებათა ადგილებსა და დაღუპულ გმირთა სამშობლოში. მოდერნიზაცია მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ძველად ცეცხლის "მარადიულობა" (ანუ ჩაუქრობლობა) გარანტირებული იყო მსახურთა მორიგეობით, რომლებიც მუდმივად უკეთებდნენ ცეცხლს საწვავ მასალას (ხის ნაჭრებს, ტოტებს და სხვა), რათა არ ჩამქრალიყო, ხოლო დღეს ამისთვის ბუნებრივი აირი გამოიყენება. და ბოლოს, თვით საკერპე შესრულებულია უფრო კაპიტალურად, ანუ აგებულია ქვისგან. სხვა დანარჩენში ძველი საკერპეების კანონიკური წესები ზედმიწევნით არის დაცული.

კერძოდ, მათ განეკუთვნება:

- ცეცხლის ჩაუქრობლობა.

- ქვის საკურთხეველი (გრანიტი და სხვა მყარი მასალა).

- სადღეღამისო საპატიო შეიარაღებულ-სამხედრო დაცვა.

- სამხედრო ატრიბუტიკა, რომელიც დადებულია სამსხვერპლოზე.

- შემცირებული საცეცხლო მოედანი "შემოვლის" დონესთან შედარებით.

- მთელი საკერპეს ამაღლებული მდგომარეობა მიწის დონიდან.

- მუხის გვირგვინების სამსხვერპლოზე მიტანით, გმირი-მეომბრებისადმი თაყვანისცემისა და მსხვერპლშეწირვის სიმბოლური რიტუალი.

- სასტიკი სასჯელი ცეცხლის ჩაქრობის ან საკერპეს წაბილწვის მცდელობისთვის (საპატიო დაცვის სტატუსით ნებადართულია იარაღის გამოყენება).

- სხვა უფრო კერძო სახის განწესებანი.




გარდა ამისა, პერუნის მოსკოვური საკერპე შესრულებულია ძველი წესების მიხედვით, რომელიც ჯერ უკვე X საუკუნეშიც კი არ სრულდებოდა. პერუნის მემორიალური საკერპე თავიდანვე გულისხმობდა ბრძოლაში დაცემულ მეომართა დაკრძალვის რიტუალს ან მის რომელიმე სახესხვაობას, მაგალითად, მეომრის ნარჩენების ან მისი ფერფლის ჩამარხვას თვით საკერპეში. მემორიალურ საკერპეში ჩამარხულნი წარმოადგენენ ყველა დაღუპულთა სიმბოლოს, ვისაც მოცემული საკერპე ეძღვნება. მოსკოვის მარადიულ ცეცხლთან დამარხულია ჯარისკაცის გვამი, რომლის სახელი უცნობია, და რომელიც ამგვარი სახით ოფიციალურად წარმოადგენს ყველა დაცემული გმირის განმაზოგადოვებელ, სიმბოლურ ნიშანს.



როდესაც საკერპე უშუალოდ ბრძოლის ადგილას ვერ აღიმართებოდა, მაშინ მასთან მიჰქონდათ მიწა აღებული ბრძოლის იმ ველიდან, სადაც ეს ჯარისკაცი მოკვდა და ამგვარად, მაგიურად უკავშირდებოდა იმ ადგილს, სადაც ეს გმირი დაეცა. მარადიული ცეცხლის კომპლექსში, რომელიც ალექსანდროვის ბაღშია აღმართული, ასევე დადგმულია მიწით სავსე ურნები, რომელიც მიწაც ჩამოტანილია გმირი-ქალაქებიდან - ანუ იმ მიწებით, სადაც აღასრულეს თავიანთი გმირობა დაღუპულმა ჯარისკაცებმა, რომელთაც ეძღვნება ეს საკერპე.



ეს მიწის მაგიის მეტად არქაული რიტუალი გახლავთ. ამავე მაგიის ნაწილს წარმოადგენს ტრადიცია, რომელსაც ზოგან დღემდეც იცავენ, ფრონტზე წაიღონ მშობლიური მიწით სავსე ტოპრაკები, რათა დაღუპვის შემთხვევაში, უცხო მხარეში ჩამარხულ ჯარისკაცს საფლავში მშობლიური მიწა დააყარონ, რის შემდეგაც, მაგიური თვალსაზრისით, გვამი თითქოსდა სამშობლოში იმარხება, და არა უცხოეთში, რაც დაღუპულის ახლობელთ უადვილებდა ურთიერთობას დაღუპულის სულთან, ხოლო თვით დაღუპული ინარჩუნებდა თანაზიარობას თავის მოდგმასთან მომდევნო რეინკარნაციებისთვის.

ნიშანდობლივია, რომ სწორედ ეს მაგიური რიტუალია დამკვიდრებული ზოგიერთ ეკლესიაშიც, როდესაც დაკრძალვის დროს, მიცვალებულის გვამს კუბოს სახურავის დადგმამდე აყრიან პალესტინიდან სპეციალურად ჩამოტანილ მიწას (ცენტრალიზებული მოწოდებებით). ამრიგად, მიიჩნევა, რომ ქრისტიანი დაკრძალულია არა თავის სამშობლოში, არამედ შორეულ პალესტინაშიც (უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი რიტუალი მეტად ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის დროს, დევნილ მიცვალებულს, თუ მშობლიურ კუთხეში მისი გადასვენება ვერ ხერხდება, საფლავში აყრიან "მშობლიურ" მიწას, ანუ იმ მიწას, რომელიც ჩამოტანილია იმ ქალაქიდან ან სოფლიდან, სადაც გარდაცვლილი დაიბადა და ცხოვრობდა - რედ.)

აი კიდევ სხვა წარმართული მაგალითებიც: მილიონობით რუსი (და არა მარტო რუსი - რედ.) მიჰყვება სასაფლაოების ვედურ ტრადიციას, როდესაც საფლავებზე ტოვებენ საჭმელს, ხოლო უკვდავი პოლკი, რომელმაც 9 მაისს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიგრუხუნა, არსებითად, ძველი წარმართული როდის (რუს.: - Род. ძველსლავური წარმართული "ღვთაება" - რედ.) თანამედროვე დღესასწაულობა გახლდათ, რადგან ადამიანებს ამ რიტუალის დროს არა საეჭვო ბელადების, არამედ ბრძოლის ველზე დაცემულ თავიანთ მამათა და წინაპართა სურათები (ხსოვნა) მოჰქონდათ.

საგულისხმოა აღინიშნოს, რომ რუსეთის ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია (მოქალაქეთა უმრავლესობისგან განსხვავებით) მკაფიოდ ხედავს ამ რიტუალებსა და მარადიულ ცეცხლში პერუნის კულტს და პერმანენტულად, სხვადასხვა მიზეზით, მარადიული ცეცხლის დახურვას ითხოვს.

წყარო: stariy-khren.livejournal.com

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню