ოკულტიზმი და მაგია - ლენინის ინფერნო - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ლენინის ინფერნო

ოკულტური ბოლშევიზმი

უდავოდ უნიკალურია ლენინის როლი რუსეთის 1917 წლის კატასტროფაში და XX საუკუნის გლობალურ კატაკლიზმებში. მისი ნამოქმედარის გრანდიოზულობა ხელს უწყობს დიადი მითოლოგიის წარმოქმნას: თუნდაც სულ მცირე ხნის წინათ შემთხვევით როდი უწოდებდნენ ისტორიაში ყველაზე სისხლიანი დიქტატურის ავტორს ადამიანთაგან ყველაზე ადამიანურს. მაგრამ არც ახლაა იშვიათობა, როდესაც მას ხმობენ დიდ ჰუმანისტად, გენიალურ პოლიტიკოსად და ყველაზე კულტურულ ადამიანად. ლენინის ფენომენის გასაგებად ისე, რომ არ გადავერთოთ "ჰუმანისტურ" ნიუანსებზე, აუცილებელია განვსაზღვროთ, თუ რას ფლობდა ის ისეთს, რაც მის გარდა სხვას არ გააჩნდა.

ლენინში მთავარია - იდეოლოგიური მანიაკალურობა, ნგრევით შეპყრობილობა, აბსოლუტური ცინიზმი და უპრინციპობა, რომელთა წყალობითად ის პირველია XX საუკუნის დიქტატორთა შორის. ყველა მომდევნო დიქტატორი ლენინის მოწაფე იყო - მათ გააგრძელეს ის, რისი გაკეთებაც ისტორიაში პირველად ლენინმა გაბედა. მაგრამ მასწავლებელს მაინც ვერავინ  აჯობა, რადგან ლენინის ზოგიერთი საქმე შემდგომში ვერავინ გაიმეორა.



უპირველეს ყოვლისა ლენინი იყო პირველი პარტიული ბელადი, რომელიც აშენებდა და ინახავდა პოლიტიკურ პარტიას სისხლიანი დარბევებით ("ექსების" - ექპროპრიაციით) მოპოვებული სახსრებით და ფინანსური აფიორებით; ამასთან თვითონ, ამ ნაძარცვის წყალობით, მრავალი წლის განმავლობაში კომფორტულად ცხოვრობდა.

ლენინმა სრულყოფილებამდე მიიყვანა ძალაუფლების დაპყრობის რევოლუციური კონცეფცია, რისთვისაც ეფექტურად იყენებდა მარქსიზმისა და სოციალიზმის კლასიკოსთა ყველა აუცილებელ იდეას და სასტიკად უარყოფდა ყოველივე "მოძველებულს" ან საკმაოდ ჰუმანურს. მოქმედებისთვის საჭირო ამ სახელმძღვანელოს საფუძველზე ლენინმა ისტორიაში პირველმა შექმნა მკაცრი დისციპლინითა და სისხლით შედუღაბებული მასობრივი რევოლუციური პარტია.

ლენინმა შეიმუშავა რევოლუციური გადატრიალების ტაქტიკა, რომელიც ითვალისწინებდა ყველა ადრე არსებული რევოლუციის გამოცდილებას; მისი უსაზღვრო ცინიკური ალგორითმი შესაძლებლობას იძლევა განსაზღვრულ იქნას დასამხობი სახელმწიფოებრიობის ყველა სუსტი ადგილი, ყველა საზოგადოებრივი საყრდენი, ასევე ყველა რეალური მოწინააღმდეგე, რომელიც ულმობელად ნადგურდება. შემდეგ ლენინმა მოახერხა შეეყვანა ქვეყანა წარმოუდგენლად სასტიკ და სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში, რომლის მსხვერპლი თხუთმეტ მილიონ ადამიანს აღწევს.

რევოლუციის სრული გამარჯვებისთვის ლენინმა პირველად (თუმცა ადრეარსებული გამოცდილების ეფექტური განზოგადებით) შეიმუშავა და პრაქტიკაში დანერგა ტოტალური სახელმწიფო ტერორის თეორია. ბოლშევიკურ ტერორთან შედარებით ყველა ადრე არსებული დიქტატურა და მისი შემდგომი სახეობები შეზღუდულნი იყვნენ დროსა და სივრეში, სისასტიკის ხარისხსა და მასობრიობაში.

ლენინმა დანერგა საკონცენტრაციო ბანაკები (1920-იან წლებში მათი რაოდენობა 90 აღწევდა) და მძევალთა რეგულარული მასობრივი დახვრეტები, ანუ ადამიანთა დიდი რაოდენობის ფიზიკური მოსპობა, თანაც ისეთი ადამიანებისა, რომლებიც "რევოლუციური კანონიერიების" თვალსაზრისითაც კი უდანაშაულონი იყვნენ.




პირველად ისტორიაში ლენინმა მოახდინა მასობრივი შიმშილის ინიციირება თავისი ქვეყნის დაუმორჩილებელი მოსახლოების: 1921-1922 წლების საშინელმა შიმშილმა ხუთ მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ლენინის გარდა ასეთი რაოდენობით არავის გამოუყენებია საშინაო ტერორისთვის ინტერნაცინალური ლუმპენი, რომელიც შედგებოდა ავსტრო-უნგრეთის, გერმანიის, ჩეხეთის, თურქეთის არმიათა სამხედრო ტყვეებისგან, ასევე ლატვიელ მსროლელთაგან და ჩინელ ვოლონტერთაგან. მათგან ყალიბდებოდა დამრტყმელი, დამცავი და სადამსჯელო რაზმები - "მედგარ და დისციპლინირებულ ელემენტთაგან შემდგარი გერმანულ-უნგრული დივიზიის ჩამოყალიბება უკიდურესად მიზანშეწონილია" (ტელეგრამა სიბრევკომის თავმჯდომარეს).

ლენინურმა რეჟიმმა პირველად ისტორიაში გამოიყენა ქიმიური იარაღი საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის წინააღმდეგ, ამის შემდეგ მსგავსი რამის განმეორება გაბედა მხოლოდ დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა. ლენინის მითითებით ძიებისა და სასამართლოს გარეშე მოკლულ იქნა იმპერატორის ოჯახი, ბავშვების ჩათვლით, ასევე მათი მრავალი ნათესავი და მომსახურე (ორმოც ადამიანამდე). სისხლიანი ანგარიშსწორება სახელმწიფოს ჩამომხობილ მეთაურსა და მის ოჯახზე - უპრეცედენტო შემთხვევაა ახალ და უახლეს ისტორიაში. მანამდე, ანუ ასი წლით ადრე, როდესაც მოხდა საფრანგეთის დიდი რევოლუცია, დასჯილ იქნა საფრანგეთის მეფე, მაგრამ ლენინის შემდეგ არც ერთ უზურპატორ დიქტატორს მსგავსი რამ არ გაუბედავს.

სტალინმა ლენინზე ბევრად უფრო მეტი ხალხი დახოცა, მაგრამ ლენინი მაინც უფრო ინფერნალურია. სტალინი როგორც ერთგული მოწაფე იყენებდა და სრულყოფდა ლენინის საავტორო მეთოდოლოგიას. თანაც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ლენინი შეუდარებელი იქნებოდა, რომ ემოქმედა არა ხუთწლედში, არამედ ათწლეულების განმავლობაში.

უნდა ითქვას, რომ ყველა დიქტატორი რაღაც ბოროტებას რომელიმე ამაღლებული და პოზიტიური მითოლოგიის გამო ჩადიოდა, რომელიც გამოიხატებოდა თავისი ეროვნული კულტურის ენაზე. ჰიტლერისთვის საოცნებო იყო "დიადი გერმანია" და "ათასწლოვანი რეიხი", მან წაიკითხა გერმანული ეპოსი ნიბელუნგებზე და მოუსმინა ვაგნერის მუსიკას. მაო ძე დუნისთვის - ასეთი იდეა იყო "დიდი ჩინეთი", როგორც "ძლევამოსილი" იმპერია კონფუციანელობის ზოგიერთი რემარკით. ყველა დიქტატორი ვინმეზე ან რამეზე იყო სენტიმენტალურად მიბმული, ან ხელოვნურად ქმნიდნენ თვიანთი ადამიანური თვისებების გამოვლინებებს. ლენინი ამაშიც უპრეცედენტოა: მას სძულდა ყოველივე რუსული და კაცობრიობაში ღირებულს ვერაფერს ხედავდა. სისხლისმსმელ სტალინსაც კი ჰყავდა შვილები და ზოგჯერ მათდამი კეთილგანწყობილიც იყო. ლენინი დასცინოდა და ბინძურად აგინებდა ყველა ხალხის ყველა ღირებულებასა და სიწმიდეს, მსოლიო წყობის  სახეობებსა და ფორმებს.

ბერდიაევი ლენინს "გინებითი მეტყველების გენიოსს" უწოდებდა, რომლის "ღირსნი" ხდებოდნენ არა მარტო მტრები, არამედ უახლოესი თანამებრძოლებიც: "ყოველთვის მოვასწრებთ მძღნერის დანიშვნას ექპტერტად... ნეხვი და შობელძაღლი, რომელსაც არ უნდა წარმოგვიდგინოს მოხსენებანი... ასწავლეთ ამ ბოზისშვილებს სერიოზული პასუხი... იდიოტი... შტერი" (ეს ყველაფერი დაფიქსირებულია ოფიციალურ დოკუმენტებში, უკანასკნელი სიტყვები მიმართულია როზა ლუქსემბურგისადმი). ლენინი განუწყვეტლივ იგინებოდა და თვით "ყველაზე განათლებული" მთავრობის სხდომებზეც კი არ წყვეტდა ბილწსიტყვაობას.

ამგვარად, ლენინი ყველაფერში ავლენდა თავს როგორც ადამიანი, რომლისთვისაც თავისთავად ერთადერთ ღირებულებას წარმოადგენდა ტოტალური ნგრევა. ლენინი იყო პირველი იდეოლოგიური მანიაკი მთელს ისტორიაში, რომელმაც სრულიად განახორციელა თავისი პათოლოგიური ფანტასმაგორია.




დემონური შეპყრობილობის მსგავსი პროექტების რეალიზაციისთვის აუცილებელია სახელმწიფო ძალაუფლების დახმარება, რომელიც კონცენტრირებული იქნება ერთი ადამიანის ხელში და გაუძღომელ სისხლისმსმელობისკენ იქნება მიმართული, ანუ საჭიროა შეუზღუდავი დიქტატურა: "დიქტატურის სამეცნიერო გაგება სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა შეუზღუდავ ძალაუფლებას, რომელსაც არ ეხება არავითარი კანონი, არავითარი წესი, რომელსაც ვერაფერი ვერ შეავიწროვებს. ეს არის უშუალოდ ძალადობაზე დაფუძნებული ძალაუფლება". გასაგებია, რომ ამ განსაზღვრებას არაფერი აკავშირებს მეცნიერებასთან, ჩრდილოვანი საქმეების "მეცნიერების" გარდა, რომლის შეუდარებელი ოსტატი იყო ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი.

მაგრამ "ცნების მეცნიერულობის" დასამტკიცებლად საჭიროა, რათა შეიქმნას დასაბუთებულობის მოჩვენებითობა - საკუთარი თავის მოტყუებას მოწყურებულ ინტელექტუალთათვის. ცნობილი ფორმულა "პროლეტარიატის დიქტატურა" ნიშნავდა ბელადის  პირად დიქტატურას პარტიაში და ქვეყანაში, რასაც ლენინი არც მალავდა: "ლაპარაკი თანასწორობაზე, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დღევანდელ ვითარებაში - უაზრობაა... მე უკვე 1918 წელს ვუთითებდი ერთპიროვნულობის აუცილებლობაზე, ერთი პირის დიქტატორული უფლებამოსილებების აღიარების აუცილებლობაზე საბჭოთა იდეის გატარების თვალსაზრისით... არ არსებობს არავითარი წინააღმდეგობა საბჭოთა (ანუ სოციალისტურ) დემოკრატიზმსა და ცალკეულ პირთა დიქტატორული ძალაუფლების გამოყენებას შორის... როგორ არის შესაძლებელი უზრუნველყოფილ იქნას ნების ერთიანობის უმკაცრესობა? ათასი ადამიანის ერთი ადამიანის ნებისადმი დაქვემდებარებით... კლასის ნებას ზოგჯერ ახორციელებს დიქტატორი, რომელიც ზოგჯერ მარტო უფრო მეტს აკეთებს და ხშირად უფრო საჭიროც არის". ამაში ლენინი მისდევდა არა რუსულ ტრადიციებს, არამედ მარქსის სწავლებას, რომელიც პროლეტარიატს ოცწლიან, აუცილებლობის შემთხვევაში კი ორმოცდაათწლიან კლასობრივ ბრძოლებსა და სამოქალაქო ომებს უწინასწარმეტყველებდა, "არა მარტო იმისთვის, რათა შეიცვალოს არსებული პირობები, არამედ იმისთვის, რათა თვითონაც შეიცვალო". სამხედრო კომუნიზმი - ეს არის კ. მარქსისა და ფ. ენგელსის "კომუნისტური მანიფესტი" მოქმედებაში. მაგრამ თუ ლენინის მიმდევრები მხოლოდ ეპიგონები იყვნენ, წინამორბედები გამოიყურებიან ხავსმოდებულ თეორეტიკოსებად ლენინის მიერ მოქმედებაში მოყვანილ სატანურ ტიტანიზმთან შედარებით.


ლენინის უმაგალითო ცინიკურ სიცრუეზე წერდა პროფესორი ს. გ. პუშკარევი: "რა თქმა უნდა, პოლიტიკა - ეს არის პროფესია, რომელშიც ძნელია შეინახო მორალური სისუფთავე. მრავალი პოლიტიკური მოღვაწე იძლეოდა დაპირებას, რომელსაც შემდეგ არ ასრულებდნენ, ან ხალხს პირდაპირ ატყუებდნენ, მაგრამ არ ყოფილა პოლიტიკური მატყუარობის ისეთი მრავალმხრივი და დახვეწილი ოსტატი, როგორიც ლენინი იყო. ყველა ლოზუნგი, რომელიც მან 1917 წელს გააჟღერა, ყველა მისი დაპირება საშინაო და საგარეო პოლიტიკის ყველა ძირითად საკითხზე წარმოადგენდა წინასწარგანზრახულ ტყუილს - რაც სრულ შესატყვისობაში იყო მის მორალთან. აი ამ ცრუ ლოზუნგებისა და დაპირებების რამოდენიმე მაგალითი.

ძირითადი ლოზუნგი (და მიზანიც): "მთელი ხელისუფლება მუშათა საბჭოებს და გლეხ დეპუტატებს, არჩეულთ მშრომელი მოსახლეობის მიერ". განზრახვა: კომუნისტური პარტიის განუსაზღვრელი ძალაუფლება ("დიქტატურა").

ლოზუნგი: "მთელი მიწა გლეხობას"; პროგრამა: მიწის ნაციონალიზაცია, ანუ მისი გადასვლა სახელმწიფოს საკუთრებაში.

ლოზუნგი (1917 წელს): არმია არჩევითი მეთაურებით და ჯარისკაცთა უფლებებით "შეამოწმონ ოფიცრისა და გენერლის ყოველი ნაბიჯი". რეალიზაცია: უმკაცრესი დისციპლინა წითელ არმიაში დანიშნულ მეთაურთა უფლებით გამოიყენონ იარაღი დაუმორჩილებელი ჯარისკაცების წინააღმდეგ.

ლოზუნგი: "საყოველთაო დემოკრატიული მსოფლიო". განზრახვა: მოაწყონ "რევოლუციური ომები" ევროპის დასაპყრობად.

როდესაც ოქტომბრამდელმა ანარქო-კომუნისტურმა ლოზუნგებმა თავიანთი როლი შეასრულეს (ძალაუფლება - საბჭოებს, მიწა - გლეხებს, ფაბრიკები - მუშებს), რომლებიც ძველი რეჟიმის დამხობისკენ იყო მიმართული, ლენინმა პარტიისგან მოითხოვა გადაელახათ რევოლუციური ქაოსის პერიოდი და მობილიზებულიყვნენ შეექმნათ ახალი, რევოლუციური წესრიგი. უნდა ითქვას, რომ ლენინი არასოდეს ცვლიდა თავის სტრატეგიულ მიზნებს, მაგრამ ის პოლიტიკური კონიუნქტურის ვირტუზი გახლდათ, ძალაუფლების დაპყრობისა და შენარჩუნებისთვის ის ყოველთვის მზად იყო შეეცვალა ტაქტიკა - საწინააღმდეგო პრინციპითაც კი. ამიტომაც ოქტრომბრის გადატრიალების შემდეგ ლოზუნგები რადიკალურად შეიცვალა.

ილიჩის იეზუიტური პრინციპიალური სიცრუე ახლო თანამებრძოლებსაც კი აკვირვებდა. შეიძლება ითქვას, რომ ლენინი პირველი პოსტმოდერნისტი იყო პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, ახალი წესრიგის დამყარებას არ შეიძლებოდა არ გამოეწვია წინააღმდეგობა საზოგადოებაში, თუმცა, ჯერ ის სუსტი და არაორგანიზებული იყო. მაგრამ მთავარმა იდეოლოგმა დიდი ხნის წინ განჭვრიტა, რომ ახალი წყობა შეუძლებელია თავს მოახვიო ხალხს რეპრესიების გარეშე: ჯერ კიდევ 1914 წელს მან მოითხოვა "იმპერიალისტური ომის გადაქცევა სასტიკ სამოქალაქო ომში". და ბოლშევიკები აჩაღებენ მას ქვეყანაში რაც შეიძლება წარმოუდგენილი სისასტიკით. შედეგად ლენინმა სრული ძალით აუშვა დიდი ტერორის რეპრესიული ქანქარა: სიცრუე და ძალადობა, ძალმომრეობა და მოტყუება რიგრიგობით და ერთდროულად ჰკრავდა ახალ ადამიანს და ხოცავდა დაუმორჩილებელთ.




ცნობილია, თუ როგორი სისასტიკით ნერგავდა ლენინი წითელ ტერორს, როგორ დირექტივებს აძლევდა ბოლშევიკ ბელადებს: "აუცილებელია გატარდეს დაუნდობელი მასობრივი ტერორი კულაკების, მღვდლების, თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. საეჭვონი ჩაამწყვდიეთ ქალაქგარეთ მდებარე საკონცენტრაციო ბანაკებში... უნდა წავახალისოთ ტერორის ენერგია და მასობრივობა... ღიად გამოვიტანოთ პრინციპულად და პოლიტიკურად მართებული (და არა მარტო იურიდიულად ვიწრო) მდგომარეობა, რომელიც იქნება ტერორის მამოტივირებელი და გამამართლებელი არსი... სასამართლომ კი არ უნდა გააუქმოს ტერორი... არამედ დააფუძნოს და დააკანონოს ის პრინციპულად, მკაფიოდ, სიყალბისა და შელამაზების გარეშე".

როგორც მთავრობის ხელმძღვანელი ლენინი მუდმივად ითხოვდა რეპრესიების გაძლიერებას: "დაიწყეთ მასობრივი ტერორი, დახვრიტეთ და გაასახლეთ ასობით მეძავი, რომლებიც ათრობენ ჯარისკაცებს, ყოფილ ოფიცრებს და ა. შ. არც ერთი წუთით არ დააყოვნოთ" (ნიჟნი ნოვგოროდში); "დახვრიტეთ შეთქმულები და მერყევნი, არავის არაფერი ჰკითხოთ და არ დაუშვათ იდიოტური გაჯანჯლება" (სარატოვში); "ჩამოახრჩვეთ "მწვანეთა" ჩინოვნიკების, მდიდრების, მღვდლების, კულაკების, მემამულეების სახით (ჩვენ მერე ყველაფერს მათ დავაბრალებთ). მკვლელებს გადაუხადეთ 100 000 რუბლი"; მე გთავაზობთ დანიშნოთ გამოძიება და დახვრიტეთ დოყლაპიები"; "სირცხვილი იყო მერყევობა და არ დაგეხვრიტა ქვეშევრდომი გამოუცხადებლობისთვის; "დანიშნეთ საკუთარი მეთაურები და დახვრიტეთ შეთქმულები და მერყევნი, არავის არაფერი ჰკითხოთ" ("ნარკომპროდის"უფლებამოსილ პირს) ((Наркомпрод - სურსათ-სანოვაგის სახალხო კომისარი); "ჩამოახრჩვეთ (აუცილებლად ჩამოახრჩვეთ, რათა ხალხმა ნახოს) ასამდე წინასწარ ცნობილი კულაკი, მდიდარი, სისხლისმსმელი. გამოაქვეყნეთ მათი სახელები. ჩამოართვით მათ პური. დანიშნეთ მძევლები... ისე გააკეთეთ, რათა ასობით ვერსის რადიუსში ხალხმა ნახოს, ძრწოდეს, იცოდეს, ყვიროდეს: ახრჩობდნენ და ახრჩობენ სისხლისმსმელ კულაკებს" (მითითება პენზაში). ძერჟინსკისადმი მიწერილი წერილის რეზოლუციაში მილიონობით დატყვევებული კაზაკების შესახებ ნათქვამია: " უკლებლივ ყველა მათგანი დახვრიტეთ".

ლენინი ყველას აიძულებდა ეცხოვრა სისხლისმსმელობის ამ ატმოსფეროში და ბოლშევიკი ბელადები არც ჩამორჩებოდნენ ერთურთს ძალადობასა და სისასტიკეში. სვერდლოვის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომლის ძირითადი დებულებები აშკარად ლენინისგან მოდიოდა, "ყველა პასუხისმგებელ ამხანაგს, რომელიც კაზაკთა რაიონებში მუშაობდა" ევალებოდა: "აუცილებლად ეღიარებინა ერთადერთ სწორ გზად ყველაზე სასტიკი ბრძოლა კაზაკობის ყველა მეთაურთან მათი სათითაოდ დახვრეტის გზით..."; დებულება ითხოვდა მასობრივი ტერორის განხორციელებას მდიდარი კაზაკების წინააღმდეგ მათი სათითაოდ დახოცვის მეშვეობით; ასევე მასობრივი და ულმობელი ტერორის განხორციელებას საერთოდ ყველა კაზაკისადმი, რომლებსაც მიღებული ექნებოდათ პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა საბჭოთა ხელისუფლებასთან ბრძოლაში".

ლენინის კაციჭამიური რეჟიმის ფონზე უფერულად გამოიყურება მ. ტუხაჩევსკის განკარგულება ტამბოვის ქრისტეანული აჯანყების ჩახშობის შესახებ: "ტყეები, სადაც იმალებიან ბანდიტები, გაწმინდეთ შხამიანი აირებით, ზუსტად გამოთვალეთ, რათა მახრჩობელა აირების ღრუბელი მთელ ტყეს მოედოს, და გაანადგუროს ყველაფერი, რაც კი მასში ბინადრობს". ტუხაჩევსკიმ განკარგულება გასცა დაეხვრიტათ ყველა ბიჭუნა, რომელიც ზრდასრული მამაკაცის წელს იყო აცილებული. საერთო ჯამში, ლენინმ მიზანმიმართულად განახორციელა თავისი მოცემულობა: "დაე ამოწყდეს რუსი ერის 99%, ოღონდ დარჩეს 10% მსოფლიო რევოლუციის პერიოდისთვის".




უბადლოა ლენინი როგორც ღმრთისმბრძოლობის თეორეტიკოსი და და პრაქტიკოსი. რელიგიური სფერო იყო მისი განსაკუთრებული დახვრეტითი "მზრუნველობის" საგანი: "მღვდლები უნდა დავაპატიმროთ როგორც კონტრრევოლუციონერები და საბოტაჟის მომწყობნი, ისინი უნდა დავხვრიტოთ ულმობლად და ყველგან. თანაც, რაც შეიძლება ბევრი. ეკლესია უნდა დაიხუროს. ტაძრების ნაგებობები დაიბეჭდოს და გადაკეთდეს საწყობებად" (1919 წლის 1 მაისი, ძერჟინსკის). რელიგიური დღესასწაულები იმდენად უწყალებდა გულს ბელადს, რომ 1919 წლის 25 დეკემბერს, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღის ზეიმობასთან დაკავშირებით ის უთითებს: ""ნიკოლოზთან" შერიგება სისულელეა, საჭიროა ფეხზე დავაყენოთ მთელი ჩეკა
(ЧК - чрезвичайная комиссия, საგანგებო კომისია - რედ.), რათა დაიხვრიტოს სამუშაოზე "ნიკოლოზის" გამო არგამოცხადებული ყოველი ადამიანი".

1922 წლის 12 მარტს პოლიტბიუროს წევრ მოლოტოვისადმი მიწერილ ცნობილ წერილში ლენინი კატეგორიულად ითხოვს: "სწორედ ახლა და მხოლოდ ახლა, როდესაც შიმშილობის ადგილებში ჭამენ ადამიანებს და გზებზე ათასობით გვამი თუ არა მრავალი მაინც ყრია, ჩვენ შეგვიძლია (და ამიტომაც მოვალენი ვართ) გავატაროთ საეკლესიო ფასეულობათა ამოღება ყველაზე გააფთრებული და ულმობელი ენერგიით ისე, რომ არ შევჩერდეთ არანაირი წინააღმდეგობის წინაშე... ჩვენ, რაც უნდა დაგვიჯდეს, ყველაზე გადამჭრელი ზომებითა და ძალზედ სწრაფად აუცილებლად უნდა გავატაროთ საეკლესიო ნივთების ამოღება, რითაც უზრუნველვყოფთ საკუთარ ფონდ რამოდენიმე მილიონი დოლარის ოდენობით ოქროს რუბლებში (უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი მონასტრისა და სავანის გიგანტური სიმდიდრე)... ცნობილი პოლიტიკური მიზნისთვის საჭირო თუ გახდება გატარდეს მთელი რიგი სისასტიკე, ის უნდა განხორციელდეს ყველაზე ენერგიულად და უმოკლეს დროში, რათა სისასტიკის ხანგრძლივ გამოყენებას სახალხო მასები ვერ გაუძლებენ... ჩვენ სწორედ ახლა... უნდა ჩავატაროთ ყველაზე გადამწყვეტი და სასტიკი ბრძოლა შავრაზმულ სამღვდელოებასთან და დავთრგუნოთ მისი წინააღმდეგობა ისეთივე სისასტიკით, რომ მათ ეს რამოდენიმე ათწლეულების განმავლობაში არ დაავიწყდეთ... პოლიტბიურო დეტალურ სიტყვიერ დირექტივას  აძლევს სასამართლო ორგანოებს, რათა პროცესი შუიელი მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოშიმშილეთა დახმარებას, გატარებულ იქნას მაქსიმალური სისწრაფით და დამთავრდეს მათი დახვრეტით, და არა სხვაგვარად, თანაც პირველ რიგში უნდა დაიხვრიტონ ქ. შუიას ყველაზე გავლენიანი და საშიში შავრაზმელები, ხოლო შეძლებისდაგვარად უნდა დაიხვრიტონ არა მარტო ამ ქალაქის, არამედ მოსკოვისა და კიდევ სხვა რამოდენიმე სულიერი ცენტრის შავრაზმული სამღვდელოება... რეაქციული ბურჟუაზიისა და სამღვდელოების წარმომადგენელთა რაც უფრო მეტ რაოდენობას დავხვრიტავთ, მით უკეთესი. ახლა საჭიროა ამ პუბლიკას ჭკუა ისე ვასწავლოთ, რომ რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში წინააღმდეგობაზე ფიქრიც კი არ გაბედონ".

შედეგად ლენინმა რუსეთში მოახდინა ისტორიაში ყველაზე მასობრივი და სისხლიანი რელიგიური დევნის ინიციირება, დახოცა უამრავი მორწმუნე, დაამყარა სახელმწიფო ათეიზმის რეჟიმი. რელიგიისა და ეკლესიის ბინძური ლანძღვა, ასევე კაციჭამიური პათოსი სასულიერო დასთან და მორწმუნეებთან ბრძოლაში ლენინის ღმრთისმბრძოლი ტიტანიზმით შეპყრობილობაზე მეტყველებენ.

ლენინის საქმიანობის მასშტაბი და შედეგები უდავოდ უზარმაზარია. მაგრამ ამის საფუძველზე მისი წოდება "დიდ პოლიტიკოსად" და "გენიალურ ადამიანად" - ნიშნავს სულაც არ გესმოდეს მისი არსი. ლენინის ძირითად განმასხვავებელ თვისებას წარმოადგენდა მისი საქმიანობის უპრეცედენტო სისხლისმღვრელობა: ბოროტების გაწაფულობით, მასშტაბებითა და სიმძიმით ის უნიკალურია. ამიტომაც ლენინი უპირველეს ყოვლისა ისტორიის ყველაზე უდიდესი ბოროტმოქმედია. ხოლო მსჯელობა თემაზე, რამდენად შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს "ჰუმანური", "ინტელიგენტური" და "კრისტალურად პატიოსანი" ან სხვა, დამაჯერებლად შეიძლება მოეჩვენოს მხოლოდ უზნეო ან გონებაჩლუნგ ადამიანებს.

მათგან მრავალს, ვინც ლენინის ამაზრზენ დანაშაულობებს აღიარებს, ახასიათებს ბოროტმოქმედის სახის რომანტიზაცია: თუ ადამიანმა მოიმოქმედა გლობალური საქმე, ამასთან უარყო ადამიანურობის ყველა ნიშანი, გაქელა ყველა ტრადიცია, კანონი, სინდისის ხმა, ზნეობრივი პრინციპები, სიწმიდეები და დაღვარა სისხლის ზღვა, თუნდაც ბოროტი იყოს, მაინც გენიოსია. მაშასადამე, "აქვს უფლება" ახსოვდეთ და ბევრ რამეში გამართლებულიცაა.

ნაპოლეონის კულტი ამხილეს ლევ ტოლსტოიმ და ფიოროდ დოსტოევსკიმ, მაგრამ სულიერ იატაკქვეშეთში ღრმად ჩამალული "პატარა კაცის", ანუ ნაპოლეონიზმის სინდრომი აიძულებს მას გაამართლოს ბოროტმოქმედება, და რაც უფრო მასშტაბურია იგი - მით ადვილად გამოჰყავთ იგი მთელი რიგი დანაშაულობებიდან, და ხდება მისი ლეგიტიმურობა გენიალურობის ნიღბით.

ამასთან, თუ მიუკერძოებლად დავაკვირდებით ლენინის სახეს, შეიძლება დავინახოთ, რომ ის არ ფლობდა გენიალობის არც ერთ თვისებას. გააკეთო ის, რაც მან გააკეთა, ლენინს შეაძლებინა მხეცურმა სისასტიკემ და სიავემ, აბსოლუტურმა ცინიზმმა, განადგურების განცოფებულმა ენერგიამ. ამისთვის ლენინის საშუალო გონება და არცთუ გამოჩენილი უნარები სულაც არ იყო დამაბრკოლებელი. პირიქით, მასშტაბურად და უნივერსალურად აზროვნების უუნარობამ, მრავალი ადამიანური თვისების არქონამ გაუადვილა მას მთლიანად კონცენტრირებულიყო მისი ცხოვრების უმთავრეს საქმეზე - ტრივიალურ  შერცხვენებზე, გადატრიალებებზე, მასობრივ მკვლელობებზე.

რუსული ენის დიდი ოსტატები ლენინის აღსაწერად პოულობდნენ ულმობლად სასტიკ სახეებს, რომლებითაც იხატებოდა ნახევრად მხეცი, ანტიადამიანი: არსებითად, - წერს ა. ი. კუპრინი, - ეს ადამიანი, ასეთი უბრალო, თავაზიანი და ჯანმრთელი, - ნერონზე, ტიბერიუსზე, იოანე მრისხანეზე ბევრად უფრო საშიშია. ისინი, თავიანთი სულიერი სიმახინჯის მიუხედავად, მაინც ადამიანები იყვნენ, რომლებიც ემორჩილებოდნენ დღის კაპრიზებს და ხასიათის მერყეობებს. ხოლო ეს - კლდის შვერილს მომწყდარი ლოდის მსგავსად, რომელიც ქვემოთ მოექანება, თავის გზაზე ყველას და ყოველივეს ანადგურებს. და თანაც - დაფიქრდით! - ლოდი, რაღაც ჯადოქრობის მანქანებით - აზროვნებს. არა აქვს მას გრძნობა, არც სურვილი, არც ინსტინქტები. მხოლოდ მახვილი, მშრალი და უძლეველი აზრი: ვისაც დავეცემი - გავანადგურებ".

ყველაზე ადეკვატურად ლენინს ახასიათებს ივან ბუნინის უხეში სიტყვები: "გადაგვარებული, დაბადებიდან ზნეობრივი იდიოტი ლენინი თავისი საქმიანობით მსოფლიოს მოევლინა როგორც საშინელი ურჩხული, როგორც გამაოგნებელი რამ; მან გააპარტახა მსოფლიოში უდიადესი ქვეყანა და მოკლა რამოდენიმე მილიონი ადამიანი - და მაინც მსოფლიო ისე შეიშალა ჭკუიდან, რომ დღის ნათელში დავობენ, კეთილისმყოფელია ის თუ ბოროტმოქმედი?". დიდი პუშკინი აქაც მართალია: ნამდვილად "გენიოსობა და ბოროტმოქმედება - ორი შეუთავსებელი რამეა".

წყარო: http://www.segodnia.ru/content/184463

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню