ოკულტიზმი და მაგია - ჰომოფაშიზმი - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ჰომოფაშიზმი

გენდერული ფაშიზმი

ჩვენს თვალწინ ჩნდება ფაშიზმის ახალი სახეობა, სადაც უპირატესობის უმთავრესი კრიტერიუმი უკვე რასული კი არ არის ან კლანურ-გვაროვნული, არც კორპორატიული, არამედ სოდომური. გარყვნილები - უბერმენშები (გერმ.: Übermensch), ანუ ზეადამიანები, ხოლო ყველა დანარჩენი - უნტერმენშები (გერმ.: Untermensch), ანუ ნახევრად ადამიანები, განუვითარებლები არიან.  ამ უკანასკნელთ დღეს ართმევენ სამსახურებს, ხოლო ხვალ, სრულიად მოსალოდნელია, წაართვან სიცოცხლეც.

***


ყველამ კარგად  უწყის ანდაზა "ახალი - ეს კარგად მივიწყებული ძველია". ზოგჯერ გინდება ოდნავ გადააკეთო ეს გამოთქმა: "ახალი - ეს ცუდად შესწავლილი ძველია". მიღებულია, რომ ფაშისტები, ცდილობდნენ ერთაგან ზოგი დაემონებინათ, ხოლო სხვები საერთოდ გაენადგურებინათ. "ჭეშმარიტ არიელებს" შორის ამყარებდნენ მორალს, ებრძოდნენ ჰომოსექსუალიზმს, აწარმოებდნენ ოჯახისა და მრავალშვილიანობის პროპაგანდას. ჩვენც ასე ვფიქრობდით და არ გვესმოდა, თუ როგორ ერწყმოდა ეს ყოველივე ოკულტიზმს, რომელიც ესოდენ პატივში იყო ფაშისტური რეიხის მაღალ ეშელონებში, რადგან სადაც ოკულტიზმია, იქვეა გარყვნილება და ათასგვარი სისაძაგლენი. "ყველა ეს სულიერი მჭევრმეტყველება ადრე თუ გვიან მთავრდება მასობრივი ორგიებით".

აქედან გამომდინარე იბადება დასკვნა, რომ ეს იყო სტანდარტული ორმაგი ბუჰხალტერია: ერთი ელიტისთვის, მეორე კი მასებისთვის. მაგრამ ცნობილია, რომ სოდომიას, რომელიც ემჩნეოდა ელიტურ წრეებს, არავინ ელოლიავებოდა. იმწუთასვე გვახსენდება "გრძელი დანების ღამე" - ნაციონალ-სოციალისტთა ერთ-ერთი ლიდერისა და მოიერიშე რაზმთა (СА) მეთაურის ერნსტ რომისა (
Ernst Julius Günther Röhm) და მისი თანამოაზრეების განადგურება, რომელიც სახელგანთქმული იყო თავისი ჰომოსექსუალური თავგადასავლებით.



სკოდ ლაივლის წიგნი "ვარდისფერი სვასტიკა"


წინააღმდეგობა გადაჭრა ცნობილი ამერიკული საზოგადოებრივი მოღვაწის, იურიდიული მეცნიერებების დოქტორის სკოტ დუგლას ლაივლის წიგნმა. რუსულ თარგმანში მას ეწოდება "Голубая свастика" ("ცისფერი სვასტიკა") (Москва, 2014), ხოლო ორიგინალში "ვარდისფერი" (The Pink Swastika, 1995). ეს გახლავთ სერიოზული გამოკვლევა რომელიც ეფუძნება მრავალ წყაროს, რომელთაგან ავტორებს გამოჰყავთ მოულოდნელი დასკვნები.


თავისებური კლასიფიკაცია

თურმე, ჰომოსექსუალური მოძრაობა გერმანიაში იყოფოდა ორ მტრულ ბანაკად: ქალური და, პირიქით, ზე-მამაკაცური ტიპის ჰომოსექსუალურ მიმართულებებად. სკოტ ლაივლი წინდაწინვე ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, ყველა სოდომიტი როდი ექცევა "ერთ ან მეორე გამარტივებულ სტერეოტიპში" (რუსულ თარგმანში მათ ეწოდებათ "тетки" и "мужланы". ჩვენს ტექსტში მათ პირობითად ვუწოდებთ "მდედრებს" და "მამრებს"). ორივე ტიპის შესაბამისი ტერმინები მოცემულ გამოკვლევაში გამოიყენება ორი იდეოლოგიური უკიდურესობის აღსანიშნავად, რომლებიც ეხება ჰომოსექსუალურ ორიენტაციას.



პირველი ჯგუფი - ესენი არიან "პაციფისტები" და შემგუებლები. მათი მიზნები ძირითადად ემთხვევა ჰეტეროსექსუალთა მიზნებს, "უფლებას ჰქონდეთ პირადი ცხოვრება" და უარყოფენ სექსს მცირეწლოვნებთან. ამ ნაწილის ლიდერი გახლდათ კარლ ჰენრიხ ულრიხი და მაგნუს ჰირშფილდი. ულრიხმა, XIX ს-ის 60-იან წლებში, "გენდერამდე" 100 წლით ადრე, შეიმუშავა თეორია, რომელმაც ჰომოსექსუალისტები განსაზღვრა როგორც "მესამე სქესი" (!) და, შედეგად, პედერასტია დანაშაულებრივი ქცევის რანგიდან გადაიყვანა "თანდაყოლილი თავისებურების" რანგში. ხოლო მაგნუს ჰირშფილდი სათავეში ჩაუდგა პედერასტიულ უფლებათა ორგანიზაციას, რომელსაც დელიკატურად ეწოდებოდა "სამეცნიერო-ჰუმანიტარული კომიტეტი". 1897 წელს (!) დაფუძნებული ეს ორგანიზაცია, იბრძოდა ჰომოსექსუალიზმისთვის დასჯის გასაუქმებლად.

მეორე ჯგუფს წარმოადგენდნენ - "მილიტარისტები და შოვინისტები". მათი მიზანი იყო - ქრისტიანობამდელი კულტურების პედერასტიულ-მილიტარისტული კულტების აღორძინება, განსაკუთრებით ეს ეხებოდა ბერძნულ სამხედრო კულტს. ხშირად ისინი წარმოადგენენ გაბოროტებულ ქალთმოძულეებსა და სადისტებს... მათი იდეალური საზოგადოებაა - მანნერბუნდი, რომელიც მარტო მამაკაცებისგან, "თანამებრძოლებისგან" შედგება და მოიცავს უფროსებსა და ბიჭუნებს. მათი თვალსაზრისით, ჰეტეროსექსუალების მოთმენა შეიძლება მოდგმის გაგრძელების თვალსაზრისით, მაგრამ ქალური ქცევის ჰომოსექსუალისტები არიან "ნახევრად ადამიანები". მათი ლიდერები იყვნენ ადოლფ ბრანდი და რომი. ბრანდმა 1896 წელს პირველად გამოსცა პროფილური ჟურნალი პედერასტებისთვის სახელწდოებით Der Eigene, სადაც აქვეყნებდა ისეთ ღრმაშინაარსობრივ ტექსტებს, როგორიცაა, მაგალითად, ქვემოთ მოტანილი ამონარიდი:

"ეს არის მარადიული ჭეშმარიტება: მხოლოდ კარგ პედერასტს შეუძლია იყოს სრულფასოვანი პედაგოგი. მოდი უბრალოდ შევიგნოთ, რომ არ შეიძლება კარგი მასწავლებელი იყოს ის, ვისაც არ უყვარს თავისი მოსწავლეები".

"დაახლოებით 1920 წელს, - წერს ლაივლი, - "მამრები" უკვე დამოუკიდებელ და სერიოზულ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდნენ. 1920 წ. მათ ჩამოაყალიბეს "ადამიანის უფლებათა დაცვის საზოგადოება"... როგორც ჰირშფილდი, ისინიც იბრძოდნენ ჰომოსექსუალიზმისთვის სისხლის სამართალში მიცემის გაუქმებისთვის. ორიოდ წლის შემდეგ "აუდს" აქვეყნებს მოწოდებას თანამოაზრეებისადმი: "ჩვენ გვსურს თვით წარმოვაჩინოთ ჩვენი ძალა... ჰომოსექსუალისტთაგან არავინ უნდა დარჩეს გულგრილი - გინდ მდიდარი იყოს ის და გინდ ღარიბი, გინდ მუშა ან მეცნიერი, დიპლომატი თუ ბიზნესმენი... ამიტომაც, შემოგვიერთდით, შეავსეთ ჩვენი რიგები, სანამ ჯერ კიდევ საკმაოდ გვიანი არ არის. პასექისთვის უნდა ვაჩვენოთ, შევძელით თუ არა გავმხდარიყავით მებრძოლი ორგანიზაცია... ვინც ჩვენთან ერთად არ მარშირებს - ის ჩვენი მოწინააღმდეგეა" (Скотт Лайвли, стр. 39).

"მეტოქეობა (ორ გადამტერებულ ჰომოსექსუალურ დაჯგუფებას შორის - რედ.) დამთავრდება მაშინ, როცა "მამრები" ნაცისტური პარტიიდან 1933 წელს მოვლენ ხელისუფლებაში, - აგრძელებს ლაივლი. - მესამე რეიხის პროექტში ისინი დაიწყებენ თავიანთი ოცნების განხორციელებას ააღორძინონ ელინური კულტურის ულტრამამრობითი მილიტარიზმი, ოცნება, რომელიც გახდა ნამდვილი კოშმარი ყველასთვის, ვინც კი არ შეესაბამებოდა ნაცისტურ იდეალებს" (იქვე. გვ. 40). ასე რომ "გრძელი დანების ღამე" - გახლავთ არა სექსუალური, არამედ პოლიტიკური უთანხმოებების შედეგი.



ბავშვებისა და ახალგაზრდების დამრიგებლები

რომს ბოლო მოუღეს, მაგრამ არა ჰომოსექსუალიზმს, რომელიც, პირიქით, სულ უფრო მტკიცდებოდა და ვრცელდებოდა. მესამე რეიხის დროს სოდომიტების რაოდენობა, სხვადასხვა შეფასებით, 1,2-დან 2 მილიონამდე ადამიანს აღწევდა. სოდომიტურ ორბიტაში აქტიურად ითრევდნენ ახალგაზრდებს. ჯერ კიდევ XX ს-ის დასაწყისის გერმანიაში გაჩნდა ახალგაზრდული მოძრაობა "ვანდერვეჰელ" ("გადამფრენი ფრინველები" ან "მოხეტიალენი"), რომლებიც ორგანიზებული იყო ახალგაზრდა გარყვნილების მიერ. 1905 წელს მასში შედიოდა 100-მდე მოზარდი, მაგრამ შემდეგ, მთელი ევროპის მასშტაბით გაჩნდა ანალოგიური ჯგუფები და ამ მოძრაობაში ჩათრეულთა რაოდენობამ 60 ათას ადამიანს მიაღწია. 1911 წელს "ვანდერვეჰელის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ვილჰელმ იანსენმა ასე მიმართა მოზარდთა მშობლებს:

"რადგან ისინი თქვენს შვილებს ხელმძღვანელობენ სწორად და კორექტულად, თქვენ უნდა მიეჩვიოთ თქვენს რიგებში ე. წ. ჰომოსექსუალისტთა არსებობას" (იქვე. გვ. 42).




ხოლო სხვა აქტივისტმა სახელად ჰანს ბლიუხერმა გამოაქვეყნა სტატიები საკმაოდ არაორაზროვანი სათაურებით. მაგალითად: "გერმანული მოძრაობა "ვანდერვეჰელი", როგორც ეროტიკული ფენომენი". ეს ბლიუხერიც ჰომოსექსუალისტებს ბავშვების საუკეთესო დამრიგებლებად მიიჩნევდა. მან არცთუ მცირე როლი ითამაშა ნაცისტური კულტურის ჩამოყალიბების საქმეში. აი რას წერდა მის შესახებ მისი მიმდევარი პროფესორი ბაუმლერი:

"ბლიუხერის სწავლებები სისტემატურად ინერგებოდა ნაცისტურ პრესის მიერ, განსაკუთრებით აქტიურობდა ჰიმლერის ოფიციალური ორგანო Das Schwarze Korps-ი, და გამოიყენებოდა როგორც ფაზისი გერმანული საზოგადოებრივი კულტურისთვის. ნაცისტების ელიტის წევრებს ირჩევდნენ ცალკეული "მამრების" საზოგადოებებიდან, რომელთაც ორდენსბურგენი ეწოდებოდათ. ისინი განკუთვნილნი იყვნენ ოჯახის, როგორც საფუძვლის შემცვლელებად, რომელზეც შენდება სახელმწიფო" (იქვე. გვ. 45). ეს საზოგადოებები ჩამოყალიბებული იყო "ვანდერვეჰელის" მიხედვით.

შემდეგში, როგორც ლაივლი წერს, არა მარტო "ვარნდერვეჰელის" წარმოჩიტული წევრები გახდნენ ჰიტლერის ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერები ძალაუფლებაში მისი მოსვლის პერიოდში, არამედ თვით მოძრაობა აღმოჩნდა ნაცისტური ორგანიზაციის "ჰიტლერიუგენდის" ცენტრი. იმ დროს ჰომოსექსუალიზმი ამ მოძრაობაში იმდენად გავრცელდა, რომ "რაინიშ ცაიტუნგი", მასობრივი გერმანული გაზეთი, წერდა:

"მშობლებო, დაიცავით თქვენი ბიჭები "ფიზიკური მომზადებისგან" "ჰიტლერიუგენდში"". ეს იყო სარკასტული მინიშნება ორგანიზაციაში არსებულ ჰომოსექსუალურ პრობლემაზე (იქვე. გვ. 48).

მკითხველს თავს არ შევაწყენთ მაგალითებითა და წყაროებით, რომლებითაც სავსეა ლაივლის წიგნი. მხოლოდ მოკლე რეზიუმით შემოვიფარგლებით. როგორც წესი, ბავშვებისა და მოზარდების სოდომიზაციას მალავდნენ, მაგრამ როდესაც სიმართლე მაინც ამოტივტივდა, დამნაშავეებმა თავი დაიხსნეს მცირედი დაშინებით. საკმაოდ თვალსაჩინოა ამ მხრივ გერმანიის სტუდენტთა კავშირის ნაციონალ-სოციალისტური კავშირის რეიხსფიურერის ბალდუინ ფონ შირახის კარიერა. პოლიციის მიერ გარყვნილი მოქმედებებისთვის დაპატირმრებული ბალდუინი ჰიტლერის პირადი ჩარევის შემდეგ გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მალევე "ჰიტლერიუგენდს" ჩაუყენეს სათავეში. ...



სოდომის "რელიგია"


ჩვენ უკვე ვწერდით ფაშიზმისა და ოკულტიზმის მჭიდრო კავშირებზე, მაგრამ არ განვიხილავს მისი ისე ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, კერძოდ სექსუალური პერვერზია. არადა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული "უმაღლესი რასის" იდეასთან, და პრაქტიკულად წარმოადგენს თანაზიარობას დემონურ სამყაროსთან.

____________

სექსუალური პერვერზია - ზრდასრულთა სექსუალური ქცევის ნებისმიერი ფორმა, სადაც ჰეტეროსექსუალური სქესობრივი კავშირი არ წარმოადგენს სასურველ მიზანს (წყარო: https://www.psychol-ok.ru/dictionary/perversion_sexual.html)

____________

"ზეადამიანისთვის" ტრადიციული მორალი კანონი არ არის. ის პრინციპულად სცილდება მის ჩარჩოებს. რა არის მისთვის ღვთაებრივი დაწესებანი, როდესაც ის საკუთარი თავისთვის თვითონ არის ღმერთი? რაც შეეხება ბნელ ძალებთან ურთიერთქმედებას, აქაც ყველაფერი ლოგიკურად ვითარდება. თუ ქრისტიანობამ ადამიანი სულის განწმენდასთან მიიყვანა, ასწავლა ცოდვებთან და ვნებებთან ბრძოლა, თუკი ქალის იდეალი ქრისტიანისთვის - ეს არის ყოვლადწმიდა და მარადისქალწული მარიამი, სხვა, დემონურ პოლუსზე - მოქმედებს ვნებების აშლა, აპოკალიფსისის დიდი მეძავი, ვნებების კულტი. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც კი ღმრთითსაძულველია და დასაგმობი.

ოკულტისტების მიერ განსაკუთრებული ძალით ინერგება ბუნების საწინააღმდეგო ვნებები, რაც ასევე ექვემდებარება ახსნას. თვით სიტყვა "ბუნებისსაწინააღმდეგო" შეიცავს მინიშნებას. ეს არის ღმრთის მიერ შექმნილი ბუნების საწინააღმდეგო მოქმედება. შესაბამისად, ადამიანური ბუნების გარყვნა შეიცავს ბრძოლას და დაპირისპირებას წმიდა შემოქმედისადმი. შემთხვევით როდი ნერგავენ სოდომიას დემონურ და სატანურ კულტთა პრაქტიკაში. მრავალ ოკულტურ სექტაში სოდომური აქტი ინიციაციის როლს თამაშობს, და წარმოადგენს რიტუალურ განდობას, როდესაც ახალი ადეპტი მისტიკურ დონეზე ეზიარება შესაბამისი სულიერი არსებების სამყაროს - დემონებს. დღეს, თუ ინტერნეტს გამოვიყენებთ, ადვილად ვიპოვით მრავალ ისტორიულ ფაქტს მოცემულ თემაზე, ამიტომაც მოვიტანთ მხოლოდ ორიოდ ციტატას "ცისფერი სვასტიკიდან".

"მანიქეველთა სექტა სახელწოდებით "ბოგომილები" (მოგვიანებით "კათარები") საკმაოდ გავრცელდა ბულგარეთსა და ევროპაში. ჰომოსექსუალიზმი იმდენად მჭიდროდ ასოცირდებოდა ამ მწვალებლებთან, რომ მათი პრაქტიკა ცნობილი იყო როგორც buggery - სოდომია. ევროპაში კათარების აღმნიშვნელი სიტყვა მამათმავალთა აღმნიშვნელ სიტყვად გადაიქცა: გერმანიაში - ketzer, იტალიურში - gazarro და ფრანგულში - herite... მწვალებლობა და ჰომოსექსუალიზმი იმდენად ურთიერთშეთავსებადი აღმოჩნდნე, რომ მწვალებლობებში დადანაშაულებულნი ხშირად ცდილობდნენ დაემტკიცებინათ თავიანთი უდანაშაულობა ჰომოსექსუალიზმში და თავს ჰეტეროსექსუალებად აცხადებდნენ" (იქვე. გვ. 65).

აი რას წერს სტატიაში "გარყვნილთა ახალი სამყარო, როგორც მსოფლიო სოდომური ანტიეკლესია" ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ნ. ჩეტვერიკოვა:

"სოდომიზმი მარტო რიტუალური აქტი არ გახლავთ, ეს რელიგიაა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ღმრთის ხატის დამახინჯებისთვის და უფალს აცხადებს ეშმაკად. ყველაზე სრულად ეს წარმოდგენილია კაბალაში, საიდუმლო იუდეველურ მოძღვრებაში, რომელიც იუდეველთა ბაბილონში ტყვეობის დროს ჩამოყალიბდა, სადაც ისინი მჭიდრო კონტაქტში იყვნენ ქალდეველ მოგვებთან, შეითვისეს მათგან სამყაროს პანთეისტური ხედვა, რომელიც ღვთაებას ბუნებასთან აიგივებდა (ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად იხ. ფლაბიან დე სენ კრისტო. "ებრაელები და თალმუდი").

კაბალის სწავლებით ღმერთი (ენ-სოფი) უსასრულო არარაა, რომელიც სულსა და მატერიას, ქალურსა და კაცურ საწყისებს აერთიანებს. მამაკაცური პრინციპი მისი მარჯვენა მხრიდან გამომდინარეობს, ქალური კი - მარცხენადან. პირველი კაცი, ადამი სულიერად ორსქესა არსება - ანდროგენი იყო, მაგრამ ცთუნდა რა მიწიერი ნივთებით, ხორციელი გახდა და გამოჰყო თავისგან ქალური საწყისი. ასე დაედო საფუძველი სქესობრივ დაყოფას. ადამთან ერთად შეიქმნა მრავალი სული, რომლებიც კოლექტიურად ერთ სულს წარმოადგენდნენ და რომლებიც ზეცაშიც ანდროგენები იყვნენ, მაგრამ შობისას მათი მთლიანობა ირღვევა და ისინი კრაგავენ სრულყოფილებასა და ჰარმონიას. აი, ასეთი ინტერპრეტაციით გვთავაზობს კაბალა შესაქმისა და ცოდვის დაცემის ისტორიას, და რაკიღა ცხოვრების მიზანი - ეს არის ხორციელი სხეულისგან გათავისუფლება და ადრინდელ მთლიანობასთან დაბრუნება ღმერთთან შერწყმის გზით, სქესთა დაყოფა განიხილება როგორც დროებითი დისჰარმონია, რომელსაც კოსმიური ქაოსისკენ მივყავართ.

ამგვარად, შემოქმედის წინააღმდეგ ამხედრებულმა სოდომმა იმთავითვე შეიძინა რელიგიური ქვეტექსტი, როდესაც იმ ბიბლიური ჭეშმარიტების წინააღმდეგ გამოვიდა, რომლის თანახმადაც: "შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი" (დაბ. 1:28)".




შემდეგ ნ. ჩეტვერიკოვა წერს:

"რომის იმპერიაში ქრისტეანობის აღიარებიდან და დამკვიდრებიდან მოყოლებული ვიდრე XIX საუკუნემდე, მამათმავლობა დასავლეთში განიხილებოდა როგორც გარყვნილება, რომელიც ადამიანის შეგნებული და თავისუფალი არჩევანის შედეგია. ასეთი დამოკიდებულება განპირობებული იყო ქრისტეანული ეკლესიის მკაფიო პოზიციით, რომელიც ამ მოვლენას ახასიათებდა, როგორც სასიკვდილო ცოდვას, რომელიც სრულიად ცვლის პიროვნებას, როგორც ბუნების საწინააღმდეგო მრუშობას, როგორც ვნებას, რომელიც ჩვევად გადაიქცა, ანუ სულიერ სნეულებად. შესაბამისად სამოქალაქო კოდექსიც მამათმავლობას საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციას აძლევდა და შესაბამისი კანონითაც სჯიდა.

მაგრამ ეს პრაქტიკა (მამათმავლობა) არ გაქრა, ის შენარჩუნდა საიდუმლო, ოკულტურ საზოგადოებებსა და სექტებში, სადაც მას იგივე საკრალური მნიშვნელობა მიენიჭა. კაბალიზმთან დაკავშირებული გნოსტიკოსებისა და მანიქეველების ანტიქრისტეანული სექტები, დუალისტური მსოფლმხედველობიდან გამომდინარე (სული - სიკეთეა, მატერია - ბოროტება), მიიჩნევდნენ რა სამყაროსა და ნივთიერს ბოროტების ქმნილებად, ხოლო "გნოზისის" (ცოდნის, განათლების) მატარებლებს - "რჩეულებად", თავს აბსოლუტურად თავისუფლად გრძნობდნენ საზოგადოებაში მიღებული მორალისგან. როგორც მკვლევარი პიუეში წერდა, "კრიტიკაზე და უთანხმოებაზე მეტად, აქ ლაპარაკია ამბოხზე... ადამიანის ხვედრის წინააღმდეგ, ყოფიერებისა და სამყაროს, და თვით ღმერთის წინააღმდეგ. ამ ამბოხმა შეიძლება ნიჰილიზმამდე მიიყვანოს "გნოსტიკოს-ლიბერტანელები", რომლებიც არღვევენ ყოველგვარ ბუნებრივ და ზნეობრივ კანონებს, ბოროტად იყენებენ თავიანთ სხეულს და ცდილობენ გაანადგურონ, გააპარტახონ და დაანგრიონ ყოველივე ბუნებრივი ქვეყანაზე" (Элиад М. История веры и религиозных идей: в 3 томах. М., Критерион, 2002. Т.1. С.315-316).

სიყვარულის უარყოფით, გნოსტიკოსები და მანიქეველები ქორწინებასაც უარყოფდნენ და შთამომავლობის გაგრძელებასაც, რადგან ქორწინებას დაცემულთა და მდაბიოთა ხვედრად მიიჩნევდნენ. მაგალითად, გნოსტიკოსი მარკიონი აცხადებდა, რომ ქორწინებისგან თავშეკავებით, კაცობრიობის მოდგმის გაგრძელებაზე უარის თქმით, თვით შემოქმედს უპირისპირდება. წაართვეს რა ადამიანებს ქორწინების საიდუმლო და შეცვალეს რა იგი მამათმავლობით, გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ კაცობრიობა გაათავისუფლეს შეწყვილებული ინდივიდუალიზმისგან, სიყვარულისა და ოჯახის ეგოიზმისგან".



უპირატესობის ახალი კრიტერიუმი


ძნელია არ შევნიშნოთ სოდომიის შიშველი პროპაგანდა, რომელმაც წალეკა მთელ მსოფლიო: გეი-აღლუმები, ზეწოლა სხვადასხვა სახელმწიფოთა მთავრობებზე ჰომოსექსუალისტთა სასარგებლო კანონების მისაღებად, ასევე ერთსქესიანთა ქორწინებების "ლეგალიზაციისთვის", გარყვნილთა მიერ ბავშვების მიშვილების უფლებების დაკანონებისთვის, წიგნები, ფილმები, სპექტაკლები, ტოკ-შოუები, უგუნური და სულელური გენდერული თეორიები, სქესის შეცვლის რეკლამები, სავალდებულო სასკოლო სექს-განათლება და სხვა...

2018 წლის 29 იანვარს მასმედია იუწყებოდა, რომ ესპანეთის პროვინცია ანდალუზიაში ანდალუზიის პარლამენტის სოციალისტურმა უმრავლესობამ მიიღო კანონი იმის შესახებ, რომ ამიერიდან ლგბტ-იდეოლგია სავალდებულო ხდება სკოლებისთვის, მასობივი საინფორმაციო საშუალებებისთვის და ექიმებისთვის. ხოლო ყველასთვის ცნობილი ორი ბიოლოგიური სქესის არსებობა "ბავშვებისთვის აკრძალულ ინფორმაციად" ცხადდება, რომელთა გამავრცელებლებს ეკისრებათ ასტრონომიული ჯარიმები.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით სკოლებს (მათ შორის ყველა კათოლიკური დაწესებულება, რომლებიც ესპანეთში უხვადაა) ევალება მოსწავლეებს ასავლონ ჰომოსექსუალიზმის იდეოლოგია, ანუ ფაქტიურად გასწიონ მისი პროპაგანდა. მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში, მათ შორის ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში იკრძალება მათი კრიტიკა, ვინც დაიბადა "მამაკაცად" ან "დედაკაცად", მაგრამ საჯაროდ თავს "არამამაკაცად" ან "არადედაკაცად" აცხადებს. ამ კანონის მიხედვით ბავშვებს უფლება აქვთ მშობელთა ნებართვის გარეშე მიიღონ სქესობრივი მომწიფების საწინააღმდეგო პრეპარატები, ხოლო ჰომოსექსუალისტებისადმი და სქესობრივი იდენტურობის დარღვევის მქონე ნებისმიერი პიროვნებისადმი ფსიქოლოგიური დახმარება ანდალუზიაში დღეიდან კანონსაწინააღმდეგოა და დასჯადი. გარდა ამისა, მთელი საგანმანათლებლო კონტენტი (სასკოლო სახელმძღვანელოთა შინაარსი, ასევე მეცადინეობები და გაკვეთილები) სრულიად გადაწერილ უნდა იქნას ლგბტ-იდეოლოგიის სულისკვეთებით. ჯარიმა მასწავლებლებისთვის, ჟურნალისტებისა და ექიმებისთვის, რომლებიც გაბედავენ და ბავშვებს მოუთხრობენ ორი სქესის შესახებ წარმოადგენს 6000-დან 12 000 ევროს.

საფრანგეთში 2017 წლის 25 ივლისს ქვეყნის პარლამენტმა ხმა მისცა წინადადებას ჩასწორებულიყო კანონი, რომელიც მოქალაქეებს უკრძალავს იყონ არჩეულნი, თუკი ისინი ადრე ექვემდებარებოდნენ სისხლის სამართლის დევნას თავისი ერთგულებისთვის ნორმალური ოჯახისა და ტრადიციული საზოგადოებისადმი...

მსგავსი საკანონმდებლო და სასკოლო სიახლეების სულისკვეთებით გაასამართლეს აშშ-ში მასწავლებელი ჯენი ნოქსი. როდესაც მის სასწავლო დაწესებულებაში ოფიციალურად გამოაცხადეს "ჰომოსექსუალიზმის თვიური", ჯენი ნოქსმა გაბედა და ეს აქცია გააკრიტიკა. არა ხმამაღლა, არამედ მხოლოდ თავის საკუთარ გვერდზე სოციალურ ქსელზე ისე, რომ პიროვნულად არავის შეხებია.

"რატომ უნდა გამოჰფინო საკუთარი ბუნებისსაწინააღმდეგო ამორალური ქმედება მთელი მსოფლიოს წინაშე? - სოდომია ხომ ცოდვაა, რომელიც, როგორც ავთვისებიანი სიმსივნე, ჰკლავს სულს", - დაწერა მან და მკაცრად აზღვევინეს ამისთვის.

მას ჯერ ხელფასი შეუწყვიტეს, შემდეგ კი საერთოდ დაითხოვეს სკოლიდან, დააბრალეს არატოლერანტულობა და კიდევ ის, რომ თითქოსდა ის უარს ამბობდა ეღიარებინა "ცოდვის, როგორც ცნების არსებობა". ნოქსმა სასამართლოში იჩივლა იმ იმედით, რომ დაამტკიცებდა, თუ როგორ არღვევდა სკოლის ხელმძღვანელობა აშშ-ს კონსტიტუციას, რომელიც აღიარებს სიტყვის თავისუფლებას. ის მიიჩნევდა, რომ მას, როგორც ქრისტიანს, აქვს უფლება ღიად გამოთქვას თავისი აზრი, მათ შორის ინტერნეტშიც. მაგრამ მსაჯულებმა, რომლებმაც მომჩივანზე უკეთ იცოდნენ კონსტიტუცია, მაინც დამნაშავედ სცნეს იგი და სამი წლით აუკრძალეს პედაგოგიური მოღვაწეობა.


მაშასადამე, უკვე სრულიად ღიად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე, ერთი ჯგუფი (სოდომის აპოლოგეტები) თავიანთ უპირატესობას ამყარებენ ყველა დანარჩენზე, ვინც კი არ მიეკუთვნება ამ ჯგუფს, ცდილობენ მათი უფლებების დამცირებას და რეპრესირებას. ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ ჩნდება ფაშიზმის ახალი სახეობა, სადაც უპირატესობის უმთავრესი კრიტერიუმი უკვე გახლავთ არა რასობრივი, ან კლანურ-გვაროვნული, ან კორპორატიული, არამედ - სოდომური. გარყვნილები - უბერმენშები (ზეკაცები) არიან, ხოლო ყველა დანარჩენი - უნტერმენშები (ანუ ნახევრადადამიანები). დღეს მათ ართმევენ სამსახურს, ხვალ კი, სრულიად მოსალოდნელია, წაართვან სიცოცხლეც კი.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ პროცესის დინამიკაც. ის, რაც მესამე რეიხის ელიტის პათოლოგიურ მიდრეკილებას წარმოადგენდა, XXI საუკუნის ფაშიზმის ახალ წრეზე გახდა იდეოლოგიური დომინანტი, იმპერატივი ყველასთვის.

მიმდინარე პროცესებს ამ პოზიციიდან თუ შევხედავთ, ძნელი არ იქნება დანახვა იმისა, თუ რა მიზნით წარმოებს სოდომიის მასობრივი პროპაგანდა. მართვა ყოველთვის ადვილია ვრცელი მხარდამჭერი ჯგუფების პირობებში, როდესაც უმრავლესობა შენს მხარეზეა. მაშინ კანონების შეცვლაც ადვილია, არ არის საჭირო დაძაბვა და იმის მოფიქრება, როგორ გააბრიყვო მოსახლეობა. და, რაც მთავარია, შეგიძლია მშვიდად იძინო და არ გეშინოდეს, რომ შენი მოწინააღმდეგეები და ყველანი, ვინც არ იზიარებენ შენს აზრს, დაგამხობენ.

***

აღწერილი ტენდენციის პრიზმაში გასაგები ხდება კიდევ ერთი კანონის არსი. კერძოდ, საკმაოდ მჭიდროდ არის დაკავშირებული სოდომური "გენდერის" დანერგვა "სექსუალური შევიწროვების" წინააღმდეგ  მიღებულ კამპანიასთან. როგორ? იმავე სქემით, როგორც ეს ხდება დასავლეთის ქვეყნებში, სადაც მამაკაცებს ეშინიათ ქალებს მიაქციონ თავაზიანი ყურადღება და გამოიჩინონ მათდამი უწყინარი პატივი - მიაწოდონ პალტო, დაეხმარონ მძიმე ჩანთების ტარებაში, დაუთმონ ადგილი ტრანსპორტში და სხვა - რათა დადანაშაულებულ არ იქნენ "სექსიზმში" (ანუ ქალებისადმი, როგორც "სუსტი სქესისადმი" დამოკიდებულებაში), ზოგჯერ კი სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად "ჰარასმენტში" (სექსუალური შევიწროვება). შედეგად მრავალ მამაკაცში მუშაობას იწყებს თავდაცვითი ინსტინქტი, და ისინი წყვეტენ დაინტერესებას ქალებით. ხოლო მამაკაცთა ყურადღებისა და დაცვის გარეშე დარჩენილი ქალები, თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე სექსუალური პროპაგანდის პირობებში, ექცევიან ლესბოსელობისა და სხვა უმგვანობების ხაფანგებში, რომლებიც არყევენ საზოგადოებრივ მორალს და ანგრევენ ცხოვრებისეულ საფუძვლებს.

სახელმწიფო მოღვაწეებმა და საერთოდ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებმა ჯეროვანი ყურადღება უნდა მიაქციონ საზოგადოების სოდომიზაციის პრობლემას და თავი არ აარიდონ საკითხს თემის ბანზე აგდებით: "ეს ყველაფერი დასავლეთში ხდება და შეუძლებელია მოხდეს ჩვენში". სიცოცხლის განადგურების ტექნოლოგია მთელს მსოფლიოში მოქმედებს - ეს სწორედ ის ტექნოლოგიაა, რომელიც მოფიქრებულია დეტალებში და სერიოზულად არის გამოცდილი პრაქტიკაში! - ეს სახუმარო თემა არ არის.

წყარო: https://regnum.ru/news/2406365.html

 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню