ოკულტიზმი და მაგია - ბედნიერების წერილები - Apocalypse

ძიება
Перейти к контенту

Главное меню:

ბედნიერების წერილები,

როგორც საზოგადოების ოკულტური გარემოს ელემენტი

ოკულტური მწერლობა

საზოგადოების ოკულტური გარემოს ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტად ითვლება "ბედნიერების წერილები" (სხვაგვარად: "წმიდა წერილები", "ზეციერი გზავნილები", "წერილები ციდან", "მაგიური წერილები" და ა. შ.), რომელთაც აგზავნიან ფოსტით (ამ ბოლო დროს სოციალური ქსელებითაც), რომლებიც, სხვადასხვა მიზეზების დასახელებით, შეიცავენ მოწოდებას გაამრავლონ იგი და გადასცენ სხვა ადამიანებსაც.

"ბედნიერების წერილების" მიკუთვნება ოკულტური გარემოსადმი ეფუძნება როგორც მათ რელიგიურ, ფსევდორელიგიურ, მითოლოგიურ ან ოკულტურ შინაარსს, ასევე იმ მიზეზებს, რომლებიც მათი გადაწერისკენ უბიძგებენ მრავალთ. კერძოდ, ესენია: ცრურწმენები, რელიგიურად მოტივირებული შიშები და არატრადიციული რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე იმედები, რომელთაც ამ წერილების გამავრცელებლები იზიარებენ.



სექტანტობის ფენომენის შესახებ დისკუსიები უმეტესწილად არ ეხებიან მის ყველაზე რთულ და არაერთგვაროვან ელემენტს - საზოგადოების ოკულტურ გარემოს. ეს უკანასკნელი მოიცავს მთელ ინსტიტუალიზირებული, არატრადიციულ, რელიგიურ იდეებს და თანამედროვე საზოგადოების რიტუალურ პრაქტიკებს, რომლებსაც კონკრეტული ადამიანები მხარს უჭერენ და გადასცემენ, ლიტერატურით, აუდიო-ვიდეომასალით, პერიოდული გამოცემებით, ტელეგადაცემებით და შესაბამისი შინაარსის მატარებლი სხვა ინფორმაციით.

ნიშნები და ცრურწმენები, რწმენა ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისა და ანომალიური ზონების, ასევე ენერგეტიკული ვამპირიზმის, გათვალვისა და გაფუჭების, ექსტრასენსებისა და "მკურნალების" მიმართ, სიზმრებისადმი განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება და მათი განმარტება, რწმენა თილისმებისა და "დამცავი" საშუალებების, მკითხაობისა და ასტროლოგიური ჰოროსკოპების მიმართ და ა. შ. საზოგადოების ოკულტური გარემოს მხოლოდ ყველაზე გავრცელებული შემადგენელი ნაწილებია. ის ყოველთვის, ყველა დროში და მთელ მსოფლიოში არსებობდა, აფრიკის ჯუნგლებში მცხოვრები ველური ტომებიდან მოყოლებული თანამედროვე ზეურბანული სახელმწიფოებით დამთავრებული.

საზოგადოების ოკულტური გარემოს მატარებელი - თვით საზოგადოებაა, ამიტომ ოკულტური გარემოს მოსპობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ის განუყრელად არის შერწყმული ნებისმიერი საზოგადოების კულტურულ მემკვიდრეობას. მასში შეიძლება ვიპოვოთ თვით სექტანტობის ყოფიერების ფენომენიც. მის საზღვრებში ყალიბდებიან სექტების პოტენციური ადეპტები, ადამიანები, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან მიაშურონ სექტას. ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ოკულტური გარემოს გავლენას განიცდიან, ბევრწილ აღემატებიან ყველა სექტისა და კულტების წევრთა რაოდენობას.

საზოგადოების ოკულტური გარემოს ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ე. წ. "ბედნიერების წერილები" (ან სხვანაირად: წმიდა წერილები, ზეციური გზავნილები, წერილები ციდან, მაგიური წერილები და სხვა) - რომლებსაც ავრცელებენ ფოსტით. წერილებში, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, მკითხველს მოუწოდებენ მის გამრავლებას და გავრცელებას. "ბედნიერების წერილების" მიკუთვნება ოკულტური გარემოსადმი ეფუძნება როგორც მათ რელიგიურ, ფსევდორელიგიურ, მითოლოგიურ ან ოკულტურ შინაარსს, ასევე იმ მიზეზებსაც, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს გადაწერონ ისინი. კერძოდ, ესენია: ცრუმორწმუნეობა, რელიგიურად მოტივირებული შიში და იმედები, არატრადიციული რელიგიური შეხედულებები და სხვა. კოპირებისკენ მოწოდება წარმოადგენს "ბედნიერების წერილების" ძირითად ელემენტს, რომელიც განასხვავებს მათ ოკულტურ გარემოში არსებული ყველა სხვა "მაგიური წერილების" ტიპებისა და სახეობებისგან (კერძოდ, როგორიცაა: შეფუცვები, შელოცვები, ჯადოები, თილისმები, ხალხური შეფუცვები, წინასწარმეტყველებანი, თქმულებები და სხვა).

"ბედნიერების წერილების" ფენომენის მასშტაბურობა უკვე თვით მათი გავრცელების არელიდანაც თვალსაჩინო ხდება
: ავსტრია, ამერიკა, არაბეთის ემირატები, სომხეთი, საქართველო, ბელორუსი, უკრაინა, ბრაზილია, გერმანია, საბერძნეთი, ისრაელი, ინდოეთი, ისლანდია, ჩინეთი, პოლონეთი, რუსეთი, სირია, ჩეხეთი, ეთიოპია, საფრანგეთი და მსოფლიოს ყველა კონტინენტის ქვეყნების უმრავლესობა მეტ-ნაკლებად არიან მოცულნი ამ მოვლენით.

მილიარდობით "ბედნიერების წერილია" გაგზავნილი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში. ათასობით "ბედნიერების წერილია" გადათარგმნილი მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, რომლებიც ყოველდღიურად ეგზავნებათ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებს მიუხედავად მათი ეროვნებისა, რასისა და რელიგიური მრწამსისა.

ამასთან წერილების შინაარსი ბევრწილად არის დამოკიდებული გეოგრაფიულ რეგიონში დომინირებული რელიგიისა და კულტურის თავისებურებებზე, სადაც ეს წერილები ვრცელდება. ასე, მაგალითად, წერილები, რომლებიც ცირკულირებენ ევროპასა და ამერიკაში, შეიცავენ ქრისტიანულ ელემენტებს. წერილები, რომლებიც მუსლიმურ ქვეყნებში ვრცელედბა, მუსლიმური ღვთისმეტყველების ტერმინებით აპელირებენ, მოუწოდებენ ისლამის ნორმებისა და კანონების დაცვას და ა. შ. ამ რეგიონში ყველაზე გავრცელებულ წერილებს წარმოადგენენ "შეიხ აჰმედი" ან "სიზმარი მედინაში", სადაც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ გამოეცხადა ერთ-ერთ შეიხს წინასწარმეტყველი მუჰამედი.

ინდური წერილებში გამოთქმულია უკმაყოფილება იმის გამო, რომ ინდუიზმის "წმიდა" ცხოველებს, ძროხებს, სოფლის მოსახლეობა ართმევს ნაყოფიერ სავარგულებს. ეს წერილები ინდუისტური ღმერთის ვიშნუს საშინელი სასჯელებით ემუქრებიან ყოველს, ვინც ყურადღებას არ მიაქცევს თვით წერილს, არ გადასცემს მას სხვას და არ გამოვა ძროხების დასაცავად.

ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში გადასვლისას "ბედნიერების წერილები" ინარჩუნებენ თავიანთ საერთო სტრუქტურას, მაგრამ, მისადაგებულნი არიან ადგილობრივი კულტურისა და რელიგიის თავისებურებებს. იცვლება წერილის შინაარსი და დეტალები ან თავდაპირველი შინაარსის ყველა კომპონენტიც.

"ბედნიერების წერილების" ისტორია საუკუნეთა სიღრმეებში ძევს და მას დასაბამი რამოდენიმე ათასი წლის წინათ მიეცა. მეცნიერებს შორის არ არის ერთი აზრი თუ როდის გაჩნდა "ბედნიერების" პირველი წერილი. როგორც წესი, XX ს-მდე არსებული ყველა დისკუსია მათ შესახებ მიდის ზოგიერთი იმ ფაქტორის ჩამოთვლამდე, რაც შეიძლება თანამედროვე "წერილების" პროტოტიპებად ჩაითვალოს. ასე მაგალითად, ბედნიერების მისაღებად  ტექსტისა და გამოსახულებების კოპირების აუცილებლობის მოტივი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში გვხვდება. პაპირუსში "ამ დუატი" ანუ "წიგნში იმის შესახებ, თუ რა არის მიწისქვეშა სამყაროში" ნათქვამია, რომ ყოველი, ვინც გააკეთებს წმიდა გამოსახულებას, ბევრ სიკეთეს მიიღებს როგორც მიწაზე, ასევე ცაშიც, მისი სული მოიპოვებს განსვენებას და ღმერთ რა-ს გვერდით დამკვიდრდება. ხოლო ის, ვინც არ დახატავს წმიდა გამოსახულებას, მზაკვარი გველის ნეჰა-ჰრას გესლს ვერ აცდება.




ამ-დუატი - ეგვიპტური მკვდართა წიგნი, ანუ "იმის შესახებ, რაც არის დუატში (საიქიოში)"


______________

წიგნი "ამდუატი", "ამ-დუატი"
(ეგვიტპ. ტრანსლიტ. m-dwAt - "იმის შესახებ, რაც არის დუატში", სიტყვა-სიტყვით: "იმის შესახებ, რაც საიქიოშია") - ეს არის ლიტერატურული ნაწარმოები, ძველეგვიპტური მკვდართა წიგნი, რომელიც ცნობილია ახალი სამეფოს პერიოდიდან (15501069 წწ. ჩვ. წელთაღრიცხვამდე). ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ტექსტი, რომელიც უცილობლივ უნდა გამოეყენებინათ ფარაონების სამარხთა კედლების დეკორირებისთვის, ხოლო ახალი სამეფოს პერიოდიდან კერძო სამარხებშიც. ამ წიგნის ტექსტები გადაჰქონდათ პაპირუსებზეც, რომლებსაც დაკრძალვის დროს ატანდნენ მიცვალებულს, დებდნენ სარკოფაგებში, ამულეტებში და სხვა. ეგვიპტელების რწმენით, ეს ტექსტები ხელს უადვილებდნენ მიცვალებულს მიერ მიწისქვეშა სამყაროში გადასვლას, ოზირისის სამსჯავროს ადვილად გავლას და ახალ ცხოვრებაში დამკვიდრებას. ტექსტები თავისებური ფანტასტიკური მანერით აღწერენ საიქიოს თორმეტ გამოქვაბულს, რომელსაც მზე-რა გადის ღამის თორმეტი საათის განმავლობაში. ეგვიპტოლოგი ჯეიმს ჰენრი ბრესტედი "ამდუატს" "მოგვთა გარყვნილი ფანტაზიის ამაზრზენ შემოქმედებას" უწოდებდა. "ამდუატის" პირველი ვერსია, რომელიც ცნობილია თანამედროვე მკვლევართათვის, დაფიქსირებულია ტუტმოსის სამარხის (XV ს. ჩვ. წ.-მდე) საკანში, მაგრამ, სავარაუდოდ, ამ წიგნის შინაარსი "სარკოფაგების პერიოდის" უფრო ძველ, შუა სამეფოს პერიოდს განეკუთვნება. "ამდუატის" უკანასკნელი ფრაგმენტები თარიღდება ჩვ. წ.-მდე III ს-ით. "ამდუატის წიგნის" სრული ტექსტი პირველად აღმოაჩინეს ტუტმოს III-ის სამარხში.
_____________



VIII ს-ის ბუდისტურ სუტრებში გვხვდება მითითებები იმაზე, რომ საჭიროა დჰარანის საღვთო ტექსტების ან მაგიური შელოცვების დიდი რაოდენობით გადაწერა, და მათი მოთავსება პაგოდაში ან როდინში (სანაყში). დჰარანის კოპირების შემთხვევაში ივარაუდებოდა, რომ ადამიანის ცხოვრება გახანგრძლივდებოდა, ცუდი კარმა ნადგურდებოდა, ხოლო მტერი განიდევნებოდა და ემხობოდა.

"ბედნიერების წერილების" იდეური შთაგონების ერთ-ერთ უძველეს წყაროდ, რომელიც ცირკულირებს ქრისტიანულ სამყაროში, დღემდე მიაჩნიათ ენოქის აპოკრიფული წიგნი, რომელიც შექმნილია ჩვ. წ.-მდე III-I სს.-ში. მასში მოხსენიებულია ზეციური ფილაქნები ანუ წიგნები, რომლებიც ენოქს ცაში მისი "მოგზაურობის" დროს მოევლინა. ამ ფილაქნებში ენოქმა წაიკითხა "კაცობრიობისა და მიწის მკვიდრთა ყველა შთამომავლობის მთელი საქმიანობა". შემდეგში ამ წიგნების ანარეკლი დაფიქსირდა დედამიწაზე და, მისი "ღვთაებრივი" წარმომავლობის ძალით, ყველა ადამიანში უნდა გავრცელებულიყო. ენოქის წიგნი და სხვა აპოკრიფული ლიტერატურა, რომელიც "ზეციური წიგნების" შესახებ მოგვითხრობენ და რომლებიც შეიცავენ სრულ და ზუსტ ინფორმაციას მთელი სამყაროს შესახებ, მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა "ბედნიერების წერილების" ჩამოყალიბებას.

ასე, მაგალითად, ბოლო პერიოდის ტექსტებში მყარად არის დამკვიდრებული ამბავი ზეციურ გზავნილებზე, რომელთა ავტორობას თვით ღმერთს მიაწერენ. ისინი მიმართულია მთელი კაცობრიობისადმი, ასახავენ რომელიმე ღვთითგამოცხადებულ ჭეშმარიტებას, წინასწარმეტყველებას ან მოწოდებას ქცევის გარკვეული წესების დაცვის შესახებ.

სიუჟეტის მიხედვით ეს წერილები ცვივან ზეციდან, ან სხვადასხვა და ჩვენთვის მიუწვდომელი გზებით უმაღლესი სფეროებიდან დედამიწაზე ხვდებიან. აქედან მომდინარეობს ამ ტიპის "ბედნიერების წერილთა" სხვა სახელწოდება: "ზეციური გზავნილები". ამ სიუჟეტის უფრო ადრინდელ რედაქციებში, რომლებიც უკვე ჩვ. წ.-ის II-III საუკუნეებს განეკუთვნება, მოცემული თვით წერილის გაჩენის ვრცელი ისტორია მთელი რიგი დეტალებითურთ: წერილი დაწერილია ოქროს ასოებით ან ებრაულ ენაზე, ან ქრისტეს სისხლით, ან კიდევ ის დაიწერა მბრწყინავ მარმარილოს დაფაზე; ის ზეციდან ეცემა ტაძარს, ან კიდევ მოულოდნელად აღმოჩენილ იქნა იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველში (სხვა ვერსიით რომში).

სხვა რედაქციით წერილი ზეციდან ეცემა ქვას, რომელზეც აღესრულება ხანგრძლივი ლოცვა-გალობა, რის შემდეგაც ქვა ორად იყოფა, მასში კი თურმე წერილია, რომელიც თვით ღმერთს დაუწერია.

"ზეციური გზავნილების" ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ელემენტია მოწოდება კვირა დღის დაცვისა და საშინელი სასჯელის შესახებ, ვინც ამ განწესებას არ მიჰყვება. აქედან მომდინარეობს ამგვარი წერილების სხვა საკმაოდ გავრცელებული სახელწოდებაც - "კვირის ეპისტოლე".

თანამედროვე "ზეციური გზავნილები" ახსენებენ მხოლოდ იმას, რომ ვიღაც 12 წლის ბიჭუნა ზღვის (ან მდინარის) ნაპირზე შეხვდა ღმერთს და მისგან მიიღო წერილი ან ზეპირი გადმოცემა, ყველა ადამიანის დასარიგებლად. "წერილის" ერთ საკმაოდ იშვიათ რედაქციაში, რომელიც 1960-იანი წლების ბელორუსის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, ბიჭი ზღვის ნაპირას ხვდება "ტალახში მოთხვრილ ლურჯ ადამიანს". ყველა, მათ შორის ძველ რედაქციებშიც, ტექსტში შენარჩუნებულია მოწოდება წერილის კოპირებისკენ (გავრცელებისკენ). XX ს-ის "წერილებში" ჩნდება ზუსტი მითითება ასლთა გადაწერის აუცილებლობაზე, თანაც მათი (ანუ ასლთა) რაოდენობა მერყეობს 4-დან 72-მდე.

თვით ფაქტი იმისა, რომ "ბედნიერების წერილები" არ წარმოადგენენ დროებით, გარდამავალ მოვლენას, არამედ ღრმად არის ჩაწერილი მსოფლიოს ყველა ქვეყნის ისტორიასა და კულტურაში, მოწმობს იმაზე, რომ რამენაირი სერიოზული კვლევა ამ სფეროში, ყველა კონტინენტისა და მსოფლიოს დიდი ქვეყნების სპეციალისტთა მასშტაბური მოწვევის გარეშე, სრულიად წარმოუდგენელია. ამ ფენომენის კვლევის ძირითადი სირთულე მდგომარეობს წერილთა საკმრისი რაოდენობის შეკრებაში, რომელიც უფრო სრულად აღწერდა როგორც მათი გეოგრაფიული გავრცელების არეალს, ასევე ზუსტად დააფიქსირებდა "წერილთა" ერთი ტიპის გაჩენისა და სხვა ტიპის "წერილთა" გაქრობის დროსა და ვითარებას.

ამასთან თვით "წერილთა" რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს თვალი მივადევნოთ მათი ურთიერთზეგავლენის ქრონოლოგიურ პერსპექტივას, ურთიერთკავშირს, ძირითად პარადიგმებს, ტენდენციებს და განვითრების თავისებურებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში "წერილთა" ანალიზის მცდელობა დავა მხოლოდ დასკვნებამდე, რომელიც შეიძლება მოიცავდეს რომელიმე ერთ ქვეყანას. მეცნიერებაში ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის შეგნებული "ბედნიერების წერილთა" კვლევის სფეროში არსებული შესაძლო აღმოჩენების მთელი პოტენციალი. ეს შეიძლება იყოს აღმოჩენები, რომელიც ნათელს მოჰფენდა მრავალ, დღემდე უცნობ მხარეებსა და ასპექტებს საზოგადოებაში არატრადიციული რელიგიურობის არსებობისა.

მოცემული მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული "ბედნიერების წერილი" თავის მკითხველს სხვადასხვა ვარიაციებით აუწყებს იმის შესახებ, რომ მისი ორიგინალი იმყოფება ლივერპულში, რომ ის ინიცირებულია ვენესუელელი მილიონერის მიერ და მსოფლიო შემოიარა 444-ჯერ. გარდა ამისა, ის მოუწოდებს ყველა მის წამკითხველს გააკეთოს 20 ასლი 96 საათის განმავლობაში და ჰყვება იმის შესახსებ, თუ როგორ დაისაჯნენ სიკვდილით, როგორ დაკარგეს ქონება და ძალაუფლება მათ, ვინც ეს წერილი არ გადაწერა, და რამდენი ბედნიერება, ჯანმრთელობა და ფული მიიღეს იმათ, ვინც ისმინა "წერილის" მოწოდება, ვინც დამორჩილდა მას და დროზე გააკეთა აუცილებელი ასლები.

ბედნიერთა სიას, როგორც წესი, სათავეში უდგას ვინმე ციგუნოვა ალა პუგაჩოვასთან ერთად, ხოლო მარშალი ტრუხაჩევსკი, ხრუშცოვი და კონან დოილი მსხვერპლთა რიგებში არიან, რომელთაც, როგორც ჩანს თავიანთი დრო არ დაკარგეს მის გადაწერაზე. სხვა ტექსტოლოგიურ ვარიაციებთა შორის, ამ წერილის უცხო ვერსიებში მოხსენიებულია დასავლეთში ცნობადი სახელები, ხოლო ინიციატორად დასახელებულია არა მილიონერი, არამედ წმინდა ანტონი ვენესუელადან.

"ბედნიერების წერილის" დღეისთვის ცნობილი ყველაზე ადრინდელი ვერსია განეკუთვნება XX ს-ეს. ამ დროიდან წერილმა მნიშვნელოვანი ცვლილებები და ტრანსფორმაცია განიცადა, და თავისი განვითარების 7 ძირითადი ეტაპი გაიარა. ყოველი ეტაპი შეიძლება "ბედნიერების წერილის" ცალკეულ ქვეტიპად შეიძლება განვიხილოთ. ასე მაგალითად, მისი ყველაზე ადრინდელი ვერსია, რომელსაც "უძველესი ლოცვა" ეწოდება, იწყება მცირედი ლოცვით, რომელიც წერილის მიმღებმა უნდა დაიმახსოვროს, მისით ილოცოს თუ სურს უსიამოვნებების თავიდან აცილება, ხოლო თვით წერილი 9-ჯერ უნდა გადაწეროს და 9 დღის განმავლობაში გადაუგზავნოს სხვა ადამიანებსაც.

ამ წერილის სხვა ქვეტიპებია - "წარმატების წერილი", "გაფურჩ
ვნის წერილი", "ბედნიერება ფოსტით", "სიკვდილი 20", "ბედნიერების ლატარია", "სიკვდილის ლატარია". "წერილების" ამ სახეობებს რაღაცას ამატებდნენ ან ამოკლებდნენ, უცვლიდნენ სახეს "უძველეს ლოცვას" და მას თანდათანობით გარდაქმნიდნენ იმ სახედ, რომელსაც დღეს "ბედნიერების წერილი" ეწოდება.

ასე, მაგალითად, კონკრეტული ადამიანების დამოწმება, რომლებმაც გარკვეული თანხები მიიღეს წერილის გადაწერისთვის, და თხოვნები არ გააგზავნონ ფული წერილთან ერთად, ჩნდება მხოლოდ 1933 წელს ქვეტიპში "გაფურჩქვნის წერილები".


1952 წელს, ქვეტიპში "ბედნიერება ფოსტით" მოიცავს რწმუნებას იმის შესახებაც, რომ თვით წერილი სულაც არ არის ხუმრობა (რუსულენოვან "წერილებში" ირწმუნებიან, რომ "წერილი" არ არის შარლატანობა). წერილის ელემეტნები, რომლებიც ირწმუნებინა, რომ მისი ორიგინალი ლივერპულში იმყოფება, რომ ადამიანი მოკვდება, თუ ის არ შეისმენს წერილის მოწოდებას, ასევე თვით კოპირების კვოტა შემოფარგლება 20 ეგზემპლარით, მხოლოდ 1959 წელს, ქვეტიპ "სიკვდილი 20"-ის შუალედში ჩნდება.

განვითარების პროცესში წერილში ზოგჯერ ჩნდებოდნენ ელემენტები, რომლებიც მის თანამედროვე ვერსიებში არ შეიმჩნევა. მაგალითად, ადრე "წერილების" სხვადასხვა ქვეტიპებს ემატებოდა ადრინდელ მიმღებთა და გამგზავნთა გრძელი სიები და მისამართები. როდესაც ეს სიები საკმაოდ დიდი ხდებოდა და უკვე რამოდენიმე ასეულობით გვარს მოიცავდა, შემოვიდა სიაში ბოლო გვარების წაშლისა და სიის სათავეში ახალი გადამწერის გვარის ჩაწერის ახალი პრაქტიკა. ეს შესაძლებლობას იძლეოდა შენარჩუნებულიყო წერილის სიდიდე მის გადაწერაზე მუშაობის გართულების გარეშე. მაგრამ დღეისთვის ამგვარი პრაქტიკა სრულიად ამოღებულია.

"ბედნიერების წერილების" ზოგიერთი კატეგორია მკაფიოდ განსაზღვრავს ადამიანთა ჯგუფებს, რომლებსაც ისინი უნდა დაეგზავნოთ. ამასთან რაც უფრო "ფართეა" მიზნობრივი ჯგუფი, რომელზეც არის გათვლილი წერილი, მით უფრო მეტია წერილის სიცოცხლისუნარიანობისა და გადაწერის შანსი.

წერილები, რომლებიც არ განსაზღვრავენ მიმღების პოტენციურ დახასიათებას, უფრო მეტი რაოდენობით ვრცელდება. წერილები, რომლებიც ცირკულირებდნენ XX ს-ის აშშ-ში ნიშნულით "მხოლოდ მასონებისთვის" ან "მხოლოდ სმიტის გვარის ადამიანებისთვის", მცირედი რაოდენობით ვრცელდებოდა, და ჩვენამდე მისმა ერთეულმა ეგზემპლარებმა მოაღწია. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა "ბედნიერების" ის წერილები, რომლებიც ეხებიან "რომანტიკულ თამაშშ" (ბელორუსში ეს წერილები ცნობილია სახელწოდებით "ფრანგული საწერ-კალამი").

ისინი, როგორც წესი, საშუალო სკოლებში ვრცელდება. წერილის თვით ტექსტი "ნებას იძლევა" გააგზავნო იგი, ხოლო მისი გადაწერის უფლება აქვთ მხოლოდ 11-დან 18 წლამდე გოგონებს. ამ უკანასკნელემბა უნდა ჩაიფიქრონ ბიჭის სახელი, რომლისგანაც სურთ სიყვარულში აღიარების მოსმენა, და, გადაწერენ რა წერილს, გაუგზავნონ სხვა გოგონებს. ამის შემდეგ უნდა ელოდონ წერილის მაგიურ მოქმედებას სასურველი ბიჭისგან სიყვარულის გამოცხადების სახით.

წერილში ყველა სახისა და ტიპის ბედნიერების ტრანფორმაცია, მათ შორის წერილთა ახალი ქვეტიპების გამოჩენა, როგორც წესი, სპონტანურად ხდება, პირველდაწყებითი ტექსტის რომელიმე ფორმის შეცვლის
შედეგად. ეს შეიძლება იყოს მისი უნებლიე დამახინჯება, დამატება ან შემოკლება. ადამიანთა გვარები, თარიღები, ქალაქების სახელწოდებები, გაურკვევლობამდე იცვლება. სიუჟეტური ხაზის ელემენტები ირევა, ცალკეული წერილები ერთ წერილში ერთდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები იწვევენ "ბედნიერების წერილების" ფენომენის საზღვრების მოშლას. შეიძლება გამოვყოთ ამგვარი აღრევის ორი ძირითადი ვარიანტი.

პირველ ვარიანტში "ბედნიერების წერილებს" იყენებენ ამულეტების სახით, რომელსაც თითქოსდა ყოველგვარი ბედნიერება მოაქვთ, თუკი მათ მუდმივად ატარებ ან სახლში, დაფარულ ადგილზე ინახავ. თვით ქაღალდს და ტექსტს მიაწერენ სასწაულთმოქმედების, მკურნალობის და დამცავ ძალას. წერილის კოპირებისკენ მოწოდება აქ მეორე პლანზე გადადის. მოცემულ შემთხვევაში საზღვრების მოშლა ხდება საზოგადოების ოკულტური გარემოს ჩარჩოებში და მიანიშნებს ადამიანის გადართვაზე "მონაწილეობის" ერთი ფორმიდან მეორეზე.

მეორე ვარიანტში, წერილის ძირითადი სტრუქტურის დაცვის პირობებში მიმდინარეობს მისი შინაარსის რადიკალური ცვლილება, რომელსაც მოსდევს ასეთივე მძლავრი ცვლილება მისი გადაწერის მოტივაციაში. ასე, მაგალითად, XX საუკუნეში ჩნდება "ბედნიერების წერილთა" სრულიად ახალი სეკულარული ტიპი, რომლებშიც რელიგიური ელემენტი შევიწროებულია და მათ ნაცვლად დასმულია კონკრეტული კითხვები, პრობლემები და თემები, რომლებიც განსაზღვრულ ადამიანთა ინტერეშია, ვის მიერაც არის ინიცირებული წერილთა ეს ტიპი.

სეკულარული წერილების კლასიკურ ნიმუშს წარმოადგენს ე. წ. "წერილი - პეტიციები", რომლებიც საკუთარი კოპირების თხოვნის გარდა წერილის მიმღებს კიდევ თხოვენ გამოაგზავნონ მათი სახელი, გვარი და მამის სახელი, მისამართი თვით წერილში მითითებულ ადგილას რათა ხმა მისცენ გარკვეულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სხვა ინტერესებს.

ერთ-ერთი ასეთი წერილი ადამიანებს მოუწოდებდა თავიანთი კოორდინატები გაეგზავნათ მორალის ამერიკულ საზოგადოებაში, რომელიც აშშ-ს კონგრესისადმი მიმართვას ამზადებდა, რათა შემოღოთ არასრულწლოვანებისთვის თამბაქოს მიყიდვის ამკრძალავი კანონი. ცნობილი წერილ-პეტიციები, რომლებიც მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ ამა თუ იმ კანდიდატურას ან აშშ-ს პრეზიდენტს, რომ ჩეხოსლოვაკიაში ჩაატარონ თავისუფალი და დამოუკიდებელი არჩევნები გაერო-ს ხელმძღვანელობით, მხარი დაეჭირათ ბირთვული განიარაღებისთვის და ა. შ. საინტერესოა აღინიშნოს, რომ "პროქტორ & გემბლის" პროდუქციის ბოიკოტი, მისი დადანაშაულება სატანის ეკლესიისადმი მხარდაჭერაში და სატანურ სიმბოლიზმში, ასევე ინიცირებულ იყო წერილ-პეტიციების მეშვეობით, რომელიც მიმოქცევაში უკვე კონკურენტმა კომპანიებმა გაუშვეს და საბოლოო ჯამში კომპანიის სიმბოლოს შეცვლა გამოიწვია თვით ორგანიზაციის იმიჯის სერიოზული დაზარალებით. ამასთან კომპანიას "პროქტორ & გემბლ" სატანასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

სეკულარულ წერილებთან და წერილთა საზღვრების მოშლასთან ერთდროულად ხდება საზოგადოების ოკულტური გარემოს საზღვრებიდანაც გასვლა, რადგან როგორც თვით წერილებს, ისევე ადამიანთა მოტივაციებს, რომლებიც მათ გადაწერაში მონაწილეობენ, არაფერი აქვთ საერთო ცრურწმენებთან და რელიგიასთან. სეკულარული წერილები მათი შინაარსის განსაკუთრებული თემატურობისა და მისი კავშირის გამო ისტორიულ ვითარებასთან, საკმაოდ ხანმოკლენი არიან რელიგიურ წერილებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, მათი ეფექტურობა და, რაც მთავარია, სრული უკონტროლობა არც თუ იშვიათად მძაფრი პოლიტიკური ბრძოლის მძლავრ იარაღად გამოიყენებოდა. ასე მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის გესტაპო აქტიურად ცდილობდა "ბედნიერების წერილებთან" ბრძოლას. მაგრამ ფაშისტები თუ ახერხებდნენ გაეკონტროლებინათ აქტივისტების მიერ დაბეჭდილი საპროტესტო პროკლამაციები, "ბედნიერების წერილების" გავრცელების გზების პოვნა მათ ძალებს აღემატებოდა. ეს ვითარება სწრაფად შეაფასეს და გამოიყენეს ჰიტლერის მოწინააღმდეგეებმა. მათ ხელოვნურად მოაწყვეს "ბედნიერების წერილების" ახალი ჯაჭვის ინიცირება, რომელთა შინაარსი ან ღიად ან შეფარულად, სტროფებს შორის, ანტიჰიტლერულ პროპაგანდას ეწეოდა. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯგუფებში, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ამგვარი პოლიტიკური "ბედნიერების წერილების" გავრცელებაში, გერმანიის კათოლიკური და ლუთერანული ეკლესიებიც მონაწილეობდნენ. ადამიანებს, რომელთა დაპატიმრებას "ბედნიერების წერილის" გავრცელებისთვის გესტაპო ასე თუ ისე ახერხებდა, დაუყოვნებლივ აგზავნიდნენ საკონცენტრაციო ბანაკებსა და საპატიმროებში.

ისტორიიდან ცნობილია იშვიათი მაგალითები, როდესაც "ბედნიერების წერილები" აერთიანებდნენ რელიგიურ და სეკულარულ ინტერესებს. საკმაოდ ნიშანდობლივია ციტატა ერთი ასეთი წერილიდან, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების გარიჟრაჟზე ვრცელდებოდა და მოუწოდებდა წინააღმდეგობა გაეწიათ მასობრივი კოლექტივიზაციისა და კოლმეურნეობების ორგანიზებისათვის: "... მე - თქვენი უფალი ღმერთი გეუბნებით: დადგა მომენტი, როდესაც ეშმაკი თავის ქსელში აბამს ხალხს კოლმეურნეობების მეშვეობით. ის, ვინც არ ცთუნდება კოლმეურნეობებით, გადარჩება; ხოლო ყველა კოლმეურნეს უახლოეს დღეებში გავანადგურებ...". ამ წერილის გადაწერა ადამიანს შეეძლო ან თავის ცრუმორწმუნეობის გამო, ასევე იმიტომაც, რომ არ სურდა კოლმეურნეობაში გაწევრიანება.

შემთხვევითი არ არის, რომ საბჭოთა პერიოდში არსებობდა ვარაუდი, რომ "ბურჟუაზიული სულისკვეთებით გამსჭვალული ბედნიერების წერილები" შესაძლოა ინსპირირებულ იყვნენ "საბჭოთა ხელისუფლების მტრების მიერ", რათა გაეხრწნათ და გაეუფასურებინათ სოციალისტური ღირებულებანი. თუმცა, "ბედნიერების წერილების" გამავრცელებლები არამ არტო საბჭოთა კავშირის მოწინააღმდეგეთა ბანაკში მოქმედებდნენ, ისინი მთელ მსოფლიოში არსებობდნენ და სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.

ასე მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დროს ამერიკელები ბრალს დებდნენ გერმანიას "ბედნიერების წერილების" მეშვეობით ამერიკის საფოსტო სისტემის მუშაობის ბლოკირებაში. ზოგიერთი მუსლიმი მქადაგებელი მიიჩნევს, რომ "ბედნიერების წერილის" მუსლიმური ვერსიების გამავრცელებლები არიან "გარკვეული ქრისტიანული ორგანიზაციები", რომლებიც თურმე ასე ებრძვიან ისლამს.

XX საუკუნემ, თავისი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესითა და ტექსტების კოპირების პროცესის მნიშვნელოვანი გამარტივებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა "ბედნიერების წერილების" ფენომენში. მნიშვნელოვნად გაიზარდა მათი რაოდენობა და გაჩნდა ამგვარი წერილების მრავალი ახალი ტიპი და ვარიაცია. ზოგიერთი ადამიანი, რომელსაც სურს მის გარემომცველ საზოგადოებას გაუზიაროს რაიმე აზრი ან იდეა, მიმოქცევაში უშვებს წერილებს პრინციპიალურად ახალი ტექსტებით, სწავლებებით, გაფრთხილებებით, მოთხრობებით, მოწოდებებით და სხვა... ინარჩუნებს მხოლოდ მათი მუდმივი კოპირების პრინციპს. ამის შედეგად "ბედნიერების წერილები" ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთ ელემენტად გადაიქცა, რომელსაც ეკიდებიან სერიოზულადაც, გაღიზიანებითაც, დაცინვითაც, იმედითაც, შიშითაც, გულგრილობითაც, ინტერესითაც და სხვადასხვა ემოციებითაც, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს ფოსტით (ან ელ-ფოსტით, ან კიდევ სოციალური ქსელებით) ასეთი "ბედნიერების წერილის" მიღებამ.

"ბედნიერების წერილების" კოპირებას აწარმოებს მათ მიმღებ ადამიანთა უკიდურესი უმცირესობა. როგორც წესი ესენი არიან დაბალი განათლების ან საკმაოდ დაბალი რელიგიური კულტურის, ქცევისა და აზროვნების ადამიანები. მიუხედავად ამისა, რაც უფრო მეტ "ბედნიერების წერილს" ღებულობს ადამიანი, მით უფრო ნაკლებად არის მიდრეკილი მისი კვლავ და კვლავ კოპირებისკენ.

როგორც სრულიად სამართლიანად აღნიშნავდა ა. ა. პანჩენკო, "ბედნიერების წერილების" გავრცელება ხდება ტალღისებურად და ასახავს საზოგადოების არატრადიციული რელიგიურობის დინამიურობას. თვით ფაქტი იმისა, რომ ჩვენ ისევ ვღებულობთ ამ წერილებს, მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რაოდენ სიცოცხლისუნარიანია არატრადიციული რელიგიურობა თანამედროვე სამყაროში.

როდესაც "ბედნიერების წერილებს" განვიხილავთ საღვთისმეტყველო გააზრებასთან და თანამედროვე რელიგიურ ცნობიერებასთან მიმართებაში, მაშინ მათ ისტორიას, ტიპებს, ფორმებსა და გავრცელების მეთოდებს არ გააჩნიათ პირველხარისხოვანი მნიშვნელობა. მართლაც, არ არის საჭირო ბევრი ვიცოდეთ "ბედნიერების წერილებზე", რომ ცალსახად მოვახდინოთ სრულიად ცხადი საგნების კონსტატირება: ა) ისინი გვართმევენ ბევრ დროს; ბ) ქმნიან ყალბ იმედსა და სასოებას, იწვევენ და ამაგრებენ შიშებს; გ) ავითარებენ ცრუმორწმუნეობას და სინამდვილის მაგიურ აღქმას; დ) თავიანთი წვლილი შეაქვთ საზოგადოების არატრადიციული რელიგიურობისა და კერძოდ, მისი ოკულტური გარემოს გამყარებაში.

და ბოლოს, "ბედნიერების წერილების" გადაწერა არის დასტური იმისა, რომ მისი გადამწერი ან საერთოდ მოკლებულია ეკლესიურ ცხოვრებას, ან კიდევ სერიოზული ფსიქიკური აშლილობები გააჩნია. მღვდელმა არ უნდა უგულებელჰყონ მნიშვნელობა იმისა, რომ ეკლესიის მრევლიდან ვიღაც დაკავებულია ამგვარი წერილების გადაწერით და გაგზავნით. საქმე იმაშია, რომ უფრო ადვილია ადამიანის გამოყვანა რაიმე სექტიდან ან კულტიდან, ვიდრე მისი მაგიური ცნობიერებისა და მსოფლმხედველობის დანგრევა.




ერთ-ერთი ადვილად ცნობადი და სრულიად ცხადი სიმპტომი ადამიანში მაგიური ცნობიერების არსებობისა გახლავთ "ბედნიერების წერილების" გადაწერა. იმყოფება რა სექტაში, ადამიანი, როგორც წესი, შორდება ეკლესიას. ხოლო თუ ის მაგიური ცნობიერების მატარებელია, შეიძლება ეკლესიაშიც დადიოდეს, საიდუმლოებებშიც მონაწილეობდეს და თავს გულწრფელადაც თვლიდეს ნამდვილ მართლმადიდებელ ქრისტიანად. თუ სექტანტის გადარწმუნება შეიძლება, მაგიური ცნობიერება ღრმად და მყარად ჯდება ადამიანის ფსიქიკაში და სრულიად ყრუა არგუმენტაციის სისტემისადმი. ის აპელირებს სინამდვილის გამოცდილებით-გრძნობითი აღქმიდან და ნებისმიერი აზრობრივი კონსტრუქციებიდან გამომდინარე, რომლებიც ახდენენ ამ აღქმის ინტერპრეტირებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბევრად უფრო ადვილია ასეთი ადამიანი დაარწმუნო, რომ "ბედნიერების წერილების" ერთი კატეგორია სიცრუეა, ხოლო სხვები არა, ვიდრე აჩვენო მას "ბედნიერების წერილების" თვით ფენომენის უსუსურობა. ცრუმორწმუნეობა და მაგიური ცნობიერება, რომელიც მოცემული ფენომენის საფუძველში დევს, შეუთავსებელია მართლმადიდებელი მორწმუნის ეკლესიურ ცხოვრებასთან.


ლიტერატურა:

Yang A. A. A Conversation of Rumors: The Language of Popular Mentalitиs in Late Nineteenth-Century Colonial India. // Journal of Social History 1987 Vol.20. P.485505.

Budge W. The Gods of the Egyptians. Vol.1.
New York.: Dover Publ., 1969. P.208; 221222; 230231.

Mizuno K. Bhuddhist Sutras: Origin, Development, Transmission. -Tokyo: Kosei Publishing Co. 1982.
P.172.

Тантлевский И. Р. Книги Еноха. Серия: Bibliotheca Judaica.
Иерусалим & Москва.: Гешарим & Мосты культуры, 2002. С.23; 356. См. также: Беляев М. В. Книги небесные. (Апокрифические видения и «закон первообразов»). // Известия Бакинского государственного университета 1921. № 1, второй полутом. -С.217256.

Веселовский А. Н. Опыты по истории развития христианской легенды. Эпистолия о неделе. // Журнал Министерства Народного Просвещения 1876 № 184. март
С.50116. См. также: Гальго Н. Прыёмы сакралiзацыi у апокрыфе «Эпiстолiя аб нядзелi». // Працы кафедры гісторыі беларускай літаратуры Белдзяржуніверсітэта. Выпуск пяты. Мінск.: БДУ, 2004. См. также: Лурье В. Ф. “Святые письма” как явления традиционного фольклора // Русская литература. № 1. 1993. С. 145149.

VanArsdale D. W. Chain Letter Evolution. 2006. In: http://www.silcom.com/~barnowl/chain-letter/evolution.html#evolution


VanArsdale D. W. 2006.


Reed Chain Letter Boom. // New York Times 1927.04.19.
P.12.

Chain Letters Ask Elections. // New York Times 1949.04.28. -P.10.


Schuetz W. W., De Sevin B. German Home Front. -London.: Victor Gollanzc, 1943. -P.148
149; 246247.

Калинин В. «Письма с неба». // Антирелигиозник 1931. № 6.
С.9798.

Матяс Д. M. Апелляция к невежеству, или «пожелания счастья» от «миллионера из Венесуэлы». // Вечерний Минск 1986.03.20. № 66.
С.2.

Матяс Д. И вновь «святые» письма. // Вечерний Минск 1987.07.16. № 162.
С.3.

Germans Here Plot to Clog U. S. Mails. // New York Times 1917.11.05.
P.22.

Are muslims suppose to believe in chain letters? Answer 255 from Mufti Ebrahim Desai. In: http://www.islam.tc/ask-imam/view.php?q=255


С.349. Панченко А. А. Христовщина и скопчество: фольклор и традиционная культура русских мистических сект.
М.: ОГИ, 2002, с. 341353.

______________________

წყარო: Мартинович В. А. Письма счастья как элемент оккультной среды общества. // Минские Епархиальные Ведомости 2007. № 1. С.7276.


 
TOP. GE
Назад к содержимому | Назад к главному меню